20 ნწ3 Flashcards
სომატური უჯრედი –
მრავალუჯრედიან ორგანიზმებში არასასქესო უჯრედები.
სომატური მუტაცია –
სომატურ უჯრედში მომხდარი მუტაცია
სპერმატოგენეზი –
სპერმატოზოიდების წარმოქმნის პროცესი
სპოროფიტი –
დიპლოიდური თაობა, რომელზეც სპორები წარმოიქმნება.
ტრანსდუქცია –
ფაგის საშუალებით ერთი ბაქტერიის გენების გადატანა მეორე ბაქტერიაში.
ტრანსკრიპცია –
მ-რნმ-ის სინთეზი დნმ-ის მატრიცაზე.
ტრანსლაცია –
მ-რნმ-ის მატრიცაზე პოლიპეპტიდური ჯაჭვის სინთეზის პროცესი.
ტრისომია –
ქრომოსომულ ნაკრებში არის ერთი ზედმეტი ჰომოლოგიური ქრომოსომა.
ტრიპლეტი –
ნუკლეინის მჟავებში თანმიმდევრულად განლაგებული სამი ნუკლეოტიდის ერთობლიობა.
ფოტოპერიოდიზმი –
ორგანიზმის რეაქცია დღის ხანგრძლივობაზე.
ქრომატიდი –
ქრომოსომის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ორჯაჭვიანი დნმ-გან შედგება.
ქრომოსომა –
უჯრედული ბირთვის კომპონენტი, რომელიც წარმოადგენს მემკვიდრეობითი ინფორმაციის მატარებელს.
ქრომოსომული აბერაციები –
ქრომოსომის სტურქტურაში მომხდარი ცვლილებები.
შეჭიდულობის ჯგუფი –
ერთ ქრომოსომაში განლაგებულ გენთა ერთობლიობა.
წერტილოვანი მუტაცია –
გენში ერთი წყვილი ნუკლეოტიდის შეცვლა.
ჰერმაფროდიტიზმი –
ორსქესიანობა.
ჰიბრიდი –
ორგანიზმი, რომელიც მიღებულია გენეტიკურად ნაირგვარი მშობლიური ფორმების შეჯვარების შედეგად.
ჰომოგამეტური –
სქესი, რომელიც შეიცავს ერთნაირ სასქესო ქრომოსომებს და ერთი ტიპის გამეტებს წარმოქმნის.
ჰომოზიგოტა –
დიპლოიდი ორგანიზმი, რომლის ჰომოლოგიური ქრომოსომები შიცავენ ამა თუ იმ გენის ერთნაირ ალელებს და წარმოქმნის ერთი ტიპის გამეტებს.
ჰომოლოგიური ქრომოსომები –
წყვილი ქრომოსომები, რომლებიც მსგავსნი არიან მორფოლოგიური ნიშან-თვისებების მიხედვით და შეიცავენ გენების ერთნაირ კომპლექტს.