"ჯაყოს ხიზნები" Flashcards
(6 cards)
1
Q
- რა აზრს გამოხატავს თეიმურაზის კისერზე ჩამოკიდებული ლეშის სიმბოლური სახე?
- დაასახელეთ, რის მეშვეობით თავისუფლდება თეიმურაზი ამ საშინელი ხილვისგან
A
- თეიმურაზის ცხოვრება ლეშივით ყარს;
- სახარების
2
Q
- როგორ შეხვდა თეიმურაზი რევოლუციას?
- რა მოუტანა რევოლუციამ თეიმურაზს?
A
- აღფრთოვანებით;
- იმედგაცრუება
3
Q
მიხეილ ჯავახიშვილის რომანი „ჯაყოს ხიზნები“ მთავრდება სიტყვებით: „ისევ დაყუდებულ შიო
მღვიმელივით იცდის თეიმურაზ ხევისთავი“.
ვის (ან რას) უცდის თეიმურაზ ხევისთავი?
A
მარგოს
4
Q
- როგორ ახასიათებს ნაწარმოებში აღწერილ ეპოქას თეიმურაზის სიტყვები:
„პროვიზორს მატარებელი მიჰყავს, ხოლო მემანქანე აფთიაქში მუშაობს“? - ჯაყოს რა თვისებას გამოხატავს სიტყვები: „გაკრავებული დათვი“?
A
- ქვეყანაში ქაოსია;
- თვალთმაქცობას
5
Q
- რაზე მიანიშნებს მკითხველს მწერალი სიტყვებით: „იმ ეკლესიის ფართე გზა ჯერ
გაბილიკებულიყო, მერმე ისიც წაშლილიყო, აბალახებულიყო და ნარ-ეკლით მოდებულიყო“ ? - ჯაყოს როგორ მდგომარეობას გამოხატავს მისი სიტყვები: „ეხლა მე გწერ კანონებსა“ ?
A
- საზოგადოებამ ღმერთი უარყო;
- ჯაყოს შეუზღუდავ ძალაუფლებას
6
Q
- ქართველების რა თვისებას გულისხმობს თეიმურაზი, როცა ამბობს: „ყველანი ბუნებითვე აზნაურები ვიყავით, ვართ და დავრჩით“?
- ბოლშევიკური ხელისუფლების იდეოლოგიის რომელ ასპექტს გამოხატავს ივანეს სიტყვები: „რწმენა კი არ გავაყოლე ანაფორას, არამედ ანაფორა გავაყოლე რწმენას“?
A
- სიზარმაცეს;
- უღმერთობას