გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა Flashcards

1
Q

რითი განსხვავდება გშა ფობიკური აშლილობებისგან?

A

სიმპტომები პერსისტენტულია და მათი გამოვლენა არ არის ასოცირებული რაიმე კონკრეტულ ვითარებასთან

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
2
Q

გშა დამახასიათებელი ნიშან-თვისებები:

A
  • წუხილი და ცუდი წინათგრძნობა - ყოვლისმომცველი, ძნელი გასაკონტროლებელი
  • ფსიქოლოგიური აგზნება - გაღიზიანებადობა, სუსტი კონცენტრაცია, ხმაურისადმი სენსიტიურობა
  • ვეგეტატიური ჰიპერაქტივობა - სომატური სიმპტომები
  • კუნთების დაძაბულობა
  • ჰიპერვენტილაცია
  • ძილის დარღვევები- ჩაძინებასთან დაკავშირებული
  • სხვ. დაღლილობა, დეპრესიული, ობსესიური სიმპტომები, დეპერსონალიზაცია
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
3
Q

როგორ ვლინდება ფსიქოლოგიური აგზნება გშას დროს?

A

შეიძლება გამოიხატებოდეს
გაღიზიანებადობაში, სუსტ კონცენტრაციასა
და ხმაურის მიმართ სენსიტიურობაში. ზოგიერთი პაციენტი
მეხსიერების გაუარესებას უჩივის, რაც სინამდვილეში
ყურადღების სუსტი კონცენტრაციით არის განპირობებული.
თუ მეხსიერების გაუარესებას რეალურად
აქვს ადგილი, აუცილებელია მისი გამომწვევი მიზეზების
(შფოთვისგან განსხვავებული მიზეზების) გულდასმით
გამოკვლევა.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
4
Q

როგორ ვლინდება ვეგეტატიური აგზნება გშას დროს?

A

ყველაზე უფრო
ხშირი სომატური სიმპტომებია ოფლიანობა, გულის
ცემის აჩქარება, პირის სიმშრალე, ეპიგასტრული დისკომფორტი
და თავბრუსხვევა.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
5
Q

როგორ შეიძლება განიცდებოდეს კუნთების დაძაბულობა გშას დროს?

A

შეიძლება განიცდებოდეს,
როგორც მოუსვენრობა, კანკალი, მოდუნების
უუნარობა და, ასევე, მხრების, ზურგისა და თავის
ტკივილი (ჩვეულებრივ ბილატერალურ და ფრონტალურ
ან ოსიპიტალურ ნაწილში).

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
6
Q

რა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერვენტილაციამ გშას დროს?

A

შეიძლება გამოიწვიოს
თავბრუსხვევა, კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნება და (რაც
არ უნდა პარადოქსული იყოს) სუნთქვის გაძნელების ანუ
ქოშინის შეგრძნება.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
7
Q

როგორია ძილის დარღვევები გშას დროს?

A

მოიცავს ჩაძინებას-
თან დაკავშირებულ პრობლემებს და პერსისტენტულ
შემაწუხებელ ფიქრებს. ძილს ხშირად წყვეტილი, არაჯანსაღი
ხასიათი აქვს და უსიამოვნო სიზმრები სდევს თან.
ზოგიერთ პაციენტებს აწუხებს ღამის შიშები, რომელთა
დროსაც მათ უეცრად, ძლიერი შფოთვის შეგრძნებით
ეღვიძებათ. დილით ადრე გაღვიძება არ არის დამახასიათებელი
გენერალიზებული შფოთვითი აშილობისათვის
და უფრო დეპრესიულ აშლილობაზე მიუთითებს

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
8
Q

გშას გარეგნული ნიშნები(კლინიკური სურათი):

A

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დროს ადამიანს სახე დაძაბული აქვს, შუბლი შეჭმუხნული და მთლიანად პოზაც დაძაბულია. ადამიანი მოუსვენრად გრძნობს თავს და შეიძლება კანკალებდეს. დამახასიათებელია კანის სიფერმკრთალე და ოფლიანობა (განსაკუთრებით ხელების,ფეხებისა და იღლიების). ცრემლიანობა, რომელიც თავდაპირველად შეიძლება დეპრესიას მივაწეროთ, ზოგადად ცუდი წინათგრძნობის გამომხატველია.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
9
Q

მინიმუმ რამდენი ხანი უნდა გრძელდებოდეს პაციენტის სიმპტომები, რათა დაისვას გშას დიაგნოზი დსმს და აისიდის მიხედვით?

A

6 თვე

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
10
Q

რომელ აშლილობებთანაა კომორბიდული გშა?

A
  • დეპრესია

- დსმს მიხედვით, სხვა შფოთვით აშლილობებთან: სოციალური ფობია(23), მარტივი ფობია(21), პანიკური აშლილობა(11)

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
11
Q

გშა - დიფერენციალური დიაგნოზი უნდა გატარდეს:

A
  • დეპრესიულ აშლილობასთან
  • შიზოფრენია
  • დემენცია
  • ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება
  • სომატური დაავადებები: თირეოტოქსიკოზი, ფეოქრომოციტომა, ჰიპოგლიკემია
  • მეორადი შფოთვა სომატური დაავადებების
    სიმპტომების მიმართ
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
12
Q

გშა დიფ. დიაგნოზი დეპრესიასთან:

A

დიაგნოზის დასმა ხდება იმის საფუძველზე,
თუ ამ ორი ტიპის სიმპტომიდან რომელია უფრო მძიმეა და რა თანმიმდევრობით იჩენს თავს.შფოთვის მქონე პაციენტებს ყოველთვის გამოვკითხავთ
დეპრესიული აშლილობის სიმპტომების შესახებ (დეპრესიული და სუიციდური აზრების ჩათვლით). ხშირად, დეპრესიული აშლილობის დროს, პაციენტის მდგომარეობა ყველაზე მძიმე დილითაა და თუ შფოთვა, ამ პერიოდში, უფრო ძლიერად არის გამოხატული, ეს, სავარაუდოდ, დეპრესიულ აშლილობაზე მიუთითებს.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
13
Q

რომელი ტიპის დეპრესიულ აშლილობაში ერევათ ხშირად გშა?

A

აჟიტაციური ტიპის

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
14
Q

რამდენად ხშირია გშა?

A

შფოთვითი აშლილობის გავრცელების სიხშირე ერთი წლის მანძილზე, დაახლოებით, 3%-ს შეადგენს, ხოლო მთელი ცხოვრების მანძილზე _ 4-5%- ს.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
15
Q

რომელი სქესის წარმომადგენლებთან გვხვდება გშა უფრო ხშირად?

A

ქალებთან

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
16
Q

რა იწვევს გშას?(ზოგადად)

A

გენერალიზებულ შფოთვით აშლილობას იწვევს სტრესორების ზემოქმედება ისეთ პიროვნებაზე, რომელსაც გენეტიკური ფაქტორებისა და ბავშვობისდროინდელი გარემოს ზეგავლენის შედეგად შესაბამისი პრედისპოზიცია აქვს ჩამოყალიბებული.

17
Q

დეპრესიისგან განსხვავებით როგორ სტრესულ მოვლენებს უკავშირდება გშა?

A

შფოთვით აშლილობასთან უფრო მეტად დაკავშირებულია საშიშროების შემცველი სტრესული მოვლენები, ხოლო დეპრესიას უფრო დანაკარგთან დაკავშირებული მოვლენები იწვევს.

18
Q

რა აჩვენეს გშას გენეტიკურმა კვლევებმა?

A
  • გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
    უფრო ხშირად გვხვდება ამ აშლილობის მქონე
    პრობანდების პირველი რიგის ნათესავებთან, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის წევრების პირველი რიგის ნათესავებთან
  • შფოთვითი აშლილობის კონკორდანტობა უფრო მაღალია მონოზიგოტურ ტყუპებში დიზიგოტურთან შედარებით
  • ოჯახური აგრეგაცია მნიშვნელოვანწილად აიხსნება გენეტიკური ფაქტორებით. ასევე, მნიშვნელოვანია ის გარემო ფაქტორები, რომლებიც ტყუპებისათვის არ არის საერთო. რაც შეეხება ოჯახურ გარემოს _ მისი როლი დაუდგენელია
  • გარემოს ფაქტორები რაღაც სახით განსაზღვრავენ იმას, თუ როგორ გამოვლინდება თანდაყოლილი მოწყვლადობა
19
Q

ბრაუნის და ჰარისის კვლევა გშას და ადრეული გამოცდილების კავშირის შესახებ:

A

გამოკვლევა ჩატარდა 404 ქალზე, რომლებიც მუშათა
კლასს მიეკუთვნებოდნენ და დიდი ქალაქის შედარებით ღარიბ ნაწილში ცხოვრობდნენ. ადრეული უარყოფითი გამოცდილების შეფასება ხდებოდა მშობლების გულგრილი დამოკიდებულებისა და ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის
ფაქტების შესახებ პაციენტების მიერ მოწოდებული
ინფორმაციის საფუძველზე. ასეთი გამოცდილების მქონე ქალებში გაზრდილი იყო გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის (ასევე, აგორაფობიისა და დეპრესიული აშლილობის, მაგრამ არა მარტივი ფობიების) სიხშირის მაჩვენებელი.

20
Q

ფსიქოანალიტიკური თეორიების მიხედვით შფოთვის აღმოცენების მიზეზებია:

A

წ გარე სამყარო (რეალისტური შფოთვა)
წ იდ-ის ინსტინქტები, სიყვარულის, სიბრაზისა და სექსის ინსტინქტების ჩათვლით (ნევროტული შფოთვა)
წ სუპერეგო (მორალური შფოთვა)

21
Q

ბოულბის აზრით რატომ ითრგუნება ეგო იოლად გშას დროს?

A

ამ მარცხის გამომწვევი მიზეზებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი განშორება და დანაკარგია (Bოწლბყ, 1969). ნორმალურ ვითარებაში ბავშვები შფოთვის დაძლევას მოყვარულ მშობლებთან უსაფრთხო ურთიერთობების მეშვეობით ახერხებენ. თუ ბავშვი უსაფრთხო გარემოში არ იზრდება, ის, ზრდასრულ ასაკში, ადამიანებთან განშორებისას შფოთვისაკენ იქნება მიდრეკილი.

22
Q

რომელი კონფლიქტის გადაუჭრელობას მიიჩნევდა ფროიდი გშას გამომწვევ მიზეზად?

A

ოიდიპოსის კონფლიქტი - მამასთან მეტოქეობა - კასტრაციის შფოთვა

23
Q

განპირობების თეორიების მიხედვით გშა აღმოცენდება…

A

როდესაც პიროვნებას ახასიათებს თანდაყოლილი პრედისპოზიცია რეაქციისას ვეგეტატური ნერვული სისტემის ზედმეტად აქტივაციისადმი და როდესაც ხდება რეაქციის გენერალიზაცია. რეაქციის გენერალიზაციის საფუძველია წარსულში
ნეიტრალური ხასიათის სტიმულების შფოთვასთან
ასოცირება განპირობების მექანიზმის მეშვეობით.

24
Q

კოგნიტური თეორიების მიხედვით გშა აღმოცენდება:

A

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა აღმოცენდება პრობლემებზე არასაგნობრივი
წუხილისა და პოტენციურად საშიშროების შემცველ ვითარებებზე ყურადღების ფოკუსირებისაკენ
მიდრეკილების საფუძველზე.

25
Q

რომელ პიროვნულ თვისებასთანაა დაკავშირებული გშა?

A

ნევროტიზმთან

26
Q

ძირითადად რომელი პიროვნული აშლილობის დროს იჩენს ხოლმე თავს გშა?

A

შფოთვით-აცილებადი(შფოთვითი კატეგორიის პიროვნული აშლილობების დროს)

27
Q

რომელი ნეირობიოლოგიური მექანიზმები მონაწილეობენ გშა-ს დროს?

A

ის ნეირობიოლოგიური მექანიზმები, რომლებიც ახორციელებენ ნორმალური შფოთვის მედიაციას:

  • ამიგდალა
  • ჰიპოთალამუსი: აკავშირებს შიშის შემცველ მოგონებებს რელევანტურ აწმყო კონტექსტთან.
  • ნეიროტრანსმიტერები: ნორადრენერგული, სეროტონერგული, გამა-ამონოერბო მჟავის რეცეპტორები, ბენზოდიაზეპინები, კორტიკოტროპინის რელიზერი ჰორმონი
28
Q

გშას პროგნოზი:

A

ერთ-ერთი გამოკვლევის
მიხედვით, ასეთი პაციენტების 80%-ს შფოთვითი
აშლილობა სამი წლის შემდეგაც აღენიშნებოდათ. ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება
სამი წლის შემდეგ, თუმცა, შფოთვითი აშლილობის მქონე პაციენტების შესწავლამ აჩვენა, რომ ექვსი წლის განმავლობაში მათი ორი მესამედი განიკურნა ან მათი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა

29
Q

რომელი აშლილობის განვითარების რისკი იზრდება გშას დროს?

A

დიდი დეპრესიის

30
Q

გშა მკურნალობა:

A
  • კონსულტაციები:
  • რელაქსაციის ტრენინგები
  • კბთ
  • მედიკამენტური
31
Q

რა მედიკამენტები გამოიყენება გშას მკურნალობის დროს?

A

-ანქსიოლიზური პრეპარატები
- ბენზოდიაზეპინები: დიაზეპამი
- ბუსპირონი
-

32
Q

გშას დროს პლაცებოზე რეაგირების პროცენტული მაჩვენებელია:

A

40%

33
Q

გშა დიფ. დიაგნოზი:

A
  • დეპრესია
  • ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბოროტად გამოყენება
  • სომატური მიზეზები: თირეოტოქსიკოზი
34
Q

გშას მართვის საფეხურები:

A
  • დიაგნოზისა და კომორბიდობის შემოწმება
  • ხელშემწყობი ფსიქოსოციალური ფაქტორების შეფასება
  • გამოკვლევის შედეგების ახსნა და სავარაუდო მკურნალობის განმარტება
  • ფსიქოლოგიური ან სოციალური დახმარების შეთავაზება
  • მედიკამენტური მკურნალობა
  • მკურნალობის გეგმის განხილვა