გულ-სისხლძარღვთა სისტემა Flashcards
ჯერ გავიხსენოთ სისხლის შედგენილობა:
სისხლი შედგება პლაზმისა(55%) და ფორმიანი უჯრედებისაგან(45%)
პლაზმის შემადგენლობაში შედის:
90% წყალი და გახსნილი ორგანული და არაორგანული ნივთიერებები
პლაზმის ცილებია:
ალბუმინი, გლობულინი, ფიბრინოგენი, ტრანსფერინი;
რას შვრება ალბუმინი?
ალბუმინი ცილაა, რომელსაც ჰორმონები გადააქვს;
ორგანიზმის თხევად გარემოს ქმნის:
სისხლი, ლიმფა და ქსოვილური სითხე;
დაალაგე სისხლში ზრდის მიხედვით სისხლის უჯრედები(რაოდენობა)
ერითროციტი(მილიონობით), თრომბოციტი(ასი ათასობით), ლეიკოციტი(ათი ათასობით);
დაალაგე უჯრედები მათი სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით:
ერითროციტი(120 დღე), თრომბოციტი(9 დღე), ლეიკოციტი(რამოდენიმე დღე)
ერითროციტები წარმოიქმნება:
ძვლის წითელ ტვინში;
ლეიკოციტი წარმოიქმნება:
ძვლის წითელ ტვინში, ელენთაში, ლიმფურ კვანძებში;
თრომბოციტები წარმოიქმნება:
მეგაკარიოციტების ფრაგმენტები, ძვლის წითელი ტვინი;
რა არის ლიმფა?
ლიმფა, ზოგადად, ჭარბი ქსოვილური სითხეა, სადაც არ გვხვდება ერითროციტი;
ანემიას გამოიწვევს:
სისხლის დაკარგვა;
რკინის დეფიციტი;
დეფექტური ჰემოგლობინი;
B12-ის ნაკლებობა;
გლობულინის ფუნქციაა
ანტისხეულების ტრანსპორტი;
ფიბრინოგენი:
დამცველობითი, სისხლის შედედება;
ტრანსფერიის ფუნქცია:
რკინის იონების ტრანსპორტი;
სისხლის დეპოებია:
ელენთა, ღვიძლი, კანი(სისხლძარღვოვანი შრე)
სისხლი იშლება:
ღვიძლში, ელენთაში(თუმცა, მეორე სადავოა)
აღწერე თრომბის წარმოქმნის პროცესი:
- სისხლი ეხება ჰაერს და თრომბოციტები ასკდებიანჭრილობას;
- გამოიყოფა თრომბოპლასტინი;
- თრომბოპლასტინის აქტიური პროთრომბინი გარდაიქმნება თრომბინად;
- ფიბრინოგენი გარდაიქმნება ფიბრინად;
სისხლის შედედებაში მონაწილეობენ(ორგ და არაორგ)
თრომბოციტები, პლაზმა, კალციუმის იონები, ვიტამინი k, თრომბოპლასტინი;
სად არის მოთავსებული ანტისხეული? ანტიგენი?
ანტისხეული არის პლაზმაში, ხოლო ანტიგენი-ერითროციტის ზედაპირზეა;
ანტიგენი და ანტისხეული სისხლის ჯგუფების მიხედვით:
მეორე: ანტიგენი A ანტისხეული B
მესამე: ანტიგენი B, ანტისხეული A;
მეოთხე: ანტიგენი AB, ანტისხეული 0;
პირველი: არაფერი;
ახლა გადავიდეთ უშუალოდ გულზე. რა არის იგი?
გული ღრუ კუნთოვანი უჯრედია, რომელიც მოთავსებულია ფილტვებს შუა, გულმკერდის ღრუში, ოდნავ მარცხვნივ;
რა ფუნქცია გააჩნია გულის პერანგს(ეპიკარდიუმი)?
გამიყოფს ლორწოს, რომელიც ამცირებს ხახუნს მეზობელ ორგანოებთან;
რა ნაწილებისაგან შედგება გული?
გული გაყოფილია ძგიდით, ორი პარკუჭი და ორი წინაგული გააჩნია;
ლეიკოციტების ფუნქციებია:
იმუნური, დამცველობითი;
სისხლის უჯრედებიდან ბირთვიანია(და შესაბამისად მიტოზი ახასიათებთ):
მხოლოდ ლეიკოციტებს;
ლეიკოციტების სახეებია:
ფაგოციტები და ლიმფოციტები(T და B ლიმფოციტები);
ფაგოციტების მუშაობის პრინციპი:
აქტიური ფაგოციტოზი(ენდოციტოზი), ახასიათებს ამებოიდური მოძრაობა; გადაადგილდება ციტოპლაზმით; ბევრი აქვს ლიზოსომები;
რით ემსგავსებიან ერთმანეთს T ლიმფოციტები და ფაგოციტები?
ისინი უჯრედულ იმუნიტეტს ქმნიან;
მხოლოდ რომელი სუბსახეობრიობა წარმოქმნის ანტისხეულებს თვითონ?
B ლიმფოციტი, წარმოადგენს ჰუმორულ იმუნიტეტს, ბევრი გოლჯის აპარატი და ხორკლიანი ენდოპლაზმური ბადე ექნება;
რატომ არ არის შრატში ფიბრინი?
რადგან შედედება არ მოხდეს;
ჩამოთვალე სისხლის ფუნქციები:
სასუნთქი; ტროფიკული; გამომყოფი; დამცველობითი; ჰუმორული რეგულაცია; ჰომეოსთაზი;
მცირე წრეს ასევე უწოდებენ?
სისხლის მიმოქცევის ფილტვის წრეს. იგი იწყება მარჯვენა პარკუჭიდან, ფილტვის არტერიით(2) და შედის მარცხენა წინაგულში ფილტვის ვენებით(4);
აღწერე დიდი წრე:
დიდი წრე იწყება მარცხენა პარკუჭით, აორტის გავლით და ზედა და ქვედა ღრუ ვენებით ჩაედინება მარჯვენა წინაგულში;
დიდი და მცირე წრე პარალეური პროცესებია? რა განაპირობებს ამას?
კი, ერთდროულად მიმდინარეობს; წინაგულებიდან სისხლის პარკუჭებში გადაადგილება;
სად ცირკულირებს მხოლოდ ვენური სისხლი? არტერიული?
მხოლოდ ვენური მარჯვენა ნახევარში, მხოლოდ არტერიული კი-მარცხენაში;
რაში სჭირდება გულს სარქველები?
სისხლის ადეკვატური დინებისთვის;
რა ტიპის სარქველები გვხვდება გულში? რა არის მათი ფუნქციები?
გვხვდება ჯიბისებრი და კარისებრი სარქველები. ჯიბისებრი სარქველები მდებარეობენ პარკუჭებსა და სისხლძარღვებს შორის, კარისებრი კი- წინაგულებისა და პარკუჭების შესაყარზე;
რა ტიპის სისხლძარღვები გვხვდება სხეულში? რითი განვარჩევთ მათ?
გვხვდებიან ვენები, არტერიები და კაპილარები. ვენებსა და არტერიებში სამი შრე გვაქვს(ეპითელური, შემაერთებელი, კუნთოვანი), მაგრამ გავარჩევთ სარქველებით, რომლებიც ქვედა კიდურების ვენებში გვხვდებიან. რაც შეეხება კაპილარებს, ისინი ერთშრიანები არიან;
რა არის ანევრიზმა და ყველაზე ხშირად სად გვხვდება იგი?
ანევრიზმა სისხლძარღვის გათხელებაა და ყველაზე ხშირად გვხვდება აორტაში;
რომელი სისხლძარღვი ამარაგებს გულს სისხლით?
გულსაც კვება სჭირდება, იგი მაგარდება სისხლით კორონალური არტერიით;
გულის შეკუმშვის ფაზებია:
წინაგულის შეკუმშვა 0,1 წამი, პარკუჭების შეკუმშვა 0,3 წამი; მთლიანი მოდუნება გულისა 0,4 წამი;
ლიმფური სისტემის ფუნქციაა
ნივთიერებები წყალხსნარის სახით ჟონავს ქსოვილურ სითხეში. ლიმფური სისტემის მოვალეობაა შეაგროვოს იგი და დააბრუნოს სისხლში.ასევე გვიცავს მიკრობებისაგან; სისხლის წმენდა;
სითხე ლიმფაში გადადის რომელი ტრანსპორტით?
დიფუზიით;
ლიმფა შედგება:
წყლისგან, ლიმფოციტებისა და წყალში გახსნილი ნივთიერებებისგან;
ვენები და ლიმფის სადინრები რით ემსგავსებიან ერთმანეთს?
სარქველებით;
რას გამოიწვევს კალციუმის იონი, ადრენალინი, თიროქსინი, დიდი ტემოერატურა?
ტაქიკარდიას-გულისცემის აჩქარებას;
რა გამოიწვევს ბრახიკარდია?
კალიუმის იონი;
სად მდებარეობს სინოატრიალური კვანძი?
მარჯვენა წინაგულში;