"ვეფხისტყაოსანი" Flashcards

1
Q

რომელი პერსონაჟია ამგვარად დახასიათებული: “ნაკვთად კარგი, შავგვრემანი, პირ-მსუქანი, არ-პირხმელი, მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის მსმელი”?

A

ფატმანი

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
2
Q

გაიხსენეთ „ვეფხისტყაოსანი“. რას სთხოვს ქაჯეთის ციხიდან გამოგზავნილ წერილში ნესტანი ტარიელს?

A

დაეხმაროს ინდოეთის მეფეს მტერზე გამარჯვებაში.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
3
Q

გაიხსენეთ „ვეფხისტყაოსანი“. ნესტან-დარეჯანი იგებს, რომ მას ხვარაზმშას ძეზე გათხოვებას უპირებენ და
თავისთან იბარებს ტარიელს:
1. რატომ უწოდებს „პირ-გამეხებული“ ნესტანი ტარიელს „მტყუანსა“ და „მუხთალს“?
2. რით დაემუქრა ნესტანი ტარიელს, თუ ის ინდოეთიდან არ გადაიხვეწებოდა?
3. ნესტანის აზრით, ვინ უნდა დასხდნენ ინდოეთის ტახტზე?
4. რა მხატვრული საშუალებაა: „ცრემლნი შენნი ველთა ჰბანდეს“?
5. კონკრეტულად რას საყვედურობს ნესტანი საკუთარ თავს, როცა ამბობს: „დიაცურად რად მოვღორდი! მე
დავუწვავ ამით ალსა“?
6. ნესტანის რჩევით, რა უნდა შეეთვალა ტარიელს ფარსადანისათვის?

A

ტარიელი ესწრებოდა იმ თათბირს, რომელზედაც ნესტანის გათხოვება გადაწყდა (ტარიელი არ
შეეწინააღმდეგა ნესტანის გათხოვებას ხვარაზმშას ძეზე). ნესტანი ტარიელს მოკვლით (სიცოცხლის
მოსპობით, ხორცისა და სულის გაყრით) დაემუქრა. ინდოეთის ტახტზე ნესტანი და ტარიელი უნდა
დასხდნენ. „ცრემლნი შენნი ველთა ჰბანდეს“ არის ჰიპერბოლა. ნესტანი საკუთარ თავს იმას საყვედურობს, რომ
ტყუილად ჰქონდა ტარიელის ნდობა (ტარიელის იმედი რომ ჰქონდა; ტარიელის სიყვარულისა რომ
სჯეროდა). ტარიელს ფარსადანისთვის უნდა შეეთვალა, რომ ინდოეთს სპარსელებს არ დაუთმობდა
(ინდოეთი მას ეკუთვნოდა და არავის დაუთმობდა; დასაშვებია აგრეთვე: ქალაქს გაუნადგურებდა).

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
4
Q

გაიხსენეთ ეპიზოდი „ვეფხისტყაოსნიდან“, რომელშიც ნესტან-დარეჯანის საძებრად წასული ავთანდილი
გზად მექარავნეებს შეხვდა:
1. ვისგან შეიტყვეს მექარავნეებმა, რომ ზღვაში მეკობრეები იყვნენ?
2. რა იგულისხმება ავთანდილის სიტყვებში: „ვინცა ჭმუნავს, ცუდია და ცუდად სცთების!“?
3. ავთანდილის აზრით, რით განსხვავდება ვაჭარი რაინდისაგან?
4. რა მხატვრული საშუალებაა: „ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა…“?
5. ავთანდილი ერთგან ამბობს: „მე, გლახ, რა ვარ? მიწა ცუდი; თავით ჩემით რამცა ვქმენი?“
მისი აზრით, ვისი შემწეობის გარეშე ვერ გაიმარჯვებს ადამიანი?
6. რა სთხოვა ავთანდილმა მექარავნეებს?

A

სიკვდილს შემთხვევით გადარჩენილი უცხო კაცისაგან შეიტყვეს, რომ ზღვაში მეკობრეები იყვნენ. ადამიანმა
დრო და ძალა უსარგებლო საქმეში (დარდსა და მწუხარებაში) არ უნდა დაკარგოს; დარდი უსარგებლო საქმეა.
ვაჭარი მშიშარაა, ომის უცოდინარი. ჰიპერბოლა. ადამიანი ვერ გაიმარჯვებს, თუ მას ღმერთი არ შეეწევა (როცა
ადამიანს ღმერთი მფარველობს, მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია). ავთანდილმა მექარავნეებს სთხოვა,
დაემალათ, რომ რაინდი (ჭაბუკი) იყო (ეთქვათ, რომ ვაჭართა მეთაური იყო).

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
5
Q

გაიხსენეთ ეპიზოდი „ვეფხისტყაოსნიდან“, რომელშიც თინათინის გამეფებაა აღწერილი.
1. რა მიზეზი დაასახელა როსტევანმა, როცა ვეზირებს თინათინის გამეფების გადაწყვეტილება გააცნო?
2. რით გაამართლეს ვეზირებმა ქალის გახელმწიფება? (შეგიძლიათ უპასუხოთ ციტატითაც)
3. სატრფოს გამეფების გამო „ავთანდილს მიჰხვდა სიამე, ვსება სჭირს მის სოქ-ალისა“.
რამ გაახარა ავთანდილი?
4. თინათინის რა თვისებაზე მიუთითებს სტრიქონი: „მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა“?
5. რა მოსთხოვა ახალგამეფებულმა თინათინმა თავის გამზრდელს?
6. თინათინმა „ბრძანა: ვიქმ საქმესა, მამისაგან სწავლებულსა“.
მამის რომელ რჩევას გულისხმობს თინათინი?

A

როსტევანმა მიზეზად სიბერე (ხანდაზმულობა, მოხუცებულობა) დაასახელა. არა აქვს მნიშვნელობა, მეფის
შვილი ქალიშვილია, თუ – ვაჟიშვილიო (ხელმწიფედ ღვთისგან არის გაჩენილიო; მეფობა შეუძლიაო; „თუცა ქალია,
ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია“; „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“). ავთანდილს
თინათინის ხშირად ნახვის საშუალება ეძლეოდა. თავმდაბლობაზე (მოკრძალებულ ხასიათზე,
მორიდებულობაზე). ახალგამეფებულმა თინათინმა გამზრდელს თავისი განძეულობის (საგანძურის, საჭურჭლის)
მიტანა მოსთხოვა. იყოს გულუხვი ქვეშევრდომთა მიმართ (რასაც გასცემ არაფერი დაგეკარგებაო; სიუხვით ორგულ
ადამიანებსაც მოიმხრობო; გაღებული წყალობა უკანვე დაგიბრუნდებაო).

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
6
Q

გაიხსენეთ ეპიზოდი „ვეფხისტყაოსნიდან“, რომელშიც ქაჯების მიერ ციხეში გამომწყვდეული ნესტან-
დარეჯანი სწერს ტარიელს:
1. „ჰე, ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები“.
რას ნიშნავს სიტყვა უსტარი?
2. ფატმანის მიმართ როგორი დამოკიდებულება ჩანს ნესტანის სიტყვებში: „ფატმან წამგვარა გრძნეულთა,
ღმერთიმცა მას ეტერების!“?
3. რატომ არ ურჩევს ნესტანი ტარიელს ქაჯებთან შებრძოლებას?
4. რას აპირებს ნესტანი, თუ მას სხვაზე გათხოვებას დაუპირებენ?
5. რატომ მოუწოდებს ნესტანი ტარიელს, რომ მან ინდოეთს მიაშუროს?
6. რას უგზავნის ნესტანი ტარიელს წერილთან ერთად?

A

უსტარი ნიშნავს წერილს, ბარათს; ამ სტრიქონში ჩანს ფატმანისადმი ნესტან-დარეჯანის მადლიერება
(კეთილგანწყობილი, კეთილმოსურნე დამოკიდებულება); დაიღუპება (სიკვდილი არ ასცდება; დასაშვებია
აგრეთვე: ქაჯები დაუძლეველი მოწინააღმდეგეები, ძნელად საომარნი არიან); თავს მოიკლავს (თავს არ იცოცხლებს,
კლდიდან გადავარდება, დანას დაიცემს); რათა დაეხმაროს ნესტანის მამას (ინდოეთის მეფეს), რომელიც
მტრებისგან შევიწროებულია; ტარიელის მიერ ნაჩუქარი თავსაბურავის (პირსაბურავის; დასაშვებია აგრეთვე:
მოსასხამის) გადანაჭერს.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
7
Q

გაიხსენეთ „ვეფხისტყაოსნის“ თავი „აქა ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა“.
1. ფატმანის თქმით, რა ევალებოდათ დიდვაჭრებს ნავროზობის დღესასწაულზე?
2. რა გზით დაიხსნა ფატმანმა ნესტანი?
3. რატომ დაუმალა ფატმანმა თავდაპირველად ქმარს ნესტანის მათს სახლში ყოფნის ამბავი?
4. რა პირობა ჩამოართვა ფატმანმა უსენს მეფესთან წასვლის წინ?
5. უსენის რომელ საქციელს აფასებს ფატმანი სიტყვებით: „არა ჰმართებს ყვავსა ვარდი, ვირსა – რქანი“?
6. რა მოიმოქმედა ნესტანმა, რომ გულანშაროდან გაპარულიყო?

A

ნავროზობის დღესასწაულზე დიდვაჭრებს დედოფლისათვის ძღვენი უნდა მიერთმიათ; ფატმანმა საკუთარ ყმებს
ნესტანის თანმხლები პირები დაახოცვინა; ფატმანმა თავის ქმარს ნესტანის მათთან ყოფნის ამბავი იმიტომ
დაუმალა, რომ შეეშინდა – მეფესთან (მეფის კარზე) წაიყვანსო; ფატმანმა უსენს მეფესთან წასვლის წინ პირობა
ჩამოართვა, რომ საიდუმლო არავისთვის გაემჟღავნებინა (ნესტანის მათს სახლში ყოფნა დაემალა); ფატმანი ამ
სიტყვით გმობს უსენისგან პირის გატეხას (მეფესთან საიდუმლოს გამჟღავნებას); გულანშაროდან რომ
გაპარულიყო, ნესტანმა მსახურები მოისყიდა (ძვირფასეულობით მოქრთამა)

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
8
Q

„ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟი ავთანდილი უცხო მოყმის საძებნელად გაემგზავრა:
1. ვისი დავალებით მიდის ავთანდილი ტარიელის მოსაძებნად?
2. რას ნიშნავს ავთანდილის სიტყვები: „მე შერმადინ დამიგდია, ჩემად კერძად პატრონობდეს“ ?
3. რის თქმა სურს ავთანდილს სიტყვებით: „ღმერთო, სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ“ ?
4. რა უამბო ავთანდილს ორმა ხატაელმა, რომლებსაც მძიმედ დაჭრილი ძმა მოჰყავდათ?
5. რატომ არ დაეწია ავთანდილი ტარიელს, რომელსაც ორი დღე-ღამის განმავლობაში შორიახლოს
მისდევდა?
6. რა მიზნით დააპირა ავთანდილმა მარტოდ დარჩენილი ასმათის შეპყრობა?

A

ავთანდილი ტარიელის მოსაძებნად თინათინის დავალებით მიდის; ავთანდილის სიტყვები ნიშნავს: ჩემს
მონაცვლედ შერმადინს ვტოვებ, ჩემს მაგივრობას შერმადინი გასწევს; ავთანდილი ღმერთს საყვედურობს,
რომ იგი მას უსამართლოდ ექცევა, თავს უსამართლობის მსხვერპლად მიიჩნევს; ავთანდილს ხატაელებმა
უამბეს, რომ ვეფხის ტყავით შემოსილი ჭაბუკი ნახეს, სანადიროდ წამოსულნი უცნობ მოყმეს გადაეყარნენ,
რომელმაც მათი ძმა დაჭრა; ავთანდილი ტარიელს არ დაეწია, რადგან მათს უეცარ შეხვედრას შეიძლება
დაპირისპირება მოჰყოლოდა; ავთანდილმა მარტოდ დარჩენილი ასმათი იმ მიზნით შეიპყრო, რომ მისგან
უცხო მოყმის ამბავი გაეგო

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
9
Q

გაიხსენეთ „ვეფხისტყაოსნის“ თავი: „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“.

  1. როგორ ახასიათებს თინათინს სიტყვები: „რა გაიზარდა, გაივსო, მზე მისგან საწუნარია“?
  2. რა მიზეზი დაასახელა როსტევანმა, რის გამოც თინათინი უნდა გაემეფებინა?
  3. კონკრეტულად რამ გაახარა ავთანდილი, როცა თინათინის გამეფების ამბავი შეიტყო?
  4. რატომ ატირდა თინათინი, როცა მამამ ტახტზე დასვა?
  5. რით ახსნა როსტევანმა თინათინის გამეფების შემდეგ თავისი „დაღრეჯილობა“?
  6. რაში უნდა შეჯიბრებოდნენ ერთმანეთს როსტევანი და ავთანდილი?
A

როგორც ლამაზს (მშვენიერს, თვალწარმტაცს, მზეთუნახავს); დაბერდა და ტახტს მემკვიდრე
სჭირდებოდა (სიბერე, მოხუცებულობა, „გარდასრული“ ასაკი, ტახტის მემკვიდრედ ძე არ რჩებოდა, „მე
გარდასრულვარ, სიბერე მჭირს…“); თინათინის ხშირად ნახვის შესაძლებლობა ეძლეოდა („თქვა: „ზედაზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ-ფიქალისა“); თავი მამის ტახტზე ჯდომის ღირსად არ მიაჩნდა („მამისა
ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა“); ვერ ხედავდა კაცს, რომელიც მომავალში მშვილდოსნობასა და
ბურთაობაში მისი მსგავსი (ტოლი) იქნებოდა (ვაჟკაცობით ვერავინ შეედრებოდა, ვერავინ ისწავლა
მისგან „სამამაცონი ზნენია“); ნადირობაში (მშვილდით ნადირობისას უნდა დაემტკიცებინათ საკუთარი
უპირატესობა. დასაშვებია აგრეთვე - მშვილდოსნობაში).

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
10
Q

გაიხსენეთ შოთა რუსთველის „ვეფხისტყაოსნის“ დასაწყისი.
1. როგორია „ქვეყანა“, რომელიც ღმერთმა „ჩვენ, კაცთა, მოგვცა“?
2. ვის შესახებ ამბობს ავტორი: „ვთქვენი ქებანი ვისნი მე, არ ავად გამორჩეული“?
3. ტექსტის მიხედვით, რატომ შეუდგა ავტორი ამ პოემის წერას?
4. ვის შესთხოვს პოეტი შემწეობას, რომ დაწყებული საქმე ღირსეულად დაასრულოს?
5. რას გულისხმობს ავტორი სიტყვებში: „ვით მარგალიტი ობოლი, ხელის-ხელ საგოგმანები…“?
6. რას ნიშნავს სტრიქონი: „თვალთა, მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა“?

A

ამქვეყნიური სამყარო (დედამიწა), რომელიც ღმერთმა უბოძა ადამიანებს, მრავალფეროვნებით
ხასიათდება; ავტორი ამას თამარ მეფის შესახებ ამბობს; ავტორს უბრძანეს უმაღლესი ხელისუფლის ქება
(თამარის ქება დაევალა; თამარის განსადიდებლად); პოეტი შემწეობას სთხოვს ღმერთს (უფალს,
მამაზეციერს); ამ მეტაფორულ ნათქვამში ავტორი გულისხმობს პოემის სიუჟეტს (დასაშვებია აგრეთვე:
საკუთარ პოემას). ეს სტრიქონი ნიშნავს: თამარისგან დაბრმავებულ თვალებს ენატრებათ კვლავ ახელა
(დაბრმავებულს ენატრება თვალის ჩინის დაბრუნება).

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
11
Q
  1. ვისგან შეიტყო ფატმანმა ქაჯთა მიერ ნესტანის შეპყრობის ამბავი?
  2. რა ცვლილება გამოიწვია ქაჯთა სამეფოში ხელმწიფის გარდაცვალებამ?
  3. რატომ იყვნენ ღამე მინდორში როშაქი და ასი რჩეული მონა?
  4. რატომ შეიპყრეს ქაჯებმა ერთ ღამეს „გულანშაროთ მოციქული“, რომელიც, მისივე თქმით, ქაჯეთში
    მიდიოდა?
  5. რას გულისხმობს ავტორი მეტაფორულ ნათქვამში: „რა საბრალოა გავსილი მთვარე, ჩანთქმული
    გველისა“?
  6. რა უპასუხა ფატმანმა ავთანდილის შეკითხვას: „მაგრა ქაჯნი უხორცონი რას აქმნევენ, მიკვირს, ქალსა“?
A

საკუთარ სახლში ფანჯარასთან მდგარმა ფატმანმა უნებურად მოისმინა ქაჯეთიდან წამოსული მონის
საუბარი, რომელიც ნესტანის შეპყრობის ამბავს ეხებოდა. ქაჯეთში ხელმწიფის გარდაცვალების შემდეგ
მისი და, დულარდუხტი, გამეფდა. დულარდუხტის დის გადაცვალების შეტყობის შემდეგ, სანამ მეფის
ამალა დაკრძალვაზე წასასვლელად მოემზადებოდა, როშაქმა გადაწყვიტა, ასი მონა წაეყვანა და ეყაჩაღა.
ქაჯებმა უცნობ მგზავრს შეატყვეს, რომ ქალი იყო და, ამასთანავე, მათ ატყუებდა. ავტორი ამ მეტაფორაში
გულისხმობს, რომ მშვენიერი ნესტანი ქაჯებმა ჩაიგდეს ხელში. ფატმანმა ავთანდილს უპასუხა, რომ
სინამდვილეში ქაჯები ადამიანები არიან, ქაჯებს კი იმიტომ უწოდებენ, რომ გრძნეულთა ცოდნა აქვთ
შეთვისებული (ჯადოსნობის ძალით ადამიანებს ვნებას აყენებენ, თვითონ კი უვნებელნი არიანო).

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
12
Q

გაიხსენეთ ქაჯეთის ციხის აღების ეპიზოდი შოთა რუსთველის პოემიდან „ვეფხისტყაოსანი“.
1. რა გეგმა შესთავაზა ციხის ასაღებად მეგობრებს ფრიდონმა?
2. რა გეგმა შესთავაზა ციხის ასაღებად მეგობრებს ავთანდილმა?
3. რა მიზეზით დაიწუნა ტარიელმა ფრიდონისა და ავთანდილის გეგმები?
4. რა გეგმა შესთავაზა ციხის ასაღებად მეგობრებს თვითონ ტარიელმა?
5. კონკრეტულად რას გულისხმობს ავტორი მეტაფორულ ნათქვამში: „მზისა შესაყრელად გამოეშვა
მთვარე გველსა“?
6. რა „უმძიმდა“ ფრიდონს, მიუხედავად სასახელო გამარჯვებისა?

A

ფრიდონმა თქვა: ჯამბაზივით თოკზე გავლა შემიძლია, ამ გზით ციხეში შევაღწევ და კარებს გაგიღებთო. ავთანდილმა თქვა: ვაჭრის ტანსაცმელს ჩავიცვამ, ციხეში მარტო შევალ, ლაშქარს ამოვწყვეტ და კარს გავაღებო. ტარიელმა თქვა: ბრძოლის ხმას რომ გაიგონებს, ნესტანი ვერ დამინახავს და შევრცხვებიო. ტარიელმა მეგობრებს შესთავაზა: გამთენიისას მტერს ერთდროულად სამი მხრიდან მოულოდნელად შევუტიოთ, კარების დახურვას ვერ მოასწრებენ და პირდაპირ ბრძოლაში დავამარცხებთო. ეს მეტაფორული ნათქვამი გულისხმობს ნესტანისა და ტარიელის შეყრას. ფრიდონს იმიტომ უმძიმდა ეს გამარჯვება, რომ ბევრი მებრძოლი დაკარგა.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
13
Q

gaixseneT avTandilis anderZi SoTa rusTvelis poemidan vefxistyaosni~. 1. ra miaCnia avTandils yovelgvari ubedurebis saTaved? 2. avTandilis azriT, ra aris codnis, sibrZnis dauflebis saboloo mizani? 3. avandilis azriT, ra aRamaRlebs adamians sulierad? 4. vis avtoritets imowmebs igi am Temaze saubrisas? 5. ratom ar SeuZlia avTandils, rom ar wavides tarielis dasaxmareblad? 6. romeli adamianuri sisustis Sesaxeb saubrobs avTandili, rodesac mamakacs adarebs diacsa qslisa mbeWvelsa~?

A

yovelgvari ubedurebis saTaved avTandils sicrue (orpiroba) miaCnia; avTandilis
azriT, codnis SeZenis saboloo mizania samyaros uzenaes wesrigTan Serwyma;
avTandilis azriT, adamians sulierad siyvaruli amaRlebs; am Temaze saubrisas igi
imowmebs mociqulTa avtoritets; radgan avTandili Sercxveba saiqioSi tarielTan
pirispir Sexvedrisas, mas ar SeuZlia, rom mis dasaxmareblad ar wavides; rodesac
mamakacs adarebs `diacsa qslisa mbeWvelsa~, avTandili simxdalis (laCrobis) Sesaxeb
saubrobs.
1. sicrue (or

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
14
Q

gaixseneT `vefxistyaosnis~ epizodi, romelSic moTxrobilia nestan-darejanis gaTxovebis ambavi.
1. ratom SeaCera samefo ojaxma arCevani xvarazmSas Zeze?
2. rogor moiqca tarieli samefo karze gamarTuli TaTbiris dros?
3. raSi dasdo brali ganrisxebulma nestanma tariels?
4. riT daemuqra nestani tariels?
5. riT gaamarTla tarielma Tavisi saqcieli?
6. ra daavala nestanma tariels?

A

samefo ojaxma arCevani xvarazmSas Zeze imitom SeaCera, rom xvarazmSa Zlevamosili
xelmwife iyo. samefo karze gamarTuli TaTbiris dros tarielma winaaRmdegoba ar
gauwia mefe-dedofals gadawyvetilebis miRebis dros. ganrisxebulma nestanma tariels
brali dasdo RalatSi (simuxTleSi, sicrueSi, usindisobaSi…). nestani tariels daemuqra
indoeTidan gaZevebiT. tarielma Tavisi saqcieli ase gaamarTla _ winaaRmdegobis gawevas
azri ar hqondao (Seni gaTxoveba winaswar iyo gadawyvetili da me verafers Sevcvlidio).
nestanma tariels daavala xvarazmSas Zis ise mokvla, rom misi meomrebi ar
daxociliyvnen.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
15
Q

gaixseneT `vefxistyaosnis~ is epizodi, romelSic fatmani nestanis ambavs uyveba
avTandils.
1. ratom ar umxelda Tavdapirvelad fatmani qmars imas, rom sasaxleSi nestans malavda?
2. ratom gadawyvita man sasaxleSi nestanis yofnis ambavi usenisaTvis gaemxila?
3. ra pirobiT gaumxila fatmanma usens es saidumlo?
4. rodis gaaxsena man qmars es piroba?
5. usenis romeli saqcieliT dadasturda, rom fatmani qmars Turme sworad afasebda?
6. usenis ra Tviseba Cans poemis am epizodSi?

A

Tavdapirvelad fatmani qmars saxlSi nestanis yofnis ambavs imitom ar umxelda,
rom ar endoboda mas, rogorc upiro adamians. fatmanma usens sasaxleSi nestanis
yofnis ambavi imitom gaumxila, rom eSinoda, mainc gaigebs da damsjiso (marto ver
moagvarebda am saqmes, ver gaarkvevda qalis ambavs). fatmanma mxolod im pirobiT
gaumxila usens sasaxleSi nestanis yofnis ambavi, rom is amas aravis etyoda. fatmanma qmars es piroba maSin gaaxsena, rodesac is mefesTan wasasvlelad emzadeboda. mefesTan misulma usenma fatmanisaTvis micemuli fici gatexa da nestanis ambavi gaamJRavna. poemis am epizodSi Cans usenis pirumtkicoba.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
16
Q

gaixseneT vefxistyaosnis~ dasawyisi. 1. ra informacias gvawvdis avtori sakuTari vinaobis Sesaxeb? (SegiZliaT upasuxoT citatiTac). 2. konkretulad ras ambobs avtori am poemis warmomavlobis Sesaxeb? (SegiZliaT upasuxoT citatiTac). 3. ris safuZvelze Camoyalibda azri, rom es poema Tamar mefes eZRvneba? (SegiZliaT upasuxoT citatiTac). 4. ganmarteT striqoni: moSaire ara hqvian, veras ityvis vinca grZelad~.

A
  1. vefxistyaosnis~ dasawyisSi avtori amgvarad gvamcnobs Tavis vinaobas: davje, rusTvelman gavleqse…~, / `me, rusTveli, xelobiTa viqm
    saqmesa ama dari~. SeuZlia pasuxad gamoiyenos erTi an orive citata an
    misi/maTi perifrazi.
  2. man poemas safuZvlad daუdo sparsuli siuJeti. / am poemis
    warmomavlobis Sesaxeb avtori ambobs, rom galeqsa sparsulidan
    naTarგmni ambavi. / SeuZlia pasuxad gamoiyenos Sesabamisi citata: `ese
    ambavi sparsuli, qarTulad naTargmanebi, viT margaliti oboli, xelisxel sagogmanebi, vpove da leqsad gardavTqvi, saqme vqmen saWoWmanebi.~
  3. imis safuZvelze, rom prologSi rusTveli axsenebs Tamars, /
    aqebs mis silamazes, / uwodebs xel-mqmnels~. / vefxistyaosanSi~
    Seqebulia Tamari. / SeuZlia vrclad upasuxos: Tvalsazrisi imis Sesaxeb,
    rom es poema Tamar mefes eZRvneba, Camoyalibda poemis prologis Semdegi
    striqonis/strიqოnebis safuZvelze: Tamars vaqebdeT mefesa...~, …mefisa
    mzis Tamarisa…~ / SeuZlia pasuxad gamoiyenos mxolod moyvanili
    citata/citatebi.
  4. WeSmariti poeti araa is, visac vrceli/epikuri nawarmoebebis
    wera ar SeuZlia. / rusTveli WeSmarit poetad ar miiCnevs mas, visac ar
    SeuZlia saTqmelis vrclad, `grZelad~ gadmocema. / rusTveli
    upiratesobas aniWebs vrceli epikuri Janris nawarmoebebs.
17
Q

gaixseneT gulanSaros epizodi `vefxistyaosnidan~:
1. rogor moaxerxa fatmanma nestanis gamoxsna davaris monebisagan?
2. ra pirobiT gaumJRavna fatmanma usens nestanis ambavi?
3. rodis Seaxsena kidev erTxel fatmanma usens Tavisi piroba?
4. ris gamo eSinoda fatmans WaSnagirisa?
5. riT dasrulda fatmanisa da WaSnagiris konfliqti?

A

nestanis gamosaxsnelad fatmanma Tavis ymebs davaris monebi daaxocvina. fatmanma
usens nestanis ambavi im pirobiT gaumJRavna, rom igi amis Sesaxeb aravis etyoda.
fatmanma usens Tavisi piroba kidev erTxel maSin Seaxsena, rodesac vaWarTuxucesma
mefesTan stumroba daapira. fatmans eSinoda, rom WaSnagiri gaamJRavnebda nestanis
gaparvis ambavs. konfliqti imiT dasrulda, rom, fatmanis TxovniT, avTandilma mokla
WaSnagiri.

18
Q

gaixseneT ambis cnoba tarielisagan nestan-darejanis dakargvisa~. 1. ra brZaneba gasca mefe farsadanma maSinve, rogorc ki sasiZos mkvlelobis Sesaxeb Seityo? 2. gadmoeciT farsadanis naTqvami, romelic aaSkaravebs _ igi TvalTmaqcobs, rodesac tariels uTvlis: Tu Cemi qali gindoda, rad ara Semagebine?~
3. farsadanis azriT, iseTi ra danaSauli miuZRoda davars, rom mefem misi sikvdiliT dasja gadawyvita?
4. ra sabediswero Sedegi mohyva farsadanis am gadawyvetilebas?

A

rogorc ki sasiZos mkvlelobis Sesaxeb Seityo, farsadanma tarielis masTan miyvanis brZaneba gasca (brZana, misTvis tarieli miegvaraT…). farsadanis TvalTmaqcobas
aaSkaravebs misive naTqvami: vicodi, rom tariels Cemi asuli uyvardao (mas uyvarda qali Cemi...~). farsadanis azriT, davars is danaSauli miuZRoda, rom nestani cudad aRzarda (nestanis goneba RvTisaken ar warmarTa; me RmrTisa vuTxar, daubams mas eSmakisa badesa!..~). farsadanis am gadawyvetilebas is Sedegi mohyva, rom ganrisxebulma davarma nestani gadakarga (nestani Tavis monebs kidobanSi Caasmevina da zRvaSi gadaakargvina; nestani da tarieli mravali wliT daSordnen erTmaneTs…).

19
Q

gaixseneT `wigni nestan-darejanisa sayvarelTan miwerili~.
1. ratom sTxovs nestani mijnurs, ar wamovides qajebTan sabrZolvelad?
2. nestanis azriT, sad Sexvdeba igi Tavis mijnurs?
3. ra konkretul davalebas aZlevs nestani tariels?
4. ras ugzavnis werilTan erTad nestani tariels?
5. nestanis xasiaTis ra ZiriTadi Tviseba Cans mis werilSi?

A

nestani imitom sTxovs mijnurs, ar wamovides qajebTan sabrZolvelad, rom SiSobs,
am brZolaSi tarieli daiRupeba (brZolaSi qajebi moklaven tariels…). nestanis
azriT, igi Tavis mijnurs mzis saufloSi (saiqioSi, imqveynad, zeciur samyaroSi…)
Sexvdeba. nestani tariels avalebs, wavides indoeTSi da daexmaros farsadans mtrebis
winaaRmdeg brZolaSi. nestani tariels werilTan erTad ugzavnis Tavisi ridis
(Tavsaburavis…) naWers. nestanis werilSi Cans misi erTguleba mijnurisadmi (erTguli
siyvarulis unari…).

20
Q

“საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების:
ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების.
აქამდის ჭირი ჩემზედა აწ ესე ლხინი უხვდების,
რათგან შვება აქვს სოფელსა, თვით რად ვინ შეუწუხდების?”

როგორია საწუთრო მოცემული ეპიზოდის მიხედვით?

A

ზოგჯერ დარია და ზოგჯერ ავდარია

21
Q

რამდენ მიზეზს ჩამოუთვლის თინათინი ავთანდილს, რომ უცხო მოყმის საძებნელად გაეშუროს?

22
Q

საიდან იყო სამი ძმა, რომელმაც ნახა ტარიელი და ავთანდილს უამბო ამის შესახებ?

A

ხატაეთიდან

23
Q

ვინ უწოდებს ნესტანს ვეფხვს, ტარიელის გარდა?

A

ფატმანი

24
Q

სადაურები იყვნენ ვაჭრები, რომლებსაც ავთანდილი დაეხმარა?

A

ბაღდადელები

25
რა ფერის იყო ინდოეთის დროშა?
წითელ-შავი
26
რამდენი ხანი იყო ტარიელი გულწასული ნესტან-დარეჯანის ნახვის შემდეგ?
3 დღე
27
რამდენი წელი ეძებდნენ როსტევანის მსახურები უცხო მოყმეს? (სანამ ავთანდილი დაიწყებდა ძებნას)
1 წელი
28
რა ერქვა ტარიელის ბიოლოგიურ მამას?
სარიდანი
29
რა გააკეთა ავთანდილმა პირველად, მეკობრეებთან შეტაკებისას?
ძელი მოსტეხა ნავს
30
რას უწოდებს ფატმანს ნესტანი?
დედაზე მჯობ დედას
31
რა წამოუღო ტარიელმა ხატაეთიდან მიჯნურს?
ყაბაჩა და რიდე
32
ვის ემოსა "ყარყუმნი უსაპირონი"?
თინათინს
33
ვინ ამბობს შემდეგ სიტყვებს: "ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა"?
თინათინი
34
რატომ მიუჩნევია როსტევანს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონედ მეფის სიუხვე?
მეფის სიუხვე ურჩ ქვეშევრდომებსაც იმორჩილებს
35
მეფედ კურთხევისას რა არ "სწყინდებოდა" თინათინს?
მამის დარიგება