გამრავლება Flashcards
გამრავლება
სასიცოცხლო პროცესია.ეს არის ცოცხალი ორგანიზმების უნარი, წარმოქმნან თავისი მსგავსი
გამრავლება არსებობს ორ გვარი
უსქესო და სქესობრივი
უსქესო გამრავლების ფორმები
1.ორად გაყოფა-მაგ.ერთუჯრედიანები (ბაქტერიები, ამება) 2.დაკვირტვა- მაგ. საფუარი სოკოები, ჰიდრა. 3.ვეგეტაცია-მცენარეების გამრავლება ფესვით, ღეროთი, ფოთლით 4.სპორებით-სოკოები, ხავსები, გვიმრები 5.რეგენერაცია- ანუ აღდგენა, მაგ.ზღვის ვარსკვლავა, მარჯნის პოლიპები. 6.შიზოგონია-მაგ.უმარტივესები 7.ფრაგმენტაცია-მაგ.შიაყელა
უსქესო გამრავლება ეწოდება
გამრავლების ფორმას,როცა დედისეული ორგანიზმი დამოუკიდებლად წარმოქმნის ახალ ინდივიდებს.
ფრაგმენტაცია ეწოდება
ორგანიზმის დაყოფას ნაწილებად (ფრაგმენტებად), რომლიდანაც ახალი ორგანიზმები ვითარდებიან
ფრაგმენტაციით ის ორგანიზმები მრავლდებიან,
რომელთაც რეგენერაციის უნარი გააჩნიათ. მაგ: ზღვის ვარსკვლავა და ჭიაყელა
ვეგეტატიური გამრავლება ახასიათებს
მცენარეებს.ისინი მრავლდებიან ვეგეტატიური ორგანოებით: ფესურით, გორგლით, ბოლქვით, ბწკალით,ფოთლით .

განაყოფიერება ეწოდება
კვეცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შერწყმას
ცალსქესიანი ორგანიზმები ეწოდებათ.
ორგანიზმებს, რომელთა ერთი ინდივიდი წარმოქმნის მდედრობით ან მამრობით გამეტებს,
ორსქესიან ანუ ჰერმაფროდიტ ორგანიზმებს უწოდებენ.
ორგანიზმებს, რომელთა ერთი ინდივიდი ორივე ტიპის გამეტებს წარმოქმნის,მათთვის თვითგანაყოფიერებაა დამახასიათებელი.
სქესობრივი გამრავლების სახესხვაობას წარმოადგენს
პართენოგენეზი, რომლის დროსაც გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედიდან ვითარდება ახალი ორგანიზმი.
გინოგენეზი-
პართოგენეზის ფორმაა, კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის ბირტვების შერყმა არ ხდება, სპერმატოგენეზი მხოლოდ სტიმულირებისთვის არის საჭირო.
გინოგენეზის შედეგან იბადებიან:
მდედრი ინდივიდები
ანდროგენეზი
მამრობითი ბირთვის შემცველი კვერცხუჯრედის განვითარება.
განაყოფიერება შეიძლება იყოს
შინაგანი და გარეგანი
ხერხემლიანებიდან თევზებს ახასიათებთ
გარეგანი განაყოფიერება
გამეტოგენეზი ეწოდება
სასქესო უჯრედების წარმოქმნას, განვითარებას და ფორმირების პროცესს
ოვოგენეზი ეწოდება
კვერცხუჯრედის წარმოქმნის პროცესს
სპერმატოგენეზი ეწოდება-
სპერმატოზოიდების წარმოქმნის პროცესს
გამეტოგენეზის არსი მდგომარეობს იმაში, რომ
წარმოქმნილ სასქესო უჯრედებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ქრომოსომთა ჰაპლოიდური რიცხვი, რაც მიიღწევა გაყოფის განსაკუთრებული პროცესით – მეიოზიით.
გამეტოგენეზი იწყება
გამრავლების ფაზით. ამ დროს აკვერცხეებსა და სათესლეებში არსებული პირველადი სასქესო უჯრედები მიტოზურად იყოფა.შემდეგ იწყება ზრდის ფაზა, ქრომოსომათა რაოდენობა განახევრდება და წარომიქმნება გამეტები.
განსხვავება სპერმატოგენეზისა და პეგენეზს შორის ისაა, რომ
მეოზის დასრულების შემდგომ წარმოქმნილი 4 ჰაპლოიდური უჯრედიდან , სპერმატოგენეზის შემთხვევაში, ოთხივე სრულფასოვან სპერმატოზოიდად ყალიბდებამ ხოლო ოვოგენეზის დროს კვერცხუჯრედად მხოლოდ ერთი უჯრედი გარდაიქმნება. იგი დიდი ზომისაა და ბევრ საკვებ ნივთიერებას შეიცავს. დანარცენები 3 უჯრედი- მიმარტულებითი სხეულაკები-იღუპება
მეიოზი
განვითარებადი სასქესო უჯრედებისათვის დამახასიათებელი გაყოფის ტიპი.
მეიზის დროს ქრომოსომების რაოდენობა
ორჯერ მცირდება და ქრომოსომების კომპლექტი გარდაიქმნება ჰაპლოიდურად.