ფასწარმოქმნის სტრატეგიები Flashcards
თავი 10,11
რა არის ფასი?
ვრცლად - ფასი არის იმ ყველა ფასეულობათა ჯამი, რომელსაც მომხმარებელი ცვლის პროდუქტისა თუ მომსახურებისაგან მიღებულ სარგებელში.
დინამიკური ფასწარმოქმნა: განსხვავვებული ფასების დადება პროდუქტებზე რაც ინდივიდუალურ მომხმარებელსა და სიტუაციებზეა დამოკიდებული.
ფასწარმოქმნაზე მოქმედი შიდა და გარე ფაქტორები
შიდა ფაქტორები:
მარკეტინგული მიზნები
მარკეტინგული კომპლექსის სტრატეგია
ხარჯების სტრუქტურა
ორგანიზაციული შეხედულებები
გარე ფაქტორები:
ბაზარი და მოთხოვნა
კონკურენცია;
სხვა გარემო ფაქტორები (ეკონომიკა, გადამყიდველები. მთავრობა)
მარკეტინგული მიზნები:
გადარჩენა, არსებული მოგების მაქსიმიზაცია, ბაზრის წილით ლიდერობა და პროდუქტის ხარისხით ლიდერობა.
მარკეტინგული კომპლექსის სტრატეგია:
ფასწარმოქმნა კოორდინირებული უნდა იყოს პროდუქტის დიზაინთან, დისტრიბუციასა და სტიმულირებასტან ეფექტური მარკეტინგული პროგრამის შესაქმნელად
ხარჯების სტრუქტურა:
ფიქსირებული ხარჯები:
ხარჯები, რომლებიც არ იცვლება წარმოების ან გაყიდვის დონის მიხედვით.
ცვლადი ხარჯები:
ხარჯები, რომელიც პირდაპირ კავშირშია წარმოების დონესთან და მასთან ერთად იცვლება.
ღირებულებას + ფასწარმოქმნა
სტანდარტული ფასნამატის დამატება პროდუქტის ღირებულებაზე.
პოპულარულია რადგან:
მარტივია
როდესაც ყველა გამყიდველი იყენებს, ფასები ერთნაირია და შესაბამისად კონკურენცია მცირდება
ფასეულობაზე დაფუძვნებული ფასწარმოქნა
ფასწარმოქმნის ბაზისად იყენებს მყიდველის აღქმას ფასეულობის შესახებ და არა გამყიდველის მიერ გაწეულ ხარჯს.
კონკურენციაზე დაფუძნებული ფასწარმოქმნა
მიმდინარე განაკვეთის ფასწარმოქმნა:
კომპანიის ფასები დამოკიდებულია კონკურენტების ფასებზე და ნაკლები ყურადღება ეთმობა მის არსებულ ხარჯებსა თუ მოთხოვნას.
დალუქულ ფასთა შეთავაზება:
კომპნიის ფასები დამოკიდებულია იმაზე თუ რას ფიქრობს რა ფასს დაადებს კონკურენტი, ვიდრე იმაზე თუ რა არის ხარჯი ან მოთხოვნა.
ახალი პროდუქტის ფასწარმოქმნის სტრატეგიები
ბაზარზე ნაღების მოხდა
მაღალი ფასის დაწესება ახალ პროდუქტზე ბაზრიდან ეტაპაბრივად მაქსიმალური შემოსავლების მიღების მიზნით
კომპანიას ამ დროს აქვს ცოტა, მაგრამ უფრო მოგებიანი გაყიდვა.
როდის გამოიყენება:
პროდუქტის ხარისხი და იმიჯი უნდა ეწყობოდეს მის მაღალ ფასს
კონკურენტებს არ უნდა შეეძლოთ ბაზარზე მარტივად შემოსვლა და მაღალი ფასის დაგდება.
ბაზარზე შეღწევა
დაბალი ფასის დადება პროდუქტზე, რადგან მოხდეს ბაზარზე სწრაფად და ღრმად შეღწევა
სწრაფად მოხიბლავს მყიდველთა დიდ რაოდენობას და მოიგებს ბაზრის დიდ წილს
როდის გამოიყენება :
ბაზარი უნდა იყოს საკმაოდ მგრძნობიარე ფასის მიმართ , ისე რომ დაბალმა ფასმა მოიტანოს უფრო სწრაფი ზრდა ბაზრის
წარმოებისა და დისტრიბუციის ხარჯები უნდა დავარდეს როდესაც გაყიდვის მოცეულობა იზრდება
პროდუქტის კომპლექსის ფასწარმოქმნის სტრატეგიები
- ფასწარმოქმნა პროდუქტის სერიაზე
მოიცავს ფასების დადებას პროდუქციის სერიაში არსებულ სხვადასხვა პროდუქტებზე:
პროდუქტებს შორის ღირებულებათა განსხვავება
მომხმარებელთა შეფასება განსხვავებულ მახასიათებლებზე
კონკურენტთა ფასები
2.ფასწარმოქმნა შერჩევით პროდუქტზე
შერჩევითი ან დამატებითი პროდუქტების შეთავაზება ძირითად პროდუქტთან ერთად
მაგალითად:
მაცივარი – ყინულის შემქმნელი დანადგარი
მანქანა - სიგნალიზაცია
3.ფასწარმოქმნა დაკავშირებულ პროდუქტზე
ფასების დაწესება იმ პროდუქტებზე, რომლებიც გამოიყენება ძირითად პროდუქტთან ერთად
მაგალითად:
ფოტოკამერა – ფირი
პრინტერი - კარტრიჯი
- ფასწარმოქმნა თანმხლებ პროდუქტზე
ფასების დაწესება თანმხლებ პროდუქტებზე, რათა ძირითადი პროდუქტების ფასი უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს
5.პროდუქტის ნაკრებზე ფასწარმოქმნა
რამდენიმე პროდუქტის კომბინაციის ნაკრებზე შემცირებული ფასის დაწესება
ფასდაკლებები და შეღავათები
ფასდაკლებები – გარკვეული დროის პერიოდში განსაზღვრულ საქონელზე ფასის სემცირება
ადრეულ გადახდაზე ფასდაკლება
რაოდენობრივი ფასდაკლება
ფუნქციური ფასდაკლება
სეზონური ფასდაკლება
სეგმენტური ფასწარმოქმნა
პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვა ორ ან მეტ ფასად, სადაც ფასებს შორის განსხვავება არ არის დამოკდებული ღირებულებების სხვაობაზე.
ტიპები:
მყიდველის მიხედვით
პროდუქტის ფორმის მიხედვით
ადგილმდებარეობის მიხედვით
დროის მიხედვით
ფასწარმოქმნის სახეები
ფსიქოლოგიური ფასწარმოქმნა
შესადარებელი ფასები
მასტიმულირებელი ფასწარმოქმნა
სპეციალური მოვლენა
თანხის უკან დაბრუნება