უჯრედის აგებულება Flashcards
პლაზმური მემბრანა
რა ეწოდებათ ბირთვიან და უბირთვო უჯრედებს? რა სახის ორგანიზმები შედიან თითოეულში?
პროკარიოტი-უბირთვო და ეუკარიოტი-ბირთვიანი. ბირთვიანია:სოკოები, პროტისტები, ცხოველები,მცენარეები.
ხოლო უბირთვოებია ბაქტერიები.
რას უზრუნველტოფს უჯრედისთვის პლაზმური მემბრანა?
უჯრედის შიგთავსს გამოოფს გარემოსგან, მაგრამ არ ამყოფებს სრულ იზოლაციაში.
ჩამოთვალედა მოკლედ დაახასიათე პლაზმური მემბრანის ფუნქციები:
1.სატრანსპორტო-უპირველესი, რადგან ამის გარეშე ვერაფერი შეიდოდ-გამოვიდოდა უჯრედში.
2. ბარიერული-დამცველობითი უცხო ორგანიზმები ვერ შემოაღწევენ იმ რაოდენობით პლაზმური მემბრანის შემთხვევაში.
3. სასიგნალო-აღიქვამს გარემოს სიგნალებს
4. საკონტაკტო- ამოიცნობს მის მსგავს უჯრედებს და ეკონაკტება მათ.
რა სახის სტრუქტურები მონაწილეობენ პლაზმური მემბრანის აგებაში?
აგებულება არის ასეთი: ორმაგი ფოსფოლიპიდური ე.წ მოზაიკური ფენა აქვს, ამ ფენაში გვხვდება ცილები, ნახშირწყლებიც ზედაპირზე, ქოლესტერინიც.
რა ფუნქცია აქვს ქოლესტერინს პლაზმური მემბრანის აგებისას?
ქოლესტერინია მარეგულირებელი მემბრანის კონსისტენციის შენარჩუნებისა, გამყარების საფრთხის ქვეშ თუა, ხელს უშლის ჰიდროფობურ კუდებს, რომ ერთმანეთს მჭიდროდ დაუახლოვდნენ, ხოლო თუკი გათხევადების საფრთხეა მემბრანაში, მაქსიმალურად უზღუდავს სწრაფად მოძრაობის შესაძლებლობას ფოსფოლიპიდების ჰიდროფობურ კუდებს.
რა სახის ცილები გვხვდება მემბრანის სტრუქტურაში?
- პერიფერიული (ზემოც და ქვემოც)
- ინტეგრირებული(მემბრანაშია ჩაშენებული)
- ტრანსმემბრანული ცილა-ჭრის მემრანას და უშუალოდ მონაწილეობს ტრანსპორტში.
რა ფუნქცია აქვთ ცილებს და რით განსხვავდება ზედა პერიფერიული ქვედასგან?
ზედა ქვედასგან იმით განსხვავდება, რომ ის უკავშირდება ღტულ ნახშირწყლებს და წარმოქმნის მნიშვნელოვან ცილას, როგორიცაა გლიკოპროტეინი, ხოლო ცილების ფუნცია გამოიხატება ორგვარად ეს არის კონკტაკტური, როცა უჯრედი იძიებს მის მსგავს უჯრედს და ქსოვილს ქმნის, ხოლო მეორე არის დამცველობითი, როცა უცხოს, მაგ:მიკრობს ამოიცნობს და მას უჯრედში მემბრანის გავლით არ შემოუშვებს.
როგორ ფუნქციონირებენ ცილა-ფერმენტები, სად არიან?
პლაზმურ მემბრანაში არიან ჩაშენებულები და აქთ ფორმითი შესაბამისობა მომავალ ნივთიერებასთან და ატყობინებს უჯრედს ამ ნივთიერების მოახლოების შესახებ.
რა ე.წ კრიტერიუმებზეა დამოკიდებული როგორ გავა ან შემოვა ნივთიერება პლაზმური მემბრანიდან-(ში)?
ეს 3 ფაქტორ-კრიტერიუმზეა დამოკიდებული:
1. ზომა, დიდია თუ პატარა.
2. მუხტი:უმუხტოა, დადებითი თუ უარყოფითი.
3. პოლარობა(ჰიდროფილურია თუ ჰიდროფობური)
მემბრანულ ტრასნპორტის რამდენი ფორმა არსებობს?
- აქტიური და პასიური.
რა განსხვავებაა პასიურ და აქტიურ ტრანსპორტირებაში?
პასიურის არ იხარჯება არანირი ენერგია, რადგან ნივთიერება მაღალი კონცენტრაციიდან მიდის დაბალი კონცენტრაციისკენ, ხოლო როცა ეს პირობა ირღვევა, მაშინ ნივთიერების უჯრედში შესაღწევად ძალიან დიდი ენერგიაა საჭირო და ამას უკვე აქტიური ტრანსპორტი უზრუნველყოფს.
პასიური ტრანსპორტი კიდევ 3 ფორმად შეგვიძლია ჩავშალოთ, დაასახელე ეს ფორმები და ახსენი რა შემთხვევაში რა ხდება?
- დიფუზია ანუ მც. ზომი ნივთიერებები, ჰიდროფობური ნაერთები და დაბალმოლეკულური სპირტები პირდაპირ გაივლიან ჰიდროფობური კუდების ბარიერეს.
- გაადვილებული დიფუზია- ეს კიდევ 2 ნაწილად იშლება 1. იონური ტრანსპორტი 2. ჰიდროფილური ნივთიერებების ტრანსპორტი, მათთის შეუზლებელია ჰიდროფობურ კუდებში პირდაპირ გასვლა და დამხმარე ცილები ესაჭიროებათ. იონების შემთხვევაში ტრანსმემბრანული ცილა ერთგვარ დერეფანს ქმნის და ციტოპლაზმაში უშვებს. ჰიდროფილური ნივთიერებების დროს კი ერთვება ცილა ტრანსპორტირი- კომფორმაციის უნარით გახსნის ერთ მხარებს ფორმითი შესაბაისობით დაიკავშირებს წყალში ხსნად და ცხიმში უხსნად ნივთიერებას და ციტოპლაზმაში გამოუშვებს.
რატომ გახდა აქტიური ტრანსპორტირების გზა აუცილებელი?
2 მიზეზის გამო, მაკრომოლეკულები პლაზმურ მემბრანას ჩვეული მეთოდით ვერბგდალახავენ და მეორე:ნივთიერებები ყოველთვის კონცენტრაციული გრადიენტით არ მოძრაობენ.
აქტიური ტრანსპორტირებას რა აწარმოებს?
მემბრანაში ჩაშენებული ე.წ ატფ-აზები, რომლებიც შლიან ატფ-ს და მიღებულ ენერგია ამ ტრანსპორტს ახარჯებენ.
აქტიური ტრანსპორტის რამდენი სახე გვაქვს? ჩამოთვალე და დაახასიათე მოკლედ.
- ენდოციტოზი-უჯრედის შიგნით შემავალ მაკრომოლეკულებზეა პასუხისმგებელი.
- ეგზოციტოზი-უჯრედის გრაეთ გამოსვლისას.
3.იონური ტუმბოები-ცილატრანსპორტერებით იონების გადასვლა ციტოპლაზმაში.
ენდოციტოზის დროს ზოგადად რა ხდება და ჩაშალე თითოეული ფორმა:
ენდოციტოზის დროს მიკრობები, ცილები, ნუკლეინის მჟავბი პლაზმურ მემბრანაში ეხვევიან და ასე აღწევენ უჯრედში, კონკრეტულად არსებობს 3 ფორმა: ფაგოციტოზი, პინოციტოზი და რეცეპტორ დამოკიდებული ენდოციტოზი.
რა ხდება ფაგოციტოზის დროს?
ამ ხერხით უჯრედში აღწევს: ცილა, მიკრობი და ნუკლეინის მჟავა. პლაზმური მემბრანა ამოიზნიქება, გაიკეთებს ბუსუსებს. ვეზიკულაში ანუ მემბრანაში შეფუთავს გადასატან ნივთიერებას, რომელიც ციტოპლაზმაში ჩაწყდება და შიგნით შევა, ამ გზით იკვებება ერთუჯრედიანი ამება btw.
რა ხდება პინოციტოზის დროს?
ამგვარი ტრანსპრტის ფორმით სითხეები აღწევს მემბრანის შიგნი. უჯრედში.მ დროს მემბრანას არ აქვს გამონაზრდები, გარს ერყმის ამ სითხეს და მცცირე ზომის ვაუოლებს ციტოპლაზმაში აღმოაჩენს.
რატომ სჭირდება იონს ცილა ტრანსპორტირი თუ ზოგადად იონური ტრანსპორტი გაადვილებული დიფუზიის ნაწილია და ტრანსმემბრანული ცილით გდაადგილდება?
ცილატრანსპორტირი მაშინ ხდება საჭირო, როცა იონები კონცენტრული გრადიენტის საპირისპიროდ, დაბლიდან მაღლისკენ მიდიან. ამ დროს ცილა ტრანსპორტირი 1 ბოლოთი გადასტან ნივთიერებას ჩაიბამს, მეორეთი ატფ-ს. რომელიც ენერგიაა და აქტიურ ტერანსპპრტში მოგეხსენებათ, რომ ყველგან გვხვხდება.
რეცეპტორ-დამოკიდებული ენდოციტოზი რას ნიშნავს? ამ გზით რა შედის მემმბრანის გავლით?
გადასტან ნივთიერებად არ შეუძლია მემბრანაში გავლა, თუ მანმდე ცილა რეცეპტორს არ მოერგო, მასთან აქვს ფორმითი შესაბამისობა ამით აინფორმირებას უჯრედს ნივთიერების მოახლოების შესახებ (სასიგნალო), სმ გზით გადის ქოლესტერინი, ჰორმონეი და მედიკამენტები.
კონცენტრაციის მიხედვით რამდენ სახედ შეგვიძლია დავყოთ ხსნარები?
- მაღალიკონცენტრაცია-ჰიპერტონული-ციტოზოლთან შედარებით მეტი გახსნილი ნივთიერებაა. 2, დაბალკონცენტრაციული-ჰოპოტონური და ნორმ, დაბალანსებული არის იზოტონური.
რა არის ოსმოსი?
ოსმოსი იგივე წყლის დიფუზიაა, წყლისთვის ასსე შეუძლებელი იქნეა ლიპიდურ ნივთიერებაში გავლა, დამხმარის გარეშე, ეს დამხმარე კი აქავპორინებია, ცილოვანი არხები. ოსმოსი არის ისეთი დიფუზია, რომლის დეოსაც გადაადგილება მხოლოდ წყლის მოლეკულებს შეუძლიათ.
რას ეწოდება უჯრედის ტურგორი?
ზუსტად ოსმოსის დროს, შემოღწეულიწყალი ზრდის უჯრედსიშიანაგან მოცულობას და აწვება უჯრედის კედელს, ამას ეწოდება ტურგორი და ეს კედელი, სიმტკიცის გამო უძლებს არსებულო წნევას და არ სკდება.
უჯრედის კედლის სიმტკიცე ადამიანებსა თუ ცხოველებში არაა გამოსაადეგი, რა მოხდება და რა შეაჩერეს უჯრედების “გახექვას” წყლის მოცულბის ზრდისას?
ჩვენს შემთხვევაში ორგანიზმში წყლის რაოდენობის გასვლას აკონტროლებს თირკმელები, აიმტკნარი წყლის ამებას შემტხვევში მეთქავი ვაკუოლი არსებოს და ის ეხმარება უჯრედის შენარჩუნებაში.