ნუკლეინის მჟავები Flashcards
არის თუ არა დნმ პოლიმერი?
არის და მისი მონომერებია ნუკლეოტიდები
რისგან შედგება ნუკლეოტიდები?
ფოსფორმჟავას ნაშთი, ნახშირწყალი (დეზოქსირიბოზა) და აზოტოვანი ფუძე
რამდენი სახის აზოტოვანი ფუძეა დნმ–ში?
ოთხი სახის: ადენინი, თიმინი, გუანინი და ციტოზინი
რომლებია პურინები და რომლები პირიმიდინები?
პურინები–ადენინი და გუანინი, პირიმიდინები–თიმინი და ციტოზინი.
რამდენი წყალბადური ბმაა აზოტოვან ფუძეებს შორის?
თიმინსა და ადენინს შორის– ორი, გუანინს და ციტოზინს შორის კი– სამი
რაოდენობები
(ა+გ=თ+ც) პურინების ფუძეების რაოდენობა პირიმიდინების ფუძეების რაოდენობის ტოლია (ჩარგაფის წესი)
რამდენია დნმ–ის სპირალის სიგანე?
2 ნმ
როგორი ბმაა მეზობელ ნუკლეოტიდებს შორის?
ფოსფორმჟავას ნაშთსა და მეზობელ ნახშირწყალს შორის წარმოიქმნება კოვალენტური ბმები
ვინ აღმოაჩინა ნუკლეინის მჟავები?
ფრიდრიხ მიშერმა 1868 წელს
რამდენი სახისაა რნმ?
სამი: ტრანსპორტული, ინფორმაციული, რიბოსომული
რომელი რნმ–ია ყველაზე დიდი და რომელი პატარა?
დიდი–რიბოსომული, პატარა–ტრანსპორტული
რა განსხვავებაა დნმ–სა და რნმ–ს შორის?
რნმ შეიცავს თიმინის ნაცვლად ურაცილს, დეზოქსირიბოზას ნაცვლად კი– რიბოზას
როდის შექმნეს კრიკმა და უოტსონმა დნმ–ის მოდელი?
1953 წელს