დემოკრატიის პრინციპი. Flashcards

1
Q

რისთვის არის დემოკრატია საუკეთესო ინსტრუმენტი ?

A

დემოკრატია საუკეთესო ინსტრუმენტია ადამიანის თავისუფლების, ღირსებისა და ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გზით თვითრეალიზაციის უზრუნველსაყოფად.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
2
Q

რომელ პრინციპებს ეფუძნება დემოკრატიის სიცოცხლისუნარიანობა ?

A

დემოკრატია ხალხის მმართველობაა. მისი სიცოცხლისუნარიანობა ეფუძნება ისეთ პრინციპებს, როგორებიცაა: სახალხო სუვერენიტეტის პრინციპი, კანონის წინაშე თანასწორობის პრინცი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და სხვა.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
3
Q

რა არის დემოკრატიის მიზნობრივი რეალიზაციის პირველადი საფუძველი ?

A

დემოკრატიის მიზნობრივი რეალიზაციის უშუალო, პირველადი საფუძველი არის სახალხო სუვერენიტეტის პრინციპი, რადგან სწორედ ის ემსახურება ხალხის ხელისუფლების განხორციელების უზრუნველყოფას. პრინციპის მთავარი არსი ისაა, რომ ხალხი უნდა იყოს ხელისუფლების წყარო, თავად უნდა შექმნას ხელისუფლება და განახორციელოს ის.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
4
Q

როგორ შეიძლება ახორციელებდს ხალხი ხელისუფლებას ?

A

ხალხი ხელისუფლებას შეიძლება ახორციელებდეს უშუალო/პირდაპირი და წარმომადგენლობითი ფორმებით.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
5
Q

რომელია უშალო წარმომადგენლობითი ფორმა ?

A

უშუალოა ფორმა, როცა ხალხი პირდაპირ ახორციელებს ძალაუფლებას(რეფერენდუმი, პლებისციტი, სახალხო საკანონმდებლო ინიციატივა).

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
6
Q

რომელია პიდაპირი წარმომადგენლობითი ფორმა ?

A

წარმომადგენლობითი ფორმის დროს კი ხელისუფლების განხორციელება ეკისრებათ საყოველთაო არჩევნებით არჩეულ წარმომადგენლებს. არჩევნები არის ერთგვარი ინსტიტუციური მექანიზმი, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს დემოკრატია.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
7
Q

რა არის რეფერენდუმი ?

A

რეფერენდუმი არის ხალხის მიერ უშუალოდ, პირდაპირ გადაწყვეტილების მიღება საყოველთაო-სახალხო კენჭისყრის გზით. განასხვავებენ საერთოეროვნულ და ადგილობრივ, კონსტიტუციურ და საკანონმდებლო, სავალდებულო და ფაკულტატურ, იმპერატიულ და საკონსტულტაციო, პეტიციურ, კანონის მიმღებ ან უარმყოფ რეფერენდუმის სახეებს. რეფერენდუმის ჩატარება ეფუძნება არჩევნების ფუნდამენტურ პრინციპებს. მის ლეგიტიმაციას/ნამდვილობას განაპირობებს მონაწილეთა აბსოლუტური ან კვალიფიციური უმრავლესობა.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
8
Q

რა არის პლებისციტი ?

A

პლებისციტი არის ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პლებისციტისა და რეფერენდუმის მიზანიც იდენტურია - ხალხის ნების გარკვევა. განსხვავება კი ის არის, რომ პლებისციტი რეგიონული და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებს ეხება. თუ რეფერენდუმის შესრულება ხელისუფლებისთვის სავალდებულოა, მაშინ პლებისციტს აქვს სარეკომენდაციო ხასიათი.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
9
Q

რა არის სახახლხო საკანონმდებლო ინიციატივა ?

A

სახალხო საკანონმდებლო ინიციატივას რაც შეეხება, ესაა შესაძლებლობა, ამომრჩეველთა გარკვეულმა რაოდენობამ მოახდინოს კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტის მიზნით კანონპროექტის ინიცირება. საბოლოო საკითხი კი უნდა გადაწყვიტოს პარლამენტმა.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
10
Q

დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისთვის კიდევ რომელი უმთავრესი პირობები არსებობს ?

A

დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისთვის უმთავრესი პირობაა ასევე პოლიტიკური პლურალიზმი და ლიბერალიზმი, რომელთა უმთავრესი პრინციპია ადამიანის შესაძლებლობა, არჩევანი გააკეთოს რამდენიმე რეალურ შესაძლებლობას შორის და ჰქონდეს სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სათანადო განათლება და ინფორმირებულობა, რასაც დემოკრატია მოითხოვს.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
11
Q

ილაპარაკე პარტიულ პრურალიზმე.

A

პარტიული პლურალიზმიც, როგორც უკვე დასახელებული პრინციპები, დემოკრატიის ქმედითობის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა. დემოკრატიულ სახელმწიფოში უნდა არსებობდეს განსხვავებული პოლიტიკური სუბიექტები, რომლებმაც ადამიანისა და საზოგადოების კონცეფციას ფორმა უნდა შესძინოს და იბრძოლოს იმისთვის, რომ ამომრჩეველთა ინტერესების მოპყრობით მოიპოვოს ხელისუფლება.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
12
Q

ისაუბრეთ გამოხატვის თავისუფლებაზე.

A

არ უნდა გამოგვრჩეს გამოხატვის თავისუფლება, რაც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია. მის გარეშე შეუძლებელია ადამიანის თვითრეალიზაცია. ის ქმნის საზოგადოებაში დემოკრატიული ღირებულებების გაზიარების პერსპექტივას. თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და სწორედ ეს ქმნის შანსს მრავალფეროვნებისა და, მაშასადამე, პროგრესისთვის. მაშასადამე, გამოხატვის თავისუფლება სასიცოცხლოდ აუცილებელია და არსებითად განმსაზღვრელია ადამიანის თავისუფლების, თვითმყოფადობის, განვითარებისა და თვითრეალიზაციისათვის.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
13
Q

ისაუბრეთ ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე.

A

მნიშვნელოვანია ხელისუფლების დანაწილების პრინციპის როლის ხაზგასმა დემოკრატიულ სახელმწიფოში. აუცილებელია, სახელმწიფოში შეიქმნას სამართლებრივი ბერკეტები, რომლებიც ხელს შეუშლის ძალაუფლების თანმდევ მანკიერებებს(ბოროტად ან გადამეტებით გამოყენებას). ხელისუფლება შებოჭილი უნდა იყოს ხალხის ხელშივე არსებული კონტროლის ეფექტური მექანიზმებით, რომლის ნათელი მაგალითი სწორედ ხელისუფლების დანაწილების პრინციპია. პოლიბიოსის აზრით, ხელისუფლება იმგვარად უნდა იყოს დაყოფილი, რომ მისმა შემადგენელმა არც ერთმა ნაწილმა არ გადააჭარბოს სხვას.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
14
Q

ხელისუფლების დანაწილების პრინცპის ფუძემდებლები ვინები არიან ?

A

ამ პრინციპის კლასიკური თეორიის ფუძემდებლები არიან ლოკი და მონტესკიე, რომლებიც ხელისუფლებას სამ ძირითად შტოდ ყოფენ: საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
15
Q

რას მოითხოვს ხელისუფლების დანაწილების პრინციპი ?

A

ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, ერთი მხრივ, მოითხოვს ხელისუფლების შტოთა ერთმანეთისგან დამოუკიდებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, მათ ურთიერთკონტროლსა და გაწონასწორებას. მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობაც. აქვე უნდა დავამატოთ, რომ ხელისუფლებათა შტოების დამოუკიდებლობის მოთხოვნის ფარგლებში სასამართლოს არ აქვს უფლება, ჩაანაცვლოს საკანონმდებლო ან აღმასრულებელი ხელისუფლება, გადაწყვიტოს მათი კომპეტენციისთვის განკუთვნილი საკითხები.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
16
Q

რა არის უმნიშვნელოვანესი საზომი სამართლიანობისა და დემოკრატიისა ?

A

ამ ყველაფერთან ერთად არ უნდა გამოგტოვოთ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი, რომელიც უმნიშვნელოვანესი საზომია სამართლიანობისა და დემოკრატიისა. ის ემსახურება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფას, ანუ ამა თუ იმ სფეროში ადამიანთა თვითრეალიზაციისთვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობა არის ფუნდამენტური ღირებულება და კონსტიტუციური პრინციპი. მისი არარსებობის შემთხვევაში შეუძლებელია დემოკრატიის არსებობაზე საუბარი.