ენდოკრინული Flashcards
ჰიპოფიზი იმყოფება____ის გავლენის ქვეშ
ჰიპოთალამუსის
ჰიპოფიზი ორი წილისგან შედეგება. რომლებია ესენი?
წინა და უკანა. ადენოჰიპოფიზი და ნეიროჰიპოფიზი;
სინთეზდება თუ არა ჰორმონი ნეიროჰიპოფიზში? რა ფუნქცია გააჩნია მას?
არა. იგი მხოლოდ გამტარ ფუნქციას ახორციელებს. ჰიპოთალამუსიდან მომდინარე ორ ჰორმონი ოქსიტოცინი და ვაზოპრესინი სწორედ ამ წილის გავლით გადადის სისხლში! ( შესაბამისად, არ შეგეშალოთ, რომ ოქსიტოცინი და ვაზოპრესინი არის ჰიპოთალამუსის ჰორმონები და ჰიპოფიზის უკანა წილს უბრალოდ “გზად ხვდებიან”)
ადენოჰიპოფიზის ჰორმონებია:
▪სომატოტროპინი იგივე ზრდის ჰორმონი-შესაბამისად
მისი ზემოქმედებით აჩქარდება უჯრედების მიტოზური
გამრავლება, ასევე აჩქარდება მეტაბოლიზმი,
გაძლიერდება ცილის სინთეზი და ცხიმების დაშლა.
ჯირკვლის ჰიპოფუნქცია- ჯუჯობას იწვევს.
ჯირკვლის ჰიპერფუნქცია იწვევს-გიგანტიზმს (თუ
ადრეულ ასაკში დაზიანდა ჯირკვალი-რადგან ამ ასაკში
ლულოვან ძვლებს აქვს სიგრძეში ზრდის რესურსი) და
აკრომეგალიას ( თუ ზრდასრულს დაუზიანდა
ჯირკვალი)
▪პროლაქტინი- მისი მთავარი სამიზნე ორგანო სარძევე ჯირკვალია.
ჰიპოფიზი აკონტროლებს:
ფარისებრი, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრე, სასქესო ჯირკვლები (საკვერცხე,სათესლე). მაგ: როდესაც ფარისებრის მუშაობა შემცირდება, ჰიპოფიზი გამოიმუშავებს სპეციალურ ჰორმონს (მას ტროპული ჰორმონი ეწოდება) რომელიც გააძლიერებს ფარისებრის მოქმედებას- ანუ მოქმედებს უკუკავშირის პრინციპი!
ჰიპოფიზი არ აკონტროლებს:
▪ ფარისებრახლოს- რადგან მისი მოქმედება რეგულირდება სისხლში კალციუმის დონის შესაბამისად, პარათჰორმონი გამოიყოფა მხოლოდ მაშინ როცა კალციუმის დონე ეცემა.
▪თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრე-რადგან ადრენალინი გამოიყოფა სტრესულ სიტუაციებში
▪პანკრეასი- მისი მოქმედებაც აბსოლუტურად დამოკიდებულია სისხლში გლუკოზის კონცეტრაციაზე. ინსულინი გამოიყოფა სისხლში გლუკოზის მაღალი კონცენტრაციისას, ხოლო გლუკაგონი პირიქით.
ჰორმონ-ანტაგონისტები არიან
პარათჰორმონი-კალციტონინი
პარათჰორმონი-კალციტონინი
ადრენალინი-ინსულინი-გლუკაგონი