deck_3092602 Flashcards

1
Q

რას წარმოადგენს ობსესიური აზრები?

A

სიტყვებს, იდეებსა და რწმენებს, რომლებიც პაციენტის ნებისგან დამოუკიდებლად , ნაძალადევად იჭრება ცნობიერებაში, თუმცა, მის მიერ აღიქმება , როგორც საკუთარი

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
2
Q

ოკასთვის დამახასიათებელი ძირითადი სიმპტომებია:

A

ობსესიური აზროვნება, კომპულსიური ქცევა, სხვადასხვა ინტენსივობის შფოთვა, დეპრესია, დეპერსონალიზაციაობსესიური სიმპტომებიაზრებიაზროვნებითი ცოხნაიმპულსები`ფობიები~კომპულსური რიტუალებიპათოლოგიური სინელეშფოთვადეპრესიადეპერსონალიზაცია

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
3
Q

რა არის დამახასიათებელი ობსესიური სიმპტომებისათვის?

A

ერთდროულად ნაძალადეობის შინაგანი განცდისა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევის ძალისხმევის არსებობა

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
4
Q

რა და რა ფორმის შეიძლება იყოს ობსესიური აზრები?

A

შეიძლება ცალკეული სიტყვების, ფრაზების ან გარითმული ლექსის ფორმა, არსებობს ობსესიური ხატები - ეს ყველაფერი ხშირად ძალადობრივ და ზიზღისმომგვრელ, მკრეხელურ, ან უხამს ფორმას ატარებს

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
5
Q

azrovnebiTi ცოხვნა წარმოადგენს…

A

შინაგან დებატებს, რომელთა დროსაც დაუსრულებლად ხდება არგუმენტებისაწონ-დაწონვა, რაც ყოველდღიურ უმარტივეს ქმედებებზეც ვრცელდება.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
6
Q

ობსესიური ეჭვი დაკავშირებულია…

A

ქმედებებთან, რომლებიც შეიძლება არასწორად იყოსშესრულებული ან არ იყოს დასრულებული (მაგ., გაზქურის გამორთვა ან კარის ჩაკეტვა), ზოგი კი ქმედებებთან, რომლებმაც შეიძლება ადამიანებს ზიანი მიაყენოს (მაგ.,ველოსიპედისტს თუ მანქანით გვერდზე ჩაუვლით, ის შეიძლება ველოსიპედიდან გადმოვარდეს). არის შემთხვევები, როდესაც ობსესიური ეჭვები რელიგიური კანონებისადა რიტუალების შესაძლო დარღვევასთან არის დაკავშირებული (`სინდისის ქენჯნა~).

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
7
Q

ობსესიური იმპულსები…

A

წარმოადგენს ლტოლვას ისეთი ქმედებების განხორციელებისაკენ, რომლებსაც, ჩვეულებრივ,ძალადობრივი ან სამარცხვინო ხასიათი აქვს(მაგ., მანქანის წინ ჩახტომა, ბავშვისათვის ზიანის მიყენება ან ეკლესიაში ხმამაღლა ღვთისგმობა).

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
8
Q

ობსესიური რიტუალები…

A

-ფსიქიკური აქტივობები (მაგ., განსაკუთრებული ხერხით თვლა ან გარკვეული სიტყვების წარმოთქმა, რომლებსაც პიროვნება გამუდმებით იმეორებს)-განმეორებადი, უაზრო ქცევები (მაგ., დღეში ოცჯერ ან მეტჯერ ხელის დაბანა). -ზოგიერთი რიტუალის კავშირი მის წინმსწრებობსესიურ აზრებთან სავსებით გასაგებია (მაგ., ხელების ხშირი დაბანა დაიმფიცირების შიშის შემცველი აზრებიდან მომდინარეობს), -არსებობს რიტუალები, რომლებშიც ასეთი კავშირები ნათელი არ არის (მაგ., საგნების დალაგება რაიმე განსაკუთრებული პრიცნიპის მიხედვით). ობსესიური რიტუალების მქონე პაციენტი ყოველთვის აცნობიერებს მათ ალოგიკურობას და, ჩვეულებრივ, ცდილობს არ გამომაჟღავნოს ისინი. ზოგიერთ მათგანს ეშინია, რომ ასეთი სიმპტომები გაგიჟების მომასწავებელია.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
9
Q

ობსესიური სინელე…

A

ობსესიური აზრები და რიტუალები, ნებისმიერ შემთხვევაში, იწვევს პიროვნების აქტივობის შენელებას

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
10
Q

ობსესიური ფობიები…

A

პაციენტს შეიძლება ობსესიური აზრები და კომპულსური რიტუალები განსაკუთრებით გაუძლიერდეს გარკვეულ სიტუაციებში აღმოჩენისას. მაგ., პაციენტს სხვა ადამიანებისათვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული ობსესიური აზრები შეიძლება გაუძლიერდეს სამზარეულოში ან ისეთ ადგილას ყოფნისას, სადაც დანები ინახება. დისტრესის გამო, პიროვნებამ (ფობიკური აშლილობის მქონე ადამიანების მსგავსად) შეიძლება თავი აარიდოს ამგვარ სიტუაციებს, რის გამოც ასეთ მდგომარეობას ობსესიური ფობია ეწოდება.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
11
Q

ობსესიურ პიროვნებებთან უფრო დიდია რომელი აშლილობის განვითარების რისკი?

A

უფრო დიდია დეპრესიის განვითარებისალბათობა, ვიდრე ობსეისიურ-კომპულსური აშლილობისა

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
12
Q

ოკა და დიფ. დიაგნოზი

A
  • შფოთვითი აშლილობები- დეპრესია- შიზოფრენია/ბოდვა- ორგანული აშლილობები/ცერებრული დარღვევები
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
13
Q

ოკას გავრცელება…

A

ერთი წლის მანძილზე ობსესიურ-კომპულსურიაშლილობის გავრცელების მაჩვენებელი 2.1%-ს შეადგენს.ისეთი ობსესიურ-კომპულსური აშლილობის გავრცელებისმაჩვენებელი, რომელიც არ არის კომორბიდული სხვაშფოთვით აშლილობასთან _ 1.2 პროცენტია

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
14
Q

ოკა და სქესი…

A

ზოგად პოპულაციაში ქალების თანაფარდობა მამაკაცებთანცხოვრების მანძილზე გავრცელების სიხშირისთვალსაზრისთ ცვალებადობს 1.2-დან (პუერტორიკო)3.8-მდე (ახალი ზელანდია). თუმცა, ჰოსპიტალიზებულპაციენტებში თანაფარდობა ჩვეულებრივ ერთი ერთზეა.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
15
Q

ოკა და გენეტიკა

A

-ობსესიურკომპულსური აშლილობის მქონე პაციენტების მშობლების 5-7 პროცენტს იგივე დიაგნოზი დაუდგინგათ.- ტყუპებზე ჩატარებული რამდენიმე გამოკვლევისთანახმად, კონკორდანტობა მონოზიგოტურ ტყუპებშიუფრო მაღალია დიზიგოტურ ტყუპებთან შედარებით

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
16
Q

თავის ტვინის რომელ დაღვევებთან ასოცირდება ოკა?

A
  • ლეთარგიული ენცეფალიტი- ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი- სიდენჰამის ქორეა- სტრეპტოკოკული ინფექციები ბავშვებში - პანდასი
17
Q

რა აჩვენეს ოკას შემთხვევაში ნეიროვიზუალურმა გამოკვლევებმა?

A

თავის ტვინის რაიმე სტრუქტურული დაზიანება , რომელიც უშუალობ ოკასთვის იქნებოდა დამახასიათებელი არ არსებობს, თუმცა თავის ტვინის ფუნქციური ანომალიები აჩვენა. კერძოდ, მომატებულია აქტივობა ორბიტოფრონტალურ ქერქში, სარტყელისებრ ხვეულში, კუდიან ბირთვში და თალამუსის ნაწილებში- პათოლოგიური სეროტონინერგული ფუნქცია

18
Q

ოკა და ადრეული გამოცდილება…

A

ბავშვს შეუძლია ობსესიურკომპულსური სიმპტომები დედისაგან, იმიტაციური დასწავლის გზით, გადაიღოს. - არ არის ზუსტად დადგენილი

19
Q

ფროიდი და ოკა…

A

ფროიდი (Fრეუდ, 1895ბ) თვლიდა, რომ ობსესიური სიმპტომები აგრესული ან სექსუალური ხასიათის არაცნობიერი იმპულსებით არის გამოწვეული.ის მიიჩნევდა, რომ ასეთ სტიმულებს უკიდურესად ძლიერიშფოთვის გამოწვევა შეუძლიათ, მაგრამ მისი შესუსტებარეპრესიის დაცვითი მექანიზმის მოქმედებით და რეაქციისფორმირებით ხდება. ეს იდეა ასახავს ობსესიების მქონემრავალი პაციენტის სექსუალურ და აგრესიულ ფანტაზიებსდა მათ მიერ სექსუალური და აგრესიული იმპულსებისშეკავების ფაქტს. ფროიდი, ასევე, ვარაუდობდა, რომობსესიური სიმპტომები მაშინ იჩენს თავს, როდესაც ხდებარეგრესია განვითარების ანალურ სტადიაზე. რეგრესიისმეშვეობით ადამიანი თავიდან იცილებს ისეთ იმპულსებს,რომლებიც განვითარების შემდგომ სტადიებზე, კერძოდკი, გენიტალიურ სტადიაზე და ოიდიპოსის კომპლექსისარსებობისას აღმოცენდება. ეს იდეა ასახავს ობსესიებისმქონე პაციენტების ექსკრეტორულ ფუნქციონირებასა დადაბინძურებაზე ფიქსაციას.

20
Q

ოკა და დასწავლის თეორია…

A

დასწავლის თეორიის მიხედვით ობსესიურ-კომპულსურიაშლილობა ანომალიური დასწავლის შედეგად ვითარდება

21
Q

ოკა და კოგნიტური თეორია…

A

ახსნას საჭიროებს არა თავად აკვიატებულიაზრების არსებობა (ამგვარი აზრები დროგამოშვებითჯანმრთელ ადამიანებსაც ახასიათებთ _ იხ. ზემოთ),არამედ ობსესიების მქონე პაციენტის უუნარობა აკონტროლოს ასეთი აზრები. სალკოვსკისი ვარაუდობდა, რომ ობსესიური აშლილობის მქონე ადამიანები აკვიატებულ აზრებზე ისე რეაგირებენ, თითქოს პირადად არიან პასუხისმგებელნი მათ შესაძლო შედეგებზე (მაგ., პასუხისმგებლობა სხვა ადამიანისათვის ზიანის მიყენებაზე). ასეთ პასუხისმგებლობის გრძნობას ადამიანიმიჰყავს გამუდმებულ და გადაჭარბებულ მცდელობამდეთავიდან აიცილოს აკვიატებული აზრები და მათი შესაძლოშედეგები. ამისათვის იგი ითვისებს კომპულსურ ქცევებს,დაისწავლის განრიდებას და გამუდმებით ითხოვს სხვისგანდამშვიდებას.

22
Q

ოკას პროგნოზი უკეთესია, როდესაც:

A

(ა) ადგილი აქვს პრეციპიტატორულ, მაპროვოცირებელ მოვლენას (ბ) პიროვნებას კარგი სოციალური და პროფესიული ადაპტაცია ახასიათებს,(გ) სიმპტომებს ეპიზოდური ხასიათი აქვს

23
Q

ოკას პროგნოზი უარესია, როდესაც:

A

ა) სახეზეა პიროვნული აშლილობა,ბ) ობსესიურ-კომპულსური აშლილობა ბავშვობის პერიდში განვითარდა

24
Q

ოკას პროგნოზი…

A

პაციენტების დაახლოებით ორ მესამედს ერთი წლისთავზე გარკვეული გაუმჯობესება აღენიშნება. იმშემთხვევებიდან, რომლებიც ერთ წელზე დიდხანსგასტანს, ზოგიერთის მიმდინარეობას ფლუქტუაციურიხასიათი აქვს, ხოლო ზოგიერთისას _ ქრონიკული.

25
Q

ოკას კოგნიტურ-ბიჰევიორისტული მკურნალობის მეთოდები:

A

-ეს მეთოდებია რეაქციის პრევენცია და პაციენტზე ისეთი გარეგანი სტიმულებით ზემოქმედება, რომლებიც არსებულ სიმპტომებს აძლიერებს (ექსპოზიცია).-კოგნიტური თერაპია მიმართულია ობსესიური აზრებისჩახშობისა და თავიდან არიდების მცდელობებისშესუსტებაზე, რადგან ამგვარი მცდელობა უფრო მეტადზრდის მათ სიხშირეს.

26
Q

ოკას დროს ბიჰევიორალური თერაპია ნაკლებ ეფექტურია მაშინ, როდესაც…

A

ობსესიური აზრები რიტუალების გარეშე იჩენს თავს. მრავალი წლის მანძილზე იყენებდნენ `აზრის შეჩერების~ მეთოდს, თუმცა ზუსტად არ არის დადგენილი, გააჩნია თუ არა მას რაიმე სპეციფიკური ეფექტი.

27
Q

რატომ შეიძლება გააუარესოს დინამიურმა ფსიქოთერაპიამ ოკას მქონე ადამიანის მდგომარეობა?

A

რადგან ასეთი პროცედურები პაციენტში იწვევს მტკივნეულ და არაპროდუქტიულ აკვიატებულ მსჯელობას (`აზროვნებით ცოხნას~) ისეთი საკითხების შესახებ, რომელთა განხილვაც მკურნალობის პროცესში ხდება.

28
Q

ოკა და ნეიროქირურგია?!

A

ობსესიურ-კომპულსური აშლილობისას ნეიროქირურგიული ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ ისეთი ქრონიკული შემთხვევების დროს, რომლებიც წლების მანძილზე არ ექვემდებარება სხვა სახის მკურნალობას. ამიტომ, ოპერაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, პაციენტს საავადმყოფოში ან დღის სტაციონარში მინიმუმ ერთწლიანი ინტენსიური მკურნალობის კურსი უნდა ჩაუტარდეს (მედიკამეტური მკურნალობისა და ბიჰევიორული თერაპიის ჩათვლით).