კონსტიტუციის გადასინჯვა. Flashcards
რამდენ სახედ შეგვიძლია დავყოთ კონსტიტუციის შემმუშავაებელი ორგანოები?
რამდენიმე სახედ შეგვიძლია დავყოთ: დამფუძნებელი კრება, საკონსტიტუციო კომისია, სახელმწიფო ორგანო, გამონაკლისი შემთხვევები.
რას აკეთებს დამფუძნებელი კრება ?
დამფუძნებელი კრების უმთავრესი დანიშნულებაა, კონსტიტუციის შემუშავება-მიღება. ამ პროცესის შემდგომ ის ან იშლება ან აგრძელებს საქმიანობს როგორც საკანონმდებლო ორგანო.
რას აკეთებს საკონსტიტუციო კომისია ?
საკონსტიტუციო კომისია, სახელმწიფოს ერთ-ერთი უმაღლესი ორგანოს აქტით იქმნება დამოუკიდებელი ორგანოს სახით, სპეციალურად კონსტიტუციის პროექტის შემუშავების მიზნით. ძირითადი კანონის შემუშავების შემდგომ იგი წყვეტს უფლებამოსილების განხორციელებას.
რას აკეთებს სახელმწიფო ორგანო ?
სახელმწიფო ორგანო, რომელიც თავის შემადგენლობაში ქმნის სპეციალურ კომისიას ან უკვე არსებულ სტრუქტურულ ერთეულს ავალებს კონსტიტუციის პროექტის შემუშავებას.
რა გამონაკლისი შემთხვებები გვქონია კონსტიტუციის შემუშავების საკითხში ?
მაგალითად იაპონიის კაპიტულაციის შემდგომ იაპონიის კონსტიტუცია ამერიკული ჯარების შტაბში მომზადდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა იაპონიაში ამერიკის ძალების მთავარსარდალი დ. მაკ-არტური, ამიტომ იაპონიის კონსტიტუციას ლიტერეატურაში „მაკ-არტურის კონსტიტუციასაც“ უწოდებენ.
ვის აქვს უფლება გამოთქვას კონსტიტუციის გადასინჯვის ინიციატივა ?
კონსტიტუციური პროექტის ინიციატორთა წრე გაცილებით უფრო შეზღუდულია, ვიდრე ჩვეულებრივი საკანონმდებლო ინიციატივის მქონე პირთა. როგორც წესი, უმეტეს ქვეყნებში ეს უფლება გააჩნია პარლამენტის პალატებს, დეპუტატთა გარკევეულ რაოდენობას, პრეზიდენტსა და მთავრობას.
ზოგიერთ ქვეყანაში როგორ და ვის შეუძლია გამოთქვას კონსტიტუციის გადასინჯვის ინიციატივა ?
ზოგიერთ ქვეყანაში კონსტიტუცია შეიძლება გადაისინჯოს ამომრჩევლების - სახალხო საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე.
რა კავშირშია ერთმანეთთან კონსტიტუციის მიღება და კონსტიტუციის გადასინჯვა ?
კონსტიტუციის მიღებისა და კონსტიტუციის გადასინჯვის წესი კონსტიტუციის რეგულირების სფეროს განეკუთვნება. ეს ორი წესი განსხვავებულ პროცედურებს ითვალისწინებს მაგალითად სომხეთსა და ბულგარეთში. ამიტომ ამ ქყვენებში ცალკე არის გამოყოფილი კონსტიტუციის მიღების პროცედურდა ის განსხვავებულია კონსტიტუციის გადასინჯვის წესისგან. თუმცა, ხშირად კონსტიტუციის მიღებისას სრული გადასინჯვის წესი გამოიყენება, თუ ძირითად კანონში სპეციალურად არ არის გაწერილი კონსტიტუციის მიღების წესი.
რა უნდა განვასხვავოთ საპარლამენტო გზით მიღებული კონსიტუციებისგან ?
ჩვენ როგორც ვიცი საპარლამენტო გზა კონსტიტუციის მიღების არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული. ამის გათვალისწინებით საპარლამენტო გზით მიღებული კონსტიტუცია უნდა განვასხვავოთ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული კონსტიტუციისგან. ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარე, რომ დამფუძნებელი კრება ძირითადად გარდამავალ პერიოდებში გხვდება.
რას ნიშნავს ფართო წარმომადგენლობითი ორგანოს ფორმატი ?
ეს არის წარმომადგენლობითი გზით კონსტიტუციის მიღების კიდევ ერთი ფორმა. იმისთვის რომ მიიღონ კონსტიტუცია ქმნიან სპეციალურ ფართო წარმომადგენლობით ორგანოს.
რას ნიშნავს სახალხო კონსტიტუციები ?
ეს ნიშნავს იმას რომ კონსტიტუციის მიღებისა და დამტკიცებს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნა რეფერენდუმის გზით - საარჩევნო კორპუსის მონაწილებით. სახალხო გზით მიღებულ კონსტიტუციას მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს დადაებითი ეფექთი თუ მოსახლეობას კონსტიტუციის პროექტის შესახებ სრულ ინფორმაციას მიაწოდებენ და ამის შემდგომ ხმის მიცემის პროცეს დემოკრატიულად ჩაატარებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ სახალხო ფორმატით შენიღბული ხელისუფლების მიერ მოწონებული პროექტი.
რამდენი ფორმა აქვს სახალხო გზით მიღებულ კონსტიტუციებს ?
2 ფორმა აქვს სახალხო გზით კონსტიტუციის მიღება და დამტკიცება.
რა განსხვავებაა კონსტიტუციის მიღებასა და დამტკიცებას შორის ?
სახალხო გზით მიღების პროცესში სხვა ორგანო არ მონაწილეობს და შემუშავებული კონსტიტუციის პროექტი პირდაპირ ხალხს წარედგინება რეფერენდუმზე. დამტკიცების გზით კონსტიტუციას იღებს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, ხოლო შემდგომ მის მიერ მიღებული რედაქცია მტკიცდება რეფერენდუმზე, წინააღმდეგ შემთხევაში იგი ვერ შევა ძალაში.
რა არის კონსტიტუციის მიღების შერეული ფორმა ?
როდესაც გამოიყენება დამტკიცების და მიღების ფორმები გარკვეული დამატებითი გართულებული პროცედურებით.
რას ნიშნავს კონსტიტუციის აღდგენა ?
როდესაც ქვეყანაში ბრუნდება ადრე არსებული დემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმი და სახელმწიფო ახალ კონსტიტუციას ამჯობინებს აღადგინოს ძველი დემოკრატიული კონსტიტუცია. თუმცა ეს არ გამორიცხავს მასში გარკვეული ცვლილებების შეტანას. ამ შემთხევაში მთავარი ფაქტორი ქვეყნის დემოკრატიული სამართლებრივი ტრადიციებისა და კულტურის ხასგასმაა.