ხიდი და შუა ტვინი(ნეიროანატომია) Flashcards
რომელი კრანიალური ნერვები და რომელი არტერიის ღარი გვხვდება ხიდის წინა ნაწილზე,უკანა ნაწილის ზედაპირული ანატომია და რა გვხვდება სახის გორაკის მიღმა,რა არის ვესტიბულური არის მიღმა და რისი პიგმენტირებული დაბოლოებაა სუბსტანცია ფერუჯინეა,ხიდის შიგნითა სტრუქტურის ორი ნაწილი და ბაზალური ნაწილის წარმონაქმნები,როგორ მყარდება კავშირი ხიდის მეშვეობით ქერქსა და ნათხემს შორის და ხიდის უკანა ნაწილის წარმონაქმნები,ხიდის კრანიალური(5 ნერვის გამოსვლის დონე) დონის ბაზალური და ტეგმენტუმის ნაწილის წარმონაქმნები,შუა ტვინის უკანა და წინა ნაწილის ზედაპირული ანატომია,რომელ რეფლექსებს ატარებს ზედა და ქვედა ორგორაკი,რომელი კრანიალური ნერვების ბირთვებია შუა ტვინში და მათი გამოსვლის ადგილები,რა და რა ნაწილად იყოფა შუა ტვინი და შუა ტვინის ქვედა ორგორაკის დონის შიგნითა სტრუქტურა,შუა ტვინის ზედა ორ გორაკის განსხვავებული სტრუქტურები და ვიზუალური რეფლექსის გამტარი გზის ნაწილები,ნერვული სისტემის რომელი ნაწილებით ტოვებს წითელ ბირთვს ეფერენტული ბოჭკოები:
1.5,6,7,8;a.basillaris.
2.უკან-სახის გორაკი ზემოთ მედიალური შემაღლებით,სულკუს ლიმიტანს და მათ შორის მოთავსებული ვესტიბულური არე;აქ არის მეექვსე ნერვის ბირთვი და მასზე შემოხვეული მეშვიდე ნერვის ბოჭკოები.
3.ვესტიბულური ბირთვი;სულკუს ლიმიტანსის.
4.ტრაპეცოიდული(იქმნება კოქკეარული და ტრაპეცოიდული ბირთვებით) სხეულით იყოფა უკანა ტეგმენტუმად და წინა ბაზალურ ნაწილებად;ხიდის ბირთვები,ხიდის განივი ბოჭკოები და მასში ჩაზრდილი კორტიკოსპინალური ტრაქტის ბოჭკოები.
5.კორტიკოპონტინური ბოჭკოები ბოლოვდებიან ხიდის ბირთვებზე ხიდის ბირთვებიდან გამომავალი განივი ბოჭკოები კი ნათხემის შუა ფეხებით შედიან ნათხემში;სახის გორაკი(მასში შემავალი 6 ნერვის ბირთვი და მეშვიდე ნერვის ბოჭკოები),ვესტიბულური ბირთვი,5 ნერვის ბირთვი და სპინალური ტრაქტი,7 ნერვის ბირთვი,ნათხემის ზედა და ქვედა ფეხები და მედიალური გრძელი ბოჭკოები(დამაკავშირებელი ვესტიბულურ და კოქლეარულ და ექსტრაოკულური კუნთების მაკონტროლებელ კრანიალური ნერვების ბირთვებს შორის:4,6,3),კოქლეარული წინა და უკანა ბირთვები.
6.ბაზალური-იგივე,რაც წინა დონე;ტეგმენტუმი-ამ დონეზე აკლდება 8,7,სამწვერა ნერვის სპიანლური ბირთვი/ტრაქტი და ნათხემის ქვედა ფეხები,ემატება-რეტიკულური ფორმაცია შიგნით სამწვერა ნერვის მოტორული ბირთვით და სამწვერა ნერვის მთავარი სენსორული ბირთვი(სპინალური ბირთვის გაგარძელება).
7.უკანა-ოთხგორაკი,ზედა ორ გორაკი+გორაკის მხარი—ლატერალური დამუხლილი სხეული,ქვედა ორგორაკი+გორაკის მხარი—მედიალური დამუხლილი სხეული,წინა-არაფერი განსაკუთრებული.
8.ზედა ორგორაკი-ვიზუალური რეფლექსები,ქვედა ორგორაკი-სმენითი რეფლექსები.
9.3 და 4;3-გამოდის წინიდან ტვინის ფეხებშუა ფოსოში და 4-გამოდის უკნიდან ქვედა ორგორაკს ქვეშ და ორივე ნერვი შედის მღვიმოვანი სინუსის ლატერალურ კედელში.
10.სუბსტანცია ნიგრა ერთმანეთისგან გამოყოფს ტეგმენტუმსა და ტვინის ფეხებს ხოლო ტეგმენტუმს ტექტუმისგან გამოყოფს სილვიუსის წყალსადენზე გავლებული ჰორიზონტალური ხაზი;ტვინის ფეხები-არის დაღმავალი ბოჭკოები ლატერალურიდან მედიალურად-ტემპოროპონტინური,კორტიკოსპინალური და ფრონტოპონტინური ბოჭკოები,ტეგმენტუმი-ნათხემის ზედა ფეხების ჯვარედინი,მენისკები(მედიალური,სპინალური,ტრიგემინური და ლატერალური),რეტიკულური ფორმაცია,ცენტრალური რუხი ნივთიერება შიგნით სამწვერა ნერვის მეზენცეფალური ბირთვითა და ტროქლეარული ბირთვით,ტექტუმი-გორაკის ბირთვები.
11.განსხვავებული არის მესამე ნერვის ბირთვი და ლატერალური მენისკის არ არსებობა,ასევე წითელი ბირთვისა და მისი ჯვარედინის არსებობა;ოპტიკური ნერვი,ვიზუალური კორტექსი ან სპინოტექტალური ტრაქტი>პრეტექტალური ბირთვი(ზედა ორ გორაკის ბირთვის ლატერალური ნაწილი)>ეფერენტული ბოჭოები მიდის:მესამე ნერვის პარასიმპათიკურ ბირთვში(ვესტფალ-ედინგერის ბირთვი) და ტექტოსპინალურ ტრაქტში.
12.თალამუსში,რუბროსპინალურ ტრაქტში,რეტიკულურ ფორმაციაში,სუბსტანცია ნიგრაში.