ტრანსკრიფცია და ბიოსინთეზი Flashcards
რა ინფორმაციას შეიცავს გენი?
გენი შეიცავს ინფორმაციას ცილის პირველადი სტრუქტურის შესახებ
რამდენი ნუკლეოტიდი შეესაბამება 1 ამინომჟავას?
3 და ქმნის ტრიპლეტს (= კოდონი)
რომელი ფერმენტი აწყობს ი–რნმს? (გადააკერებს მის ნუკლეოტიდებს)
რნმ–პოლიმერაზა
სულ რამდენი ტრიპლეტია?
64
რამდენი ტრიპლეტი მონაწილეობს ცილის შენებაში და რამდენი არა?
61 მონაწილეობს 3 კი არა
რომლებია სტარტ და სტოპ კოდონები?
სტარტ–კოდონი არის აუგ, სტოპ–კოდონები კი– უაა, უაგ, უგა.
რომელი ამინომჟავა შეესაბამება აუგ–ს?
მეთიონინი
რა ქვია გენის უბნებს რომელზეც იწყება და მთავრდება ტრანსკრიპცია?
პრომოტორი–იწყება, ტერმინატორი–მთავრდება
რა ჰქვია ტ–რნმ–ს ტრიპლეტს რომლითაც ის უკავშირდება ი–რნმ–ს?
ანტიკოდონი
რომელი რნმ–ის შესაბამისი ამინომჟავა მოაქვს ტ–რნმ–ს?
ი–რნმ–ის კოდონის შესაბამისი
რაები უკავშირდება ერთმანეთს ინიციაციის დროს?
ი–რნმ, რიბოსომის დიდი და პატარა სუბერთეულები და მეთიონინიანი ტ–რნმ.
რა ჰქვია ტრანსლაციის იმ პროცესს რომლის დროსაც ხდება ცილის აწყობა?
ელონგაცია
რომელი პროცესით სრულდება ცილის სინთეზი?
ტერმინაციით (განმათავისუფლებელი ფაქტორი)
რამდენი ტრიპლეტი და ნუკლეოტიდი ეტევა რიბოსომის ფუნქციურ ცენტრში?>
2 ტრიპლეტი, ანუ 6 ნუკლეოტიდი