deck_3007948 Flashcards
რითი განსხვავდება გშა ფობიკური აშლილობებისგან?
სიმპტომები პერსისტენტულია და მათი გამოვლენა არ არის ასოცირებული რაიმე კონკრეტულ ვითარებასთან
გშა დამახასიათებელი ნიშან-თვისებები:
წუხილი და ცუდი წინათგრძნობა - ყოვლისმომცველი, ძნელი გასაკონტროლებელიფსიქოლოგიური აგზნება - გაღიზიანებადობა, სუსტი კონცენტრაცია, ხმაურისადმი სენსიტიურობავეგეტატიური ჰიპერაქტივობა - სომატური სიმპტომებიკუნთების დაძაბულობაჰიპერვენტილაციაძილის დარღვევები- ჩაძინებასთან დაკავშირებული*სხვ. დაღლილობა, დეპრესიული, ობსესიური სიმპტომები, დეპერსონალიზაცია
როგორ ვლინდება ფსიქოლოგიური აგზნება გშას დროს?
შეიძლება გამოიხატებოდესგაღიზიანებადობაში, სუსტ კონცენტრაციასადა ხმაურის მიმართ სენსიტიურობაში. ზოგიერთი პაციენტიმეხსიერების გაუარესებას უჩივის, რაც სინამდვილეშიყურადღების სუსტი კონცენტრაციით არის განპირობებული.თუ მეხსიერების გაუარესებას რეალურადაქვს ადგილი, აუცილებელია მისი გამომწვევი მიზეზების(შფოთვისგან განსხვავებული მიზეზების) გულდასმითგამოკვლევა.
როგორ ვლინდება ვეგეტატიური აგზნება გშას დროს?
ყველაზე უფროხშირი სომატური სიმპტომებია ოფლიანობა, გულისცემის აჩქარება, პირის სიმშრალე, ეპიგასტრული დისკომფორტიდა თავბრუსხვევა.
როგორ შეიძლება განიცდებოდეს კუნთების დაძაბულობა გშას დროს?
შეიძლება განიცდებოდეს,როგორც მოუსვენრობა, კანკალი, მოდუნებისუუნარობა და, ასევე, მხრების, ზურგისა და თავისტკივილი (ჩვეულებრივ ბილატერალურ და ფრონტალურან ოსიპიტალურ ნაწილში).
რა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერვენტილაციამ გშას დროს?
შეიძლება გამოიწვიოსთავბრუსხვევა, კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნება და (რაცარ უნდა პარადოქსული იყოს) სუნთქვის გაძნელების ანუქოშინის შეგრძნება.
როგორია ძილის დარღვევები გშას დროს?
მოიცავს ჩაძინებას-თან დაკავშირებულ პრობლემებს და პერსისტენტულშემაწუხებელ ფიქრებს. ძილს ხშირად წყვეტილი, არაჯანსაღიხასიათი აქვს და უსიამოვნო სიზმრები სდევს თან.ზოგიერთ პაციენტებს აწუხებს ღამის შიშები, რომელთადროსაც მათ უეცრად, ძლიერი შფოთვის შეგრძნებითეღვიძებათ. დილით ადრე გაღვიძება არ არის დამახასიათებელიგენერალიზებული შფოთვითი აშილობისათვისდა უფრო დეპრესიულ აშლილობაზე მიუთითებს
გშას გარეგნული ნიშნები(კლინიკური სურათი):
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დროს ადამიანს სახე დაძაბული აქვს, შუბლი შეჭმუხნული და მთლიანად პოზაც დაძაბულია. ადამიანი მოუსვენრად გრძნობს თავს და შეიძლება კანკალებდეს. დამახასიათებელია კანის სიფერმკრთალე და ოფლიანობა (განსაკუთრებით ხელების,ფეხებისა და იღლიების). ცრემლიანობა, რომელიც თავდაპირველად შეიძლება დეპრესიას მივაწეროთ, ზოგადად ცუდი წინათგრძნობის გამომხატველია.
მინიმუმ რამდენი ხანი უნდა გრძელდებოდეს პაციენტის სიმპტომები, რათა დაისვას გშას დიაგნოზი დსმს და აისიდის მიხედვით?
6 თვე
რომელ აშლილობებთანაა კომორბიდული გშა?
- დეპრესია- დსმს მიხედვით, სხვა შფოთვით აშლილობებთან: სოციალური ფობია(23), მარტივი ფობია(21), პანიკური აშლილობა(11)
გშა - დიფერენციალური დიაგნოზი უნდა გატარდეს:
- დეპრესიულ აშლილობასთან- შიზოფრენია - დემენცია- ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება- სომატური დაავადებები: თირეოტოქსიკოზი, ფეოქრომოციტომა, ჰიპოგლიკემია- მეორადი შფოთვა სომატური დაავადებებისსიმპტომების მიმართ
გშა დიფ. დიაგნოზი დეპრესიასთან:
დიაგნოზის დასმა ხდება იმის საფუძველზე,თუ ამ ორი ტიპის სიმპტომიდან რომელია უფრო მძიმეა და რა თანმიმდევრობით იჩენს თავს.შფოთვის მქონე პაციენტებს ყოველთვის გამოვკითხავთდეპრესიული აშლილობის სიმპტომების შესახებ (დეპრესიული და სუიციდური აზრების ჩათვლით). ხშირად, დეპრესიული აშლილობის დროს, პაციენტის მდგომარეობა ყველაზე მძიმე დილითაა და თუ შფოთვა, ამ პერიოდში, უფრო ძლიერად არის გამოხატული, ეს, სავარაუდოდ, დეპრესიულ აშლილობაზე მიუთითებს.
რომელი ტიპის დეპრესიულ აშლილობაში ერევათ ხშირად გშა?
აჟიტაციური ტიპის
რამდენად ხშირია გშა?
შფოთვითი აშლილობის გავრცელების სიხშირე ერთი წლის მანძილზე, დაახლოებით, 3%-ს შეადგენს, ხოლო მთელი ცხოვრების მანძილზე _ 4-5%- ს.
რომელი სქესის წარმომადგენლებთან გვხვდება გშა უფრო ხშირად?
ქალებთან