შფოთვით-ფობიკური აშლილობები Flashcards

1
Q

რა მსგავსება და განსხვავებაა გშას და ფობიკური აშლილობებს შორის?

A

შფოთვით-ფობიკურ აშლილობას, ძირითადათ, იგივე
სიმპტომები გააჩნია, რაც გენერალიზებულ შფოთვით
აშლილობას, მაგრამ ეს სიმპტომები მხოლოდ გარკვეულ ვითარებაში იჩენს თავს.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
2
Q

ფობიკური აშლილობის 2 თვისება:

A
  • ადამიანი თავს არიდებს ვითარებებს, რომლებიც შფოთვის პროვოცირებას იწვევს და
  • განიცდის ანტიციპატორულ შფოთვას, როდესაც არსებობს ასეთ ვითარებაში აღმოჩენის პერსპექტივა.
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
3
Q

შფოთვის გამომწვევი ვითარებები შეიძლება დაჯგუფდეს:

A
  • სიტუაციებად (მაგ., ხალხმრავალი ადგილები),
  • `ობიექტებად~ (ცოცხალი არსებები; მაგ., ობობები) და
  • ბუნებრივ მოვლენებად (მაგ., ჭექა-ქუხილი).
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
4
Q

რა და რა სახის ფობიკურ სინდრომს განასხვავებენ ერთმანეთისგან?(დსმშიც და აისიდიშიც)

A
  • სპეციფიკური ფობია,
  • სოციალური ფობია
  • აგორაფობია.
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
5
Q

სპეციფიკური ფობიისას ადამიანს არაადექვატური შფოთვა უჩნდება…

A

კონკრეტულ, გარკვეულ ობიექტების დანახვისას

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
6
Q

როგორი შფოთვაა კიდევ გავრცელებული ფობიკური აშლილობისას?

A

ანტიციპატორული

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
7
Q

დსმის მიხედვით სპეციფიკური ფობიის 4 ტიპია:

A
  1. ცხოველებთან
  2. ბუნებრივ მოვლენებთან
  3. სისხლთან, ინექციასთან და ფიზიკურ დაზიანებასთან
  4. სიტუაციებთან და სხვა მაპროვოცირებელ ფაქტორებთან. ამ ჯგუფს მიეკუთვნება სტომატოლოგიური და სამედიცინო სიტუაციების შიში და, აგრეთვე, გაგუდვის შიში.
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
8
Q

სხვა ფობიკური აშლილობებისგან გასხვავებით როგორი ვეგეტატური რეაქცია ახასიათებს სისხლისა და ფიზიკური დაზიანების ფობიას?

A

პირველად ტაქიკარდიას მოსდევს ისეთი ვაზოვაგალური რეაქციები, როგორიცაა ბრადიკარდია, გაფითრება, თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება და ზოგჯერ გულის წასვლა. ვაზოვაგალური სინკოპე

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
9
Q

რა ტიპისაა ფობია, როდესაც ადამიანს გადაყლაპვის დროს ეშინია გაგუდვის?

A

გაგუდვის ფობია

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
10
Q

რისი მეშვეობით ხდება გაგუდვის მკურნალობა?

A

დესენსიტიზაცია

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
11
Q

რა ეწოდება ფობიას, როდესაც ადამიანს აწუხებს შემაშფოთებელი აზრები იმის თაობაზე, რომ შეიძლება ავთვისებიანი სიმსივნე, ვენერიული დაავადება ან რაიმე სხვა სჭირდეს?

A

ავადმყოფობია ფობია

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
12
Q

ბოდვითი იდეებისგან გასხნავევბით ავადმყოფობის ფობიის მქონე პაციანტები…

A

აცნობიერებენ, რომ მათი აზრები ირაციონალურია

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
13
Q

ოკასგან განსხვავებით ავადმყოფობის ფობიის მქონე ადამიანები…

A

არ უწევენ წინააღმდეგობას ასეთ აზრებს

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
14
Q

თუ პაციენტი დარწმუნებულია, რომ მას რაიმე დაავადება აქვს, ასეთი მდგომარეობა კლასიფიცირდება, როგორც…

A

იპოქონდრია

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
15
Q

სქესის მიხედვით სპეციფიკური ფობიის გავრცელების სიხშირე(დსმ3)

A

მამაკაცები 4%

ქალები 13%

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
16
Q

ერთი წლის მანძილზე ფობიების გავრცელების საერთო მაჩვენებელია:

A

4,4%

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
17
Q

რომელის სპეციფიკური ფობიების დებიუტის ასაკი?

A

ბავშვობის ხანა:

  • ცხოველიბის ფობია დაახლოებით 7 წლის ასაკში ვითარდება,
  • სისხლის ფობია _ 9 წლის ასაკში, ხოლო სტომატოლოგიური მკურნალობის ფობია _ 12 წლის ასაკში
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
18
Q

ზრდასრულობის ასაკის სპეციფიკური ფობიების უმეტესობა…

A

ბავშვობაში ძეძენილ ფობიებს წარმოადგენს

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
19
Q

სპეციფიკური ფობიის გენეტიკური ფაქტორები:

A
  • სპეციფიკური ფობიის მქონე ადამიანების პირველი რიგის ნათესავების 31%- ს სპეციფიკური ფობიები აღენიშნება.
  • ზომიერი გენეტიკური მოწყვლადობა
    კომბინირებულია ფობიასთან დაკავშირებულ სტრესულ მოვლენასთან
    -გენეტიკური მოწყვლადობა შეიძლება გულისხმობდეს განსხვავებებს შიშის განპირობების სიძლიერეში, რომელთან დაკავშირებითაც მემკვიდრეობითობის ფაქტორი დაახლოებით 40%-ს განსაზღვრავს
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
20
Q

ფობიკური აშლილობები და ფსიქოანალიტიკური თეორიები:

A

ფობიები დაკავშირებულია არა თვალსაჩინო გარე სტიმულთან, არამედ შფოთვის შინაგან წყაროსთან, რომელიც განდევნილია ცნობიერებიდან რეპრესიის გზით და მიბმულია გარე ობიექტზე ჩანაცვლების მეშვეობით.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
21
Q

სპეციფიკური ფობია განპირობების თეორია და კოგნიტური თეორია:

A

სპეციფიკური ფობიები ასოციაციური დასწავლის შედეგად აღმოცენდება. ზრდასრულ ცხოვრებაში ამ გზით ფობიების აღმოცენება იშვიათია
და, ძირითადად, ძლიერი სტრესული გამოცდილებით არის განპირობებული. ზოგიერთი სპეციფიკური ფობია შეიძლება სხვის რეაქციებზე დაკვირვების შედეგად იქნეს დასწავლილი.
კოგნიტური ფაქტორები ხელს უწყობს შიშის შენარჩუნებას, განსაკუთრებით, ფობიკური
სტიმულებისათვის სელექციურად ყურადღების მიქცევას და ასეთი სტიმულების შიშის შემცველ ანტიციპაციას.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
22
Q

რომელი ტერმინი აღნიშნავს გარკვეულ სტიმულებზე პერსისტენტული შიშის რეაქციების განვითარების თანდაყოლილ პრედისპოზიციას?

A

დასწავლისთვის მზაობა

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
23
Q

სპეციფიკური ფობიის ცერებრული ლოკალიზაცია:

A

როდესაც სპეციფიკური ფობიის
მქონე ადამიანები ფობიის შესატყვისი სტიმულების
ზემოქმედებას განიცდიან, მათ ძლიერი შიშის რეაქცია
უჩნდებათ, რომელსაც თან სდევს ამიგდალას, ჰიპოკამპუსის უბნის და წინა სარტყლისებრი ქერქის აქტივაციის გაზრდა

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
24
Q

სპეციფიკური ფობია დოფ. დიაგნოზი:

A
  • დეპრესია

- ოკა

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
25
Q

სპეციფიკური ფობია პროგნოზი:

A

კლინიკური გამოცდილების თანახმად, ბავშვობაში აღმოცენებული სპეციფიკური ფობიები მრავალი წლის მანძილზე ნარჩუნდება, ხოლო ზრდასრულ ასაკში სტრესული სიტუაციებით გამოწვეულ სპეციფიკურ ფობიებს უკეთესი პროგნოზი უკავშირდება.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
26
Q

სპეციფიკური ფობიის მკურნალობა:

A
  • ბიჰევიორალური თერაპიის ექსპოზიციური ფორმა

- მედიკამენტური: მცირე დოზით ბენზოდიაზეპინები

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
27
Q

აშლილობა, რომლის დროსაც პიროვნებას სოციალურს სიტუაციებში არაადექვატური შფოთვა ეუფლება…

A

სოციალური ფობია

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
28
Q

რა განცდა აქვს სოციალური ფობიის მქონე პიროვნებას სოციალურ სიტუაციებში და რითი ცდილობს შფოთვის შემსუბუქებას?

A

მას ისეთი განცდა აქვს, რომ სხვები აკვირდებიან და აკრიტიკებენ მას. სოციალური ფობიის მქონე ადამიანები ცდილობენ თავი აარიდონ ასეთ სიტუაციებს და თუ ამას ვერ ახერხებენ, ბოლომდე არ ერთვებიან სიტუაციაში

29
Q

რომელი სიტუაციები მიეკუთვნება სოციალური შფოთვის გამომწვევ სიტუაციებს?

A

შფოთვის გამომწვევ სიტუაციებს მიეკუთვნება რესტორნები, სასადილოები, წვეულებები, სემინარები, სხდომები და სხვა ღონისძიებები

30
Q

ზოგიერთი პაციენტი შფოთვას მრავალ განსხვავებულ

სიტუაციაში განიცდის, ასეთ ფობიას ეწოდება?

A

გენერალიზებული სოციალური ფობია

31
Q

განსაკუთრებით ხშირად სოც. ფობიის მქონე პაციენტები უჩივიან…

A

უხერხულობისაგან გაწითლებას, ტრემორს

32
Q

სოციალური ფობიის მქონე ხშირად შეპყრობილნი არიან იდეით, რომ სხვა ადამიანები მათ კრიტიკული თვალით აკვირდებიან, გრძნობენ თუ არა ისინი ამ იდეის უსაფუძვლობას?

A

ისინი აცნობიერებენ ამგვარი მოსაზრების

უსაფუძვლობას.

33
Q

სოციალური ფობიის დროს კოგნიციები კონცენტრირებულია…

A

შიშზე, რომელიც სხვათა მიერ კრიტიკული შეფასების შესაძლებლობით არის გამოწვეული.

34
Q

რა სხვა პრობლემები ახლავს თან სოციალურ ფობიას?

A
  • ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება(პრედიქტორი)
  • დეპრესია
  • სუიციდის მცდელობა
35
Q

როდის იწყება ჩვეულებრივ სოციალური ფობია?

A

მოზარდობის ასაკში

36
Q

როგორ ვითარდება სოციალური ფობია?

A

პირველი ეპიზოდი თავს იჩენს საზოგადოებრივ ადგილას ყოფნისას, უმეტეს შემთხვევაში, ყოველგვარი თვალსაჩინო მიზეზის გარეშე. მოგვიანებით შფოთვა ამის მსგავს სიტუაციებშიც აღმოცენდება. შფოთვის განცდის ეპიზოდები თანდათანობით უფრო მწვავდება და პიროვნება სულ უფრო ხშირად არიდებს თავს ამგვარ სიტუაციებს.

37
Q

ექსკრეციის ფობია:

A

ასეთი ფობიის დროს ადამიანებს საზოგადოებრივ ტუალეტში შფოთვა ეწყებათ და ამის გამო ვერ ახერხებენ მოშარდვას, ან მოშარდვის ხშირი
შფოთვით-ფობიკური აშლილობები მოთხოვნილების გამო შარდის შეუკავებლობის შიში უჩნდებათ. ექსკრეციის ფობიის მქონე ადამიანები ცდილობენ
ტუალეტისაგან ახლოს იმყოფებოდნენ.

38
Q

ზოგიერთ პაციენტს ეშინია, რომ საზოგადოებრივ ადგილას გული აერიოს… ეს არის … მაგალითი

A

გულისრევის ფობიის

39
Q

სოციალური ფობია და დიფ. დიაგნოზი

A
  • აგორაფობია და პანიკური აშლილობა
  • გშა და დეპრესია
  • შიზოფრენია
  • სხეულის დისმორფული აშლილობა
  • აცილებადი პიროვნული აშლილობა
  • სოც. უნარ-ჩვევების ნაკლებობა
  • ნორმალური სიმორცხვე
40
Q

რისი მიხედვით უნდა განვასხვავოთ გშა სოციალური ფობიისგან?

A

იმ სიტუაციების დადგენით, რომლებშიც შფოთვა იჩენს თავს

41
Q

სოციალური ფობია/შიზოფრენია

A

შიზოფრენიით დაავადებული ზოგიერთი
პაციენტი სოციალურ სიტუაციებს არიდებს თავს დევნის ბოდვითი იდეების გამო. მათგან განსხვავებით, სოციალური ფობიის მქონე ადამიანები (თუ ისინი შიშის გამომწვევ სიტუაციებში არ იმყოფებიან) აცნობიერებენ, რომ მათი შეხედულებები სიმართლეს არ შეესაბამება

42
Q

ბდდ/სოციალური ფობია

A

ბდდს მქონე ადამიანებიც შეიძლება თავს არიდებდნენ სოციალურ სიტუაციებს.

43
Q

აცილებადი პირ. აშლილობა/ სოციალური ფობია

A

სოციალური ფობია უნდა განვასხვავოთ ისეთი პიროვნული აშლილობისაგან, რომლის დროსაც ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე სიმორცხვე და საკუთარ თავში დაურწმუნებლობა ახასიათებს. სოციალურ ფობიას მკვეთრად განსაზღვრული
დებიუტი და ხანმოკლე ავადმყოფობის ისტორია გააჩნია

44
Q

სოციალური ფობიის გავრცელების სიხშირე…

A

ერთი წლის მანძილზე სოციალური
ფობიის გავრცელების სიხშირე 7.4%-ს შეადგენდა.
კლინიკურად მნიშვნელოვანი კრიტერიუმის გამოყენებისას ამ მაჩვენებელმა 18-54 წლის ადამიანებთან 3.7%-მდე იკლო.

45
Q

სქესი და სოც. ფობია

A

სოციალური ფობიების გავრცელების სიხშირე იმ
მამაკაცებთან და ქალებთან, რომლებიც სამედიცინო დახმარებისათვის ექიმებს მიმართავენ, თითქმის ერთნაირია, თუმცა, საზოგადოებრივი გამოკითხვებისას ის ქალებთან ოდნავ უფრო ხშირად ფიქსირდება, ვიდრე მამაკაცებთან

46
Q

სოციალური ფობია და გენეტიკური ფაქტორები

A
  • სოციალური ფობია (მაგრამ არა სხვა
    შფოთვითი აშლილობები) უფრო ხშირად გვხვდება
    ასეთი ფობიის მქონე ადამიანების ნათესავებთან, ვიდრე ზოგად პოპულაციაში.
  • სოციალური ფობია უფრო ხშირია გენერალიზებული სოციალური ფობიის მქონე პრობანდების პირველი რიგის ნათესავებთან, ვიდრე არაგენერალიზებული სოციალური ფობიის მქონე პრობანდების პირველი რიგის ნათესავებთან.
  • მოდელი: ზომიერი გენეტიკური ზეგავლენა, რომელიც ვარიაბელობის ერთ მესამედზე ნაკლებს
    განაპირობებს, ურთიერთქმედებაში იმყოფება არასპეციფიკურ გარემო ფაქტორებთან
47
Q

სოციალური ფობია - განპირობება

A

სოციალური ფობიების უმრავლესობა იწყება შფოთვის
უეცარი ეპიზოდით ისეთ ვითარებებში, რომლებიც ფობიის გამომწვები ვითარებების მსგავსია. სავსებით შესაძლებელია, რომ ფობიკური სიმპტომების შემდგომი განვითარება, ნაწილობრივ, განპირობების მეშვეობით ხდება

48
Q

სოციალური ფობიის მქონე პიროვნების სტილი:

A

“ნეგატიური შეფასების შიში”–>
წ სოციალური ქცევის მეტისმეტად მაღალი სტანდარტები
წ უარყოფითი შეხედულება საკუთარ თავზე. მაგ., მე მოსაწყენი ადამიანი ვარ.~ წ სოციალურ სიტუაციებში საკუთარი ქცევის გადაჭარბებული კონტროლი წ მე~-ს შესახებ ინტრუზიული, ნეგატიური წარმოდგენები, რომლებსაც ადამიანი სხვას მიაწერსს.

49
Q

როგორ ქცევებს მიმართავენ ხოლმე სოციალური ფობიის მქონე ადამიანები?

A

“უსაფრთხო ქცევებს”

50
Q

ტვინი და სოციალური ფობია:

A

ანტიციპატორული შფოთვის დროს, გაძლიერებულია სისხლის მიმოქცევა მარჯვენა დორსოლატერალურ პრეფრონტალურ კორტექსტში, მარცხენა ქვედა საფეთქლის წილის ქერქში და მარცხენა ჰიპოკამპისა და ამიგდალას უბანში. აქტივაციის ეს პატერნი იგივეა, რაც ჯანსაღ ადამიანთან მოლოდინის შფოთვის დროს დადგენილი პატერნი

51
Q

რამდენ ხანს გრძელდება სოციალური ფობია საშუალოდ?

A

20-25 წელი

52
Q

განზრახ თვითდაზიანების პროცენტული მაჩვენებელი სოც ფობიიის დროს იზრდება…

A

კომორბიდული აშლილობების არსებობისას

53
Q

მკურნალობის სტრატეგიები სოც ფობიის დროს:

A
  • კბთ(ექსპოზიციურიც)
  • ტრენინგი რელაქსაციაში
  • დინამიური ფსიქოთერპია???
  • მედიკამენტური მკურნალობა: სეროტონინის უკუმიტაცების სელეციური ინჰიბიტორები - ფლუოქსოტენი, პაროქსეტინი, სერტრალინი
54
Q

რა სიტუაციებში განიცდიან აგორაფობიის მქონე პაციენტები შფოთვას?

A

სახლისგან მოშორებით ყოფნისას, ხალხმრავალ ადგილას ან ისეთ სიტუაციაში აღმოჩენისას, რომელსაც თავს იოლად ვერ დააღწევენ. ისინი თავს არიდებენ ასეთ ვითარებებს და მათი ანტიციპაციისას შფოთვა ან სხვა სახის სიმპტომები აღენიშნებათ

55
Q

რომელი ორი სიმპტომია ყველაზე დამახასიათებელი და მნიშვნელოვანი აგორაფობიის დროს?

A
  1. პანიკის შეტევები, რომლებიც აღმოცენდება სპონტანურად ან როგორც რეაქცია გარე სტიმულებზე.
  2. შფოთვის გამომწვევი კოგნიციები გულის წასვლის ან საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვის შესახებ.
56
Q

ისეთი შემთხვევები, როდესაც პაციენტს ოთხი კვირის
განმავლობაში ოთხზე მეტი პანიკის შეტევა აღენიშნება,
DშM-IV-ში კლასიფიცირებულია, როგორც

A

პანიკური შეტევა

57
Q

რა სამი ძირითადი თემის გარშემო ერთიანდება აგორაფიის დროს შფოთვისა და განრიდების რეაქციების მაპროვოცირებელი სიტუაციები?

A

სახლისაგან მოშორებით ყოფნა(“დიასახლისის სახლზე მიჯაჭვულობის სინდრომი”),
ხალხმრავალი ადგილები და ადგილები, სადაც გადაადგილება შეზღუდულია

58
Q

აგორაფობია და ანტიციპატორული შფოთვა

A

მოლოდინის შფოთვა გავრცელებულ მოვლენას წარმოადგენს. მძიმე შემთხვევებში, პიროვნებას შფოთვა რამდენიმე საათით ადრე ეწყება, ვიდრე იგი მისთვის საფრთხის შემცველ სიტუაციაში მოხვდება. ეს კიდევ უფრო აძლიერებს პაციენტის დისტრესს

59
Q

აგორაფობია და დეპრესიული სიმპტომები

A

ანტიციპატორული შფოთვის დროს პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ დეპრესიული სიმპტომები. ასეთი სიმპტომები ზოგჯერ შფოთვისა და განრიდების გამო ნორმალური ცხოვრების წესის შეზღუდვით არის გამოწვეული, ზოგ შემთხვევაში კი თავად აშლილობის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს (ისევე, როგორც სხვა შფოთვითი აშლილობების დროს). ამ დროს პაციენტებს შეიძლება მძიმე დეპერსონალიზაციაც
აღენიშნებოდეთ.

60
Q

აგორაფობიის დებიუტის ასაკი:

A

უმეტეს შემთხვევებში აგორაფობია 20-დან 25 წლამდე ასაკში იწყება. ასევე ხშირია მისი გამოვლენა 35 წლის ასაკში. ანუ, ის უფრო გვიან ვითარდება ვიდრე მარტივი ფობიები (ბავშვობაში) ან სოციალური ფობიები(უმეტესად მოზარდობის პერიოდში).

61
Q

აგორაფობია მიმდინარეობა:

A
  • პანიკური შეტევა საზოგადოებრივ ადგილას
  • შფოთვა და განრიდება გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში, ჩვევაში უყალიბდება
  • ის დამოკიდებული ხდება ოჯახის წევრებზე
62
Q

აგორაფობიის კლასიფიკაცია დსმში და აისიდიში

A

IჩD-10-ის მიხედვით, მდგომარეობები, რომელთა დროსაც ორივე ჯგუფის კრიტერიუმებია წამოდგენილი, დიაგნოსტირდება როგორც აგორაფობია, DშM-IV-ში კი ასეთი მდგომარეობები
დიაგნოსტირებულია, როგორც პანიკური აშლილობა
აგორაფობიასთან ერთად. შესაბამისად, ამ კლასიფიკაციაში გამოყოფილია ცალკე კატეგორია _ აგორაფობია პანიკის შეტევების გარეშე. კიდევ ერთი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ IჩD-10-ის კრიტერიუმების მიხედვით გადამწყვეტი მნიშველობა შფოთვის სიმპტომების არსებობას ენიჭება.

63
Q

აგორაფობია დიფ. დიაგნოზი

A
  • სოციალური ფობია
  • გშა
  • პანიკური აშლილობა
  • დეპრესიული აშლილობა
  • პარანოიდული აშლილობა
64
Q

აგორაფობია - ეპიდემიოლოგია

A

აგორაფობიის (პანიკის შეტევების გარეშე) გავრცელების პროცენტული მაჩვენებელი ერთი წლის მანძილზე შეადგენდა მამაკაცებთან 1.7%-ს და ქალებთან 3.8%-ს, ხოლო მთელი ცხოვრების მანძილზე დაახლოებით 6-10%-ს

65
Q

აგორაფობიის დებიუტის თეორიები:

A
  1. კოგნიტური ჰიპოთეზა - შფოთვა მაშინ ვითარდება, როდესაც პიროვნებას უსაფუძვლოდ ეშინია
    სიტუაციის ზოგიერთი ასპექტის ან გარკვეული სომატური სიმპტომების, რომლებიც ამ სიტუაციაში უჩნდება
  2. ბიოლოგიური თეორიები-პრედისპოზიცია
  3. ფსიქოანალიტიკური- ინიციალური შფოთვა გამოწვეულია არაცნობიერი ფსიქიკური კონფლიქტებით, რომლებიც პიროვნებისათვის მიუღებელ სექსუალურ ან აგრესიულ იმპულსებთან არის დაკავშირებული. ასეთი იმპულსების აღმოცენებას არაპირდაპირი გზით ბიძგს აძლევს საწყისი სიტუაცია.
66
Q

აგორაფობიის გავრცელების და შენარჩუნების თეორიები:

A
  1. დასწავლის თეორიები
  2. პიროვნული თვისებები - სხვებზე დამოკიდებული, პრობლემებისგან თავს იცილებენ
  3. ოჯახის გავლენა - გადამეტებული მზრუნველობა
67
Q

აგორაფობია პროგნოზი:

A

ზოგჯერ აგორაფობია მალევე იკურნება, თუმცა, თუ ის ერთი წლის მანძილზე შენარჩუნდა, ჩვეულებრივ, შემდეგი ხუთი წლის მანძილზეც განაგრძობს არსებობას. ქრონიკული აგორაფობიის დროს ხშირია დეპრესიის ეპიზოდები.

68
Q

agorafobia - mkurnaloba:

A
  • ექსპოზიციური თერაპია+კარგი გარემო პირობები
  • კბთ
  • მედიკამენტური: ანქსიოლიზური, ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სეექციური ინჰიბიტორები, მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები