deck_3173586 Flashcards
ადაპტაციის აშლილობა….
ფსიქოლოგიურ რეაქციებს, რომელიც ახალ გარემოებებთან შეგუების დროს აღმოცენდება.ასეთი გარემოებებია: განქორწინება და განშორება, ისეთი რადიკალური ცვლილებები, როგორიცაა, მაგ., სამუშაოს შეცვლა, სკოლიდან უნივერსიტეტში გადასვლა, მიგრაცია ან ფიზიკური დეფექტის მქონე შვილის დაბადება.
გარემოებები, რომლებიც მოითხოვს სპეციალური სახის ადაპტაციას:
მაგ. მძიმე დანაკარგი, ლეტალური დაავადების ბოლო სტადია და სექსუალური ძალადობა
ადაპტაციის აშლილობის სიმპტომებია:
შფოთვა, წუხილი, დაქვეითებული კონცენტრაცია, დეპრესია და გაღიზიანებადობა. ამას თან ახლავს ვეგეტატიური ნერვული სისტემის აგზნებით გამოწვეული ისეთი ფიზიკური სიმპტომები, როგორიცაა გახშირებული გულისცემა და ტრემორი. შეიძლება, აგრეთვე, ვხედავდეთ დრამატულ ან აგრესიულ ქცევას, თვითდაშავების ერთჯერად ან განმეორებად ეპიზოდებს და ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერებების ბოროტად გამოყენებას
ადაპტაციის აშლილობის დასაწყისი - მიმდინარეობა
ადაპტაციის აშლილობის დებიუტი, მწვავე სტრესულ რეაქციებთან შედარებით, თანდათანობითია და მისი მიმდინარეობა უფრო ხანგრძლივია. ხშირადუარესდება სოციალური ფუნქციონირება, რაც დისტრესის ინტენსივობის ხარისხთან ერთად ადაპტაციის აშლილობას ნორმალური ადაპტაციური რეაქციებისგან განასხვავებს
ადაპტაციის აშლილობა დიფერენციალური დიაგნოზი:
- არ სვამენ თუ სხვა ფსიქიკური აშლილობა გვაქვს სახეზე- შფოთვითი აშლილობა- დეპრესია- აშლილობამ ცხოვრებისეული ცვლილებების შემდეგ მალევე უნდა იჩინოს თავი - 3 თვის განმავლობაში- უშუალოდ გამოწვეულის სტრესული მოვლენით და მისი პროპორციულია
IჩD-10-ის მიხედვით ადაპტაციის აშლილობა დაყოფილია:
დეპრესიულ რეაქციებად; შფოთვისა და დეპრესიის შერეულ რეაქციებად; რეაქციებად, რომლებსაც სხვა ემოციური აშლილობა ახლავს თან და რეაქციებად, რომელსაც ქცევითი აშლილობა ახლავს თან
ადაპტაციის აშლილობის ეპიდემოილოგია
ზოგადი პროფილის საავადმყოფოებსა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, ამ აშლილობისგავრცელების სიხშირე მეტია. საკმაოდ ბევრი თერაპიული პაციენტის ფსიქიატრიული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მათგან 12%-ს აღენიშნებოდა ადაპტაციის აშლილობა; ასევე, ინსულტის მქონე პაციენტების 27%-ს
ადაპტაცია - ეტიოლოგია:
- სტრესული ვითარბა- ინდივიდუალური მოწყვლადობა
ადაპტაციის აშლილობა - პროგნოზი
ზოგიერთი გამოკვლევა აჩვენებს, რომ ზრდასრულებთან ადაპტაციურ აშლილობას კარგიპროგნოზი უკავშირდება, ზოგიერთ მოზარდს კი _ შეიძლება ზრდასრულ ასაკში ფსიქიკური აშლილობა განუვითარდეს.
ადაპტაციის აშლილობა მკურნალობა:
მკურნალობა გულისხმობს პაციენტის სტრესული პრობლემების გადაჭრას და ხელს უწყობს ადაპტაციის ბუნებრივ პროცესს. ადაპტაციის ბუნებრივი პროცესი იმაზეა მიმართული, რომ პაციენტმა ნაკლებად გამოიყენოს სტრესული მოვლენების უარყოფისა და არიდების მექანიზმები. აგრეთვე, პაციენტს ხელი უნდა შევუწყოთ იმაში, რომ მან გადაჭრას პრობლემები და წინააღმდეგობა გაუწიოს გამკლავების არაადაპტურ რეაქციებს. შფოთვა, ჩვეულებრივ, მცირდება, თუ პაციენტს წავახალისებთ, ისაუბროს არსებულ პრობლემებზე და გამოხატოს საკუთარი განცდები.ზოგჯერ საჭიროა, რომ პაციენტმა რამდენიმე დღის განმავლობაში ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები მიიღოს. პრობლემის გადაჭრაზე მიმართული კონსულტაციები. სტიმულს აძლევს პაციენტს მოძებნოს სტრესული პრობლემების გადაჭრის გზები და განიხილოს ის, თუ რამდენად ხელსაყრელია ამა თუ იმ სახის ქმედების განხორციელება. სამომავლოდ ეს საშუალებას მისცემს მას, ამოირჩიოს და განახორციელოს ისეთი ტიპის აქტივობა, რომელიც პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება. თუ ეს აქტივობა წარმატებული აღმოჩნდება, პაციენტი შემდეგი პრობლემის განხილვაზე გადავა. წარუმატებლობის შემთხვევაშიკი დაუბრუნდება პირველ პრობლემას და ახლებურმიდგომას მოსინჯავს. თუ პრობლემის გადაჭრა ვერ ხერხდება, პაციენტს უნდა ვურჩიოთ შეეგუოს მას. მაინა და მისი კოლეგები ამტკიცებენ, რომ ადაპტაციის აშლილობის მქონე პაციენტებთან უფრო ეფექტურია ხანმოკლე დინამიური და მხარდამჭერი ფსიქოთერაპიის გამოყენება, ვიდრე მკურნალობის დაწყების დაყოვნება და ინტერვენციის მხოლოდ მაშინ განხორციელება, როდესაც რაიმე პრობლემა იჩენს თავს.