ზურგის ტვინი (ნეიროანატომია) Flashcards

1
Q

როგორია მალთაშუა და ზიგაპოფიზეალური სახსრების ინერვაცია და სად ბოლოვდება ზრდასრულისა და ბავშვის ზურგის ტვინი,ზურგის ტვინის წინა და უკანა რქების ჯგუფები და უკანა რქის ბირთვების შეგრძნებები,ზურგის ტვინის თეთრი სვეტების შესაბამისი აღმავალი და დაღმავალი ტრაქტები და აღმავალი ტრაქტი-უკანა რქის ბირთვი წყვილები,ტკივილისა და ტემპერატურის შეგრძნების გზა,რომელი ნივთიერებები არის ტკივილის გამომწვევი და რომელი ზღურბლის შემამცირებელი,რომელი ტიპის ტკივილი უფრო სპეციფიურია და რომელი ფენომენი ახასიათებს ნელ ტკივილს,ქერქის რომელი ნაწილებია პასუხისმგებელი ტკივილის სხვადასხვა ასპექტის აღქმაში და რით აიხსნება ის ფაქტი რომ C-ტიპით გატარებული ნელი ტკივილი არასპეციფიურია,რაში მდგომარეობს ჭიშკრის თეორია ანალგეზიაში და ტვინის ღეროს რომელი ნაწილების სტიმულაცია განაპირობებს ანალგეზიას,რომელი ნივთიერებებია ანალგეტიკები და ნაზი შეხებისა და წნევის შეგრძნების გზა:

A

1.მალთაშუა-სპინალური ნერვის მენინგეალური ტოტი(გაყოფამდე),ზიგაპოფიზეალური-უკანა ტოტი;ზრდასრული-L1-ის ქვედა საზღვარი და ბავშვი-L3-ის ზემო საზღვარი.
2.წინა რქა C1-C6-ცენტრალური ბირთვები:nuc.accesorius et phrenicus),მედიალური ბირთვები(კისრის კუნთებისთვის),C6-T6-ემატება ლატერალური ბირთვი(ზედა კიდურის კუნთებისთვის) და აკლდება ცენტრალური ბირთვები,T6-L3-ემატება ლატერალური რქა და აკლდება ცენტრალურ-ლატერალური ბირთვები,მედიალური ბირთვი ტორსის შესაბამისი რეგიონის კუნთებისთვის,L3-S3-უკანა რქაში ემატება nuc.dorsalis,L1-L2 არის ლატერალური რქაც,არ არის ცენტრალური ბირთვები,დანარჩენი იგივე;sub.gelatinosa-ტკივილი,ტემპერატურა,წნევა და ნაზი შეხება,nuc.proprius-პროპრიოცეპცია,ვიბრაცია და ორ შემხებ წერტილს შორის მანძილის გარჩევა,nuc-dorsalis(კლარკის ბირთვიC8-L4)-პროპრიოცეფცია,nuc.visceralis afferens-ვისცერული აფერენტული სიგნალი.
3.უკანა თეთრი სვეტი-fasciculus gracilis et cuneatus(აღმავალი),ლატერალური თეთრი სვეტი-tr.corticospinalis lateralis,tr.rubrospinalis,tr.olivospinalis(დაღმავალი),tr.spinocerebelaris anterior et posterior,tr.spinothalamicus lateralis,tr.spinotectalis,tr.spinoolivaris(აღმავალი),წინა თეთრი სვეტი-tr.vestibulospinalis,tr.tectospinalis,tr.olivospinalis(დაღმავალი),tr.spinothalamicus anterior(აღმავალი);sub.gelatinosa-tr.spinothalamicus anterior(ნაზი შეხება და წნევა),tr.spinothalamicus lateralis(ტკივილი და თერმული),nuc.proprius-fasciculis gracilis et cuneatus(პროპრიოცეფცია,დისკრიმინაციული შეხება და ვიბრაცია),nuc.dorsalis-tr.spinocerebellaris anterior et posterior(პროპრიოცეფცია).
4.მგრძნობიარე ნეირონის დენდრიტი>უკანა ფესვის განგლია(პირველი ნეირონი)>ლატერალური სპინოთალამური ტრაქტი>sub.gelatinosa(მეორე რიგის ნეირონი,მედიატორი- გლუტამატი)>კონტრალატერალურ მხარეს ლატერალური სპინოთალამური ტრაქტი>მოგრძო ტვინი(ქვედა ოლივური ბირთვისა და სამწვრა ტრაქტის ბირთვს შორის,აქ მას უერთდება tr.apinothalamicus anterior et tr.spinotectalis და იქმნება სპინალური მენისკი)>ხიდი>შუა ტვინის ტეგმენტუმი>ჰიპოთალამუსის ვენტრალური პოსტეროლატერალური ბირთვი(მესამე ნეირონი)>genu posterior შიგნითა კაფსულა>corona radiata>პოსტცენტრალური ხვეულა.
5.გამომწვევი-ბრადიკინინი,ჰისტამინი,სეროტონინი,რძემჟავა და კალიუმის იონი;ზღურბლის დამწევი-პროსტაგლანდინები და სუბსტანცია P.
6.სწრაფი ტიპის;დაგროვების ფენომენი.
7.პოსტცენტრული ხვეულა-ტკივილის ანალიზი მანამდე განცდილთან მიმართებაში,ლიმბური სისტემის გირუს ცინგულატუმ-ტკივილის ემოციური ასპექტის ანალიზი და კუნძულის ხვეული-შინაგანი ორგანოებიდან წამოსული ტკივილის აღქმა;იმით რომ,ეს ბოჭკოები უკავშირდება უკანა რქის სუბსტანციის ნეირონების გარდა რეტიკულური ფორმაციის ნეირონებსაც,რომლის გააქტივება თავის მხრივ მთელი ცნს-ს არასპეციფიურ გააქტივებას ნიშნავს.
8.შესაძლებელია რომ ლატერალური სპინოთალამური ტრაქტის გზა გადაიფაროს წინა სპინოთალამური გზის ნეირონების სტიმულაციით;დიენცეფალონის პარკუჭისა და წყალსადენის მიმდებარე რუხი მატერია და თალამუსის შუა ხაზის ნეირონები.
9.ენკეფალინები და ენდორფინები,ასევე სეროტონინი;იგივე რაც ლატერალურის.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
2
Q

დისკრიმინაციული შეხების,ვიბრაციისა და პროპრიოცეფციის ანუ ვენტრალური სვეტების გზა და რა არის გარეთა რკალისებრი ბოჭკოები,უკანა სპინოცერებელარული ტრაქტის გზა და რა განსხვავებაა წინა და უკანა სპინოცერებელარულ ტრაქტს შორის,სპინოტექტალური გზა,მისი აზრი და სპინორეტიკულური გზა,სპინოოლივარული გზის განსაკუთრებული ნიშანი და ვისცერული აფერენტული გზა,როგორია დაღმავალი ტრაქტის სამ-ნეირონიანი სისტემა და დაღმავალი ტრაქტები მათი ფუნქციებით,კორტიკოსპინალური გზა და წინა და ლატერალურ კორტიკოსპინალურ გზებს შორის განსხვავება,რომელ სეგმენტებამდე აღწევს წინა და ლატერალური კორტიკოსპინალური გზები და ორი ტიპის რეტიკულოსპინალური ტრაქტი მათ შორის განსხვავებებით,ტექტოსპინალური ტრაქტის გზა და რომელ სეგმენტებში წყდება ეს გზა,რუბროსპინალური გზა და მისი აფერენტული კონტროლი და ვესტიბულოსპინალური გზა მისი აფერენტაციით,სად მდებარეობს ჰიპოთეტურად დაღმავალი აუტონომიური ტრაქტი და სად აქვს მესამე ნეირონი,რა არის ჯვარედინი ექსტენსორული რეფლქსი და რა არის რენშოუს უჯრედები:

A

1.პაჩინისა და მეისნერის სხეულაკები,კუნთის თითისტარები>უკანა ფესვის განგლია(პირველი ნეირონი)>ნაზი და სოლისებრი ტრაქტები>მოგრძო ტვინის თანამოსახელე ბირთვები იპსილატერალურად(მეორე ნეირონი)>მათგან გამომავალი ბოჭკოები(შიგნითა რკალისებრი ბოჭკოები)>მენისკთა ჯვარედინი>მედიალური მენისკი კონტრალატერალურად>თალამუსის ვენტრალური პოსტეროლატერალური ბირთვი(მესამე ნეირონი)>შიგნითა კაფსულის უკანა ფეხი>სხივისებრი გვირგვინი>პოსტცენტრული ხვეულა;ეს არის უკანა სვეტის გზაში მეორე რიგის ნეირონებიდან იპსილატერალურ მხარეზე გამოსული დამატებითი მორჩები,რომლებიც შედის ნათხემში ქვედა ფეხებით.
2.კუნთის თითისტარები>უკანა ფესვის განგლია(პირველი ნეირონი)>nuc.dorsalis(მეორე ნეირონი)>უკანა სპინოცერებელარული ტრაქტი იმავე მხარეს>მოგრძო ტვინი>ნათხემის ქვედა ფეხები>ნათხემის ქერქი(მესამე ნეირონი);წინა-მეორე რიგის ნეირონის ბოჭკოები ჯვარედინდება ზურგის ტვინში,ასევე ბოჭკოები მოგრძო ტვინიდან ნათხემის ზედა ფეხებით შედის ნათხემში.
3.ეს გზა გავს სპინოთალამურს,მეორე ნეირონი არვიცით უბრალოდ და მესამე ნეირონი არის ზედა ორ გორაკში;ამ გზით გადის ინფორმაცია გამღიზიანებლისკენ მზერის მიპყრობის შესახებ;ამ ტრაქტის მეორე რიგის ნეირონიც არვიცით და განსხვავებით ზედა ტრაქტისგან ის არ გადაჯვარედინდება და იმავე მხარის რეტიკულური ფორმაციის ნეირონებში(მესამე ნეირონი) ბოლოვდება.
4.ამ გზის მეორე ნეირონიც არვიცით,ჯვარედინდება ზურგის ტვინში,მესამე ნეირონი აქვს ქვემო ოლივის ბირთვებში,აქედან გამომავალი ბოჭკოები ისევ ჯვარედინდება და შედის ნათხემის ქვედა ფეხებით ნათხემში;ამ გზის მეორე ნეირონი არვიცით ზუსტად,მაგრამ მათგან გამოამვალი ბოჭკოები მიყვება სპინოთალამურ ტრაქტს და მესამე ნეირონიც ამ ტრაქტთან აქვს საერთო,ატარებს ვისცერულ შეგრძნებებს.
5.პირველი ნეირონი არის ზედა მოტორული ქერქული ნეირონი,მეორე-ზურგის ტვინის წინა რქის ჩართული ნეირონი და მესამე წინა რქის ალფა ან გამა მოტონეირონი ანუ ქვემო მოტორული ნეირონი;კორტიკოსპინალური ტრაქტი-ნებითი ნატიფი მოძრაობები,რეტიკულოსპინალური ტრაქტი-ალფა და გამა მოტონეირონების ან აქტივაცია ან ინჰიბირება,რუბროსპინალური ტრაქტი-ექსტენსორების ინჰიბირება და ფლექსორების სტიმულაცია,ვესტიბულოსპინალური ტრაქტი-რუბროს ანტაგონისტი და ბალანსი,ტექტოსპინალური-ვიზუალურ გამღიზიანებელზე პოსტურალური რეფლექსი და დაღმავალი აუტონომიური ნერვული ბოჭკოების ტრაქტი-ვისცერალური მოტორიკის კონტროლი.
6.პირველადი მოტორული,მეორეული მოტორული კორტექსი და თხემის წილის მეხუთე შრის პირამიდული უჯრედები(პირველი ნეირონი)>სხივისებრი გვირგვინი>შიგნითა კაფსულის უკანა ფეხი>შუა ტვინის ფეხები>ხიდის განივი პონტოცერებელარული ბოჭკოები>მოგრძო ტვინში პირამიდების შემადგენლობაში>პირამიდთა ჯვარედინი>კონტრალატერალური მხარის ზურგის ტვინის წინა რქების ჩართული ნეირონები(მეორე ნეირონი)>ალფა და გამა მოტონეირონები(მესამე ნეირონი);წინა პირამიდთა ჯვარედინზე არ გადაჯვარედინდება,ის ჯვარედინდება ზურგის ტვინში.
7.წინა-კისერი და გულმკერდის ზემო,ლატერალური-მთელი ზურგის ტვინი;ხიდისა და მოგრძოტვინის რეტიკულოსპინალური ტრაქტი,ხიდის მიუყვება წინა სვეტებს ხოლო მოგრძო ტვინის ლატერალურ სვეტებს.
8.ზედა ორ გორაკის ნეირონები(პირველი ნეირონი)>ბოჭკოები გადაჯვარედინდებიან(თავად შუა ტვინში) და მიემართებიან მედიალური დასწვრივი კონის შემადგენლობაში>ზურგის ტვინის წინა რქა;კისრის სეგმენტებში.
9.nuc.ruber(პირველი ნეირონი)>გდაჯვარედინება შუა ტვინშივე>ზურგის ტვინის რუბროსპინალური ტრაქტი>წინა რქის ჩართული ნეირონი(მეორე ნეირონი)>ალფა და გამა მოტონეირონები9მესამე ნეირონი),ნათხემიდან და კორტექსიდან მოდის აფერენტაცია;ვესტიბულური ბირთვი მეოთხე პარკუჭის ძირში(პირველი ნეირონი)>არანაირი გადაჯვარედინება,ზურგის ტვინის წინა რქის ჩართული ნეირონები(მეორე ნეირონი)>ალფა და გამა-მოტონეირონები(მესამე ნეირონი),აფერენტული იმპულსები-ნათხემის ღრმა ბირთვიდან და ვესტიბულური ნერვიდან.
10.ლატერალურ თეთრ სვეტში;ლატერალურ რუხ ნივთიერებაში.
11.როცა ერთი კიდურის რეფლქსური მოხრა იწვევს მეორე კიდურის რეფლექსურ გაშლას;ეს არის ჩართული მაინჰიბირებელი ნეირონები,რომლებსაც უკავშირდებიან კოლატერალებით ქვემო მოტორული ნეირონები.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly