კლასიფიკაცია Flashcards
კლასიფიკაციის რომელ სისტემაშია ოკა(ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა) ცალკე გამოყოფილი სხვა შფოთვითი აშლილობებისგან?
აისიდიში
რა წარმოადგენს შფოთვითი აშლილობების ძირითად ნიშან-თვისებას?
შფოთვის ისეთი სიმპტომები, რომლებიც თავის ტვინის ორგანული დაავადების ან სხვა ფსიქიკური აშლილობების გარეშე იჩენს თავს
როგორი ხასიათი აქვს შფოთვას გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დროს?
პერსისტენტული, თუმცა ის შეიძლება ცვალებადობდეს ინტენსივობის მიხედვით
როგორი ხასიათი აქვს შფოთვას ფობიკური აშლილობისას?
პერიოდული და გარკვეულ ვითარებებში აღმოცენდება
როგორი ხასიათი აქვს შფოთვას პანიკური აშლილობისას?
პერიოდული ხასიათი აქვს, თუმცა არ არის დაკავშირებული რაიმე კონკრეტულ ვითარებასთან
ვინ თქვა პირველად, რომ შფოთვითი აშლილობები უნდა გამოყოფილიყო გუნება-განწყობის აშლილობებისგან?
ზიგმუნდ ფროიდმა
რა უწოდა ფროიდმა შფოთვით აშლილობებს?
შფოთვით ნევროზებს
რა ორ ჯგუფად დაყო ფროიდმა შფოთვითი ნევროზები?
- შფოთვითი ნევროზები - შფოთვის ფსიქოლოგიური სიმპტომები აღენიშნებათ
- შფოთვითი ისტერია - შფოთვის ფიზიკური სიმპტომები და ფობიები აღენიშნებათ(აგორაფობია)
რა ორ ჯგუფად დაყო ფროიდმა ფობიები?
- ზოგადი - ისეთი მოვლენების, სიტუაციების და არსებების გაზვიადებული შიში, რომლებიც, ჩვეულებრივ, საშიშად აღიქმება
2, სპეციფიკური - ისეთი მოვლენების შიში, რომლებიც ჯანმრთელი ადამიანისთვის რეალურ საშიშროებას არ წარმოადგენს(გაშლილი სივრცის)
რა და რა აშლილობებად იყოფა დღესდღეობით ფობიკური აშლილობები?
- მარტივი
- სოციალური
- აგორაფობია
ფროიდის აზრით რა არის მსგავსება და განსხვავება შფოთვით და ოკა აშლილობებს შორის?
შფოთვა ძირითად პრობლემას წარმოადგენს ორივე შემთხვევაში და დამახასიათებელი სიმპტომები შფოთვის საწინააღმდეგო სხვადასხვა ტიპის დაცვის მექანიზმებითაა გამოწვეული
შფოთვის სიმპტომებია:
ფსიქოლოგიური აგზნება:საშიშროების მოლოდინი გაღიზიანებადობა სენსიტიურობა ხმაურის მიმართ მოუსვენრობა ცუდი კონცენტრაცია შემაწუხებელი აზრები ვეგეტატიური აგზნება: გასტროინტესტინური პირის სიმშრალე ყლაპვის გაძნელება ეპიგასტრული დისკომფორტი მეტეორიზმი ფაღარათი ანუ გახშირებული პერისტალტიკა რესპირატორული მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში ჩასუნთქვის გაძნელება კარდიოვასკულური გაძლიერებული გულისცემა დისკომფორტი გულმკერდის არეში მაჯის ამოვარდნის შეგრძნება გენიტო-ურინული ხშირი შარდვა ან შარდის ურგენტული შეუკავებლობა ერექციის დარღვევა მენსტრუალური დისკომფორტი ამენორეა
კუნთების დაძაბულობა:ტრემორი თავის ტკივილი კუნთების ტკივილი
ჰიპერვენტილაცია: თავბრუსხვევა კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნება სუნთქვის გაძნელება
ძილის დარღვევა: უძილობა ღამის შიშები
კლასიფიკაციის რომელ სისტემაშია შეყვანილი შერეული შფოთვით-დეპრესიული აშლილობის კატეგორია?
აისიდიში
კორო ეს არის…
პანიკური აშლილობის მსგავსი მდგომარეობა, რომელსაც უფრო აზიელ მამაკაცებთან ვხვდებით, და გულისხმობს პენისის დაპატარავების, მუცელში შეზრდის გადაჭარბებულ შიშს, შეტევის დროს ის დარწმუნებულია, რომ ამის გამო ის მოკვდება