რომი და იბერია - ლექცია 4 Flashcards
ძვ.წ. II საუკუნეში გაძლიერებული რომელი მცირეაზიული სახელმწიფო ეცილებოდა
რომს შავი ზღვის კონტროლზე?
პონტოს სამეფო,რომელიც აკონტროლებდა შავი ზღვის სამხრეთ,აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ სანაპიროებს და რომის მიერ სავაჭრო გზების დაკავებამ მათ სავაჭრო პოტენციალს დაარტყა.ასევე რომს სურს მთლიანი შავი ზღვის კონტროლი რესურსებისთის.
პონტოს რომელი მეფის დროს შევიდა კოლხეთი პონტოს სამეფოსდაქვემდებარებაში?
მითრიდატე მეოთხემ შემოიერთა ეგრისი,ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთი და ბოსფორის სამეფობო
რომელი ანტიკური ბერძნული სამეფო მდებარეობდა ქერჩისა და ტამანისნახევარკუნძულებზე, შავი და აზოვის ზღვის სანაპიროებზე?
ბოსფორის სამეფო,რომელიც მდებარეობდა ქერჩისა და ტამანის ნახევარკუნძულის პოლისების გაერთიანებულ ტერიტორიაზე პანტიკაპეონის მეთურობითა და დედაქალაქით,ის გაფართოვდა აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ათვისებით მაგრამ მალე შევიდა პონტოს სამეფოში.
ძირითადად რა სამსახურს უწევდნენ კოლხები პონტოს მეფეებს?
ამ დროს კოლხეთზე იყო მითრიდატეს გავლენა(კოლხეთი სკეპტუხიებად იყო დაყოფილი) და აგზავნიდა იგი აქ ვინმეს მმართველად და ასევე ავალდებულებდა მათ რომ გაეტანათ გემთსაშენი მასალები ხე-ტყე,სელი,ფისი და მონები. ასევე სანაოსნო სანსახურის დიდი წილი კოლხეთზე მოდიოდა.
რის საფუძველზე ასკვნიან ისტორიკოსები, რომ კოლხეთის სანაპირო ბერძნულმა
ქალაქებმა პონტოსგან გარკვეული დამოუკიდებლობა შეინარჩუნეს იმ დროს, როდესაც ეს მხარე პონტოს სამეფოში შედიოდა?
ვინაიდან დროთა განმავლობაში ამ ქალაქებშ დაიწყეს საკუთარი ბრინჯაოს მონეტების მოჭრა
რომელი მცირეაზიური სამეფოს მეფე იყო ანტიპატრე, რომელმაც თავისი სამეფო იძულებით პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორს უანდერძა?
მცირე არმენიის მეფემ აგრესიული შანტაჟიდან გამომდინარე უანდერძა მითრიდატეს სამეფო,რომელმაც მისი შვილი აკაფია გაამეფა.
რომელი სამეფოს მეფე წააქეზეს რომაელებმა პონტოსთან ომის დასაწყებად, რისშემდეგაც რომიც აღმოჩნდა ომში ჩათრეული?
ძვ.წ 89 რომის წაქეზებით, ბითვინიის მეფემ ომი დაუწყო პონტოს, ხოლო რომი მაშინვე ჩაერთო ომში.
პირველ ეტაპზე მითრიდატემ წარმატებას მიაღწია. ტრიუმფით შევიდა უდიდეს ქალაქ ეფესოში, 80 000-მდე რომაელი მოკლა, რომაელთა სარდალი ჩაიგდო და მცირე აზიიდან საბერძნეთში გადავიდა, რომელიც გაათავისუფლა რომაელების კონტროლისგან.
ვინ იყო რომაელი სარდალი, რომელმაც დაამარცხა და საბერძნეთიდან განდევნა პონტოელები და აიძულა მითრიდატე საკმაოდ მძიმე პირობებით ზავი დაედო რომთან?
ძვ.წ 87 ლუციუს კორნელიუს სულა, მითრიდატე დაამარცხა და საბერძნეთიდან განდევნა. პონტოელები აგრეთვე დამარცხდნენ ეგეოსის ზღვის კუნძულებზეც და მცირე აზიაშიც, ამიტომ მითრიდატე იძულებული იყო მოლაპარაკება დაეწყო სულასთან. რომში პოლიტიკური სიტუაცია დაიძაბება და სულა მცირე აზიიდან რომში დაბრუნდება.
ძვ.წ 85 წელს დაიდო ზავი, მითრიდატე დათმობდა ტერიტორიებს, კონტრიბუციები დაეკისრა, 3 000 ტალანტი და სულას გადასცემდა პონტოს ფლოტის ნაწილს.
სომხეთის რომელ მეფესთან შეკრა კავშირი მითრიდატე ევპატორმა?
ტიგრან II დიდი, რომლის ქალიშვილიც ცოლად მოიყვანა მითრიდატემ. პონტოს სამეფო მშვიდობის პერიოდში ძლიერდება და სიძლიერის ზენიტში მყოფ სომხეთთან შესანიშნავი ურთიერთობა დაამყარა მითრიდატემ.
რომელმა ცნობილმა რომაელმა მხედართმთავარმა შეცვალა ლუკულუსი პონტოს წინააღმდეგ ომის მეთაურად?
გნეუს პომპეუსი
პომპეუსამდე, დამარცხებულ მითრიდატეს შურისძიება უნდოდა და ომის საბაბი სჭირდებოდა, რაც კვლავ ბითვინიის მეფემ შეასრულა, რომელმაც სამეფო რომს უანდერძა, ხოლო პონტო მეფის შვილის ინტერესების დაცვის საბაბით რომს ხელახლა დაუპირსპირდება.
ომის დასაწყისში უპირატესობა პონტოელებს ქონდათ, თუმცა მეორე ნაწილში ლუკულუსმა დაამარცხა ისინი და მითრიდატეს სომხეთში მოუწია თავის შეფარება. ლუკულუსმა სომხეთს ულტიმატუმი წაუყენა, რომ მითრიდატე რომისთვის გადაეცა, რაზეც უარი მიიღო. ლუკულუსი სომხეთში შეიჭრება, თუმცა ჯარი უკმაყოფილო იყო ლუკულუსის სიმკაცრით, ამიტომ ეს შეტევა შეჩერდა, ხოლო ძვ.წ 66 სენატმა ლუკულუსი, გნეუს პომპეუსით ჩაანაცვლა.
რომელ აზიურ სამეფოსთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები გნეუს პომპეუსმა მითრიდატეს წინააღმდეგ ლაშქრობის დასაწყისში?
პომპეუსი ლაშქრობის სამზადისში დიპლომატიურ ურთიერთობებს ამყარებს პართიასთან და პომპეუსმა პართიის მეფე ფრაატ III მიიმხრო, თუმცა დროებით.ვინაიდან პართიის კარზე არის ტიგრან უმცროსი რომელსაც სომხეთის ტახტი სურს რომ დაიკავოს.
რა სტატუსი მიიღო პომპეუსისგან სომხეთის მეფე ტიგრან II-მ?
“რომაელი ხალხის მეგობრის და მოკავშირის”
ტიგრან II-მ მოიგერია პართიელების მეფის ფრაატ III-ს თავდასხმა, თუმცა ქალაქის ალყისთვის რაზმთან ერთად უმცროსი ტიგრანი დატოვა, რომელიც პომპეუსის მხარეს გადავა.
პომპეუსი პონტოს დამარცხების შემდეგ სომხეთის დასაპყრობად ემზადება. ტიგრან II-ს პართიასთან ომის შემდეგ რომისთვის წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეეძლო და დანებდა. სომხეთმა მიიღო რომის ვასალის სტატუსი.
რატომ გაფუჭდა რომაელებსა და პართიელებს შორის ურთიერთობა პომპეუსისგან სომხეთის საკითხის მოგვარების შემდეგ?
უმცროსი ტიგრანი ზავით უკმაყოფილო იყო. მთელი სამეფოს ნაცვლად მას მხოლოდ პროვინცია ერგო და თან კონტრიბუცია უნდა გადაეხადა რომისთვის. უმცროსი ტიგრანი პომპეუსმა დაატყვევა, რამაც რომსა და პართიას შორის ურთიერთობა გააფუჭა.
რომელ მდინარეს უწოდებს “კირნოსს” რომაელი ისტორიკოსი დიონ კასიუსი?
მტკვარი
რა იყო იბერიის მეფე არტოკეს რეალური მიზანი, როდესაც მან ალბანეთში მყოფ პომპეუსს მოციქულები გაუგზავნა?
არტოკეს ეშინოდა რომ პომპეუსი ალბანელების შემდგომ მას შემოუბრუნდებოდა, და დროის მოგების მიზნით გაუგზავნა მოციქულები თითქოს მეგობრობის დასამყრებლად, რეალურად მოულედნელი თავდასხმისთვის ემზადებოდა.
რას უწოდებენ მდინარე არაგვს რომაელები?
პელოროსი
პომპეუსის მისვლის შემდეგ შეშინებული არტოკე ციხიდან გაიქცევა, კირნოსის მეორე მხარეს გადავა და ხიდს დაწვავს. როდესაც პომპეუსი კირნოსზე გადასვლას აპირებდა არტოკემ კაცები მიუგზავნა დასაზავებლად. არტოკე პირობებს შეასრულებს, რადგან შეთანხმება უნდოდა, მარა როცა ნახავს, რომ პომპეუსი მდინარეს გადაკვეთავს პელოროსისკენ გაიქცევა არტოკე, სადაც დაედევნება პომპეუსი, შემდეგ არტოკე პელოროსზე გადასასვლელ ხიდსაც დაწვავს, თუმცა ზაფხულში მდინარე დაშრება და იძულებული იქნება ზავი დადოს
რომაელი სარდალი, რომელიც შავი ზღვის რომაული ფლოტით მდინარე ფასისზე
დახვდა პომპეუსს, რომელიც იბერიიდან კოლხეთში გადმოვიდა:
სარდალი სერვილიუსი.