კონსტიტუციის გადასინჯვა 2. Flashcards

1
Q

რას გულისხმობს კონსტიტუციის გადასინჯვა ?

A

კონსტიტუციის გადასინჯვა გულისხმობს კონსტიტუციის ტექსტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანას ან კონსტიტუციიდან რომელიმე ნორმის ამოღებას.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
2
Q

ფორმის მიხედვით როგორ და როგორ გადასინჯვეს განასხვავებენ ?

A

ფორმის მიხედვით განასხვავებენ სრულ და ნაწილობრივ გადასინჯვას. ზოგიერთი ქვეყანა (მაგ., აშშ) ერთმანეთისგან არ განასხვავებს მათ და ერთნაირ წესებს, პროცედურებს ადგენს, ზოგიერთი ქვეყანა კი (მაგ., შვეიცარია) - პირიქით, ერთმანეთისგან მიჯნავს ამ ორი სახის გადასინჯვას და მათთვის განსხვავებულ პროცედურებს ითვალისწინებს.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
3
Q

სირთულის მიხედვით რამდენი სახის გადასინჯვა არსებობს ?

A

სირთულის მიხედვით განასხვავებენ გადასინჯვის რთულ, განსაკუთრებულ რთულ, მარტივ და შერეულ წესს.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
4
Q

რა ხდება მარტივი წესით ?

A

მარტივი წესით ხდება კონსტიტუციური მნიშვნელობის აქტების შეცვლა დაუწერელი ან ნაწილობრივ დაწერილი ტიპის კონსტიტუციების მქონე ზოგიერთ ქვეყანაში(მაგ., ბრიტანეთი), სადაც არ არსებობს კონსტიტუციური აქტები და ყველა აქტი ერთნაირი წესით მიიღება.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
5
Q

რა ხდება მარტივი წესით ?

A

მარტივი წესით ხდება კონსტიტუციური მნიშვნელობის აქტების შეცვლა დაუწერელი ან ნაწილობრივ დაწერილი ტიპის კონსტიტუციების მქონე ზოგიერთ ქვეყანაში(მაგ., ბრიტანეთი), სადაც არ არსებობს კონსტიტუციური აქტები და ყველა აქტი ერთნაირი წესით მიიღება.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
6
Q

რას წარმოადგენს გადასინჯვის რთული წესი ?

A

გადასინჯვის რთულ წესს წარმოადგენს მისი გადასინჯვის შესაძლებლობა კვალიფიციური უმრავლესობით(პარლამენტის ან მისი პალატის წევრებისა).

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
7
Q

კიდევ რა უნდა მივაკუთნოთ გადასინჯვის რთულ წესს ?

A

რთულ წესს უნდა მივაკუთვნოთ კონსტიტუციის შესწორება რეფერენდუმის გზით(მაგ., ირლანდიაში).

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
8
Q

რას ნიშნავს განსაკუთრებით რთული წესი ?

A

რაც შეეხება განსაკუთრებით რთულ წესს, მისი რამდენიმე ფორმა არსებობს: 1)პარლამენტისა და ფედერაციის სუბიექტების მონაწილეობით; 2)ორი მოწვევის პარლამენტის მონაწილეობით; 3)პარლამენტისა და ხალხის მონაწილეობით.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
9
Q

რას ნიშნავს დაცული მუხლები ?

A

კონსტიტუციაში ხშირად გვხვდება ე.წ. დაცული მუხლები, რაც იმას გულისხმობს, რომ კონსტიტუციის ზოგიერთი დებულება, რომელიც ძირითადად ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, მის ძირითად ნიშნებს, მმართველობის ფორმას, კონსტიტუციის გადასინჯვას ან სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებს შეეხება, არ შეიძლება, იყოს გადასინჯვის საგანი ან, შეიძლება, რთულად გადაისინჯოს.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
10
Q

რამდენ სახედ შეიძლება დაიყოს დაცული მუხლები ?

A

დაცული მუხლები შეიძლება დაიყოს სამ სახედ.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
11
Q

რომელია დაცული მუხლების პირველი სახე ?

A

მუხლები რომლებიც არ შეიძლება გადაისინჯოს - უპირველესი დაცული ნორმაა მმართველობის რესპუბლიკური ფორმა(საფრანგეთი, იტალია), სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს პრინციპები(გერმანია).
როგორც წესი, ყველა ქვეყნის კონსტიტუცია ზღუდავს კონსტიტუციის გადასინჯვის პროცედურების განხორციელებას საომარი, საალყო, საგანგებო მდგომარეობის ან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის არსებობის სხვა პირობებში.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
12
Q

რომელია დაცული მუხლების მეორე სახე ?

A

მუხლები, რომლებიც განსხვავებული წესით შეიძლება გადაისინჯოს - მაგალითად, მაკედონიაში განსხვავებული წესია დადგენილი კონსტიტუციის იმ დებულებების შესაცვლელად, რომელიც შეიძლება ეხებოდეს ეროვნულ უმცირესობებს.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
13
Q

რომელია დაცული მუხლების მესამე სახე ?

A

მუხლები, რომელთა მიღების შემდეგ გადასასინჯად გარკვეული ვადა უნდა გავიდეს ან გადასინჯვა გარკვეული პერიოდის მანძილზე მაინც უნდა გახანგრძლივდეს - ამ შემთხვევაში გადასინჯვა გარკვეული ვადების დაცვითაა გართულებული, რაც პარლამენტს ავალდებულებს, პროექტის ინიცირებასა და მის განხილვებს შორის დიდი დროის შუალედი დაიცვას.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
14
Q

რის გამო შეიძლება გართულდეს კონსტიტუციის გადასინჯვა ?

A

ზოგიერთ შემთხვევაში კონსტიტუციის გადასინჯვის პროცედურა საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოს მიერ სავალდებულო დასკვნის არსებობითაა გართულებული, რომელიც ამოწმებს, დაცულია თუ არა წარდგენისა და განხილვის პროცედურა.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
15
Q

არსებობს თუ შედარებით მარტივი პროცედურები ?

A

განსხვავებით კონსტიტუციის გადასინჯვის გართულებული ტენდენციისა, ზოგიერთ ქვეყანაში გვხვდება შემთხვევები, როცა შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანი კონსტიტუციური ნორმების შეცვლისთვის გამარტივებული პროცედურაა დადგენილი. მაგალითად, ბელგიის კონსტიტუცია ცალკე გამოყოფს კონსტიტუციაში რედაქციული და სისტემური ცვლილებების წესს, თუმცა ანალოგიური პრეცედენტი სხვა ქვეყნებში არ გვხვდება.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
16
Q

როგორც წესი როგორ იცვლება კონსტიტუცია ?

A

კონსტიტუცია, როგორც წესი, იცვლება ტექსტში სათანადო ცვლილებების შეტანით და კონსტიტუციის გადასინჯული ტექსტი თავდაპირველ ტექსტში რედაქტირების ფორმით ქვეყნდება.

17
Q

ცვლილებებისა და დამატების შეტანის წესი რამით განსხვავდება პროცედურულად ?

A

პროცედურულად ერთმანეთისგან არ განსხვავდება ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი და ნებისმიერი სახის გადასინჯვისთვის ერთნაირი პროცედურაა დადგენილი.