"შუშანიკის წამება" Flashcards

(78 cards)

1
Q

ვარსქენმა დატუსაღების დროს დედოფალს უთხრა: „შენდა ეგდენ ყოფად არს ფერხითა შენითა სლვაი, რამეთუ ცოცხალი არღარა გამოსლვად ხარ, გარნა თუ ოთხთა გამოგიღონ“. ვისთან საუბრისას გაიხსენა შუშანიკმა ეს სიტყვები?

A

ძუძუმტესთან, რომელიც ციხეში ყოფნისას ვარსქენმა მოციქულად მიუგზავნა.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
2
Q

ვინ იყო ვარსქენ პიტიახში?

A

ქვემო ქართლის პიტიახში V საუკუნის II ნახევარში

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
3
Q

რას აღნიშნავს სიტყვა “პიტიახში”?

A

ერისმთავარი

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
4
Q

ერთგულების დასამტკიცებლად რა სთხოვა და რას დაჰპირდა მეფეს პიტიახში?

A

პეროზ მეფის ასულის ხელი; თავისი ცოლ-შვილის გამაზდეანება

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
5
Q

რა მიზნით გაგზავნა ვარსქენმა მონა ცურტავში?

A

რომ წინ მიგებებოდნენ ოჯახის წევრები და დიდებულები, რათა ერთგული მამულიშვილივით შესულიყო თავის ქვეყანაში

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
6
Q

რატომ გაუძნელდა მონას შუშანიკისთვის სიმართლის თქმა?

A

იმდენად თავზარდამცემი ამბავი იყო ეს შუშანიკისთვის, რომ ვერ უბედავდა თქმას

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
7
Q

სად იმყოფებოდნენ სასახლის ეპისკოპოსი და იაკობ ხუცესი?

A

ერთ წმინდა კაცთან იყვნენ წასულნი, რაღაცის საკითხავად

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
8
Q

რა არგუმენტს ასახელებს ხუცესი იმის დასადასტურებლად, რომ დედოფლის ჭირსა და ლხინს ყველა იზიარებდა სასახლეში?

A

შუშანიკი არამარტო დედოფალი იყო მათთვის, არამედ მზრუნველი დედაც

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
9
Q

რა არგუმენტი მოჰყავს დედოფალს იმის დასამტკიცებლად, რომ მისი სასახლიდან წამოსვლა ქრისტიანულად გამართლებულია?

A

იმოწმებს პავლე მოციქულის სიტყვებს, რომ მორწმუნის ნება თავისუფალია, ურჯულო მეუღლესთან ცხოვრებას, გაშორება სჯობს

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
10
Q

რა მიზნით მივიდა სპარსი კაცი შუშანიკთან?

A

იგი ვარსქენის თანამოაზრე იყო და იქ შუშანიკის გადასაბირებლად მივიდა

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
10
Q

რის შესახებ მოთქვამდა შუშანიკთან მისული სპარსი კაცი?

A

იმის შესახებ, რომ სასახლის მშვიდობიანი ცხოვრება უბედურებად შეიცვალა

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
11
Q

როგორია შუშანიკის რეაქცია სპარსი კაცის მისვლაზე?

A

შუშანიკი მიუხვდა განზრახვას და თავი შორს დაიჭირა მისგან

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
12
Q

ვინ აცნობა ვარსქენს შუშანიკის სასახლიდან წასვლა და რაზე მიუთითებს ეს ფაქტი?

A

სპარსმა, რაც მიუთითებს მათ სიახლოვესა და თანამოაზრეობაზე

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
13
Q

რა განუცხადა სასულიერო პირებს პიტიახშმა და მისი ხასიათის რომელი თვისება გამოჩნდა?

A

არ შეეძულებინათ იგი და ნუ აარიდებდნენ თავს მასთან ურთიერთობას; თვალთმაქცობა

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
14
Q

რა მიზნით მოიწვია ვარსქენმა სასულიერო პირები?

A

მათი კეთილგანწყობის მოპოვებისა და შუშანიკის შინ დაბრუნების მიზნით

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
15
Q

რაში ადანაშაულებს ვარსქენი შუშანიკს?

A

ოჯახის დანგრევაში

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
16
Q

რა არის დედოფლის სასახლიდან წასვლის მიზეზი?

A

ვარსქენმა უფალი უარყო

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
17
Q

რაში ადანაშაულებს შუშანიკი ჯოჯიკსა და მის ცოლს?

A

ვარსქენის თანამოაზრეობაში

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
18
Q

რა საშიშროების შესახებ აფრთხილებს ჯოჯიკი წმინდა დედოფალს?

A

ვარსქენი მსახურებს მოაგზავნიდა და მის თავს წააყვანინებდა

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
19
Q

რატომ სთხოვს ჯოჯიკი დედოფალს შინ დაბრუნებას?

A

ჯოჯიკი ოჯახის სახელს უფრთხილდება, არ უნდა ძმის ოჯახის დანგრევა

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
20
Q

რას ვერ დაუშვებს დედოფალი?

A

ჯოჯიკი და მისი ცოლი გახდნენ იმ ცოდვის თანაზიარნი, რომელიც მოჰყვება მის სასახლეში დაბრუნებას

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
21
Q

რის ფასად უჯდება დედოფალს სასახლეში დაბრუნება?

A

სიცოცხლის ფასად

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
22
Q

რომელი წიგნები წაიღო თან დედოფალმა სასახლეში დაბრუნების დროს?

A

სახარება და მოწამეთა ღვაწლის ამსახველი წიგნები

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
23
Q

რა მიზნით გადაწყვიტა ვარსქენმა ოჯახური ვახშმის გამართვა?

A

შუშანიკის გადასაბირებლად. უნდოდა ხალხისთვის ეჩვენებინა, რომ მათი ოჯახი არ დანგრეულა

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
24
რას უწოდებდა ვარსქენი დედოფალს? (ვახშმის ეპიზოდი)
ოჯახის დამაქცეველსა და ამაოხრებელს
25
რა ბრძანება გასცა ვარსქენმა? (ვახშმის ეპიზოდი)
დედოფლის შეპყრობა და ფეხებზე ბორკილების დადება
26
ვინ სთხოვა ვარსქენს დედოფლისთვის ბორკილების მოხსნა და რატომ?
სპარსმა კაცმა, რადგან სპარსი თვლის, რომ წამების გზით დედოფალს ვერ გადაიბირებდნენ
27
დიდმარხვისას სად დასახლდა შუშანიკ დედოფალი?
სასახლიდან ეკლესიის ეზოში გადავიდა მცირე სენაკში დაბინავდა, სადაც მარხულობდა და ლოცულობდა
28
რატომ არ დასაჯა ვარსქენმა დედოფალი მარხვის პერიოდში?
ვარსქენს ერთ-ერთმა თავისიანმა ურჩია მარხვის პერიოდში არაფერი დაეშავებინა დედოფლისთვის
29
რაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ კვერთხის ჩარტყმის შემდეგ ხუცესმა ვერაფრის თქმა ვეღარ გაბედა?
სასულიერო წოდების სისუსტესა და შიშზე
30
სურვილის მიუხედავად, რატომ ვერ გაამხნევა ერთ-ერთმა დიაკვანმა დედოფალი?
მან ვარსქენის მრისხანე სახეს მოჰკრა თვალი და შიშისგან სიტყვა ვერ დაასრულა
31
როგორია შუშანიკის რეაქცია ვარსქენის სისასტიკეზე?
უხარია სარწმუნოებისთვის ტანჯვა
32
რით დაემუქრა ვარსქენი მცველებს, თუ ისინი ვინმეს შეუშვებდნენ დედოფალთან?
ცოლ-შვილის ამოწყვეტითა და სახლ-კარის განადგურებით
33
როგორ მოახერხა იაკობ ხუცესმა შუშანიკის ნახვა საპყრობილეში?
მცველი მოისყიდა
34
რა არის "ტარიგი" და რატომ უწოდებს ავტორი ტარიგს დედოფალს?
სამსხვერპლო კრავი. ქრისტიანები მაცხოვარს მიიჩნევენ ტარიგად. ავტორი სამსხვერპლოდ გამზადებულ კრავად მიიჩნევს შუშანიკს
35
ვინ სთხოვა ვარსქენს დედოფლისთვის ბორკილებისა და ჯაჭვის მოხსნა ციხეში ჩასმის შემდეგ?
ჯოჯიკმა
36
როგორ ცხოვრობდა შუშანიკი ციხეში?
ქრისტიანულად: მარხულობდა, ლოცულობდა, კითხულობდა ფსალმუნებს
37
რით განითქვა დედოფალმა სახელი ციხეში ყოფნისას?
სასწაულებრივი ძალით: სნეულებს კურნავდა, ბრმებს თვალს უხელდა...
38
რატომ ვეღარ მიდიოდნენ შვილები წმინდა შუშანიკის სანახავად?
გამაზდეანების შემდეგ დედასთან მისვლას ვერ ბედავდნენ. შუშანიკსაც არ სურდა მათი ნახვა
39
რატომ გადაიფიქრა ვარსქენმა შუშანიკის ჩორში გაგზავნა?
იეჭვიანა, ვაითუ ვინმე დიდებულს ეცოლოსო
40
ჯოჯიკისა და აფოცის გარდა, შემდეგ კიდევ ვინ მიაგზავნა ვარსქენმა შუშანიკთან?
საკუთარი ძუძუმტე
41
რას საყვედურობს შუშანიკი ჯოჯიკს?
რომ არავინ გაიზიარა დედოფლის გაჭირვება და ვერავინ გადაარწმუნა შეუგნებელი ვარსქენი
42
ჯოჯიკის შემდეგ ვინ მოინახულა დედოფალი და რაზე მიუთითებს ეს ფაქტი?
დიდებულებმა და უბრალო ხალხმა, რაც მიუთითებს საზოგადოების მიერ შუშანიკის აღიარებაზე და დაფასებაზე
43
რა დაიბარა ანდერძად დედოფალმა?
მას სურს დამარხონ ეკლესიის ეზოში
44
რისთვის უხდიდა მადლობას დედოფალი აფოც ეპისკოპოსს?
გულშემატკივრობისთვის
45
რას ადარებს ავტორი იოვანე და აფოც ეპისკოპოსებს?
ძლიერ ხარებს
46
რომელ წელს გარდაიცვალა შუშანიკი?
476
47
ვარსქენმა დატუსაღების დროს დედოფალს უთხრა: „შენდა ეგდენ ყოფად არს ფერხითა შენითა სლვაი, რამეთუ ცოცხალი არღარა გამოსლვად ხარ, გარნა თუ ოთხთა გამოგიღონ“. ვისთან საუბრისას გაიხსენა შუშანიკმა ეს სიტყვები?
ძუძუმტესთან, რომელიც ციხეში ყოფნისას ვარსქენმა მოციქულად მიუგზავნა
48
ვარსქენ პიტიახშმა მოციქულთა პირით შეუთვალა შუშანიკს: „ანუ ნებაი ჩემი ყავ და მოვედ ტაძრად; უკუეთუ არა მოხვიდე შინა, ჩორდ წარგცე შენ ანუ კარად კარაულითა“. გაიხსენეთ, კონკრეტულად რამ გადააფიქრებინა ვარსქენს შუშანიკის ჩორში გაგზავნა?
იქნებ იქ ვინმეს ეცოლოსო
49
იაკობ ხუცესი აღწერს, თუ როგორი თანაგრძნობა გამოხატა ხალხმა ნაწამები დედოფლის მიმართ, როცა ის ციხეში მიჰყავდათ. რა მოიმოქმედა ვარსქენმა, როცა იხილა „ამბოხი იგი და ტირილი მამათაი და დედათაი, მოხუცებულთა და ყრმათაი“?
ხალხს ცხენდაცხენ დასდევდა
50
რა რეაქცია ჰქონდა ვარსქენ პიტიახშს, როცა შუშანიკმა „განყარა ხელი და ჭიქაი იგი პირსა შეალეწა...“?
სასტიკად გაუსწორდა
51
ერთი სპარსი კაცის შესახებ ნათქვამია: „ხოლო ზრახვითა იყო იგი ვარსქენისითა და ზაკუვით იტყოდა ამას და უნდა მონადირებაი ნეტარისაი მის“. სპარსის რა განზრახვა ჩანს სიტყვებში: „უნდა მონადირებაი ნეტარისაი მის“?
შუშანიკის გულის მოგება სურდა
53
გაიხსენეთ იაკობ ხუცესის "შუშანიკის წამება". რამდენი ბიჭი და გოგო ჰყავდა შუშანიკს?
3 ბიჭი და 1 გოგო
54
იაკობ ხუცესი წერს: "მაშინ მრქუა მე წმიდამან შუშანიკ: -ხუცეს, ვერ ძალ-მიც გემოის ხილვად, რამეთუ ყბანი და ზოგნი კბილნი შთამუსვრილნ არიან". გაიხსენეთ, რა ვითარებაში წარმოსთქვა შუშანიკმა ეს ფრაზა:
იაკობმა შუშანიკს სამოელისა და იოვანეს მიერ გამოგზავნილი საჭმლის ჭამა აიძულა
55
გაიხსენეთ იაკობ ხუცესის "შუშანიკის წამება". რა დროის გასვლის შემდეგ კითხულობს საპყრობილეში მყოფ დედოფალს ვარსქენი?
3 კვირის შემდეგ
56
გაიხსენეთ იაკობ ხუცესის "შუშანიკის წამება". საპყრობილეში მყოფი შუშანიკი ვარსქენს ეუბნება: "მე ამას მხიარულ ვარ", რადგან... რატომ?
აქ დავიტანჯები, იქ კი განვისვენებ
57
გაიხსენეთ იაკობ ხუცესის "შუშანიკის წამება". რა არის კილიკი?
ბეწვიანი ტყავის ნაგლეჯი
58
გაიხსენეთ იაკობ ხუცესის "შუშანიკის წამება". ვინ იყო სასახლის ეპისკოპოსი?
აფოცი
59
რას ნიშნავს სამგზის საწყალობელი?
სამების მიერ შესაბრალისს
60
რომელ სამ დარიგებას აძლევს იაკობი შუშანიკს?
იყავ მხნე, მომთმენი და სულგრძელი
61
რას ნიშნავს სახელი შუშანიკი?
შროშანს
62
რა არის ასტამი?
რკინის საჩხრეკი ჯოხი
63
რას არის ალიზი?
გამოუწვავი აგური
64
რაში ადანაშაულებს შუშანიკი ვარსქენს?
დროზე ადრე დააჭკნო მისი ყვავილი, ადრეულად ჩააქრო მისი სიცოცხლე
65
გაიხსენეთ იაკობ ხუცესის "შუშანიკის წამება". რისთვის მივიდა სპარსი კაცი დედოფალთან?
შუშანიკის გულის მოგება უნდოდა
66
რომელი სოფლიდან (დაბიდან) იყო ხუცესი?
ცურტავი
67
რა არის ჭიჭნაუხტი?
აბრეშუმის ხელსაქმე
68
რას ნიშნავს წოდება "ხუცესი"?
მღვდელს
69
როგორ მოიხსენიებს ავტორი ვარსქენ პიტიახშს?
მგელს უწოდებს
70
ვისთან ერთად იმყოფებოდა იაკობ ხუცესი, როდესაც ვარსქენის გამაზდიანება გაიგო?
აფოცთან
71
რა ემოსა ციხეში დედოფალს გარედან? საიდან იყო ის ჩამოტანილი?
ანტიოქიის პალეკარტი
72
რას აკეთებს ხალხი, რომელიც შუშანიკს საპყრობილეში აცილებს?
ტირის, ლოყებს იკაწრავს
73
რა არის ხალენი?
ქურთუკი, ტყავის მოსასხამი
74
რა არის გირჯაკი?
ძველი ნაბადი
75
სადამდე სდია ჯოჯიკმა ვარსქენს, რათა ნებართვა მიეღო შუშანიკისთვის ბორკილების ახსნისა?
ჰერეთამდე
76
1. რა მიზნით დაედევნა ჯოჯიკი ჩორს გამგზავრებულ პიტიახშს? 2. რა უსაყვედურა მომაკვდავმა შუშანიკმა ჯოჯიკსა და მის ცოლს?
1. შუშანიკისთვის ბორკილებისა და ჯაჭვის ახსნა ეთხოვა; 2. გულგრილად მოექცნენ
77
რა მიზნით მივიდა ციხეში სიკვდილის პირას მყოფ დედოფალთან ჯოჯიკი?
თავისი შეცოდებების აღიარების მიზნით
78
რას ეფუძნება მოსაზრება, რომ ამ ნაწარმოების ტექსტი ჩვენამდე სრული სახით არაა მოღწეული?
თავნაკლულია (დასაწყისშივე ნათქვამია: "ვითარცა იგი ვთქუთ", თუმცა მანამდე ამ თემაზე არაფერია ნათქვამი