121 Flashcards
პოლიპლოიდიაში იგულისხმება:
ქრომოსომათა ჰაპლოიდური ნაკრების ჯერადი გადიდება
ნამგლისებრუჯრედული ანემიის გამომწვევი მუტაცია მიეკუთვნება:
გენურ მუტაციას
ადამიანის მემკვიდრეობითობის შესწავლის გენეალოგიური მეთოდი გულისხმობს:
საგვარტომო ნუსხის შესწავლას
ადამიანის მემკვიდრეობითობის შესწავლის ციტოგენეტიკური მეთოდი გულისხმობს:
ქრომოსომათა ნაკრების შესწავლას
ეკოლოგიური ფაქტორის იმ მნიშვნელობას რომელიც საუკეთესოა მოცემული ორგანიზმის ცხოველქმედებისა და განვითარებისთვის, უწოდებენ
ოპტიმუმს
ერთ ტყეში მობინადრე კოდალასა და მგლის ურთიერთდამოკიდებულება არის:
ნეიტრალიზმის მაგალითი
კვების ტიპის მიხედვით პროდუცენტები მიეკუთვნება:
ავტოტროფებს
კვების ტიპის მიხედვით კონსუმენტები მიეკუთვნება:
ბალახისმჭამელ, მტაცებელ ან პარაზიტ ჰეტეროტროფებს
კვების ტიპის მიხედვით რედუცენტები მიეკუთვნება:
საპროფიტ ჰეტეროტროფებს
II ტროფიკული დონე წარმოადგენილია:
II რიგის კონსუმენტებით
ზღვის ეკოსისტემებში პროდუცენტის როლშია:
ფიტოპლანქტონი
გლობალური დათბობის ძირითადი მიზეზია:
ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ჭარბად დაგროვებით გამოწვეული ,,სათბურის ეფექტი”
მჟავა წვიმებს იწვევს:
ფაბრიკა-ქარხნების გამონაბოლქვში აზოტისა და გოგირდის ოქსიდების არსებობა
პესტიციდი დდტ ანტრაქტიდის პინგვინების ორგანიზმში მოხვდა:
საკვებად გამოყენებული თევზებიდან
ჭიამაიას შეფერილობა არის:
დამცველობითი