კონსტიტუციონალიზმის განვითარების ეტაპები Flashcards

1
Q

რად არის მიჩნეული კონსტიტუციალიზმი?

A

სამართლებრივი კუთხით კონსტიტუციონალიზმი მიჩნეულია კონსტიტუციით შეზღუდულ სახელმწიფო მმართველობის ფორმად.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
2
Q

როდის გაჩნდა ფეოდალური ტიპის პირველი კონსტიტუცია ?

A

პირველი კონსტიტუცია გაჩნდა ინგლისში 1215 წელს, იმის შემდგომ, რაც მეფე ჯონ უმიწაყლომ ღმთველმთავრებთა და არისტოკრატიის ზეწოლის შედეგად ხელი მოაწერა “თავისუფლების დიდ ქარტიას”.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
3
Q

რას შეიცავდა ქარტია ?

A

ქარტია შეიცავდა მღვდლელმთავრებთა ხელშეუხბლობის და ქვეშემდომრთა ხელშეუხებლობის და საკუთრების თავისუფლების დებულებებს.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
4
Q

როგორ ჩაეყარა სათავე პარლამენტარიზმს ?

A

ქარტიის მიხედვით მეფე პარლამენტის გარეშე ვეღარ დააწესბდა გადასახადებს. ეს ასევე იმან განაპირობა, რომ მეფემ თავისი სუვერენიტეტის ნაწილი ქვეშემდომებს გადასცა.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
5
Q

სად გაჩნდა პირველად არჩევითობის ელემენტები ?

A

მეთოთხმეტე საუკუნეში პარლამენტი დაიყო ქვედა და ზედა პალატად. ქვედა პალატაში გამოჩნდა არჩევითობის ელემენტები.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
6
Q

კიდევ რა წარმოადგენს ინგლისის კონსტიტუციის ელემენტებს?

A

ჰაბეას კორპუს აქტი და უფლებათა ბილი.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
7
Q

რა გააკეთა ჰაბეას კორპუს აქტმა ?

A

გააფართოვა თავისუფლების დიდ ქარტიაში სამოქალაქო უფლებების დაცვის პრინციპები.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
8
Q

რა გულისხმობდა ჰაბეას კორპუს აქტი?

A

თავისუფლების აღქვეთის საფუძვლების შესამოწმებლად აუცილებელი გახდა დაკავებული პირის სასამართლოზე გამოცხადება.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
9
Q

რამ განაპირობა უფლებათა ბილის მიღება?

A

ინგლისის 1688 წლის დიდმა რევოლუციამ განაპირობა.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
10
Q

რა განამტიკაცა უფლებათა ბილმა?

A

უფლებათა ბილმა მსხვილი ბურჟუაზიისა და მიწათმფლობელი არისტოკრატიის აბსოლუტიზმზე გამარჯვება განამტიკცა.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
11
Q

რა აუკრძალა უფლებათა ბილმა მეფეს ?

A

უფლებათა ბილმა მეფეს აუკრძალა პარლამენტის გარეშე კანონის შეჩერება ან აღსრულება, აეკრიფა გადასახადები ტახტის საჭიროებისათვის და სხვა.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
12
Q

რა გამოაცხადა უფლებათა ბილმა?

A

პეტიციის უფლება, საპარლამენტო დებატები და პარლამენტის არჩევნების თავისუფლება.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
13
Q

როდიდან იწყება სხვადასხვა ქვეყნებში კონსტიტუციური რეჟიმების დამკვიდრება?

A

სხვადასხვა ქვეყნებში კონსტიტუციური რეჟიმების დამკვიდრება იწყება მეთვრამეტე საუკუნიდან.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
14
Q

რამდენ ეტაპად შეგვიძლია დავყოთ საკონსტიტუციო მმართველობის დამკვიდრება?

A

4 ეტაპად: 1) მეთვრამეტე საუკუნის მიწურული- პირველ მსოფლიო ომის დასრულებამდე. 2) პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდი. 3) მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ბოლომდე. 4) თანამედროვე პერიოდი, მოყოლებული მეოცე საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
15
Q

სად ჩნდება პირველი დაწერელი სისტემატიზირებული კონსტიტუციები?

A

ამერიკა 1787 წელი, პოლონეთი და საფრანგეთი 1791 წელი.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
16
Q

რა უძღოდა წინ ამ კონსტიტუციებს?

A

ამ კონსტიტუციებს წინ უძღოდა შტატების 1776 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაცია და საფრანგეთის ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
17
Q

რამ განაპირობა ამერიკის კონსტიტუციის უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა?

A

ამ კონსტიტუციამ დაადგინა ისტორიაში პირველად რესპუბლიკანიზმის, ფედერალიზმის და პრეზიდენტის ინსტიტუტები.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
18
Q

ისაუბრეთ ამერიკის კონსტიტუციის შექმნის პროცესზე.

A

ფილადელფიის კონვენტმა ჯორჯ ვაშინგტონის თავჯდომარეობით 18 კვირიანი მუშაობა დაასრულა 1787 წლის 17 სექტემებრს, რის შემდეგ მოხდა რატიფიკაცია თითოეული შტატის მიერ.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
19
Q

რისგან შედგება ამერიკის კონსტიტუცია?

A

ის შედგება შვიდი მუხლისგან და 27 შესწორებისგან.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
20
Q

რომელია რიგით მეორე კონსტიტუცია?

A

პოლონეთის (1791 წლის 3 მაისი).

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
21
Q

რა წარმოაგდენდა საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს?

A

ორპალატიანი სეიმი

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
22
Q

როგორ კონსტიტუციას წარმოადგენდა პოლონეთის კონსტიტუცია?

A

დემოკრატიული პრინციპების არსებობის მიუხედავად, ხსენებული კონსტიტუცია არ აღიარებდა მოქალაქეთა თანასწორობას, კათოლიკეები ინარჩუნებდნენ უპირატესობას სხვა რელიგიის მიმდევრებთან მიმართებით, მიწათმფლობელებს შეუნარჩუნდათ გარკვეული პრივილეგიები, ასევე ამ კონსტიტუციის მიღებით დამკვიდრდა მემკვიდრეობითი მონარქია.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
23
Q

როდის მიიღეს საფრანგეთის კონსტიტუცია?

A

1791 წლის 3 სექტემბერს.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
24
Q

როდის მიიღეს საფრანგეთის შემდგომი კონსტიტუცია?

A

1793 წელს იაკობინელთა კონვეტმა დაამტკიცა.

25
Q

რატომ ვერ ამოქმედდა იაკობინელთა კონსტიტუცია?

A

გამძაფრებული პოლიტიკური ბრძოლების გამო

26
Q

რა მოჰყვა საფრანგეთის მეორე კონსტიტუციას?

A

1795 წლის და 1799 წლის კონსტიტუციები და უფრო მოგვიანებით 1848 წლის, 1952 წლის და 1875 წლის კონსტიტუციები, რომლებმაც შესაბამისად დაამკვიდრეს საფრანგეთის მეორე რესპუბლიკა, მეორე იმპერია და მესამე რესპუბლიკა.

27
Q

რა ფაქტორები ახასიათდება საკონსტიტუციო განვითარების მეორე ეტაპს?

A

საკონსტიტუციო სამართალშემოქმედების აქტივობის ზრდა, რაც განაპირობა რუსეთისა და ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლამ, ხოლო აზიაში კოლონიური სისტემის კრიზისის შედეგად ახალი სახელმწიფოების შექმნამ. ასევე გაძლიერდა პოლიტიკურ რეჟიმებში დემოკრატიზაციის პროცესი, როგორ კონსტიტუციის გამოცდილების მქონე ქვეყნებში ასევე ისეთ ქვეყნებში, რომლებმაც პირველად მიიღეს კონსტიტუცია.

28
Q

რით ხასიათდება მესამე ეტაპი?

A

კონსტიტუციური პროცესის მასშტაბების ზრდითა და განხორციელებული კონსტიტუციური ცვლილებებით.

29
Q

როგორი საკონსტიტუციო მოდელები ჩამოყალიბდა მესამე ეტაპზე?

A

დასავლური, სოციალისტური, განვითარებადი ქვეყნების საკონსტიტუციო მოდელები.

30
Q

რა იყო დამახასიათებელი დასავლური მოდელისთვის?

A

ახალი თაობის კონსტიტუციების შემოღება, რაც ძირითადად განპირობებულია ნაცისტური რეჟიმის დამარცხებით. ამ ტიპის კონსტიტუციების ამოსავალ წერტილს სახელმწიფოთა მშვიდობიანი თანაარსებობა, მსოფლიო ინტეგრაციული პროცესების გაღრმავება და ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის ზრდა წარმოადგენდა.

31
Q

როგორი იყო კონსტიტუციის სოციალისტური მოდელი?

A

საბჭოური მართვის ფორმა არ აღიარებდა კონსტიტუციონალიზმის, სახელმწიფო ძალაუფლების გამიჯვნის, პარლამენრატიზმის, პარტიული პლურალიზმის და ძირითადი უფლებების ფუძემდებლურ პრინციპებს, იგი ტოტალიტარულ მმართველობასთან იყო გაიგივებული და შესაბამისად, ხსენებული ტიპის სახელმწიფოების კონსტიტუციები ავტორიტარულ ხასიათს ატარებდნენ.

32
Q

რომელი საკონსტიტუციო მოდელი ჩამოყალიბდა დარღვეულ კოლონიებში?

A

დასავლური.

33
Q

რას უკავშირდება საკონსტიტუციო განვითარების მეოთხე ეტაპი?

A

სოციალისტურ სახელმწიფოებში, უპირველესად საბჭოთა კავშირში ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმების მსხვრევას და ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოყალიებებას.

34
Q

რომელი ქვეყნების კონსტიტუციები განეკუთვნება მეოთხე ეტაპს?

A

საქართველოს, პოლონეთის, ბულგარეთის, რუმინეთის.

35
Q

რა არის კონსტიტუციის ცნება?

A

კონსტიტუცია წარმოადგენს იურიდული ძალის მქონე სამართლებრივ ნორმათა სისტემას, რომელბიც ძირითადად აწესრიგებენ სამართლებრივ ურთიერთობებს სახელმწიფო ორგანოებს, ასევე სახელმწიფოს, საზოგადოებასა და ადამიანებს შორის.

36
Q

რა მოიაზრება კონსტიტუციურ ნორმებში ?

A

კონსტიტუციურ ნორმებში იგულისხმება ძირითადი კანონისა, სხვა კონსიტიტუციური აქტების, კონსტიტუციური ჩვეულებებისა და პრეცენდენტების ერთობლიობას, რომლებიც აღიარებენ და უზრუნველყოფენ ადამიანისა და მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლელების დაცვას, ადგენენ ქვეყნის სუვერენიტეტის და ძირითად ნიშნებსა და საფუძვლებს, მმართველობის ფორმის თავისებურებებს, ტერიტორიული მოწყობისა და თვითმმართველობის პრინციპებს, კონსტიტუციის გადასინჯვის წესს.

37
Q

რას გულისხმობს კონსტიტუციის იურიდიული და ფაქტობრივი ცნება ?

A

იურიდიული კონსტიტუცია გულისხმობს სამართლებრივად არსებულ ნორმათა სისტემას, მიუხედავად იმისა, ისინი რეალიზებულია თუ არა ცხოვრებაში, ხოლო ფაქტობრივი კონსტიტუცია, მოიცავს იმ ნორმათა ერთობლიობას, რომლებიც ფაქტობრივად მოქმედებენ.

38
Q

რატომ შეიძლება გაიმიჯნოს იურიდიული და ფაქტობრივი ცნება ზოგიერთ დემოკრატიულ ქვეყნებში ?

A

ეს ორი ცნება იმ შემთხვევაში გაიმიჯნება დემოკრატიულ ქვეყნებში თუ ეს ქვეყნები ითვალისწინებენ ე.გ მკვდარ კანონებს.

39
Q

რაში მდგომარეობს კონსტიტუციის უმაღლესი იურიდიული ძალა?

A

იმ ქვეყნებში სადაც მოქმედებს კონსტიტუცია, სამართლებრივი აქტების იერარქიაში იგი ყველაზე ზემდგომი ნორმატიული აქტია, მას გააჩნია უმაღლესი იურიდიული ძალა სხვა აქტებთან შედარებით და ყველა კანონი თუ სხვა ქვემდგომი აქტი მას უნდა შეესაბამისებოდეს.

40
Q

რა იგულისხმება კონსტიტუციის ფორმაში?

A

კონსტიტუციური ნორმების ორგანიზაციისა და გამოხატვის მეთოდი და საშუალება.

41
Q

რას ნიშნავს დაუწერელი კონსტიტუცია?

A

დაუწერელია კონსტიტუცია, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს რაიმე კონსტიტუციური მნიშვნელობის აქტი, იერარქიულად სხვა აქტებზე ზემდგომი ნორმატიული დოკუმენტი და კონსტიტუციურსამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ნორმები სხვადასხვა ჩვეულებრივ კანონებშია ასახული.

42
Q

რას ნიშნავს დაწერილი კონსტიტუცია?

A

ისინი გხვდება ერთი ან რამდენიმე დოკუმენტის სახით, რომლებიც აწესრიგებენ კონსტიტუციურ-სამართლებრივ ურთიერთობებს და სხვა კანონებისგან იერარქიულად მაღლა დგანან. დაწერელი კონსტიტუციები შეიძლება შეგვხდეს კოდიფიცირებული ან არაკოდიფიცირებული სახით.

43
Q

რას ნიშნავს კოდიფიცირებული კონსტიტუცია?

A

როდესაც არსებობს ერთიანი აქტი- კონსტიტუცია, რომელიც ყველა კონსტიტუციურ-სამართლებრივ ნორმას აერთიანებს.

44
Q

რას ნიშნავს არაკოდიფიცირებული კონსტიტუცია?

A

მართალია ისინი არსებობენ ერთიანი სახით, მაგრამ მათ გარდა ქვეყანაში არსებობს სხვა აქტებიც, რომლებიც იერარქიულად კონსტიტუციის სიმაღლეზე დგანან, მაგრამ არ არიან კონსტიტუციის სტრუქტურული ნაწილი.

45
Q

ფორმის თვალსაზრისით როგორი შეიძლება იყოს კონსტიტუცია?

A

ლაკონური, ვრცელი, საშუალო

46
Q

როგორია ლაკონური კონსტიტუცია?

A

ამ ფორმის კონსტიტუციებში ასახული კონსტიტუციური მნიშვნელობის მქონე ზოგიერთი საკითხი, ამავდროულად საკმაოდ ლაკონურად. ასეთი სტილის კონსტიტუციებში არ არის დაცული ძირითადი კანონის თანამედროვე სტილი და ამ სახის აქტები ძირითადად მიღებულია მონარქიებში 1950-1960 წლებში ან მის წინა პერიოდში და, როგორც წესი, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება ქვეყნის მმართველობის ფორმის განსაზღვრას.

47
Q

როგორია ფართო მოცულობითი კონსტიტუცია?

A

ვრცელი კონსტიტუციები გარდა კონსტიტუციურსამართლებრივი საკითხებისა, აწსრიგებენ სხვა მრავალ ისეთ საკითხს, რომელიც შეეხება სამართლის სხვადასხვა დარგს და როგორც თანამედროვე კონსტიტუციონალიზმის ანალიზი მოწმობს, კანონებს დონეზე უნდა წესრიგდებოდეს.

48
Q

როგორია საშუალო მოცულობის კონსტიტუცია?

A

მსოფლიო ქვეყნების უმეტესობას დღეს აქვს საშუალო მოცულობის კონსტიტუცია, გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეულწილად ჩამოყალიბდა კონსტიტუციის სტრუქტურის და საკითხთა კონსტიტუციის დონეზე ასახვის პრაქტიკა.

49
Q

როგორია კონსტიტუციის სტრუქტურა?

A

პრემბულა, ძირითადი ნაწილი, გარდამავალი, დასკვნითი დებულებები. ასევე იშვიათ შემთხვევაში კონსტიტუციას დანართის სახით შეიძლება ახლდეს სხვა დოკუმენტიც, რომელიც მის შემადგენელ ნაწილად ითვლება.

50
Q

რისგან შედგება კონსტიტუციის ძირითადი ნაწილი?

A

ძირითადი ნაწილი შედგება თავებისა და მუხლებისგან, ზოგიერთ შემთხვევაში, შედარებით დიდი მოცულობის კონსტიტუციებში შესაძლოა შეგვხდეს კარები, პარაგრაფები, ქვეთავები და სხვა.

51
Q

ხანდახან რა შეიძლება არ ჰქონდეს კონსტიტუციას?

A

პრეამბულა, თუმცა 1980-1990 წ.წ და შემდგომ მიღებუი კონსტიტუცები, რომელბიც სტრუქტურის თვალსაზრისით თანამედროვე სტილზეა აგებული, ძირითადად შეიცავს პრეამბულას და მათი სტრუქტურაც საკმაოდ მარტივია.

52
Q

რა არის გამოხატული პრეამბულაში?

A

როგორც წესი, გამოხატულია ხალხისა და მოქალაქეთა ნება დაამკვიდრონ დემოკრატიული სახელმწიფო, მართლწესრიგი, კანონის უზენაესობა, ასევე ხაზგასმულია კონსტიტუციონალიზმის ისტორიის თავისებურებებისა და დემოკრატიული ტრადიციების შესახებ.

53
Q

რას მოიცავს კონსტიტუციის ძირითადი ნაწილი?

A

კონსტიტუციის ძირითადი ნაწილი მოიცავს დებულებებს ქვეყნის ძირითადი სახელმწიფოებრიობის ნიშნების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების ფორმირების, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის, ტერიტორიული მოწყობის, ადგილობრივი თვითმართველობის, კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ.

54
Q

რა აისახება კონსტიტუციის გარდამავალ და დასკვნით დებულებებში ?

A

კონსტიტუციების გარდამავალ და დასკვნით დებულებებში აისახება კონსტიტუციის ძალაში შესასვლელად განსახორციელებელი ღონისძიებები, კონსტიტუციური ურთიერთოებების დროებითი რეგულირების წესი, კონსტიტუციის ძალაში შესვლის ვადები.

55
Q

ზოგიერთ ქვეყანაში რა შეიძლება ახლდეს დანართად კონსტიტუციას ?

A

ქვეყნის ძველი კონსტიტუციიდან ამონარიდი ნორმები, რომლებიც არ გაუქმებული, არ იქნა შეტანილი ახალ რედაქციაში და ბოლოში დაერთო ძირითადი კანონის ტექსტის უცვლელად.

56
Q

კიდევ რა შეიძლება ერთოდეს წინა კითხვისთან ვაერთიანებ.

A

ზოგოიერთ ქვეყანაში შეიძლება ერთვოდეს, რომელიმე უმნიშნელოვანესი სფეროს მომწესრიგებელი ქარტია.

57
Q

რა ვადით მოქმედებს კონსტიტუციები ?

A

კონსტიტუცია თითქმის ყველა შემთხვევაში განუსაზღვრელი ვადითაა მიღებული იქამდე მანამ იმავე იურიდიული მნიშვნელობის აქტით არ გაუქმდებიან ან მათ ნაცვლად სხვა კონსტიტუციური აქტი არ მიიღება.

58
Q

რას ნიშნავს დროებითი ან მცირე კონსტიტუციები ?

A

ზოგიერთ შემთხვევაში ქვეყნის ვითარებიდან გამომდინარე აუცილებელია კონსტიტუციური საკითხების დროებითი მოწესრიგება და ნორმების დადგენა, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ მიიღება მისი შემცვლელი კონსტიტუციური აქტი.

59
Q

რას ნიშნავს როდესაც კონსტიტუცია შეზღუდულია ტერიტორიით ?

A

ანუ კონსტიტუცია გარკვეული პირობების დათქმით ძალაში შედიოდეს მხოლოდ ქვეყნის ერთი ნაწილისთვის ან ზოგიერთი რეგიონისთვის.