სამართლის წყაროები Flashcards
ტერმინ სამართლის წყაროს მრავალაზრობრივი მნიშვნელობა აქვს, კერძოდ, მასში იგულისხმება
• ძალა, რომელიც ქმნის სამართალს • მატერიალური მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად უდევს ამა თუ იმ კანონმდებლობას • ისტორიული ძეგლები, რომლებსაც ოდესღაც ჰქონდათ მოქმედი სამართლის მნიშვნელობა • მოქმედი სამართლის შემეცნების საშუალება, სწავლული იურისტების შეხედულებები, რომლებიც მიიჩნევენ რომ სამართალი შეიძლება შევიცნოთ კანონებიდან.
სამართლის იურიდიული წყარო მოიცავს:
o სახელმწიფო ხელისუფლების ნორმატიულ–სამართლებრივ აქტებს ანუ პოზიტიურ კანონმდებლობას.o სამართლებრივ ჩვეულებასo სამართლებრივ ხელშეკრულებას o ,,სამოსამართლო სამართალს“o ,,იურისტების სამართალის“
ჩვეულება არის
ქცევის წესი, რომელიც საზოგადოებაში მკვიდრდება ხანგძლივი და მრავალგზის გამოყენების შედეგად.
ცვეულება შეიძლება იყოს
სამართლებრივი და არასამართლებრივი
სამართლებრივი ჩვეულება სახელმწიფოს მიერ არის
სანქცირებული და გარანტირებული.
არასამართლებრივ ჩვეულებას არ აქვს იურუდიული
ძალა.
პოზიტიურ კანონმდებლობაში იგულისხმება
სახელმწიფოში მოქმედი სამართალი, მისი კონკრეტულად განსაზღვრული შინაარსითა და ფორმით, როგორც ადამიანთა ქცევებისა და საზოგადოებრივ ურთიერთობათა რეგულატორი
პრეცენდენტის არსი გამოიხატება იმაში, რომ
სასამართლოს გადაწყვეტილება კონკრეტულ საქმეზე განიხილება როგორც ნიმუში ანალოგიური საქმეების გადაწყვეტის დროს.
იურისტების სამართალი არის
იურისტული აზროვნების, საყოველთაოდ აღიარებული იდეებისა და ღირებულებების გამოხატულება,
იურისტების სამართალში იგულისხმება .
სამართლებრივი დოქტრინები, ავტორიტეტული სწავლულების შეხედულებები სამართლებრივ საკითხზე