deck_2929420 Flashcards
დეპრესიული აშლილობის ძირითადი მახასიათებლებია:
- გუნებ-განწყობის დაქვეითება(ყველაზე ხშირი) - ნეგატიური აზრები- ინტერესებისა და სიამოვნების მიღების უნარის დაკარგვა- ენერგიის დაქვეითება- შენელება
მანიის ძირითადი მახასიათებლებია:
- მომატებული აქტივობა- აწეული ან გაღიზიანებული გუნებ-განწყობა- საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება
რა ეწოდება მანიის მსუბუქ ფორმას?
ჰიპომანია
როგორი და როგორი დეპრესია ვიცით სიმწვავის მიხედვით?
მსუბუქი, ზომიერად გამოხატული და მძიმე
ზომიერ დეპრესიას ახასიათებს:
- გუნებგანწყობის დაქვეითება- ინტერესებისა და სიამოვნების მიღების უნარის დაკარგვა- პესიმისტური ფიქრები- ფიზიკური სისუსტე- ყველაფერი ამის გამო სოციალური და პროფესიული ფუნქციონირების გაუარესება
რა გარეგნული ნიშნებით ხასიათდება ზომიერი დეპრესია?
- ჩაცმულობა და ვარცხნილობა ხშირად უარყოფილია- ნაოჭები წარბებს შორის, ტუჩის კუთხეები ჩამოწეულია- თვალების ხამხამი შესაძლოა შემცირებული იყოს- მხრები ჩამოვარდნილი, თავი დახრილი, ჩაქინდრული- ჟესტიკულაცია მინიმუმამდეა დაყვანილი
როგორია ზომიერი დეპრესიისას გუნება-განწყობა?
დაქვეითებული, მნიშვნელოვნად არ რეაგირებს არც პოზიტიურ სიტუაციებზე, განსხვავდება ჩვეულებრივი მოწყენილობისგან, შეუძლიათ შენიღბვა
რას გულისხმობს გუნებ- განწყობის დღეღამური მერყეობა?
დეპრესიისას გუნებ-განწყობა დილას, გაღვიძებისას, უფრო დაქვეითებულია, ხოლო დღის განმავლობაში უმჯობესდება
რომელ ჯგუფებად იყოფა ნეგატიური სიმპტომები(დეპრესიული შემეცნება)?
- უღირსობის განცდა2. პესიმიზმი3. თვითბრალდება და თვითდადანაშაულება
რა ეწოდება სიამოვნების განცდის უნარის დაქვეითებას?
ანჰედონია
როგორ შეიძლება იყოს გამოხატული ენერგიის შემცირება დეპრესიის მქონე პაციენტებში?
ფსიქომოტორული შენელებით ან აჟიტაციით, მოუსვენრობით, რასაც ხშირად შეცდომაში შეჰყავს დამკვირვებელი
რა ფსიქომოტორული დარღვევები გვხვდება ზომიერი დეპრესიის დროს?
ან ფსიქომოტორული შენელება: მოქმედებს და მოძრაობს ნელა, უჭირს ნებისმიერი მოქმედების წამოწყება, დასრულება, საუბრისას გაწელილი პაუზებით საუბრობსან აჟიტაცია , მოუსვენრობა, შფოთვა -ხშირად, არა მუდმივად, და გაღიზიანებადობა
რა ბიოლოგიური სიმპტომები გვხვდება ზომიერი დეპრესიისას?
ძილის დარღვევები, კვების დარღვევები: მადის დაკარგვა ან გაძლიერება, წონაში კლება ან მატება, ყაბზობა, გუნება განწყობის დღეღამური მერყეობა, ლიბიდოს დაქვეითება, ქალებში ამენორეა, სხვადასხვა სომატური ჩივილები- ჰიპოქონდრიული იდეები
როგორ ვლინდება ძილის დარღვევა დეპრესიისას?
-დილით ადრე გაღვიძება + დეპრესიული ფიქრები!!! - ჩაძინების გაძნელება- ღამე ხშირად გაღვიძება- ზედმეტი ძილის შემთხვევაშიც გამოუძინებლობის გრძნობა
დამატებითი სიმპტომები:
- დეპერსონალიზაცია- ობსესიები- პანიკური შეტევა- დისოციაციური აშლილობის სიმპტომები: ფუგა ან პარეზი, კიდურებში ანესთეზია
რა ნეიროფსიქოლოგიური სიმპტომები ახლავს?
მეხსიერების დაქვეითება, გვხვდება დეპრესიული ფსევდოდემენციაც, აზროვნების პროცესი შენელებულია
რა ეწოდება დეპრესიას, რომელშიც გვხვდება ბოდვები და ჰალუცინაციები?
ფსიქოზური
როგორი ხასიათისაა ბოდვები მწვავე დეპრესიული ეპიზოდის დროს?
ისინი გუნებგანწყობის კონგრუენტულია. ხშირად გვხვდება: თვითდამცირების, თვითბრალდების, აზრები ავადმყოფობისა და ქონების დაკარგვის შესახებ, ხანდახან გვხვდება გუნება განწყობის არაკონგრუენტული ფსიქოზური სიმპტომებიც
თვითბრალდების ბოდვა:
სჯერა, რომ მცირე დანაშაულის გამო ელის დიდი სასჯელი და ჰგონია, რომ ეს მართლა დაიმსახურა
ჰიპოქონდრიული ბოდვა:
დარწმუნებულია, რომ სიმსივნე ან ვენერიული დაავადება სჭირს
გაღატაკების ბოდვა:
ჰგონია, რომ მთელი ფული დაკარგა
დევნის ბოდვა:
ჰგონია, რომ სხვები დასცინიან, დამამცირებლად საუბრობენ, სურთ შურისძიება. მას ჰგონია, რომ ამას იმსახურებს
ნიჰილისტური ბოდვა:
: the belief that oneself, a part of one’s body, or the real world does not exist or has been destroyed
romeli sindromisTvisaa damaxasiaTebeli ნიჰილისტური ბოდვები:
კოტარის სინდრომისთვის
დეპრესიის რომელი ფორმის დროს არის აჟიტაცია ყველაზე მწვავედ გამოხატული?
აჟიტაციური დეპრესიისას(საშ. და ხანდაზმულ პაციენტებში)
დეპრესიის რომელი ფორმის თვალსაჩინო ნიშანია ფსიქომოტორული შეკავება?
რეტარდირებული დეპრესიის
რა არის დეპრესიული სტუპორი?
მძიმე დეპრესიული ეპიზოდისას ფსიქომოტორული შენელების და მეტყველების გაღარიბების უკიდურესი ფორმა, როდესაც პაციენტი ხდება უმოძრაო და მუნჯდება
ატიპური დეპრესია ხასიათდება:
- ცვალებადი დეპრესიული განწყობა, რეაგირებს პოზიტიურ მოვლენებზე-საკვების გადაჭარბებული მიღება და დიდხანს ძილი-უკიდურესი სისუსტე და ტყვიის დამბლა- გამოხატული შფოთვა- უარის მიმართ სენსიტიურობა- არიან რთული ხასიათის ადამიანები
რა დამატებითი სიმპტომები გვხვდება მსუბუქი დეპრესიული ეპიზოდის დროს?
ნევროზული სიმპტომები: - შფოთვა, ფობიები, ობსესიური სიმპტომები- დისოციაციური სიმპტომები
რით განსხვავდება მსუბუქი მძიმისგან?
-სიმპტომების გამოვლენის ინტენსივობით- უფრო დამახასიათებელია ღამე ჩაძინების გაძნელება და ხშირი გამოღვიძება-ბიოლოგიური სიმპტომები არ შეინიშნება-განწყობა საღამოს უფრო მძიმეა, ვიდრე დილას- ბოდვები და ჰალუცინაციები არ აღინიშნება
რა ეწოდება ქრონიკულ დეპრესიას, რომელიც მიმდინარეობს თვეობით ან წლობით, მსუბუქი ფორმით და რომლის დროსაც სიმპტომატიკა არ უარესდება?
დისთიმია
რა არის ციკლოთიმიური დარღვევა?
ეს არის ბიპოლარული აშლილობის მსუბუქი ფორმა, რომლისთვისაც დამახასიათებელია მსუბუქი დეპრესიისა და აღტაცების ეპიზოდები
მსუბუქი აფექტური აშლილობის გოლდბერგისეული განმარტება:
w daRliloba w depresia w gaRizianebadoba w koncentraciis unaris daqveiTeba w uZiloba w somaturi da dismorfuli simptomebi.
როგორია მანიის მქონე პიროვნების გარეგნობა?
ასახავს მის გუნება განწყობას, აცვია კაშკაშა ფერის ცუდად შეხამებული ტანსაცმელი, შეიძლება იყოს დაუვარცხნელი და უსუფთაო
მანიისას ქცევა:
პიროვნება არის ჰიპერაქტიური, ბევრ საქმეს ერთად ეჭიდება, თუმცა ვერცერთს ვერ ასრულებს, რასაც საბოლოო ჯამში ფიზიკურ გამოფიტვამდე მივყავართასევე: მადა მომატებულია, ეტიკეტს არ იცავენ, სექსუალური მოთხოვნილებები გაზრდილია და განმუხრუჭებულია, ძილის მოთხოვნილება დაქვეითებულია, მიუხედავად ამისა არიან ენერგიულები, უყვართ ფულის ფლანგვა
მანიისას მეტყველება&აზროვნება:
აჩქარებული, მრავალსიტყვიანი, ასოციაციური პროცესის აჩქარება, ექსპანსიური/განდიდების იდეები, ხანდახან განდიდების ბოდვაც, დევნის ბოდვა, დამოკიდებულებისა და ზემოქმედების ბოდვითი იდეები
რას გულისხმობს იდეათა ხტომა?
ეს არის ასოციაციური პროცესის აჩქარება, როდესაც იმდენად სწარაფად ხდევა ერთი თემიდან მეორეზე გადასვლა, რომ ძნელია მიჰყვე ასოციაციათა ჯაჭვს
რითი განსხვავდება მანიისას ასოციაციური პროცესების დარღვევა შიზოფრენიის ამდაგვარი სიმპტომებისგან?
მანიისას ასოციაციებს შორის არსებობს კავშირი
მანიისას განდიდების ბოდვა:
ჰგონია, რომ მესიაა და დიდი მისია აკისრია
მანიისას დევნის ბოდვა:
ჰგონია, რომ დევნიან განსაკუთრებული მისიისდა გამო
როგორია მანიისას ჰალუცინაციები?
გუნებ-განწყობის შესაბამისი, მაგ. ხმა, რომელიც არწმუნებს, რომ მას განსაკუთრებული უნარები აქვს
აქვს თუ არა მანიის მქონე პაციენტს თავის მდგომარეობის მიმართ კრიტიკა?
კრიტიკა ძალიან დაქვეითებულია, არ შეუძლია თავშეკავებათუმცა უმრავლესობას შეუძლია მდგომარეობის გაკონტროლება, როდესაც მათი მკურნალობის საკითხი განიხილება
სწარაფად ცირკულირებადი აშლილობების თავისებურებებია:
-ეპიზოდების ხშირი რეკურენტულობა(მინ 4 მკაფიო ეპიზოდი წლის განმავლობაში) - ეპიზოდებს შორის ხანმოკლე რემისია ან ერთი ეპიზოდიდან საპირისპიროზე გადასვლა
სწრაფად ცირკულირებადი აშლილობების კლინიკური მახასიათებლები:
-ხშირია ქალებში-თან ახლავს ხშირად ჰიპოთირეოზი-შესაძლოა გამოწვეული იყოს ანტიდეპრესანტების მიღებით-მკურნალობისთვის ლითიუმი ნაკლებად ეფექტურია
მანიაკალური სტუპორი:
ახასიათებს სრული უმაძრაობა და დამუნჯება(მუტიზმი), მხიარული სახის გამომეტყველება, იდეათა ხტომის განცდა
დეპრესიის კლასიფიკაცია სავარაუდო ეტიოლოგიური ფაქტორების მიხედვით:
- შინაგანი ფაქტორებისგან განპირობებული, ენდოგენური დეპრესია2. რეაქტიული დეპრესია
დეპრესიის კლასიფიკაცია კლინიკური სურათის მიხედვით:
- მელანქოლიური, სომატური2. ფსიქოზური3. არამელანქოლიური
მელანქოლიური დეპრესია:
ხასიათდება მეტწილად ბიოლოგიური სიმპტომატიკით, ვითარდება დეპრესიისადმი მაღალი გენეტიკური წინასწარგანწყობის მქონე ინდივიდებში
არამელანქოლიური დეპრესია მოიცავს:
-მსუბუქი დეპრესიული ეპიზოდი- ატიპური დეპრესია- დისთიმია
არამელანქოლიური დეპრესიისას - ნევროზული დეპრესიისას პაციენტი:
არაკეთილგანწყობილია, შფოთავს, აქვს ფობიები, ობსესიები
ვინ გააერთიანა მანია და დეპრესია ერთ მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის კატეგორიაში?
ემილ კრეპელინმა
რა ჯგუფებად დაყო ლეონჰარდმა აფექტური აშლილობები?
1.უნიპოლარული დეპრესია2. უნიპოლარული მანია3. ბიპოლარული აშლილობა
კლასიფიკაცია მიმდინარეობის მიხედვით:
- უნიპოლარული და ბიპოლარული2. სეზონური აფექტური აშლილობა - შემოდგომა ზამთარი3. ხანმოკლე რეკურენტული დეპრესია
სეზონური აფექტური აშლილობისას ხშირი სიმპტომებია:
-ჰიპერსომნია-მადის მომატება - ნახშირწყლები-საღამოობით ენერგიის დაქვეითება
რამდენი დღის მანძილზე იჩენს თავს ხანმოკლე რეკურენტული აშლილობის ეპიზოდი?
2-7
დსმ ბიპოლარული აშლილობები იყოფა:
- ბიპოლარული I (საკმარისია მინ ერთი მანიაკალური ეპიზოდის არსებობა2. ბიპოლარული II ( როდესაც ჰიპომანია და არა მანია)
რატომ ითვლება ჩვეულებრივ ყველა მანიაკალური ეპიზოდი, დეპრესიული ეპიზოდის განვითარების გარეშეც, ბიპოლარულ აშლილობად?
რადგან პაციენტების უმეტესობას საბოლოოდ მაინც უვითარდება დეპრესია
დეპრესია - დიფერენციალური დიაგნოზი:
- ჩვეულებრივი დარდისაგან2. შფოთვითი აშლილობებისგან3. შიზოფრენიისგან4. ტვინის ორგანული სინდრომისგან
მანია - დიფ დიაგნოზი
- შიზოფრენიისგან2. თავის ტვინის ორგანული დაავადებები, რომლებიც მოიცავენ შუბლის წილს3. ამფეტამინების ან სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მიღებით გამოწვეული აგზნების ხანმოკლე ეპიზოდები
შიზოფრენიისგან განსხვავებით მანიის დროს ბოდვები და ჰალუცინაციები:
სწრაფად იცვლის შინაარსს და იშვიათად გრძელდება მომატებული აქტივობის ფაზის შემდგომაც
fsiqomotoruli Sekaveba პროგნოზულად კარგი სიმპტომია, რომელი თერაპიისთვის?
ელექტროკრუნჩხვითი
bipolaruli aSlilobis epidemiologia
წ სიცოცხლის მანძილზე ბიპოლარული აშლილობისგანვითარების რისკი მერყეობს 0, 3-დან 1.5 პროცენტამდე;წ 6 თვეში გამოვლენილი ბიპოლარული აშლილობებისშემთხვევათა რიცხვი მნიშვნელოვნად არ განსხვავდებასიცოცხლის მანძილზე დაავადების განვითარების სიხშირისგან, რაც აშლილობის ქრონიკულ ხასიათზე მიუთითებს;წ ბიპოლარული აშლილობის გავრცელება ქალებსა და მამაკაცებში თანაბარია;წ მოსახლეობაში ჩატარებული კვლევების შედეგების თანახმად დაავადების საწყისი ასაკია დაახლოებით 17 წელი;წ ბიპოლარული აშლილობა მაღალი კომორბიდულობით ხასიათდება, განსაკუთრებით ხშირია შფოთვითი აშლილობები და წამალმოხმარება.
დეპრესიის ეპიდემიოლოგია
წ მოსახლეობაში დიდი დეპრესიის 12-თვიანი გავრცელების სიხშირე 2-5% -ია;წ სიცოცხლის მანძილზე დეპრესიის გამოვლენის მაჩვენებელი სხვადასხვა კვლევებში მნიშვნელოვნად განსხვავდება (4-30%). ზუსტი ციფრი, სავარაუდოდ, 10-20%-ს შორის მერყეობს;წ დაავადების საწყისი ასაკია დაახლოებით 27 წელი;წ განსხვავებულ კულტურებშიც დეპრესია თითქმის ორჯერ მეტია ქალებში, ვიდრე _ მამაკაკაცებში;წ 1945 წელსა და შემდგომ დაბადებულ ადამიანებს დეპრესიის მაჩვენებელი შესაძლოა გაზრდილი ჰქონდეთ; დეპრესიის მაჩვენებელი უფრო მაღალი აქვთ უმუშევარ და განქორწინებულ პირებს;წ დიდი დეპრესიის დროს ხშირია კომორბიდულობა, განსაკუთრებით, შფოთვითი აშლილობებისა და წამალმოხმარების.
დისთიმია და ხანმოკლე რეკურენტული დეპრესია - ეპიდემოილოგია
ცხოვრების მანძილზე დისთიმიის რისკი დაახლოებით 4 პროცენტია. დისთიმიის მაჩვენებელი უფრო მაღალია ქალებსა და განქორწინებულებში. ხანმოკლერეკურენტული დეპრესიის ეპიდემიოლოგიაზეარსებული მონაცემები მეტად მწირია. ციურიხში ჩატარებული კვლევების თანახმად, ხანმოკლე დეპრესიული აშლილობისათვის 12-თვიანი გავრცელების სიხშირეა დაახლოებით 2.6%, ხოლო დისთიმიისთვის _ 2, 3%
მსუბუქი აფექტური აშლილობები - ეპიდემიოლოგია
ნევროზული აშლილობის ერთკვირიანი გავრცელების სიხშირე საშუალოდ 16%- ია (12.3% _ კაცებში და 19.5% _ ქალებში). ამ საკვლევი ჯგუფიდან თითქმის ნახევარი აკმაყოფილებდა შერეული შფოთვითი აშლილობის IჩD-10-ის კრიტერიუმებს. მსუბუქი დეპრესიის (DშM-IV-ის მიხედვით) ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ მისი გავრცელების სიხშირე 55 და მეტი ასაკის პირებში 9.8%-ია. საოცრად მსგავსი შედეგები იქნამიღებული მოზარდებსა და ახალგაზრდებზე ჩატარებულ კვლევებშიც (9.9%)