ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა Flashcards

0
Q

ოკასთვის დამახასიათებელი ძირითადი სიმპტომებია:

A
ობსესიური აზროვნება, კომპულსიური ქცევა, სხვადასხვა ინტენსივობის შფოთვა, დეპრესია, დეპერსონალიზაცია
ობსესიური სიმპტომები
აზრები
აზროვნებითი ცოხნა
იმპულსები
`ფობიები~
კომპულსური რიტუალები
პათოლოგიური სინელე
შფოთვა
დეპრესია
დეპერსონალიზაცია
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
1
Q

რას წარმოადგენს ობსესიური აზრები?

A

სიტყვებს, იდეებსა და რწმენებს, რომლებიც პაციენტის ნებისგან დამოუკიდებლად , ნაძალადევად იჭრება ცნობიერებაში, თუმცა, მის მიერ აღიქმება , როგორც საკუთარი

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
2
Q

რა არის დამახასიათებელი ობსესიური სიმპტომებისათვის?

A

ერთდროულად ნაძალადეობის შინაგანი განცდისა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევის ძალისხმევის არსებობა

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
4
Q

რა და რა ფორმის შეიძლება იყოს ობსესიური აზრები?

A

შეიძლება ცალკეული სიტყვების, ფრაზების ან გარითმული ლექსის ფორმა, არსებობს ობსესიური ხატები - ეს ყველაფერი ხშირად ძალადობრივ და ზიზღისმომგვრელ, მკრეხელურ, ან უხამს ფორმას ატარებს

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
5
Q

azrovnebiTi ცოხვნა წარმოადგენს…

A

შინაგან დებატებს, რომელთა დროსაც დაუსრულებლად ხდება არგუმენტების
აწონ-დაწონვა, რაც ყოველდღიურ უმარტივეს ქმედებებზეც ვრცელდება.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
6
Q

ობსესიური ეჭვი დაკავშირებულია…

A

ქმედებებთან, რომლებიც შეიძლება არასწორად იყოს
შესრულებული ან არ იყოს დასრულებული (მაგ., გაზქურის გამორთვა ან კარის ჩაკეტვა), ზოგი კი ქმედებებთან, რომლებმაც შეიძლება ადამიანებს ზიანი მიაყენოს (მაგ.,ველოსიპედისტს თუ მანქანით გვერდზე ჩაუვლით, ის შეიძლება ველოსიპედიდან გადმოვარდეს). არის შემთხვევები, როდესაც ობსესიური ეჭვები რელიგიური კანონებისა
და რიტუალების შესაძლო დარღვევასთან არის დაკავშირებული (`სინდისის ქენჯნა~).

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
7
Q

ობსესიური იმპულსები…

A

წარმოადგენს ლტოლვას ისეთი ქმედებების განხორციელებისაკენ, რომლებსაც, ჩვეულებრივ,
ძალადობრივი ან სამარცხვინო ხასიათი აქვს
(მაგ., მანქანის წინ ჩახტომა, ბავშვისათვის ზიანის მიყენება ან ეკლესიაში ხმამაღლა ღვთისგმობა).

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
8
Q

ობსესიური რიტუალები…

A

-ფსიქიკური აქტივობები (მაგ., განსაკუთრებული ხერხით თვლა ან გარკვეული სიტყვების წარმოთქმა, რომლებსაც პიროვნება გამუდმებით იმეორებს)
-განმეორებადი, უაზრო ქცევები (მაგ., დღეში ოცჯერ ან მეტჯერ ხელის დაბანა).
-ზოგიერთი რიტუალის კავშირი მის წინმსწრებ
ობსესიურ აზრებთან სავსებით გასაგებია (მაგ., ხელების ხშირი დაბანა დაიმფიცირების შიშის შემცველი აზრებიდან მომდინარეობს),
-არსებობს რიტუალები, რომლებშიც ასეთი კავშირები ნათელი არ არის (მაგ., საგნების დალაგება რაიმე განსაკუთრებული პრიცნიპის მიხედვით).
ობსესიური რიტუალების მქონე პაციენტი ყოველთვის აცნობიერებს მათ ალოგიკურობას და, ჩვეულებრივ, ცდილობს არ გამომაჟღავნოს ისინი. ზოგიერთ მათგანს ეშინია, რომ ასეთი სიმპტომები გაგიჟების მომასწავებელია.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
9
Q

ობსესიური სინელე…

A

ობსესიური აზრები და რიტუალები, ნებისმიერ შემთხვევაში, იწვევს პიროვნების აქტივობის შენელებას

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
10
Q

ობსესიური ფობიები…

A

პაციენტს შეიძლება ობსესიური აზრები და კომპულსური რიტუალები განსაკუთრებით გაუძლიერდეს გარკვეულ სიტუაციებში აღმოჩენისას. მაგ., პაციენტს სხვა ადამიანებისათვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული ობსესიური აზრები შეიძლება გაუძლიერდეს სამზარეულოში ან ისეთ ადგილას ყოფნისას, სადაც დანები ინახება. დისტრესის გამო, პიროვნებამ (ფობიკური აშლილობის მქონე ადამიანების მსგავსად) შეიძლება თავი აარიდოს ამგვარ სიტუაციებს, რის გამოც ასეთ მდგომარეობას ობსესიური ფობია ეწოდება.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
11
Q

ობსესიურ პიროვნებებთან უფრო დიდია რომელი აშლილობის განვითარების რისკი?

A

უფრო დიდია დეპრესიის განვითარების

ალბათობა, ვიდრე ობსეისიურ-კომპულსური აშლილობისა

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
12
Q

ოკა და დიფ. დიაგნოზი

A
  • შფოთვითი აშლილობები
  • დეპრესია
  • შიზოფრენია/ბოდვა
  • ორგანული აშლილობები/ცერებრული დარღვევები
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
13
Q

ოკას გავრცელება…

A

ერთი წლის მანძილზე ობსესიურ-კომპულსური
აშლილობის გავრცელების მაჩვენებელი 2.1%-ს შეადგენს.
ისეთი ობსესიურ-კომპულსური აშლილობის გავრცელების
მაჩვენებელი, რომელიც არ არის კომორბიდული სხვა
შფოთვით აშლილობასთან _ 1.2 პროცენტია

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
14
Q

ოკა და სქესი…

A

ზოგად პოპულაციაში ქალების თანაფარდობა მამაკაცებთან
ცხოვრების მანძილზე გავრცელების სიხშირის
თვალსაზრისთ ცვალებადობს 1.2-დან (პუერტორიკო)
3.8-მდე (ახალი ზელანდია). თუმცა, ჰოსპიტალიზებულ
პაციენტებში თანაფარდობა ჩვეულებრივ ერთი ერთზეა.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
15
Q

ოკა და გენეტიკა

A

-ობსესიურკომპულსური აშლილობის მქონე პაციენტების მშობლების 5-7 პროცენტს იგივე დიაგნოზი დაუდგინგათ.
- ტყუპებზე ჩატარებული რამდენიმე გამოკვლევის
თანახმად, კონკორდანტობა მონოზიგოტურ ტყუპებში
უფრო მაღალია დიზიგოტურ ტყუპებთან შედარებით

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
16
Q

თავის ტვინის რომელ დაღვევებთან ასოცირდება ოკა?

A
  • ლეთარგიული ენცეფალიტი
  • ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი
  • სიდენჰამის ქორეა
  • სტრეპტოკოკული ინფექციები ბავშვებში - პანდასი
17
Q

რა აჩვენეს ოკას შემთხვევაში ნეიროვიზუალურმა გამოკვლევებმა?

A

თავის ტვინის რაიმე სტრუქტურული დაზიანება , რომელიც უშუალობ ოკასთვის იქნებოდა დამახასიათებელი არ არსებობს, თუმცა თავის ტვინის ფუნქციური ანომალიები აჩვენა. კერძოდ, მომატებულია აქტივობა ორბიტოფრონტალურ ქერქში, სარტყელისებრ ხვეულში, კუდიან ბირთვში და თალამუსის ნაწილებში
- პათოლოგიური სეროტონინერგული ფუნქცია

18
Q

ოკა და ადრეული გამოცდილება…

A

ბავშვს შეუძლია ობსესიურკომპულსური სიმპტომები დედისაგან, იმიტაციური დასწავლის გზით, გადაიღოს. - არ არის ზუსტად დადგენილი

19
Q

ფროიდი და ოკა…

A

ფროიდი (Fრეუდ, 1895ბ) თვლიდა, რომ ობსესიური სიმპტომები აგრესული ან სექსუალური ხასიათის არაცნობიერი იმპულსებით არის გამოწვეული.
ის მიიჩნევდა, რომ ასეთ სტიმულებს უკიდურესად ძლიერი
შფოთვის გამოწვევა შეუძლიათ, მაგრამ მისი შესუსტება
რეპრესიის დაცვითი მექანიზმის მოქმედებით და რეაქციის
ფორმირებით ხდება. ეს იდეა ასახავს ობსესიების მქონე
მრავალი პაციენტის სექსუალურ და აგრესიულ ფანტაზიებს
და მათ მიერ სექსუალური და აგრესიული იმპულსების
შეკავების ფაქტს. ფროიდი, ასევე, ვარაუდობდა, რომ
ობსესიური სიმპტომები მაშინ იჩენს თავს, როდესაც ხდება
რეგრესია განვითარების ანალურ სტადიაზე. რეგრესიის
მეშვეობით ადამიანი თავიდან იცილებს ისეთ იმპულსებს,
რომლებიც განვითარების შემდგომ სტადიებზე, კერძოდ
კი, გენიტალიურ სტადიაზე და ოიდიპოსის კომპლექსის
არსებობისას აღმოცენდება. ეს იდეა ასახავს ობსესიების
მქონე პაციენტების ექსკრეტორულ ფუნქციონირებასა და
დაბინძურებაზე ფიქსაციას.

20
Q

ოკა და დასწავლის თეორია…

A

დასწავლის თეორიის მიხედვით ობსესიურ-კომპულსური

აშლილობა ანომალიური დასწავლის შედეგად ვითარდება

21
Q

ოკა და კოგნიტური თეორია…

A

ახსნას საჭიროებს არა თავად აკვიატებული
აზრების არსებობა (ამგვარი აზრები დროგამოშვებით
ჯანმრთელ ადამიანებსაც ახასიათებთ _ იხ. ზემოთ),
არამედ ობსესიების მქონე პაციენტის უუნარობა აკონტროლოს ასეთი აზრები. სალკოვსკისი ვარაუდობდა, რომ ობსესიური აშლილობის მქონე ადამიანები აკვიატებულ აზრებზე ისე რეაგირებენ, თითქოს პირადად არიან პასუხისმგებელნი მათ შესაძლო შედეგებზე (მაგ., პასუხისმგებლობა სხვა ადამიანისათვის ზიანის მიყენებაზე). ასეთ პასუხისმგებლობის გრძნობას ადამიანი
მიჰყავს გამუდმებულ და გადაჭარბებულ მცდელობამდე
თავიდან აიცილოს აკვიატებული აზრები და მათი შესაძლო
შედეგები. ამისათვის იგი ითვისებს კომპულსურ ქცევებს,
დაისწავლის განრიდებას და გამუდმებით ითხოვს სხვისგან
დამშვიდებას.

22
Q

ოკას პროგნოზი უკეთესია, როდესაც:

A

(ა) ადგილი აქვს პრეციპიტატორულ, მაპროვოცირებელ მოვლენას
(ბ) პიროვნებას კარგი სოციალური და პროფესიული ადაპტაცია ახასიათებს,
(გ) სიმპტომებს ეპიზოდური ხასიათი აქვს

23
Q

ოკას პროგნოზი უარესია, როდესაც:

A

ა) სახეზეა პიროვნული აშლილობა,

ბ) ობსესიურ-კომპულსური აშლილობა ბავშვობის პერიდში განვითარდა

24
Q

ოკას პროგნოზი…

A

პაციენტების დაახლოებით ორ მესამედს ერთი წლის
თავზე გარკვეული გაუმჯობესება აღენიშნება. იმ
შემთხვევებიდან, რომლებიც ერთ წელზე დიდხანს
გასტანს, ზოგიერთის მიმდინარეობას ფლუქტუაციური
ხასიათი აქვს, ხოლო ზოგიერთისას _ ქრონიკული.

25
Q

ოკას კოგნიტურ-ბიჰევიორისტული მკურნალობის მეთოდები:

A

-ეს მეთოდებია რეაქციის პრევენცია და პაციენტზე ისეთი გარეგანი სტიმულებით ზემოქმედება, რომლებიც არსებულ სიმპტომებს აძლიერებს (ექსპოზიცია).
-კოგნიტური თერაპია მიმართულია ობსესიური აზრების
ჩახშობისა და თავიდან არიდების მცდელობების
შესუსტებაზე, რადგან ამგვარი მცდელობა უფრო მეტად
ზრდის მათ სიხშირეს.

26
Q

ოკას დროს ბიჰევიორალური თერაპია ნაკლებ ეფექტურია მაშინ, როდესაც…

A

ობსესიური აზრები რიტუალების გარეშე იჩენს თავს. მრავალი წლის მანძილზე იყენებდნენ `აზრის შეჩერების~ მეთოდს, თუმცა ზუსტად არ არის დადგენილი, გააჩნია თუ არა მას რაიმე სპეციფიკური ეფექტი.

27
Q

რატომ შეიძლება გააუარესოს დინამიურმა ფსიქოთერაპიამ ოკას მქონე ადამიანის მდგომარეობა?

A

რადგან ასეთი პროცედურები პაციენტში იწვევს მტკივნეულ და არაპროდუქტიულ აკვიატებულ მსჯელობას (`აზროვნებით ცოხნას~) ისეთი საკითხების შესახებ, რომელთა განხილვაც მკურნალობის პროცესში ხდება.

28
Q

ოკა და ნეიროქირურგია?!

A

ობსესიურ-კომპულსური აშლილობისას ნეიროქირურგიული ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ ისეთი ქრონიკული შემთხვევების დროს, რომლებიც წლების მანძილზე არ ექვემდებარება სხვა სახის მკურნალობას. ამიტომ, ოპერაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, პაციენტს საავადმყოფოში ან დღის სტაციონარში მინიმუმ ერთწლიანი ინტენსიური მკურნალობის კურსი უნდა ჩაუტარდეს (მედიკამეტური მკურნალობისა და ბიჰევიორული თერაპიის ჩათვლით).