"ბედი ქართლისა" Flashcards

(6 cards)

1
Q
  1. რას გულისხმობს მეფე ერეკლე ქვემოთ მოყვანილი სტროფის ბოლო ორ სტრიქონში?
    “და ახლა, ოდეს ჩემს ხელმწიფობას
    განვუმზადებდი ჟამ კეთილობას,
    აი, მის ნაცვლად რაი მომაპყრეს
    მე ჩემთა ძეთა და ვინ ახარეს!..”
  2. რა არის იმის პირობა, რომ ქართველებს “უბედურებაც ბედნიერ აქვნდეთ”?
A
  1. ღალატს;
  2. თავისუფლება
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
2
Q
  1. დაასახელეთ სოფიოს ძირითადი არგუმენტი, რომელსაც იგი მეუღლესთან საუბრის დროს იყენებს;
  2. ავტორის რა შეფასება მოსდევს სოფიოს სიტყვებს?
A
  1. რუსებისა და ქართველების განსხვავება ტრადიციებსა და ხასიათში;
  2. იგი აღტაცებულია ქართველი ქალების ზნეობრივი თვისებების გამო
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
3
Q
  1. რის საფუძველზე შეიძლება იმის თქმა, რომ ერეკლესა და სოლომონის დიალოგი ავტორის წარმოსახვის ნაყოფია და რეალურად ასე არ შეიძლებოდა წარმართულიყო?
  2. პოემის ფინალში ავტორი წერს:
    “სიბერის ჟამსა მოიცა ძილი
    და შეაძრწუნა კვალად ოსმალი;
    კვლავ ასახელა თავის სახელი,
    მაგრამ ამაო იყო ყოველი”.
    რატომ იყო ყოველივე ამაო?
A
  1. ქართლ-კახეთზე აღა-მაჰმად-ხანის თავდასხმის დროს გეორგიევსკის ტრაქტატი უკვე დადებული იყო;
  2. ერეკლეს უკვე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება ქართლის ბედთან დაკავშირებით
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
4
Q
  1. რატომ არ ახარებდა ერეკლე მეფეს აღა-მაჰმად-ხანთან პირველ დღეს მოპოვებული გამარჯვება?
  2. რას გულისხმობს პოეტი სიტყვებში: „რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ
    გარდაეცემის“?
A
  1. ბევრი მეომარი დაეღუპა;
  2. მამულს შეწირული გმირების მარადიულ ხსოვნას
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
5
Q

სოლომონ ლიონიძე თავის მეუღლეს, სოფიოს,
ეუბნება:
„ხელმწიფეს ჰპოვებთ მამად კეთილად
და დედოფალსა დედისა ნაცვლად;
არ მოგაკლდებათ თავისუფლება,
განცხრომილება, ფუფვნეულება
მათთა სიმდიდრის პალატთა შორის!“.
რას უპასუხებს სოფიო თავის მეუღლეს?

A

პატივი და დიდება თავისუფლებას ვერ შეცვლის

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
6
Q

გაიხსენეთ სოლომონ ლიონიძისა და სოფიოს დიალოგი ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემიდან „ბედი
ქართლისა“.
1. რა ამბავი აუწყა სოლომონ ლიონიძემ თავის მეუღლეს, რამაც ქალი შეაშფოთა?
2. რას ადარებს სოფიო თავისუფლებადაკარგულ ადამიანს?
3. რას უსაყვედურებს ავტორი თავის თანამედროვე ქალებს?
4. რას ნიშნავს სიტყვები: „უწინამც დღე კი დამელევა მე“?
5. რა მხატვრული საშუალებაა: „ბუტბუტებს მტკვარი“?

A
  1. ერეკლე მეფის გადაწყვეტილება, ქართლ-კახეთი რუსეთის მფარველობის ქვეშ შეიყვანოს. /
    ქართლ-კახეთის ბედი (მომავალი) რუსეთს (რუსეთის მფარველობას) დაუკავშიროს.
  2. გალიაში დატყვევებულ ბულბულს.
  3. იმას, რომ წინაპარ ქალებს (სახელოვან, პატრიოტ წინაპრებს) არ ჰგვანან; იმას, რომ თანამედროვე
    ქალებს წინაპრების სული არ გამოჰყვათ.
  4. მოვკვდე (აღვესრულო, სული დავლიო), სანამ ეს ამბავი მოხდება.
  5. გაპიროვნება.
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly