კრანიალები(ნეიროანატომია) Flashcards
რომელი კრანიალური ნერვებია მხოლოდ სენსორული,მოტორული და სენსორულ მოტორული და კრანიალური ნერვების მოტორული ბირთვების პირველი,მეორე,მესამე რიგის ნეირონები,რომელია კრანიალური მოტორული ბირთვებიდან გამომავალი ორი ტიპის ნერვული ბოჭკო და რომელი 4 ბირთვითაა პარასიმპათიკური ნერვული სისტემის კრანიალური ნაწილი წარმოდგენილი,რომელი ტრაქტი არის პირველ და მეორე რიგის ნეირონებს შორის მაკავშირებელი კრანიალური ნერვების მოტორულ ნაწილში და სად მდებარეობს საყნოსავი ლორწოვანი ცხვირში,რომელი უჯრედები გვხვდება აქ და რომელი უჯრედების აქსონები ქმნის საყნოსავ ბოჭკოებს,რომელი უჯრედები გვხვდებიან ყნოსვის ბოლქვში და რა არის ყნოსვის გლომერულა,ყნოსვის ტრაქტის გაყოფის ადგილი და რომელი წარმონაქმნის შემადგენლობაში არის მედიალური საყნოსავი სტრია,კორტექსის რომელ ნაწილებში ბოლოვდება ლატერალური საყნოსავი სტრია და რით არის გამორჩეული ყნოსვის ნერვის ნეირონული გზა სხვა სენსორული კრანიალისგან,როგორი ტიპის რეცეპტორები ექსპრესირდება ყნოსვის უჯრედის წამწამებზე და რომელი იონები შემოდის/ტოვებს წამწამებზე არსებული ც-ამფ დამოკიდებული არხით,რომელი იონია პასუხისმგებელი ყნოსვითი ადაპტაციის განვითარებაში და რა არის გრანულური უჯრედების ფუნქცია,რეტინას რომელი შრიდან გამოდის ოპტიკური ნერვი და ოპტიკური ტრაქტის ბოჭკოების საბოლოო დანიშნულების ადგილი,რა ქვია თალამუსის ლატერალური დამუხლილი სხეულიდან გამომავალი ბოჭკოების ერთობლიობას და რომელი ოთხი ნეირონი არის მხედველობაში მნიშვნელოვანი,მხედველობის ველების პროექციები მარჯვენა თვალისთვის და ოპტიკური სხივის ორი ტიპის ბოჭკო მათი ველებით,როგორ აიხსნება პირდაპირი და კონსენსუალური სინათლის რეფლექსი და რომელი ნაწილით განსხვავდება აკომოდაცია სინათლის რეფლექსისგან,რა არის კორნეალური რეფლექსი და მისი ახსნა,რომელი ტრაქტით გადის მხედველობის მოტორული რეფლექსები(ხელის აფარება თვალზე,თვალის გაყოლება მოძრავ ობიექტს და ა.შ) და გუგის კანისმხრივი რეფლექსის ახსნა:
1.მხოლოდ სენსორული-1,2 და 8;მხოლოდ მოტორული-3,4,6,12 და სენსორულ მოტორული-5,7,9 და 10;პირველი-პრეცენტრული ხვეულის ქვედა ნაწილის ბეცის უჯრედები,მეორე-კრანიალური მოტორული ბირთვის ჩართული ნეირონი და მესამე-კრანიალური მოტორული ნერვის მოტორული ნეირონი.
2.ბრანქიომოტორული და სომატური მოტორული;მესამე ნერვის ვესტფალ-ედინგერის ბირთვი,მეშვიდე ნერვის-ზედა სანერწყვე და საცრემლე ბირთვი,მეცხრეს-ქვემო სანერწყვე და ვაგუსის-დორსალური მოტორული ბირთვი.
3.კორტიკონუკლეარული(ბულბარული),რომელიც გაივლის შიგნითა კაფსულის მუხლში;ზედა ნიჟარის ზემო ნაწილში.
4.საყრდენი უჯრედები,ბაზალური და ყნოსვის ბიპოლარები;ყნოსვის ბიპოლარების აქსონები.
5.მიტრალური,გრანულური და ტუფტირებული;ეს არის ყნოსვის უჯრედებიან გამომავალი საყნოსავი ბოჭკოებისა და მიტრალური უჯრედების დენდრიტებს შორის კავშირი.
6.წინა დაცხრილური სუბსტანცია;წინა კომისურა.
7.პერიამიგდალოიდურ/პრეპირიფორმულ(პირველადი ყნოსვის ცენტრი) და ენტორინულ კორტექსში(მეორადი ყნოსვის ცენტრი);ამ გზაში არის მხოლოდ ორი ნეირონი.
8.მხოლოდ ერთი სპეციფიიკური ტიპის;ნატრიუმი და კალციუმი შერმოდის და ქლორი გადის.
9.კალციუმი;მაინჰიბირებელი გავლენა მიტრალურ უჯრედებზე(გაემ-ერგული).
10.განგლიონური შრიდან;უმეტესი ბოჭკოებისა-ლატერალური დამუხლილი სხეული და მცირე ნაწილი-ზედა გორაკი და პრეტექტალური ბირთვი.
11.ოპტიკური სხივი;ჩხირები და კოლბები,ბიპოლარული ნეირონები(ჩხირების/კოლბებისა და განგლიონური უჯრედების მაკავშირებლები),განგლიონური ნეირონები და ლატერალური დამუხვლილი სხეულის ნეირონები.
12.მარჯვენა თვალის მარჯვენა ველი აისახება ნაზალურ რეტინაზე,რომელიც გადადის მარცხენა ოპტიკურ ტრაქტში ხოლო მარცხენა ველი აისახება ტემპორალურ რეტინაზე და რჩება მარჯვენა ოპტიკურ ტრაქტში,იგივეა მარცხენა თვალისთვის;ზედა რომელიც გაივლის თხემის წილში(მეიერის მარყუჟი) და ქვედა,რომელიც გაივლის საფეთქლის წილში(ბარუმის მარყუჟი),მათთან ინფორმაცია მოდის თვალის საპირისპირო ზედა და ქვედა ველებიდან.
13.ორივე აიხსნება ოპტიკური ტრაქტის იმ ბოჭკოებით,რომლებიც მიემართებიან პრეტექტალურ ბირთვებამდე,აქედან გამომავალი ბოჭკოები თავის მხრივ მიემართება ვესტფალ-ედინგერის ბირთვამდე>პარასიმპათიკური ბოჭკოები ცილიარულ განგლიამდე>მცირე ცილიარული ნერვები ბროლის დამჭიმავ კუნთებამდე;იმით რომ აქ ფრონტალური თვალის არიდან მომავალი ბოჭკოები ააქტივებს ვესტფალ-ედინგერის ბირთვს.
14.კორნეას შეხებისას თვალის დახუჭვა;კორნეადან აფერენტული ბოჭკოები მიდის სამწვერა ნერვის თვალის ნაწილის შემადგენლობაში>სამწვერა ნერვის მთავარი სენსორული ბირთვი>მედიალური გრძელი კონა>მეშვიდე ნერვის ბირთვი>orbicularis occuli.
15.ზედა გორაკიდან ტექტოსპინალური ტრაქტით;კანის ჩქმეტით რეცეპტორების გააქტივება>ზურგის ტვინის ლატერალური რქის პრეგანგლიონური უჯრედები>თეთრი შემაერთებელი ტოტი>სიმპათიკური წველი>მოკლე ცილიარული კუნთები>გუგის გაფართოება.
რომელი ბირთვებითაა წარმოდგენილი მესამე ნერვი და ამ ბირთვების მდებარეობა,რომელი ბოჭკოები ბოლოვდებიან ორივე ბირთვზე და
დამატებით რომელი ბოჭკოები ბოლოვდებიან ამ ბირთვებზე,რომელ კუნთებს არ ეხება მესამე ნერვი და სად გაივლის მესამე ნერვი გამოსვლის შემდეგ,სად მდებარეობს ჭაღისებრი ნერვის ბირთვი და რომელ დამატებით ბოჭკოებს იღებს ის,რომელ კუნთს ანერვებს ჭაღისებრი ნერვი და მისი გზა,სამწვერა ნერვის ბირთვების მდებარეობები და რომელი გრძნობები ტარდება სამწვერა ნერვის სენსორული ნაწილის მიერ,რომელ განგლიაში გაივლიან პრეგანგლიური აფერენტული ნეირონები სანამ სამწვერა ტრაქტს მიაღწევენ და რომელი ბირთვი რომელ გრძნობას ემსახურება,როგორ არის პროეცირებული სპინალურ ბირთვზე სამწვერა ნერვის სამი სენსორული განტოტება და რომელ ბირთვში მიდის საღეჭი კუნთებიდან პროპრიოცეფცია,რა არის სამწვერა მენისკი და თალამუსის რომელ ბირთვზე ბოლოვდება მისი ბოჭკოები,რომელ კუნთებს ანერვებს სამწვერა ნერვის მოტორული კომპონენტი და რა ქმნის სამწვერა ნერვის მონოსინაფსურ რეფლექსურ რკალს,სამწვერა ნერვის გზა და თვალბუდის განტოტების ძირითადი ტოტები,რას აინერვირებს ლაკრიმალი და ფრონტალური ნერვის ორი ტოტი მათი ინერვაციით,რომელ ნერვებს უკავშირდება ნაზოცილიარულის ორი ტოტი და რომელი ტოტი კვებავს საცრემლე პარკს,ნაზოცილიარულის ნაზალური ნაწილის ორი ტოტი და ცხავის წინას ტოტები:
1.მთავარი თვალის მამოძრავებელი ბირთვი და დამატებითი პარასიმპათიკური ვესტტფალ-ედინგერის ბირთვი;მთავარი-წყალსადენის ირგვლივი რუხი ნივთიერება შუა ტვინში,დამატებითი-მთავარი ბირთვის უკან.
2.კორტიკონუკლეარული,მთავარი ბირთვი ასევე ტექტობულბარული რითაც ის ვიზუალურ კორტექსს უკავშირდება და დამაებითი ბირთვი ასევე პრეტექტალური ბირთვიდან მომავალ ბოჭკოებს იკავშირებს სინათლის რეფლექსებისთვის.
3.ზედა ირიბს და ლატერალურ სწორს;შუა ტვინის წინა ნაწილი>ტვინის უკანა და ნათხემის ზედა არტერიებს შორის>მღვიმოვანი სინუსის ლატერალური კედელი>თვალის ზედა ნაპრალი.
4.შუა ტვინში ცენტრალურ რუხ ნივთიერებაში,ქვედა ორგორაკის დონეზე;ტექტობულბარულს ზედა გორაკებიდან,მედიალური გასწვრივი კონის ბოჭკოებს-რითაც უკავშირდება 6,8 და 3 კრანიალურ ბირთვებს და კორტიკონუკლეარულს-რითაც უკავშირდება კორტექსს.
5.ზედა ირიბს;იგივე რაც მესამე ნერვის,ოღონდ ის გამოდის ღეროს უკნიდან და მესამე ნერვისგან განსხვავებით სანამ შუა ტვინს დატოვებს გადაჯვარედინდება.
6.სპინალური ბირთვი-მთლიანი მოგრძო ტვინის სიგრძეზე,არის ჟელატინისებრი სუბსტანციის(კისრის პირველი ორი სეგმენტების)გაგრძელება,მთავარი სენსორული და მოტორული ბირთვი-ორივე მდებარეობს ხიდში სენსორული მოტორულის ლატერალურად და მეზენცეფალური ბირთვი-შუა ტვინში,წარმოდგენილია უნიპოლარული ნეირონებით;ტკივილი,ტემპერატურა,შეხება,წნევა და საღეჭი კუნთების პროპრიოცეფცია
7.სამწვერა განგლიაში;მთავარი სენსორული ბირთვი-შეხება და წნევა,სპინალური ბირთვი-ტკივილი და ტემპერატურა,პროპრიოცეფცია-მეზენცეფალური ბირთვი.
8.თვალის განტოტება სპინალური ბირთვის ქვემოდან აკავშირებს ბოჭკოებს,ზედა ყბის-შუაში და ქვედა ყბის-ზემოდან;მეზენცეფალურ ბირთვში.
9.ეს არის სამწვერა ბირთვებიდან გამომავალი ბოჭკოების კრებული,რომელიც გადაკვეთს შუა ხაზს;ვენტრალურ პოსტერომედიალურ ბირთვზე.
10.საღეჭი კუნთები,დაფის ღრუს დამჭიმავი,სასის ფარდის დამჭიმავი და მილოჰიოიდი და ორმუცელა კუნთის წინა მუცელი;მეზენცეფალური ბირთვი უკავშირდება მოტორულ ბირთვს.
11.ხიდი>პირამიდის კლდოვანი ნაწილის წვერი>თვალბუდის განაყოფი-თვალის ზედა ნაპრალი>ზედა ყბის განაყოფი-მრგვალი ხვრელი>ქვედა ყბის განაყოფი-ოვალური ხვრელი;ლაკრიმალი,ფრონტალური ნერვი და ნაზოცილიარული ნერვი.
12.ლაკრიმალი-საცრემლე ჯირკვალი,ზედა ქუთუთოს ლატერალური ნაწილის კანი და მოსაზღვრე კონიუნქტივა;სუპრატროქლეარი-ქუთუთოს შუა ნაწილის კანი და მოსაზღვრე კონიუნქტივა+შუბლის კანი,სუპრაორბიტალი-იგივე+შუბლ-თხემის კანი.
13.გრძელი და მცირე წამწამოვანი ნერვები(წამწამოვანი განგლიიდან);ინფრატროქლეარი.
14.ცხავის უკანა და წინა;ნაზალური მედიალური,ლატერალური და გარეთა(რომელიც ცხვირის წვერის კანს აინერვირებს).
რომელ ტოტს იძლევა ზედა ყბის განტოტება სანამ როტუნდუმიდან გამოვა და მისი ძირითადი ტოტები,რომელი ტოტები შედიან თვალბუდის ქვემო ნაპრალით მათი ინერვაციით და რომელ განგლიას აძლევს ტოტებს ზედა ყბის განტოტება ამ განგლიიდან გამომავალი ნერვების ინერვაცია და ქვედა ყბის განტოტების ტოტები მათი ინერვაციით,მეშვიდე ნერვიდან წარმოქმნილი რომელი ნერვი გაყვება ენის ნერვს და მისი ინერვაცია,რა არის დაფის აპკის დამჭიმავი კუნთის ფუნქცია და სად მდებარეობს განმზიდველი ნერვის ბირთვი,სად გაივლის ეს ნერვი და რომელი ბოჭკოები უკავშირდება მის ბირთვს,რომელ კუნთს ანერვებს ის და მეშვიდე ნერვის ბოჭკოების შემქნაში მონაწილე ბირთვები,მეშვიდე ნერვის რომელი ბოჭკოები გაივლიან/არ გაივლიან სახის არხს და რომელი ბოჭკოები რომელ განგლიებში შედიან,როგორ იქმნება ვიდიანის ნერვი და რომელი ბოჭკოები მიყვებიან ენის ნერვს ენამდე,რომელი ხვრელით გამოდის სახის მიდამოში სახის ნერვის მოტორული ბირთვიდან გამომავალი ბოჭკოები და სად იქმნება დაფის სიმი,მოტორული 5 ტოტის ინერვაცია და სამწვერა ნერვის სპინალური ბირთვიდან გამომავალი ბოჭკოების ინერვაცია,ვესტიბულოკოქლეარული ნერვის კოქლეარული ნაწილის ბირთვები და რომელი განგლიიდან გამოდის კოქლეარული ნერვი,სად მიდის დორსალური და ვენტრალური კოქლეარული ბირთვებიდან გამომავალი ბოჭკოები და რა ქმნის ლატერალურ მენისკს,სად მიემართება ლატერალური მენისკი და როგორ აიხსნება ის ფაქტი,რომ სმენა ბილატერალურია,რა განაპირობებს სმენით რეფლექსს და ზემო ოლივების ორი ფუნქცია,ქერქის რომელი ნაწილებია წამყვანი სმენაში და როგორ განაპირობებს კოქლეარული ნერვი დამაზიანებელი ხმისგან თავდაცვას:
1.მენინგეალური დურასთვის;ზიგომატიკუსი,ინფრაორბიტალისი და ზედა უკანა ალვეოლური.
2.ზიგომატიკუსი და ინფრაორბიტალისი;ზიგომატიკუსი-ორი ტოტი:ზიგომატიკოფაციალისი-ყვრიმალის მიდამოს კანი და ზიგომატიკოტემპორალისი-საფეთქლის კანი,ინფრაორბიტალისი-ქვემო ქუთუთოს კანი და კონიუნქტივა+ზედა ტუჩი+პრემოლარები და ეშვები/საჭრელები.
3.ფრთა-სასის განგლიას;ორბიტალური-შესაბამისად კანი,ნაზოფარინგეუსი-შესაბამისი ადგილი,სასის დიდი ნერვი-მყარი სასის უკანა ნაწილი,სასის-მცირე ნერვი-რბილი სასა,უკანა ზედა ნაზალური ტოტის ნაზოპალატინური ნერვი-მაგარი სასის წინა ნაწილი.
4.ქვედა ალვეოლური-ინერვიაცია სახელის შესაბამისად,აურიკოტომპორალური-შესაბამიოსი არეების კანი,ენის ნერვი-ენის კუნთებისთვის და საღეჭი კუნთებისთვის ტოტები,ასევე სასის ფარდის დამჭიმავი კუნთისთვის,მილოჰიოიდეუსისთვის,ორმუცელას წინა მუცლისთვის და დაფის აპკის დამჭიმავი კუნთისთვის.
5.ქორდა ტიმპანი;მისი პარასიმპათიკური ნაწილი-ენისქვეშა და ყბისქვეშა ჯირკვლები,სენსორული ნაწილი-გემოვნება.
6.ჩაქუჩის მოზიდვიდ შედეგად დაფის აპკის დაჭიმვის ხარჯზე ღეჭვისას ხმიანობის შესუსტება;ხიდის ტეგმენტუმში სახის გორაკის ქვეშ.
6.მღვიმოვან სინუსში გაივლის შიგნითა საძილეს ქვეშ;კორტიკონუკლეარული,ტექტობულბარული-რითაც უკავშირდება ზედა ორგორაკს დამედიალური გრძივი კონა.
7.ლატერალური სწორი კუნთი;მთავარი მოტორული ბირთვი,პარასიმპათიკური ბირთვი(სანერწყვე და ზედა საცრემლე ბირთვებით წარმოდგენილი),ვაგუსის დორსალური ბირთვი,გაკნკერძოებული ტრაქტის ბირთვი და სამწვერა ნერვის სპინალური ბირთვი.
8.გაივლიან-სოლიტარიუსის ენისმიერი ნაწილი,ზემო სანერწყვე ბირთვის ბოჭკოები და მოტორული ნაწილი,არ გაივლიან-საცრემლე ბირთვის ბოჭკოები,სოლიტარიუსის რბილი სასისმიერი ნაწილი და სამწვერა ნერვის სპინალური ბირთვიდან გამომავალი ბოჭკოები;სოლიტარიუსის ენისმიერი ნაწილი,სამწვერა ნერვის სპინალური ბირთვიდან გამომავალი ბოჭკოები-დამუხლილ განგლიაში,საცრემლე ბირთვის ბოჭკოები-ფრთა-სასის განგლიაში და ზემო სანერწყვე ბირთვის ბოჭკოები-ქვედაყბის განგლიაში.
10.საცრემლე ბირთვიდან გამომავალი დიდი კლდოვანი ნერვი და საძილე სიმპათიკური წნულიდან გამოამვალი ღრმა კლდოვანი ნერვი;ზემო სანერწყვე ბირთვიდან გამომავალი ბოჭკოები და სოლიტარიუსიდან გამომავალი ენისმიერი ბოჭკოები.
11.სტილომასტოიდური ხვრელით;დაფის ღრუს უკანა დაწინა კედლის მილაკებს შორის გაჭიმული ზემო სანერწყვე ბირთვის ბოჭკოებითა და სოლიტარიუსის ენისმიერი ბოჭკოებით.
12.საფეთქლის ტოტი-ოქციპიტოფრონტალისის ფრონტალური მუცელი,კორუგატორ სუპერცილიი და ორბიკულარის ოკული,ყვრიმალის ტოტი-ზიგომატიკუსები(დიდი და მცირე),ლევატორი ლაბიი სუპერიორის და ცხვირის ფრთის ამწევი კუნთი,ქვედა ყბის მარგინალური-სამკუთხა,ნიკაპისა და ტუჩის დამწევი კუნთები,კისრის ტოტი-პლატიზმა,და ასევე დამოუკიდებელი ტოტები-სტილოჰიოიდეუსისთვის,ორმუცელას უკანა მუცლისთვისა და უზანგის კუნთისთვის;დაფის ღრუს უკანა კედელი,დაფის აპკი,გარეთა სასმენი ხვრელი და ყურის უკანა მიდამოს ნაწილის კანი.
13.ვენტრალური(იყოფა წინა და უკანა ნაწილად) და დორსალური კოქლეარული ბირთვები;სპირალური განგლიიდან.
14.დორსალური-კონტრალატერალურად ლატერალური მენისკის ბირთვამდე;უკანა ვენტრალური-კონტრალატერალურად ლატერალური მენისკის ბირთვზე და წინა ვენტრალური-კონტრა და იპსილატერალურად ზემო ოლივის ბირთვებზე;ლატერალური მენისკიდან გამომავალი ბოჭკოები,ყველა ის ბოჭკო რომელიც არ დაბოლოვდა ლატერალური მენისკის ბირთვზე და ზემო ოლივებიდან წამოსული ბოჭკოების ერთობლიობა.
15.ქვემო ორგორაკი>მედიალური დამუხლილი სხეული;ლატერალური მენისკის ბირთვი და ქვემო ორგორაკები ერთმანეთს უკავშირდებიან.
16.ორგორაკებიდან წამოსული ტექტოსპინალური ტრაქტი;ხმის ლოკალიზაცია და ხმის ინტენსივობის დადგენა.
17.საფეთქლის ზემო ხვეული(ჰეშლის)-ბგერითი სტიმულაციის ანალიზი,მეორადი სმენითი კორტექსი-ბგერის გაგება,ვერნიკეს არე-ბგერის აღქმა და ბროკას არე-დალაპარაკება;ერთი ოლივოკოქლეარული ტრაქტით-მისი სტიმულაცია იწვევს ლოკოკინის კორტის ორგანოში გარეთა თმიანი უჯრედების დაშორებას მფარავი მემბრანისგან,ასევე კოლქლეარული ბირთვები რეტიკულური ფორმაციის გავლით უკავშირდებიან მეხუთე ნერვსა და მეშვიდე ნერვს და აქედან აკონტროლებენ დაფის დამჭიმავი და უზანგის კუნთის ფუნქციას.
ვესტიბულური კომპლექსის ბირთვები და რომელ კუნთებს აკონტროლებს მედიალური და ლატერალური ვესტიბულური ბირთვები,რომელი ტრაქტი მონაწილეობს ამ კონტროლში და ნათხემის რომელ ბირთვზე ბოლოვდება ვესტიბულური კომპლექსიდან წამოსული ბოჭკოები,როგორ უკავშირდებიან ერთთმანეთს მეოთხე,მესამე,მეექვსე და მერვე კრანიალური ნერვების ბირთვები და რაშია საჭირო ეს კავშირი,სად მიდის ზედა ვესტიბულური ბირთვიდან გამომავალი ბოჭკოები და რაშია საჭირო ეს კავშირი,რომელი ბირთვებიდან გამომავალი ბოჭკოები შედის მეცხრე ნერვის შემადგენლობაში და რომელ ხვრელში გაივლის მეცხრე ნერვი,როგორ იქმნება დაფის წნული და რომელ განგლიაში მიემართება მისგან გამომავალი ქვემო სანერწყვე ბირთვის ბოჭკოები მისი ინერვაციით,სოლიტარიუსიდან გამომავალი ორი ბოჭკოს განგლია და ამ ბოჭკოების ინერვაციის ადგილები,სამწვერას სპინალური ბირთვიდან გამომავალი ბოჭკოების განგლია და მისი ინერვაცია,რომელ კუნთს ანერვებს ამბიგუუსიდან გამოსული ბოჭკოები და დამატებით რომელი წარმონაქმნებიდან იღებს ბოჭკოებს სოლიტარიუსის სასისმიერი აფერენტული ბოჭკოები,ვაგუსის ნერვის ბოჭკოების ბირთვები და რას ანერვებს სამწვერა ნერვის სპინალური ბირთვიდან გამომავალი ბოჭკოები მისი განგლიით,რომელი ხვრელიდან გამოდის ვაგუსის ყველა ბოჭკო და რომელი ინფორმაცია მოაქვს სოლიტარიუსის ენისმიერ ნაწილს მისი განგლიით,ამბიგუუსიდან გამომავალი ბოჭკოების ინერვაცია და სოლიტარიუსის სასისმიერი ბოჭკოების ინერვაცია ვაგუსისთვის,რა ქმნის ფარინგეალურ წნულს და რომელ წნულებს და ტოტებს იძლევა ორივე ვაგუსის პარასიმპათიკური ბოჭკოები გულმკერდის ღრუში,რომელ ტოტებს იძლევა მუცელში და კონკრეტულად რომელ წნულს ქმნის მარჯვენა და მარცხენა ვაგუსი,რას ანერვებს ფაშვის და ღვიძლის წნულები?
1.ზედა,ქვედა,ლატერალური და მედიალური;მედიალური-თავი და კისერი,ლატერალური-კიდურთა ექსტენსორები და ტორსი.
2.ვესტიბულოსპინალური(იპსილატერალურად);კარვის ბირთვზე.
3.მედიალური გრძივი კონით;ეს კავშირი განაპირობებს ფიქსირებულ მზერას თავის ჰორიზონტალური(მეექვსე და მესამე ნერვის ბირთვები+მერვეს ბირთვი) და ვერტიკალური მოძრაობისას(მეოთხე და მესამე+მერვე კრანიალური ნერვის ბირთვები).
4.ზედა ბირთვი>თალაუსის ვენტრალური პოსტერომედიალური ბირთვი>შიგნითა კაფსულა>კორონა რადიატა>კუნძული,პოსტცენტრული ხვეულა და საფეთქლის წილი;ეს კავშირი არეგულირებს ბალანსის ცნობიერ შეგრძნებას.
5.ამბიგუუსი,ქვემო სანერწყვე,სოლიტარიუსი და მეხუთე ნერვის სპინალური ბირთვი;საუღლე ხვრელში.
6.ქვემო სანერწყვე ბირთვიდან გამომავალი ბოჭკოები(მცირე კლდოვანი ნერვი) შედიან დაფის ღრუში ქვემო კედლით და მას უკავშირდება კაროტიდული სიმპათიკური წნულის ბოჭკოები;ყურის განგლიაში,პაროტიდი.
7.მეცხრე ნერვის ქვემო განგლია;ენისმიერი ნაწილი-ენის უკანა 1/3-ის გემოვნება,სასისმიერი ნაწილი-სასის ნუშები,ორო და ლარინგოფარინქსი,რბილი სასა.
8.მეცხრე ნერვის ზემო განგლია;იგივე რაც მეშვიდე ნერვთან იყო.
9.სტილოფარინგეუსი;კაროტიდული სხეულიდან და სინუსიდან.
10.სოლიტარიუსი,ამბიგუუსი,დორსალური და სამწვერა ნერვის სპინალური ბირთვი;იგივე რაც 9 და 7-ს შემთხვევაში იყო,ზემო განგლია.
11.საუღლე ხვრელით;ეპიგლოტისიდან გემოვნება და მისი განგლია არის ვაგუსის ქვემო განგლია.
12.რბილი სასის კუნთები,ფარინქსის კონსტრიქტორები,ასევე ზემო ლარინგეალური ტოტი-კრიკოთიროიდეუსი და კრიკოფარინგეუსი,ასევე არის შებრუნებული ლარინგეალური ნერვები(მარცხენა აორტის რკალის ქვეშ,მარჯვენა-სუბკლავიას ქვეშ)-ნამდვილი მბგერი იოგების დამჭიმავი კუნთების ინერვაცია;ერთი ბოჭკოთაგანი მიყვება ზემო ლარინგეალურ ნერვს და ანერვებს მბგერი იოგების ზემო ლორწოვანს,ერთი მათგანი მიყვება შებრუნებულ ლარინგეალურ ნერვს და ანერვებს მბგერი იოგების ქვემო ლორწოვანს,ერთი მათგანი მიდის აორტულ სხეულებთან,საბოლოოდ შედის ვაგუსის ქვემო განგლიაში სოლიტარიუსის ენისმიერ ბოჭკოებთან ერთად.
13.ვაგუსის ამბიგუუსიდან გამომავალი ხახის კონსტრიქტორებისა და რბილი სასის კუნთების მაინერვირებელი ბოჭკო,ენისმიერი ბოჭკოები,9 და 11 ნერვი ერთად;ფილტვის წნულს,გულის ზემო,ქვემო და გულმკერდისეულ ტოტებს.
14.საყლაპავის წნულს ქმნის ორივე ვაგუსი მუცელში და კუჭის წინა და უკანა ტოტებს;მარჯვენა ქმნის ფაშვის წნულს და მარცხენა ღვიძლის წნულს.
15.ფაშვი-ელენთა,მსხვილი ნაწლავი ელენთის ნაკეცამდე,წვრილი ნაწლავი,პანკრეასი,ღვიძ₾ის წნული-ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი;
რომელი ბირთვითაა წარმოდგენილი დამატებითი ნერვის კრანიალური ნაწილი და კისრის რომელი სეგმენტების ლატერალური თეთრი სვეტი ქმნის დამატებითი ნერვის სპინალურ ნაწილს,დამატებითი ნერვის კისრის რომელი სეგმენტის ბოჭკოები რომელ კუნთს ანერვებს და რომელ ხვრელში გაივლის დამატებითი ნერვის კრანიალური ნაწილის ბოჭკოები,რომელ ტოტებად იყოფა დამატებითი ნერვის კრანიალური ნაწილი მათი ინერვაციითა და გარეთა ნაწილის ტოპოგრაფია,რომელ სამკუთხედში გაივლის დამატებითი ნერვის სპინალური ნაწილი და კორტიკონუკლეარული ბოჭოების საბოლოო დანიშნულების ადგილები დამატებით ნერვთან მიმართებაში,სად გაივლის ენისქვეშა ბირთვიდან გამოსული ბოჭკოები და რომელ კუნთებს ანერვებენ ისინი:
1.ამბიგუუსი;C2-C3 და C3-C4.
2.C2-C3-სტერნოკლეიდო და C3-C4-ტრაპეციული;საუღლეში გაივლის.
3.შიგნითა და გარეთა ნაწილი,შიგნითა ნაწილი გაყვება მეცხრე და მეათე ნერვს ხახის წნულში და მონაწილეობს ხახის კონსტრიქტორებისა და რბილი სასის კუნთების ინერვაციაში,გარეთა ნაწილი გაყვება სპინალურ ნაწილს და მონაწილეობს სტერნოკლეიდოსა და ტრაპეციული კუნთის კვებაში;ის გაივლის შგნითა საძილე არტერიასა და საუღლე ვენას შორის,სადგისისებრი მორჩის ქვემოთა და ატლასის განივი მორჩების ზემოთ,ზემოდან მას ესაზღვრება კისრის ლიმფური კვანძები.
4.კისრის უკანა სამკუთხედში;ზოგიერთი ბოჭკო იპსილატერლაურად ბოლოვდება ამბიგუუსზე,ზოგიერთი კონტრალატერალურ გვერდით თეთრ კონაში ჩადის ზურგის ტვინში>ტრაპეციული კუნთი ან იპსილატერალურად გადის თეთრ კონაში>სტერნოკლეიდო.
5.მოგრძო ტვინში-რეტიკულური ფორმაცია,მედიალური გრძივი კონა,მედიალური მენისკი და პირამიდებისა და ოლივებს შორის გამოდის გარეთ,მოგრძო ტვინის შემდეგ-ენისქვეშა არხი>შიგნითა და გარეთა საძილე არტერიას შორის>მილო და გენიოჰიოიდეუსის შორის>ენის კუნთებშ ბოლოვდება;ანერვებს ენის შგნითა და გარეთა კუნთებს და ასევე მილოჰიოიდს(ერთადერთი კუნთი რომელიც არ ინერვირდება ანზა ცერვიკალისის მიერ).