20 ნწ2 Flashcards
კარიოტიპი –
ქრომოსომული კომპლექტის ნიშან-თვისებების ერტობლიობა, რომელიც დამახასიათებელია მოცემული სახეობის სომატური უჯრედებისათვის.
კატაგენეზი –
ევოლუციური ცვლილებები, რაც ორგანიზმების ორგანიზაციის დონის გამარტივებას იწვევს.
კოდომინანტობა –
ჰეტეროზიგოტაში ნიშან-თვისებების განსაზღვრაში გენის ორივე ალელის მონაწილეობა. ამ შემთხვევაში გენის ორივე ალელი ტოლფასოვანია.
კონიუგაცია –
ჰომოლოგიური ქრომოსომების ერთმანეთთან დაკავშირება.
კონსუმენტი –
მომხმარებელი
კრიპტული შეფერილობა –
მფარველობითი შეფერილობა
კროსინგოვერი – ხ
კროსინგოვერი – კონიუგაციის დროს ჰომოლოგიურ ქრომოსომებს შორის ჰომოლოგიური უბნების გაცვლა, რაც გენბის რეკომბინაციას იწვევს.
ლოკუსი –
ქრომოსომის უბანი, რომელშიც გენია მოთავსებული.
მონოსომია –
დიპლოიდური ორგანიზმის ერთ-ერთი ჰომოლოგიური ქრომოსომის არარსებობა.
მუტაგენი –
მუტაციის გამომწვევი ფაქტორი
ოოგენეზი –
კვერცხუჯრედის წარმოქმნის პროცესი
ონტოგენეზი –
ინდივიდის ინდივიდუალური განვითარების პერიოდი ზიგოტიდან სიცოცხლის ბოლომდე.
პანმიქსია –
პოპულაციაში ინდივიდებს შორის თავისუფალი შეჯვარება.
პლეიოტროპია –
გენების მრავლობითი მოქმედება : გენის უნარი გავლენა მოახდინოს რამოდენიმე ნიშანზე.
პროდუცენტი –
ორგანიზმები, რომლებიც ფოტოსინთეზის ან ქემოსინთეზის გზით წარმოიქმნიან ორგანულ ნივთიერებებს