"აბო თბილელის წამება" Flashcards

(87 cards)

1
Q

რას ადარებს ქრისტეს მორწმუნეებს იოანე საბანისძე?

A

ქართაგან რხეულ ლერწამს

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
2
Q

რას უწოდებს ქართლს იოანე საბანისძე?

A

წმინდანთა დედას, მშობელს

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
3
Q

რა ფაქტს იმოწმებს იოანე საბანისძე იმის დასტურად, რომ ქართლი მადლით გამორჩეული მიწაა?

A

არა მხოლოდ აქაური მკვიდრნი, არამედ სხვა ქვეყნიდან მოსულნიც ეზიარებიან აქ მადლს უფლისას და ეწამებიან მისთვის

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
4
Q

ვინ განაგებდა ქართლს ტექსტში აღწერილი მოვლენების ჟამს?

A

ნერსე II ერისთავი, ადარნასე კურაპალატის ძე

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
5
Q

ქვეყნის მმართველობის რა ფორმა იყო იმ დროს ქართლში?

A

მეფობა გაუქმებული იყო და ქვეყანას ერისმთავრები განაგებდნენ

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
6
Q

ვის მიერ იყო დაპყრობილი ქართლი იმ ჟამს და რა უფლებამოსილება ჰქონდა ამირას?

A

VII საუკუნეში ქართლი არაბებმა დაიპყრეს და აქ თავიანთი მმართველი, ამირა, დასვეს

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
7
Q

რატომ და სად გაემგზავრა ქართლის ერისმთავარი?

A

ქ. ბაღდადში. ის დაიბარა არაბთა ამირა მუმნი აბდილამ

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
8
Q

რა მიზეზით დააპატიმრეს ნერსე ერისთავი?

A

ბოროტ ადამიანთა დასმენის გამო, ის არაბთა ღალატში დაადანაშაულეს (ნერსე არაბთა წინააღმდეგ აჯანყებას ფიქრობდა)

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
9
Q

რამდენი წელი დაყო ნერსემ საპყრობილეში?

A

3

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
10
Q

რა მოვლენამ შეუწყო ხელი ნერსე ერისთავის გათავისუფლებას საპყრობილიდან?

A

ღვთის ნებით, გარდაიცვალა ამირა მუმნი აბდილა და ტახტზე მისი ძე მაჰდი ავიდა

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
11
Q

რატომ გამოუშვა ამირამ საპყრობილიდან ნერსე?

A

უფალმა შთააგონა

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
12
Q

რა მოწმობს იმ ფაქტს, რომ ამირამ ნერსე პატივით გამოისტუმრა?

A

შეუნარჩუნა კვლავ ერისმთავრობის პატივი

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
13
Q

რამდენი წლის იყო წმ. აბო, როცა ის ქართლში გამოჰყვა ნერსე ერისთავს?

A

17-18 წლის

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
14
Q

რა ხელობას ფლობდა აბო არაბეთში?

A

მენელსაცხებლე იყო

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
15
Q

რატომ მოდის ქართლში აბო?

A

ღვთის მოწოდების გამო

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
16
Q

აბრაამის ცხოვრების რომელ ეპიზოდს იხსენებს ავტორი და როგორ უკავშირებს ამ ამბავს მის შთამომავალს?

A

აბრაამმა ღვთის ნებით დატოვა მშობლიური ქვეყანა და ქალაქი ური და წავიდა ღვთისგან მინიშნებულ ადგილას. წმ. აბომაც ღვთის ნებით დატოვა სამშობლო

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
17
Q

რისი შესწავლა და შეცნობა დაიწყო წმ. აბომ?

A

ძველი და ახალი აღთქმის წიგნების, ბიბლიის

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
18
Q

რატომ შეიყვარა არაბი ჭაბუკი მთელი გულით ხალხმა?

A

მისი სათნოების გამო

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
19
Q

რის შემდეგ აღიარა ქრისტიანობა წმ. აბომ?

A

მას შემდეგ, რაც ძველი და ახალი აღთქმის წიგნებს გაეცნო და მრავალ რჯულის მეცნიერს გამოჰკითხა ქრისტიანობის შესახებ

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
20
Q

რატომ ვერ აცხადებდა თავს ქრისტიანად აბო?

A

ეშინოდა არაბთა რისხვის

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
21
Q

რატომ დატოვა ნერსე ერისთავმა ქართლი მოულოდნელად?

A

იგი კვლავ დაასმინეს ამირას წინაშე და იძულებული გახდა ქართლი დაეტოვებინა

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
22
Q

რა გზით დატოვა ნერსე ერისთავმა ქართლი, რათა არაბთა რისხვას გაქცეოდა?

A

დარიალის კარი განვლო

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
23
Q

რომელ ქვეყანას შეაფარა თავი თავდაპირველად არაბთაგან ლტოლვილმა ნერსე ერისთავმა?

A

ხაზარეთს

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
24
Q

მიუხედავად ძველი მტრობისა, რატომ მიიღო პატივით ხაზართა მეფემ ნერსე ერისთავი?

A

მათ საერთო მტერი ჰყავდათ - არაბები. ხაზარები ხან არაბთა მოკავშირეები იყნვენ, ხან ებრძოდნენ მათ. როგორც ჩანს, ნერსეს სტუმრობის დროს არაბებსა და ხაზარებს შორის ბრძოლა იყო

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
25
სად მოინათლა აბო და რატომ არჩია მან ეს ადგილი?
ხაზარეთში, რადგან აქ ის გარიდებული იყო არაბთა სისასტიკეს
26
რატომ სურდა ნერსე ერისთავს აფხაზეთში გამგზავრება?
ნერსეს ცოლ-შვილი, დედა და მისი ამალა აფხაზეთში იყო
27
რატომ არჩია თავისი ოჯახის თავშესაფრად ნერსე ერისთავმა აფხაზეთი?
რადგან აფხაზეთი დაცული იყო არაბთა შემოსევისგან. აფხაზეთის სამეფო აერთიანებდა მთელ დასავლეთ საქართველოს
28
ვინ იგულისხმება სიტყვებში: "მეფესა მას ჩრდილოისასა"?
ხაზართა მეფე
29
როგორი ქვეყნები განვლო ნერსემ და მისმა ამალამ აფხაზეთამდე?
წარმართთა ქვეყნები, სადაც არ იციან ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ
30
როგორ განვლო გზა აფხაზეთამდე წმ. აბომ?
იგი მარხულობდა და განუწყვეტლივ გალობდა ფსალმუნებს
31
რატომ მიიღეს წმ. აბო აფხაზეთის სამეფო კარზე დიდი სიხარულით?
რადგან მისი გაქრისტიანების შესახებ შეიტყვეს
32
ვინ მართავდა აფხაზეთს აბოს იქ სტუმრობისას?
ლეონ II
33
რის გამო მადლობდა უფალს წმ. აბო აფხაზეთში ყოფნისას?
იმის გამო, რომ აფხაზეთში არავინ იყო ურწმუნო
34
ვინ მართავდა ქართლს ნერსე ერისთავის შემდგომ?
არაბებმა დანიშნეს ნერსეს დისწული, სტეფანოზ გურგენის ძე
35
რატომ სთხოვა წმ. აბოს აფხაზეთის მეფემ იქ დარჩენა?
რათა არაბთა შიშით, ქრისტიანობა არ უარეყო
36
რა და რა ვერ აიძულებდა აბოს ღვთის რწმენის უარყოფას?
ვერც სიმდიდრის სიყვარული და ვერც ტანჯვის შიში
37
რომელ ქალაქში დამკვიდრდა წმ. აბო ქართლში დაბრუნებისას?
თბილისში
38
რა დამოკიდებულება გამოამჟღავნეს არაბებმა წმ. აბოს მიმართ, როცა მისი გაქრისტიანების შესახებ შეიტყვეს?
ზოგი საყვედურობდა, ზოგი ლანძღავდა, ზოგი აშინებდა, დევნიდა, ზოგი კი მშვიდად შეაგონებდა
39
რა მოვლენამ შეუწყო ხელი არაბებს, ხელმეორედ დაესმინათ წმ. აბო?
თბილისში ახალი ამირა დანიშნეს
40
რატომ მიაჩნდათ "შემასმენელთ" წმ. აბოს ქრისტიანობა უდიდეს საფრთხედ?
ფიქრობდნენ, რომ მას ბევრი არაბი მიბაძავდა
41
რას დაჰპირდა ამირა წმ. აბოს ისლამისკენ მობრუნების სანაცვლოდ?
სიმდიდრესა და დიდებას
42
რამდენ ხანს დაყო წმ. აბომ საპყრობილეში?
9 დღე
43
რა ამცნო წმ. აბომ თანაპყრობილ ქრისტიანებს მეცხრე დღეს და საიდან უწყოდა მან ეს?
ამცნო, რომ მეორე დღეს სულს უფალს მიაბარებდა. აღსასრულის შესახებ მას უფალმა აუწყა
44
როგორ მოიქცა წმ. აბო როცა გაიგო თავისი აღსასრულის შესახებ?
გაყიდა თავისი სამოსი და ითხოვა, მისთვის დიდი სანთლები და საკმეველი ეყიდათ. დაგზავნა ის ქალაქის ეკლესიებში და სთხოვა, აენთოთ დღესასწაულის ღამეს
45
რატომ ლოცულობდა წმ. აბო დაუცხრომლად საპყრობილეში?
აღსასრულისთვის, უფალთან წარსადგენად ემზადებოდა
46
რად მიიჩნევს წმ. აბო ადამიანის სხეულს (ხორცს)?
სულის შესამოსლად
47
რისთვისაა, წმ. აბოს სიტყვით, ზეთი, რომელიც "იცხო თავსა თვსსა"?
მხოლოდ მიწიერი ცხოვრებისთვის
48
რა სთხოვა წმ. აბომ თანაპყრობილებსა და გზად შეხვედრილ ქრისტიანებს, როცა ის ამირასთან მიჰყავდათ?
მისი სულისთვის ელოცათ
49
როგორ სცადა ამირამ არაბი ჭაბუკი კვლავ მაჰმადის რჯულზე მოექცია?
სიკვდილით დაემუქრა
50
რატომ არ ეშინოდა სიკვდილის წმ. აბოს?
რწმენით დათრგუნა
51
რა უპასუხა წმ. აბომ ამირას ამ კითხვაზე: "რაი ეგოდენი სიტკბოებაი გაქუს ქრისტეს შენისაგან, რომლითა სიკუდიდცა არა გეწყალის თავი შენი"?
უპასუხა, ქრისტეს სიტკბოება რომ შეიგრძნო, თავად მიიღე ქრისტიანობაო
52
სად დასაჯეს წმ. აბო?
სასახლის ეზოში
53
რის გამო მადლობა უფალს წმ. აბო სიკვდილის წინ?
მადლობდა, რომ წმ. მოწამის ღვაწლის ღირსი გახადა
54
როგორ სცადეს სიკვდილის წინ წმ. აბოს სიმტკიცის შერყევა არაბებმა?
ჯალათებმა სამჯერ მოუქნიეს მახვილი შესაშინებლად
55
რას უწოდებდნენ ქრისტეს რჯულზე მოქცეულთ შემასმენელნი?
უმეცრებს
56
რატომ სურდათ შემასმენლებს აბოს სხეულის დაწვა?
რათა ქრისტიანები არ განმტკიცებულიყვნენ და არაბებს არ მიეღოთ ქრისტიანობა
57
როგორ არის მოხსენებული ნაწარმოებში და სად მდებარეობდა ის ადგილი, სადაც აბოს სხეული დაწვეს?
საგოდებელი. ქალაქის აღმოსავლეთით მდებარე ციხესთან. კლდის თავზე, მტკვართან ახლოს
58
რომელ მდინარეში ჩაყარეს აბოს ძვლები?
მტკვარში
59
როგორ იმოქმედა წმინდა მოწამის ღვაწლმა ქალაქის მაცხოვრებლებზე?
არაბების შიში დაკარგეს
60
ვის ამსგავსებს იოანე საბანისძე წმინდა ადგილისკენ მიმავალ დედებს?
მენელსაცხებლე დედებს
61
რა სასწაულები ხდებოდა იმ ადგილას, სადაც წმ. აბოს სხეული დაწვეს?
იქ მისული ხალხი იკურნებოდა
62
ღვთის რა სასწაული იხილეს იქ, სადაც აბო დაწვეს, ქალაქის მაცხოვრებლებმა?
იმ ადგილს მოკაშკაშე ვარსკვლავი დაადგა. მეორე დღეს მდინარემ ნათელი გამოსცა და გაანათა ირგვლივ ყველაფერი მდინარის ნაპირებთან
63
რისი ნიშანი უფლის მიერ მოვლენილი სასწაულები?
უფალმა ყველას აჩვენა, რომ აბო ნამდვილად მისი მოწამე იყო და ასეთი პატივი ერგებოდა ყველას, მისთვის თავდადებულს
64
რატომ ვერ ბედავს აბოს ქებას ავტორი?
აბოს სათნოება მის გონებრივ შესაძლებლობებს აღემატება
65
რას უწოდებს სარკინოზთა რელიგიას იოანე საბანისძე?
ძალადობაზე დამყარებულ რელიგიას
66
რატომ უკვირს ავტორს წმ. აბოს თავდადება?
აბომ არაბთა ბატონობის ჟამს მათი რჯული დაგმო და ქრისტესთვის ეწამა
67
როგორ იმოქმედა აბოს ღვაწლმა მორწმუნეებზე?
განამტკიცა ისინი
68
რას შენატროდნენ მორწმუნენი აბოს?
მის სიმხნეს, გამბედაობას, თავდადებასა და ზეციური დიდების გვირგვინს
69
რას შესთხოვს ავტორი აბოს ამ სიტყვების მიხედვით: "მეოხმცა ხარ წინაშე მაცხოვრისა ყოველთაისა ჩუენ ყოველთათვს"?
იოანე სთხოვს აბოს, შემწე იყოს მათი და უშუამდგომლოს მათ უფალთან
70
რა სასწაული ხდებოდა აბოს დასჯის პირველ ღამეს?
ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავი ჩნდება
71
რომელ ფსალმუნს კითხულობდა აბო, როცა მსაჯულთან მიყავდათ?
118-ე
72
დაახლოებით, რამდენი კაცი ახლდა თან ნერსე ერისთავს ხაზარეთში წასვლისას?
300
73
რამ მისცა საშუალება ნერსე ერისთავს, აფხაზეთიდან დაბრუნებულიყო ქართლში?
ქართლის ერისმთავარი თავისი დისწული გახდა
74
რომელ დღესასწაულზე მოჰკვეთეს აბოს თავი?
ნათლისღების
75
ავტორის თქმით, რის ნათებას გადააჭარბა წყლიდან ამოსულმა ნათელმა?
ვარსკვლავების
76
ვინ დაატყვევა ნერსე ერისთავი პირველად?
აბდილა მუმნიმ
77
ვისი სიტყვებია: "ჰბაძევდ ჯინჭველსა, მედგარო, და იქმენ მუშაკ მსგავსა მისა"?
სოლომონ ბრძენის
78
სად მოინათლა აბო?
ხაზარეთში
79
ავტორის თქმით, პირველად როდის გაყიდა აბომ თავისი ქონება ღარიბთა დასახმარებლად?
საპრყრობილეში მეორედ ჯდომის დროს
80
აბოს რომელმა სიტყვებმა განარისხა მსაჯული?
უკუეთუ გნებავს ცნობად სიტკბოებაი მისი, შენცა გრწმენინ ქრისტე და ნათელ იღე მისა მიმართ და მაშინღა ღირს იქმნე ცნობად სიტკბოებისა მისისა
81
ვინ იყო ამირა მუმნის შვილი?
მაჰდი
82
ვინ დანიშნეს არაბებმა ერისთავად ნერსეს ნაცვლად?
სტეფანოზი
83
რა არის ჴჳმირი?
მარცვლეულის სათავსო ჭურჭელი
84
ვისი წყალობით გამოუშვებს აბო თბილელი საპყრობილედან?
სტეფანოზ ერისთავის
85
ვინ გაგზავნა ნერსე ერისთავმა თავდაპირველად აფხაზეთში?
ოჯახის წევრები
86
აბოს გაქრისტიანების რა მიზეზი ივარაუდა ამირამ?
აბოს მოსყიდვა ქრისტიანების მიერ
87
კონკრეტულად რის გამოა არაბთა მიერ დაპყრობილ ქართველთა ნაწილი "გუემული და ქენჯნილი"?
ქრისტიანობისადმი ერთგულების გამო