სამოსამართლო სამართალი Flashcards
(29 cards)
მართლმსაჯულება შებოჭილია კონსტიტუციითა და კანონით. საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს“. კონსტიტუციის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე უნდა დავასკვნათ, რომ
ძირითადი კანონი კრძალავს სამოსამართლო სამართალს როგორც სამართლის წყაროს.
ძირითადი კანონი კრძალავს სამოსამართლო სამართალს როგორც
სამართლის წყაროს.
მართლწესრიგი არ შეიძლება იყოს იდეალურად სრულყოფილი, ხოლო კანონი ვერ გაითვალისწინებს
კონკრეტული ურთიერთობების გადაწყვეტის ყველა შესაძლო მოდელს.
ანგლოსაქსური სამართლის ქვეყნებში გავრცელებული შეხედულების თანახმად, სამართალი არის ის,
რასაც ასეთად მიიჩნევს მოსამართლე - ,, Law is what the Judges say it is”.
ანგლოსაქსური სამართლის ქვეყნებში მართლმსაჯულება, ამავდროულად, განიხილება როგორც
სამართალშემოქმედება, ხოლო სამართალი -როგორც სასამართლოს ცალკეული გადაწყვეტილებების ერთობლიობა.
სასამართლო გადაწყვეტილებებს Common law-ს ქვეყნებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმდენად, რამდენადაც
აქ არ მოქმედებს კოდიფიცირებული სამართალი.
სამოსამართლო სამართალი არის
სამართლის შეფარდების აქტი.
მართლმსაჯულება არის არა სამართლის წყარო,
არამედ სამართლის შემეცნების წყარო.
მართლმსაჯულება არის
სამართლის შემეცნების წყარო.
უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს აქვთ
ფაქტობრივი ბოჭვის ძალა.
სხვა ინსტანციების მიღებული განსხვავებული გადაწყვეტილებების გადასინჯვა ხდება
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის საფუძველზე.
გარდა ამისა, პრეიუდიციებს მინიჭებული აქვთ
ნორმატიული ხასიათი.
სასამართლოს , მართალია, შეუძლია გადაუხვიოს პრეიუდიციებს, მაგრამ
მან აუცილებლად უნდა დაასაბუთოს ამ გადახვევის მართლზომიერება.
Common Law-ის ქვეყნებში სამართლის შემფარებელი
მთლიანად არ არის შებოჭილი სასამართლოს მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილებით.
სამართლის ინგლისური და ამერიკული სისტემისათვის დამახასიათებელი კაზუისტიკა-case law ორიენტირებულია
ზემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილებებზე.
case law
კაზუისტიკა
Stare decisis-ის პრინციპის თანახმად, უმაღლესი ინსტანციის სასამართლო, როგორც წესი,
ვერ გადაუხვევს მის მიერვე დადგენილ პრიუდიციებს.
სასამართლოს შეუძლია გათავისუფლებლდეს ადრე მიღებული გადაწვეტილებისაგან (,,overruling”) როდესაც
იგი ადგენს ახალ სამოსამართლო სამართალს.
ზემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი პრეიუდიციებისაგან განთავისუფლების განსხვავებული საშუალებაა ე.წ distinguishing, როდესაც
პრიუდიციისაგან გადახვევა დასაბუთებულია ერთეული შემთხვევის განსაკუთრებულობით.
კონტინენტური ევროპის სამართლებრივი აზროვნება ეფუძნება არა ერთეულ შემთხვევას, არამედ
ზოგად პრინციპებს.
სამართლებრივი აზროვნების ევროპული სტილი უფრო
დედუქციურიია ვიდრე ინდუქციური.
სასამართლო სამართალში განსაკუთრებით პრობლემატურია
სასამართლო პრაქტიკის უკუძალის საკითხი.
მართლმსაჯულება , ჩვეულებრივ, რეტროსპექტიულია ანუ
მიმართულია წარსულში მომხდარი ურთიერთობებისაკენ.
დიდი ბრიტანეთს ლორდთა პალატა იხრება რეტროსპექტიული
overruling-ისკენ