მაგისტრები Flashcards
მაგისტრის სახეები
იმპერიუმი- უმაღლესი ხელისუფლების მქონე თნამდებობის პირი : კონსული , დიქტატორი , პრეტორი
პოტესტასები - ძალაუფლების მქონე თნამდებობის პირები ; ქვესტორები , ედილები
მაგისტრის თვისებები
ვადიანობა - 1 წლით აირჩეოდა, გარდა დიქტატორისა - 6 თვე , ცენზორი 5 წელი
კოლეგიალურობა - ერთ თნამდებობაზე რამდენიმე პირს ნიშნავდნენ და ასე ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება
უსასყიდლობა - გასამრჯელო არ ქონდათ
ანგარიშვალდებულება - ხალხი ირჩევდა და ვადის გასვლის შემდეგ მისის პასუხისმგებლობის საკითხი დგებოდა
კონსული
2 კონსული აირჩეოდა 1 წლის ვადით , კონსულის თნამდებობას იკავებდა პატრიცია , მოგვიანებით ერთ-ერთი აუცილებლად პლებე უნდა ყოფილიყო , აღმასრულებელი ფუნქცია გააჩნდათ , უნდა მოეწვიათ და ეხელმძღვანელათ სახალხო კრება , სამხედრო და სასამართლო ფუნქციები გააჩნდათ , მაგისტრის განკარგულების გაუქმება შეეძლოთ
პრეტორი
367 წელს შეიქმნა და 377 წლიდან პლებეებსაც შეეძლოთ ამ თნამდებობის დაკავება . კონსულის თანაშემწეები იყვნენ და მათი არ ყოფნის დროს მას ანაცვლებდნენ იწვევდნენ სახალხო კრებებს და ხელმძღანელობდნენ ჯარას , წყვეტდნენ დავებს მოქალააქეებს შორის , მოგვიანებით ძირითადად სასამარლო ფუნქციები დარჩათ
praetor urbanus
პრეყორები , რომლებიც რომაელთა. შორის დავებს წყვეტდნენ
praetor peregrinuss
რომაელ მოქალაქესა და უცხოელ ან უცხოელთა შორის დავებს წყვეტდნენ .
ცენზორი
თვდაპირველად ცენზორის ფუნქციას სენატორი ასრულებდა , მოგვიანებით გამოეყო , თვიდან 2 ცენზორს ნიშნავდნენ 5 წლის ვადით , მოგვიანებით 15 თვის ვადით და ერთერთი აუცილებლად პლებე უნდა ყოფილიყო
ცენზორის ფუნქციები
1) მოქალაქეთა აღწერა ცენზის მიხედვით , სენატორთა სიის გადახედვა და გადამოწმება
2) ზედამხედველობდნენ ხალხის მორალურ მდგომარეობას
3) სახელმწიფო ფინანსების ადმინისტრირება და საზოგადოებრივი შენობების მშენებლობაზე ზედამხედველობა
ედილები
თავიდან პლებეებს ნიშნავდნენ მხოლოდ , მაგრამ მოგვიანებით პატრიციებსაც , მათ მოვალეობაში შედიოდა დღესასწაულების და თმაშების მოწყობა და ხელმძღვანელობა , ქალაქში წესრიგის დაცვა
ქვესტორები
კონსულის თანაშემწეები და საგამოძიებო ფუნქციები გააჩნდათ . შემდგომში ხაზინის ზედამხედველობა და არქივის გამგებლობა
პლებეების ტრიბუნი
თავიდანნ - 2 , მოგვიანებით 10 . სარგებლობდნენ ხელშეუხებლობის და ვეტოს დადების უფლებით , მათ პლებბების ინტერესები უნდა დაეცვათ . მუდმივად ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყვნენ მოსახლეობისთვის . მათი საქმიანობის ხელშეშლა ისჯებოდა. აირჩეოდნენ და თვმჯდომარეობდნენ პლებეების სახალხო კრებას
დიქტატორი
ინიშნებოდა კონსულის და სენატის მიერ საგანგებო მდგომარეობის ან რაიმე ამოცანის შესასრულებლად 6 თვის ვადით , შეუზღუდავი მმართველი იყო და ყველა მაგისტრი ემორჩილებოდა
magister equitum
მხედართა მეთაური მაგისტრის მიერ ინიშნებოდა დიქტატორთან ერთად და ვადაც მასთან ერთად გასდიოდა