"გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" Flashcards

1
Q

საქართველოს ისტორიის რომელი პერიოდია აღწერილი გიორგი მერჩულის ნაწარმოებში? ამ დროის რომელ მნიშვნელოვან მოვლენებზე საუბრობს ის ამ ნაწარმოებში?

A

აღწერილია VIII-IX საუკუნეების მნიშვნელოვანი მოვლენები, კერძოდ, ტაო-კლარჯეთში ეკლესია-მონასტრების მშენებლობისა და ბაგრატიონთა აღზევების შესახებ

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
2
Q

როდისაა დაწერილი ეს ნაწარმოები? რა იცით ავტორის შესახებ?

A

დაწერილია მამა გრიგოლის გარდაცვალებიდან 90 წლის შემდეგ, 951 წელს. როგორც ტექსტიდან ვიგებთ, ტექსტის ავტორი ხანძთის მონასტერში მოღვაწეობდა. მერჩულე (მე-რჩულ-ე) რჯულის მეცნიერს ნიშნავს

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
3
Q

სად აღიზარდა გრიგოლ ხანძთელი? უშუალოდ ვინ მეთვალყურეობდა მის აღზრდას?

A

ნერსე ერისთავის სასახლეში. მის აღზრდას მეთვალყურეობდა ნერსეს მეუღლე, რადგან გრიგოლი მისი ძმისწული იყო

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
4
Q

რა დაისწავლა გრიგოლმა ზეპირად?

A

რჯულის წიგნები, ბიბლიის წიგნები

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
5
Q

გარდა სასულიერო წიგნებისა, რა შეიმეცნა გრიგოლმა კიდევ?

A

საერო ფილოსოფია

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
6
Q

როგორი იყო მამა გრიგოლის დამოკიდებულება წარმართული ფილოსოფიისადმი?

A

დასცინოდა

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
7
Q

გაიხსენეთ მამა გრიგოლის გარეგნული პორტრეტი, როგორ გესმით “ჰასაკითა სრულ”?

A

ტანმაღალი

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
8
Q

რა გადაწყვიტეს წმინდა გრიგოლის აღმზრდელებმა, მისმა დედამ და ერის სიმრავლემ?

A

გრიგოლის მღვდლად კურთხევა

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
9
Q

რატომ არ სურდა გრიგოლს ეპისკოპოსობა?

A

აფიქრებდა თავისი ახალგაზრდობა და გამოუცდელობა. ასევე, საუკუნო სასჯელის (პატიჟის) ეშინოდა

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
10
Q

რატომ ტოვებს გრიგოლი ქართლს ფარულად?

A

გაურბოდა ამქვეყნიურ პატივს

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
11
Q

ვინ და ვინ გაიყოლა გრიგოლმა ქართლიდან გამგზავრებისას?

A

თავისი დეიდაშვილი საბა - იშხნის მეორედ მაშენებელი, თეოდორე - ნეძვის მაშენებელი, ქრისტეფორე კვირიკეთის მაშენებელი

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
12
Q

ვის მსგავსად დატოვა მამა გრიგოლმა თავისი ქვეყანა?

A

ებრაელთა მამამთავრის, აბრაამის მსგავსად

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
13
Q

რატომ არ აფიქრებდათ წმინდა გრიგოლსა და მის მოკეთეებს, რომ დაადგნენ გზას, რომელსაც არ იცნობდნენ?

A

სწამდათ, რომ უფალი უძღოდათ წინ

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
14
Q

სად მივიდნენ პირველად ქართლიდან წასული სულიერი ძმები?

A

ოპიზაში

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
15
Q

როგორ ცხოვრობდა ოპიზაში დამკვიდრებული გრიგოლი ორი წლის განმავლობაში?

A

მკაცრი მონაზვნური ღვაწლით

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
16
Q

რა ეწადა უდაბნოში დამკვიდრებულ წმინდა მამას?

A

განდეგილობა

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
17
Q

სად მდებარეობს კონკრეტულად ოპიზის მონასტერი და ვისი რელიეფური პორტრეტია გამოსახული მის კედელზე?

A

კლარჯეთში; აშოტ I

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
18
Q

რა აუწყა უფალმა ხანძთაში მყოფ ბერ ხუედიოსს?

A

იმ ადგილას ღვთისმოსავი კაცის, გრიგოლის, მიერ ეკლესია აიგებოდა

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
19
Q

როგორ მივიდა მამა გრიგოლი ხანძთაში?

A

სულიწმინდის მადლითა და წინამძღოლობით

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
20
Q

რა უწინასწარმეტყველა ხუედიოსმა გრიგოლს?

A

ის გახდებოდა ბერ-მონაზონთა წინამძღოლი

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
21
Q

რა აღეთქვა ღვთისათვის ხუედიოსს?

A

სიკვდილამდე მარტო ყოფნა და განდეგილობა

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
22
Q

გარდა ეკლესია-მონასტრების მშენებლობისა, რა მნიშვნელოვანი ფაქტია დაკავშირებული კლარჯეთთან?

A

ბაგრატიონთა აღზევება და ერთიანი ქართული სამეფოს წარმოქმნისთვის საფუძვლის ჩაყრა

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
23
Q

როგორი ეკლესია ააგეს ხანძთაში პირველად ბერებმა?

A

ხის ეკლესია

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
24
Q

ვისი ღვაწლის მოზიარედ მიიჩნევს გიორგი მერჩულე ხანძთის ბერებს?

A

პირველმოწამეთა და მართალთა

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
25
რა ღვაწლზე უფრო აღმატებულად მიიჩნევს გიორგი მერჩულე ბერულ ღვაწლს და რატომ?
მოწამეობრივ ღვაწლზე, რადგან მარტვილნი მხოლოდ ერთხელ ეწამებოდნენ, ხოლო ბერები კი - განუწყვეტლივ
26
რაში გამოცდიდა ბერებს წმინდა გრიგოლი?
კეთილ საქმეში
27
როგორებს არ იღებდა გრიგოლი?
ზარმაცებს
28
რითი იყო გამორჩეული გაბრიელ დაფანჩული?
სიმდიდრით
29
რატომ მივიდა წმ. გრიგოლი გაბრიელ დაფანჩულის სახლში?
ფიქრობდა, კეთილმორწმუნე აზნაური შეეწეოდა მონასტრის საძმოს
30
ვინ მიეგება გრიგოლს აშოტის სასახლესთან?
მეფის სამი ძე
31
რა მიანიჭა უფალმა მეფეებს, მამა გრიგოლის სიტყვით?
ქვეყნის მართვის უფლებამოსილება
32
რა იყო ურიცხვი ხანძთის მიდამოებში, ამ სიტყვების მიხედვით: "მაღნართა სიმრავლეი ურიცხვი"?
ტყის სიმრავლე
33
რა იყო მიზეზი იმისა, რომ კლარჯეთში სახნავ-სათესი მიწები თითქმის არ იყო?
ძნელად სავალი და უსწორმასწორო მიწის გამო
34
ვინ იყო ზენონი და როგორ აღზარდეს ის მშობლებმა?
დიდგვაროვანი იყო და მშობლებმა ღვთისმოსაობით აღზარდეს
35
რისი სურვილი ჰქონდა ზენონს?
სურდა, თავი ღვთისთვის მიეძღვნა
36
რამ შეუშალა ხელი ზენონს, განზრახული აღესრულებინა?
ზენონის დამ ვიღაც უკეთურ კაცთან ერთად მშობლიური სახლი ფარულად დატოვა
37
როგორ ახასიათებს ზენონი თავისი დის შეურაცხმყოფელს?
როგორც უღირსს
38
როგორ სცადა ზენონმა დის ღირსების დაცვა?
დის შეურაცხმყოფელისთვის სიკვდილით ეზღვევინებინა
39
რას მიიჩნევდა ზენონი სულის საფრთხედ?
მოეკლა დის შეურაცხმყოფელი
40
რას ამსგავსებს ავტორი "მონაგებთა დატევებას"?
დიდ მსხვერპლს
41
რას უწოდებს კონსტანტინოპოლს ავტორი?
მეორე იერუსალიმს
42
რატომ წავიდა გრიგოლი კონსტანტინოპოლში?
წმინდა ადგილების მოლოცვა სურდა
43
ვისთან ერთად წავიდა გრიგოლი კონსტანტინოპოლში?
საბასთან და კიდევ ერთ სხვა მოწაფესთან ერთად
44
რა თავზარდამცემი ამბავი შეიტყვეს ბიზანტიიდან დაბრუნებულმა მამა გრიგოლმა და მისმა თანამგზავრებმა ტაოში?
აშოტ კურაპალატი მოეკლათ
45
მიუხედავად იმისა, რომ იშხნის ხილვის შემდგომ საბამ გადაწყვიტა იქ დარჩენილიყო, ის ჯერ ხანძთაში დაბრუნდა - რა იყო ამის მიზეზი?
მამა გრიგოლმა უთხრა, რომ ჯერ ხანძთაში უნდა დაბრუნებულიყო, თავისი სულიერი ძმები ენახა და მათი ლოცვით გაძლიერებული კვლავ დაბრუნებულიყო უკან
46
რას ადარებს სამონასტრო წესდებას ავტორი?
მარადიული სიკეთის საგანძურს
47
გაიხსენეთ ბერთა ცხოვრების წესი მონასტერში: 1. მხოლოდ რა ედგათ სენაკში ბერებს? 2. რისი უფლება არ ჰქონდათ სენაკებში მყოფ ბერებს? 3. რას აღასრულებდნენ ბერები ყოველ ღამეს?
1. პატარა საწოლი, ღარიბული ქვეშაგები და წყლის ჭურჭელი; 2. ცეცხლის დანთების, სანთლის ანთების; 3. ფსალმუნებს გალობდნენ.
48
რატომ გაიპარნენ თეოდორე და ქრისტეფორე?
საღვთო ბაძვის წადილი ჰქონდათ და ეკლესია-მონასტრების აშენება სურდათ
49
სად წავიდნენ თეოდორე და ქრისტეფორე?
აფხაზეთში
50
ვინ დაიმოწაფეს თეოდორემ და ქრისტეფორემ გზაში?
არსენი
51
ვინ იყო აფხაზეთის მეფე თეოდორესა და ქრისტეფორეს გაპარვის დროს?
დემეტრე II
52
რატომ შეწუხდა წმ. გრიგოლი, როცა გაიგო თეოდორესა და ქრისტეფორეს წასვლის შესახებ?
რადგან ისინი მალულად წავიდნენ
53
ვინ დაიმოწაფა წმ. მამამ ქართლში და რას დაჰპირდა მას?
ყრმა ეფრემი და დაჰპირდა, რომ უკან დაბრუნებისას თან წაიყვანდა ხანძთაში
54
რამ განარისხა წმ მამა აფხაზეთის სასახლეში ყოფნისას?
აფხაზეთის მეფეს სთხოვა მისი სულიერი შვილები მოეყვანა, მაგრამ მან იუარა, ბერები სასახლეში არ არიანო
55
რატომ უთხრა უარი აფხაზეთის მეფეს გრიგოლმა მონასტრის აშენების შესახებ?
არ მოეწონა არც ერთი ადგილი სამონასტროდ
56
რის შემდეგ აღაშენა გრიგოლმა ეკლესია, მოცემული მონაკვეთის მიხედვით?
მეფის დაბეჯითებული თხოვნის შემდეგ
57
რომელი მონასტერი აღაშენა გრიგოლმა აფხაზეთში და სად მდებარეობს იგი ახლა?
უბისა; იმერეთში, მდ. ძირულას ხეობაში
58
ვინ დაადგინა გრიგოლმა აფხაზეთში აგებული მონასტრის წინამძღვრად?
იერუსალიმიდან ჩამოსული მამა ილარიონი, რომელიც თან წამოჰყოლოდა ხანძთიდან თეოდორესა და ქრისტეფორეს
59
რატომ უყვება გრიგოლი მეფე დემეტრეს კლარჯეთის უდაბნოს დიდებულების შესახებ?
მეფემ თავად სთხოვა აღეწერა მისთვის
60
ვისგან იყვნენ დაცული კლარჯეთის მონასტრებში მყოფი ბერები?
არაბებისგან
61
ვისი ნებართვითა და დასტურით ავიდა სამეფო ტახტზე აშოტ კურაპალატის სიკვდილის შემდეგ მისი ძე, ბაგრატი?
ღვთის ნებითა და ძმების დასტურით
62
რა სთხოვა გრიგოლმა ბაგრატ კურაპალატს?
თუკი მეფე ინებებდა, იმ ადგილზე, რომელიც აშოტმა ხანძთას შესწირა, მისი შეწევნით მონასტერს ააგებდა მამა გრიგოლი
63
რა აუწყა ბაგრატ მეფეს გრიგოლმა საბა იშხნელის შესახებ?
იშხანში საბას მისვლისა და მონასტრის ასაგებად იქ დარჩენის შესახებ
64
რა მოიმოქმედა ბაგრატ მეფემ, როცა საბა იშხნელის შესახებ შეიტყო?
მეფემ წერილი დაწერა, გაატანა ღვთისმოსავ ხალხს და დიდი პატივით მოუწოდა
65
როგორ უპასუხა საბა იშხნელმა მეფის პატივით წოდებას?
მეფეს არ ეახლა
66
ბაგრატ მეფემ გრიგოლს უთხრა: "განუგებელად ვქმენ", - რასთან დაკავშირებით ეუბნება ამ სიტყვებს?
მამა გრიგოლის გარეშე რომ გაუგზავნა წერილი საბა იშხნელს და სასახლეში მოუწოდა
67
რის შემდეგ მოვიდა სამეფო სასახლეში საბა იშხნელი?
მას შემდეგ, რაც გრიგოლმა მისწერა წერილი და მოსვლა სთხოვა
68
რატომ გაუკვირდა ბაგრატ მეფეს საბა იშხნელის უარი, პირველად რომ მოუწოდა?
მეფეს ყველა ემორჩილება და საბას უარი გასაკვირი იყო
69
რა შესთავაზა ერთხელ წმ. გრიგოლმა აშოტის შვილებს?
მოელოცათ კლარჯეთის მონასტრები და საკუთარი თვალით ეხილათ მამა გრიგოლის აშენებული ეკლესიები
70
სად მდებარეობდა ბერთის ეკლესია და ვისი სახელობის იყო ის?
კლარჯეთში. ღვთისმშობლის
71
ავტორი წერს: "განმხიარულდეს მადლითა ნათლის-მცემელისაითა" - რომელი მონასტრის მოლოცვის შემდეგ აღივსნენ ხელმწიფენი იოანე ნათლისმცემლის მადლით?
ოპიზის
72
რამ გააკვირვა ხანძთაში მისული აშოტის ძენი?
ბერ-მონაზონთა ცხოვრების მკაცრმა წესმა
73
რა თქვეს აშოტის შვილებმა, როცა ხანძთაში ყოფნისას წმინდა მამები იხილეს?
წმინდა მამებო, თქვენ გვერდით დაგვავიწყდა, რომ ამქვეყნად ვართ და თავი ზეცაში, წმინდანთა გვერდით გვგონია
74
გაიხსენეთ მამა გრიგოლისა და დედამისის შეხვედრის ეპიზოდი: 1) სად დამკვიდრდა ქართლიდან წამოსული მამა გრიგოლის დედა? 2) რა უთრა დედამ მამა გრიგოლს, როცა პირველად იხილა განშორების შემდეგ? 3) რის გამო სთხოვა შენდობა წმ. გრიგოლმა დედას? 4) ვისი ნება აღასრულა წმ. მამამ, როცა ქართლი დატოვა?
1) მერეს მონასტერში 2) შენმა ხილვამ ყველა ადრინდელი ტკივილი დამიამა 3) მომიტევე, დედაო, რადგან არა ჩემი ნებით, არამედ ღვთის განგებით დაგტოვე 4) ღვთის ნება
75
სად წავიდნენ მალულად მონასტრიდან მეორედ წასული მამა თეოდორე და მამა ქრისტეფორე?
ქართლში
75
რა უთხრა წმ. მამამ თავის შვილებს, როცა მეორედ გაპარულნი იპოვა?
მათი კეთილი განზრახვის მონაწილე ისიც გაეხადათ
76
რა დაწერა სულიწმიდის მადლით წმ. გრიგოლმა?
საგალობელთა კრებული
77
გაიხსენეთ ჯავახეთის კრება: 1) რა იყო მიზეზი საეკლესიო კრების მოწვევის? 2) ვისი ბრძანებით მოიწვიეს ჯავახეთს სასულიერო პირები?
1) არსენის კათალიკოსად კურთხევა; 2) გუარამ მამფალის
78
გაიხსენეთ ჯავახეთის კრება: 3) როგორ აიყვანა საკათალიკოსო ტახტზე მირიან აზნაურმა თავისი ძე, არსენი? 4) რა დამოკიდებულება ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით აწყურის ეპისკოპოსს და რატომ?
3) მხოლოდ რამდენიმე ეპისკოპოსის დასტურით; 4) ეწინააღმდეგებოდა, რადგან არსენი შჯულის კანონის დარღვევით ავიდა საკათალიკოსო ტახტზე
79
გაიხსენეთ ჯავახეთის კრება: 5) რატომ ეწინააღმდეგებოდა არსენის კათალიკოსობას გუარამ მამფალი? რას ნიშნავს "მამფალი"? 6) რაზე მიგვანიშნებს ის ფაქტი, რომ მამა გრიგოლის მისვლას კრებაზე მოუთმენლად ელოდნენ?
5) გუარამი მირიან აზნაურის თვითნებობის გამო იყო განრისხებული; 6) მამა გრიგოლის ავტორიტეტზე
80
გაიხსენეთ ჯავახეთის კრება: 7) რა სასწაული იხილეს საეკლესიო კრებაზე მყოფმა მამებმა, როცა წმ. გრიგოლი გამოჩნდა და რას მოწმობდა ეს სასწაული? 8) რა სთხოვა კრებაზე მისულმა მამა გრიგოლმა ეფრემს და როგორ აუხსნა თავისი უარი მამა ეფრემმა მას?
7) კრებაზე მიმავალი მამა გრიგოლის ღარიბული სამოსელი ღვთაებრივი ნათლით იყო გაბრწყინებული. ბერის ქუდი კი პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით მოოჭვილ სამეფო გვირგვინს ჰგავდა. მოწმობდა, რომ ამ ღვთისათვის სათნო ბერის სიტყვა უფლის ნების განცხადება იქნებოდა; 8) მამა გრიგოლმა სთხოვა ეფრემს, ნუ შეუშლიდა ხელს არსენს, თავის სულიერ ძმას. მამა ეფრემი მიიჩნევდა, რომ დაუშვებელი იყო ეპისკოპოსებთან სიმართლის გამო კამათი
81
გაიხსენეთ ჯავახეთის კრება: 9) რა უმძიმესი არჩევნის წინაშე დააყენა მამა გრიგოლმა ეფრემი? 10) რა პასუხი გასცა მან წმ. მამას?
9) გრიგოლმა ეფრემს უთხრა: თუ შენ არსენს ხელს შეუშლი, მე შენი მოძღვარი აღარ ვიქნები; 10) ეფრემი შეწუხდა და უთხრა: სასტიკია შენი ნათქვამი. იყოს ნება შენი და არა ჩემი
82
გაიხსენეთ ჯავახეთის კრება: 11) რა უნდა სცოდნოდა არსენის კათალიკოსობასთან დაკავშირებით ეფრემს და რა ღირსების გამო უნდა ყოფილიყო არსენი ქართლის კათალიკოსი? 12) როგორ დაარწმუნა წმ. მამამ კრების მონაწილენი რომ არსენი ჭეშმარიტად ქართლის კათალიკოსი იყო? რა ელოდა მათ, ვინც წინ აღუდგებოდა ამას?
11) არსენი ღვთის ნებით ეკურთხა კათალიკოსად. თავისი სრულყოფილების გამო 12) არსენის კათალიკოსობა ღვთის ნებაა და მისი გამკიცხველი სამუდამოდ შერცხვენილი იქნება ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც
83
რამდენი წელი იყო არსენი ქართლის კათალიკოსი? რამდენი წელი იყო აწყურის ეპისკოპოსი ეფრემი?
27; 40
84
მხოლოდ რა ითქმოდა ბერძნულ ენაზე ღვთისმსახურების ჟამს?
"კირილეისონ" და "უფალო შეგვიწყალენ"
85
რისი ნიჭი ჰქონდა მომადლებული დიდ ეფრემს ღვთისაგან?
იგი ადამიანთაგან ჩუმად, ფარულად ჩადენილ დანაშაულსა და ცოდვათ ამხილებდა და კიცხავდა
86
რომელი ციხე ააშენა აშოტ კურაპალატმა?
არტანუჯი
87
ვინ იყო ცქირი და რა გააკეთა მან?
იგი იყო თბილისის ამირას გაზრდილი და როცა იხილა, რომ ანჩის საეპისკოპოსო ტახტი ცარიელი იყო, მძლავრებით დაიპყრო ის
88
რის ფასად დაითანხმა ცქირმა ერისკაცი, მოეკლა წმ. მამა?
ხუთი თხისა და სამასი კილო ფეტვის ფასად
89
რამ დაუბნელა გონება და სული ცქირს?
ამპარტავნებამ
90
რა უბრძანა ერისკაცთ განრისხებულმა ცქირმა, როცა თავისი განზრახვა ვერ შეასრულა?
ხანძთის მონასტრის დანგრევა
91
როგორ შეიტყო წმ. მამამ ცქირის აღსასრულის შესახებ?
უფალმა აუწყა
92
როგორ ხსნის (რას უწოდებს) ავტორი ცქირის სიკვდილს?
ღვთის სასჯელს, საღვთო შურისგებას
93
რის გამო წუხდნენ ხანძთის მონასტრის ძმები?
მამა გრიგოლი შატბერდში აპირებდა სიცოცხლის უკანასკნელი წლების გატარებას
94
ვისი სახელობის იყო შატბერდის ტაძარი?
ღვთისმშობლის
95
ვის შესახებ ამბობს მამა გრიგოლი ამ სიტყვებს: "სამთა თანა მოყუასთა"?
მამა თეოდორეს, მამა ქრისტეფორეს და საბა იშხნელის შესახებ
96
რა იგულისხმება სიტყვებში: "შემწირველთა მსხუერპლთა მათ უსისხლოთა წმიდათა"?
ბერობა
97
რა აღადგინა უფალმა ტაო-კლარჯეთის მიწაზე?
ბერმონაზვნური ცხოვრება, სამონასტრო ცხოვრება
98
რად იქცა ტაო-კლარჯეთის მონასტრები, მამა გრიგოლის სიტყვით?
მრავალი ბერის ნავსაყუდლად
99
გაიხსენეთ წმ. გრიგოლის, მამა ზენონისა და მამა მაკარის ოპიზის ვენახში ყოფნის ეპიზოდი: 1) რა სასწაული იხილა ღამით მამა მაკარიმ, როცა წმ. მამასა და ზენონთან ერთად იმყოფებოდა ვენახში? 2) რა უპასუხა გაკვირვებულ მამა მაკარის წმ. გრიგოლმა?
1) მამა გრიგოლი და მამა ზენონი ფსალმუნებს გალობდნენ და სენაკი საოცარ ნათელს გაებრწყინებინა; 2) სადაც ღვთის მადლი და ძალა დაივანებს, იქ არაფერია შეუძლებელი
100
ვის შესახებაა თქმული "არს ზღუდე მტკიცე კლარჯეთისა დიდებულთა უდაბნოთაი"?
ზენონი
101
რა სთხოვა წმ. მამამ თავის სულიერ შვილებს, როცა "გულმან უთქუა განსლვაი ხორცთაგან"?
მისი სულისთვის ელოცათ. უდაბნოს მონასტრებში კერეონები (დიდი სანთლები) გაგზავნა და შეატყობინა დღე, როცა უნდა აენთოთ
102
რა დაუბარა სიკვდილის წინ გრიგოლმა თავის სულიერ შვილებს?
დაემარხათ სხვა ბერებთან ერთად, რადგან არ იყო მათზე აღმატებული; მარად ელოცათ მისი სულისთვის
103
რომელ წელს და რამდენი წლის ასაკში გარდაიცვალა მამა გრიგოლი?
861 წელს 102 წლის ასაკში
104
წელთაღრიცხვის რომელი სისტემაა გამოყენებული ნაწარმოებში?
ქორონიკონი
105
გრიგოლის გარდაცვალებიდან რამდენი წლის შემდეგ დაიწერა ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები?
90 წლის შემდეგ, 951 წელს
106
ვისი "გულმოდგინებით" დაიწერა "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება"?
ხანძთის წინამძღვრის, მისი ძმის, იოანეს და გიორგი მერჩულის მიერ
107
რატომ ეწოდა გრიგოლს „ხანძთელი“?
გრიგოლმა პირველი მონასტერი ხანძთაში ააგო
108
რატომ აირჩია გრიგოლმა ეკლესია-მონასტრების ასაგებად ტაო-კლარჯეთის მხარე?
ეს მხარე იმხანად არაბი დამპყრობლებისგან თავისუფალი იყო
109
რა განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ეფრემ მაწყვერელს საქართველოს ეკლესიის წინაშე?
მირონის ქართლში დამზადების უფლება მოიპოვა
110
1. რატომ გაიპარნენ ტაო-კლარჯეთიდან გრიგოლის ძმობის წევრები თეოდორე და ქრისტეფორე? 2. რა მხატვრული საშუალებაა: „წარვიდა ძიებად კრავთა მათ რჩეულთა მწყემსი იგი კეთილი“? 3. რატომ დაუმალა აფხაზთა მეფემ მამა გრიგოლს, რომ გაპარული ძმობის წევრები მასთან იყვნენ? 4. გრიგოლ ხანძთელის რა ემოციას გამოხატავს სიტყვები: „მეფეო, ნუ შრომასა შემამთხუევ, მომცენ ძმანი ჩემნი...“ ? 5. რა მიზნით შესთავაზა დემეტრე მეფემ გრიგოლ ხანძთელს სხვადასხვა ადგილის მონახულება?
1. „საღმრთოი შური“ ჰქონდათ გრიგოლის მიმართ, დამოუკიდებლად სურდათ მონასტრების მშენებლობა. 2. მეტაფორა. 3. უნდოდა, მათი დახმარებით აფხაზეთში მონასტერი აეგო. 4. გაბრაზებას. 5. სამონასტრო ადგილების შესარჩევად.