მეტაბოლიზმი, უჯრედული სუნთქვა და გლიკოლიზი Flashcards
როგორი სტრუქტურაა უჯრედი, რა სახის პროცესებს გადის იმისთვის, რომ სიცოცხლე შეინარჩუნოს და რა არის ამისთვის საჭირო?
უჯრედი ღია სტრუქტურაა, მუდმივად ხდება ნივთიერებათა და ენერგიის ცვლა, ეს პროცესები დღეში ათასობით ხდება უჯრედში და საჭიროა სიცოცხლიანობის შესანარჩუნებლად, ათასობით სხვადასხვა რექციის შედეგად ხდება ნივთიერებათა ცვლა ანუ მეტაბოლიზმიც.
რომელ 2 პირობით ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ მეტაბოლიზმი? რა სახის რეაქციები შედის მათში?
1.დაშლის რეაქციები-ენერგეტიკული ცვლა
2. სინთეზი-ანუ პლასტიკური ცვლა.
რას გულისხმობს პლასტიკური ცვლა და სად გვხვდება, დაასახელე ყველა მაგალითი, რაც გისწავლია.
პლასტიკური ცვლა გულისხმობს მარტივი ნივთიერებიდან რთული ნივთიერების წარმოქმნას, მაგ; ამინომჟავებიდან ცილის სინთეზი. ამ დროს წარმოიქმნება ქიმიური ბმები, თავისთავად. შესწავლილი მაგალითებიდან: 1. ფოტოსინთეზი-ავტოტრფული კვება. 2. ცილის სინთეზი 3. დნმ-ს რეპლიკაცია. ყველას სჭირდება ენერგია.
რა ხდება ენერგეტიკული ცვლის დროს და რომელია ამის ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითი?
ენერგეტიკული ცვლა დაშლის რეაქციებს მოიცავს, მაგ: ჰეტეროტროფული კვების დროს უკვე მზა რთული ორგანული ნივთიერებები მარტივად იშლება, ქიმიური ბმები წყდება და ენერგია თავისუფლდება, ამიტომაცაა კვება მნიშვნელოვანი-გვამარგებს ენერგიით, იგივე ხდება სუნთქვის დროსაც, კნკრეტულად ენერგეტიკული ცვლის საუკეთესო მაგალითია უჯრედული სუნთქვა-
როგორ მიიღება ენერგია? (არასრული ფორმულა.)-უჯრედული სუნთქვის დროს.
C6H12O6+6O2—>6CO2+6H2O+ენერგია, ინტერესი არა დაშლის პროდუქტზე, არამედ ენერგიისადმი აქვს უჯრედს.
უჯრედული სუნთქვის პროცესი ძალიან ჰგავს ჩვეულებრივი წვის პროცესს, ქიმიური სქემით და ფორმულით, მაგრამ მაინც არის მათ შორის განსხვავება, რა და სად?
დიდი განსხვავეებააა წვისას გამოყოფილ ენერგიაში, რაც გადაწონის საწყისი-საბოლოო პროდუქქტების მსგავსებას, კონკრეტულუ სხვაობა კი მაშინ იჩენს თავს, როცა ჩვეულებრივი წვისას გამოყოფილი ენერგია სითბოსა და სინათლის სახით სრულად იფანტება, ხოლო უჯრედული სუნთქვის დროს 40% ინახევა ატფ-ში, ხოლო დანარჩენი 60% იფანტება და იცაავს მას გადახურებისგან.
ენერგია იმახება ატფ-ში, რა არის ეს ატფ, რა სახის სტრუქტურაა, როგორი აგებულება აქვს, რა სახის ბმებიტ გამოირჩევა და სად მონაწილეობს, ნასწავლი პრპგრამიდან თუ გაიხსენებ.
ატფ ნუკლეოტიდია, არ არის მაკრომოლეკულა და შედგება შემდეგი ნაწილებისგან: 1. აზოტოვანი ფუძე-ადენინი, 2-ნახშირწყალი-რიბოზა 3. 3 ფოსფორმჟავასნაშთი. ადენინსს, რკიბოზასა და პირველ ფოსფორმჟავასნაშთს შორის არის კოვალენტური ბმები, ხოლო მეორესა და მესამე ფოსფორმჟავასნაშთებს ერთმანეთთან მაკროერგული ბმები აკავშრენს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შედარებით მალე წყდება და გამოყოფს ენერგიას. ეს ენერგია ამოძრავებს მოტორული ცილებს, ამუშავებს ატფ-აზებს, რომლევიც აქტიურ ტრანსპრტში მონაწილეობენ, იონური ტუმბოების დროს.
რა არის ამფ, ადფ? სრული სახელი ატფ-სი ასევე.
ატფ-ადენოზინტრიფოსფორმჟავა.
ადფ-ადენოზინდიფოსფორმჟავა, როცა 2 ფოსფორჟავა რჩება.
ამფ-ადენომონოფოსფორმჟავა
როცა ორი ფოსფორმჟავა სწყდება, 2 რჩება.
ვინაიდან ზუსტად იცი ატფ, ადფ და ამფ-ს მნიშვნელობა თავისი ბმებით, რა არის ზუსტი ფორმუა უჯრედული სუნთქვისა? მეცნიერები ფორმულის რა მომენტს მოიხსენიებენ, როგორც სასწაულს?
სრული ფორმულა ასეთია:
C6H12O6+6O2+38ადფ+38h3po4—>6CO2+6H2O+38ატფ+სითბო.
სასწაულს უწოდებენ ხოლმე იმ ფაქტს, რომ 1 მოლეკულა გლუკოზა 38ატფ-ს წარმოქნმის, გლუკოზა, რომელიც არცერთ მაკროერგულ ბმას არ შეიცავს, 2 მაკროერგული ბმის შემცველ ნაერთს წარმოქნნის.
უჯრედული სუნთქვა რამდენა ეტაპს მოიცავს, რომლებია ესენი?
- გლიკოლიზი
- კრებსის ციკლი
- ელექტრონების გადატანა გადასატან ჯაჭვში(ტრანსპორტი)
გლიკოლიზის მეორე სახელი, როგორი პროცესია, სად მიმდინარეობს და რამდენი ფერმენტის დახმარებით?
იგივე უჟანგბადო ეტაპი, ანააერბულიაა, ანუ არ ესაჭიროება პროცესს
ჟანგბადი, ლოკაცია:ციტოპლაზმა, მონაწილებს 10 ფერმენტ და ამ ფერმენტების საშუალებით 1 ექვსნახშირბადიანი გლუკოზა ორად იყოფა, 3-3 ნახშირბადიან პიროყურძნისმჟავად იგივე პირუვატად, რა დროსაც 2მოლეკულა ატფ წარმოიქმნება,.
როგორ გრძელდება გლიკოლიზის პროცესი , თუ უჯრედში საკმარისი ჟანგბადია?
პირუვატი ციტოზოლიდან მიტოქონდრიის მემბრანების გავლით მატრიქსში გადადის, სადაც მას ერთი ნახშირბადი ჩამოსცილდება და ორნახშირბადიან ძმარმჟავავად გარდაიქმნება.