სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი. Flashcards

1
Q

რისი გარანტია შემოაქვს სამათლებრივი სახელმწიფოს პრინციპს ?

A

თუკი დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპი ხალხის მიერ ხელისუფლების განხორციელებას უზრუნველყოფს, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს დამატებითი გარანტია შემოაქვს - ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და თავად ხალხი შეზღუდულნი უნდა იყვნენ სამართლით.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
2
Q

რა არის სამართლებრივი სახელმწიფო ?

A

მაშასადამე, სამართლებრივი სახელმწიფო არის სახელმწიფო, რომელიც სამართლითაა შეზღუდული. უნდა განვასხვავოთ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ფორმალური და მატერიალური გაგება.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
3
Q

რა არის სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმალური გაგება ?

A

ფორმალური გაგება გულისხმობს კანონიერების პრინციპის ქმედითობას, ე.ი. მისი მოთხოვნაა, რომ ხელისუფლება მოქმედებდეს მხოლოდ კონსტიტუციით და კანონით მკაცრად განსაზღვრულ ფარგლებში. არ არსებობს მიზანი, ინტერესი, რომლის მისაღწევადაც გამართლებული იქნება ესა თუ ის ქმედება, თუ ის არ ეფუძნება და არ გამომდინარეობს კანონიდან. იმავდროულად, მხოლოდ კანონით ხელისუფლების შებოჭვა საკმარისი ვერ იქნება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ქმედითობის მტკიცებისთვის, თუკი ის აღიარებს ისეთ კანონს, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს, ამიტომ მნიშვნელოვანია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის მატერიალური გაგებაც.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
4
Q

რა არის სამართლის მატერიალური გაგება ?

A

მატერიალური პრინციპის მიხედვით, სამართლებრივი სახელმწიფოს მიზანია სამართლის ნორმებსა და ინსტიტუტების ჰუმანურობაზე ორიენტირება. მატერიალური შინაარსი მოითხოვს, რომ სამართალი იყოს სამართლიანი, თუმცა სამართლიანობის დეფინიცია, ზოგადად, არ არსებობს. ულპიანეს თანახმად, „იურისპრუდენცია არის მეცნიერება სამართლიანობისა და უსამართლობის შესახებ“. სამართლიანობის მოთხოვნა ერთოდროულად ბოჭავს კანონმდებელსაც და სამართალშემფარდებელსაც.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
5
Q

რა არის სამართლებრივი სახელმწიფოს უმნიშნელოვანესი პრინციპი ?

A

სამართლებრივი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პრინციპი და ფაქტორია სასამართლოს დამოუკიდებლობა, რადგან მხოლოდ ასეთ სასამართლოს ძალუძს ადამიანის ღირსებებისა და თავისუფლების რეალური დაცვა და ხელისუფლების შებოჭვა.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
6
Q

როგორი ფაქტორების კუმულაციას გულისხმობს სამართლებრივი სახელმწიფო ?

A

მაშასადამე, სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი ფაქტორების კუმულაციას, როგორებიცაა: 1)ხელისუფლების სამართლით, იურიდიული ჩარჩოებით შეზღუდვას; 2)სამართლისა და ინსტიტუტების ჰუმანურ მიზნებზე ორიენტირებით განვითარებას; 3)სასამართლოს დამოუკიდებლობას.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly