ტრანსპორტის სახეები Flashcards
მემბრანული ტრანსპორტი შეიძლება იყოს:
აქტიური და პასიური(დიფუზია)
აქრიური ტრანსპორტი იყოფა:
ენტოციტოზად და ეგზოციტოზად;
ენდოციტოზი იყოფა:
ფაგოციტოზად და პინოციტოზად
მემბრანული ტრანსპორტის თვისებაა:
შერჩევითი განვლადობა;
რისი დიფუზია მიმდინარეობს სწრაფად და რისი-შედარებით ნელა?
1) დიფუზია უფრო ადვილად მიმდინირეობს არაპოლარული ნივთიერებების შემთხვევაში(ლიპიდები, ეთერი);
2) ძნელად გადის მემბრანად დიფუზიის დროს მოლეკულირი ნაერთები(წყალი, ამინომჟავები, მინერალური მარილები)
დიფუზიის სახელცვლილებაა _____; მისი თავისებურებაა:
გაადვილებული დიფუზია; ცილა ტრანსპორტერის არსებობა(არხი ან კონფორმაციის შეცვლა)
მარტივი დიფუზიით გადაადგილდება:
აირები
გაადვილებული დიფუზიით გადაადგილდება
იონები, გლუკოზა, ამინომჟავები(პოლარული მოლეკულები)
ოსმოსის დროს წყლის მოლეკულები…
გადაადგილდებიან უფრო კონცენტრირებული ხსნარისკენ;
წვრილი ნაწლავების ხაოებში ნივთიერებათა შეწოვა:
იწყება დიფუზიით, შემდეგ კი-აქტიური ტრანსპორტით გრძელდება;
ენდოციტოზის სახეებია:
ფაგოციტოზი(მყარი ნაწილაკები, მაგ. მიკრობები) და პინოციტოზი(თხევადი, მაგ. ცხიმის წვეთები)
რა არის ეგზოციტოზი? მისი ფუნქცია სხეულში:
ეგზოციტოზი ენდოციტოზის საპირისპირო მოვლენაა, როცა ნივთიერება ვეზიკულაში შეიფუთება და გოლჯის აპარატის გავლით დატოვებს უჯრედს. ეგზოციტოზის გზით სეკრეტი გამოიყოფა ჯირკვლებიდან სადინარებში ან/და სისხლში(უჯრედშორისის შუამდგომლობით)
რას მასგავსებენ მემბრანას?
თხევად მოზაიკას
ფოსფოლიპიდური ბიშრის გარდა, რა გვხვდება მემბრანაში?
ცილები(პერიფერიული და ინტეგრალური, ლიპიდები, ნახშირწყლები(გლიკოპროტეინები), რეცეპტორები, ქოლესტერინი;
ნივთიერებათა განვლადობის კრიტერიუმებია:
ზომა, პოლარობა, მუხტი;
უჯრედის ცოცხალ შიგთავსში შედის:
ბირთვი და ციტოპლაზმა;
რას უწოდებენ ციტოპლაზმას სხვანაირად და რა შედის მასში?
ციტოზოლს, მასში შედის:1)90% წყალი;
2)ორგანული და არაორგანული ნივთიერებები;
იონური არხების(ტუმბოს) მეშვეობით გადადის:
Na, K, Ca, Cl-ის იონები;
რა არის იონური არხი?
იონური არხები გამჭოლი ცილებია, რომლებიც ჰიდროფილურ და, კონკრეტული მუხტისადმი განკუთვნილი, არხებს ქმნიან.
რომელი ნივთიერება გადაიტანება ცილა-ტრანსპორტერებით?
გლუკოზა
რეცეპტორ-დამოკიდებული ტრანსპორტით უჯრედში ხვდება
ქოლესტერინი, რკინიანი ტრანსფერინი, მედიკამენტები
რა არის ტურგორი?
ტურგორი ის წნევაა, რომლითაც უჯრედი თავის კედელს აწვება;
ცხოვლურ უჯრედს არა აქვს უჯრედის კედელი, როგორ აარეგულირებს იგი ოსმოსს?
ადამიანები-თირკმელების საშუალებით, ამება- მფეთქავი ვაკუოლის;
პლაზმური მემბრანის ფუნქციებია:
უჯრედის ფორმის შენარჩუნება; ბარიერული; ქიმიური შედგენილობის მუდმივობა; კომუნიკაციის დამყარება; ნივთიერებათა ტრანსპორტი;