Pulmonology Flashcards

1
Q
  1. ავადმყოფი მამამაკაცი, 48 წლის, აწუხებს ხველა “ჟანგისფერი” ნახველით, ტემპერატურის მომატება, ტკივილი მარჯვენა გვერდში. ინსპექციით - გულმკერდის მარჯვენა ნახევარი ჩამორჩება სუნთქვაში. პალპაციით - მარჯვნივ ბეჭის ქვემო არეში მოყრუება. იმავე მიდამოში აუსკულტაციით მოისმინება ბრონქული სუნთქვა, გამოხატული ბრონქოფონია. დაასახელეთ დაავადება, რომელსაც ახასიათებს ზემოთ აღწერილი სიმპტომები:
    ა) მწვავე ბრონქიტი;
    ბ) ქრონიკული ბრონქიტი;
    გ) ბრონქოპნევმონია;
    დ) კრუპოზული პნევმონია;
    ე) ექსუდაციური პლევრიტი.
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
2
Q
  1. პლევრის ღრუს ექსუდატისთვის დამახასიათებელია:
    ა) ხვედრითი წონა >1015;
    ბ) ტუტე რეაქცია;
    გ) ცილის შემცველობა <30 მ/ლ;
    დ) ნალექში უჯრედების მცირე რაოდენობა;
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
3
Q
  1. ავადმყოფი მამაკაცი 54 წლის, აწუხებს ქოშინი გაძნელებული ამოსუნთქვით მცირე ფიზიკური დატვირთვის დროს ანამნეზში- ეწევა სიგარეტს დიდი რაოდენობით. ინსპექციით -კასრისებური გულმკერდი. ფილტვის პერკუსიით -კოლოფისებური ხმიანობა. აუსკულტაციით - შესუსტებული ვეზიკულური სუნთქვა. დაასახელეთ პათოლოგიური პროცესი, რომელიც იძლევა ზემოთ აღწერილ სიმპტომოკომპლექსს:
    ა) ფილტვების ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
    ბ) ფილტვის ქსოვილის ანთებითი გამკვრივება - ინფილტრაცია;
    გ) ფილტვის ქსოვილში ჰაერის არ არსებობა - ატელექტაზი;
    დ) ფილტვის ქსოვილის ელასტიურობის დაქვეითება - ემფიზემა;
    ე) ფილტვის ქსოვილის ჩირქოვანი რღვევა - აბსცესი.
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
4
Q
  1. ჰემოპტოეს არ იწვევს:
    ა) მიტრალური სტენოზი;
    ბ) გუდპასჩერის სინდრომი;
    გ) აერზის დაავადება;
    დ) ვეგენერის დაავადება;
    ე) ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია.
A

g

Aspirin Exacerbated Respiratory Disease (AERD)

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
5
Q
  1. ავადმყოფი ქალი, 30 წლის. აღენიშნება ზომიერი ქოშინი დატვირთვისას, ართრალგია, ცხელება, კვანძოვანი ტიპის გამონაყარი.
    ფიზიკური გამოკვლევით დაუდგინდა ჰეპატო-სპლენომეგალია, ლიმფადენოპათია. გულმკერდის რენტგენოგრამაზე ორმხრივი პულმონური ლიმფადენოპათია. სავარაუდო დიაგნოზია:
    ა) ლიმფოგრანულომატოზი;
    ბ) ტუბერკულოზი;
    გ) რევმატიზმი;
    დ) სარკოიდოზი;
    ე) რევმატოიდური ართრიტი.
A

d
Sarcoidosis is an inflammatory disease in which the immune system overreacts, causing clusters of inflamed tissue called “granulomas” to form in different organs of the body. Sarcoidosis most commonly affects the lungs and lymph nodes, but it can also affect the eyes, skin, heart and nervous system.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
6
Q
  1. ქრონიკული ბრონქიტის გართულებებს არ მიეკუთვნება:
    ა) ფილტვების ემფიზემა;
    ბ) დიფუზური პნევმოსკლეროზი;
    გ) ფილტვისმიერი გული;
    დ) მშრალი პლევრიტი;
    ე) ბრონქოექტაზიური დაავადება.
A

d

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
7
Q
  1. ფილტვის ემფიზემისთვის არ არის დამახასიათებელი:
    ა) გულზე დიასტოლური შუილი;
    ბ) II ტონის აქცენტის ფილტვის არტერიაზე;
    გ) ფართო ეპიგასტრული კუთხე;
    დ) ქოშინი;
    ე) ფილტვების პერკუსიისას კოლოფისებური ხმიანობა.
A

a

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
8
Q
  1. დაასახელეთ დაავადება, რომლის დროსაც ნახველში არის კურშმანის სპირალები და შარკო-ლეიდენის კრისტალები:
    ა) ბრონქოექტაზიური დაავადება;
    ბ) ფილტვების ემფიზემა;
    გ) ბრონქული ასთმა;
    დ) კრუპოზული პნევმონია;
    ე) ფილტვის აბსცესი.
A

g

Curschmann’s spirals are a microscopic finding in the sputum of asthmatics. They are spiral-shaped mucus plugs from subepithelial mucous gland ducts of bronchi. They may occur in several different lung diseases and may refer to parts of the desquamated epithelium seen in lavages from asthmatic patients.

Charcot–Leyden crystals are microscopic crystals composed of eosinophil protein galectin-10 found in people who have allergic diseases such as asthma

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
9
Q
  1. ჩამოთვლილი ტესტებიდან ყველაზე ზუსტად რა განასხვავებს ფილტვების რესტრიქციულ დაავადებებს ობსტრუქციულისაგან?
    ა) ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა;
    ბ) სუნთქვითი მოცულობა;
    გ) ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობა;
    დ) ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობა/ფილტვების სასიცოცხლო ტევადობასთან (ტიფნოს ინდექსი);
    ე) ნარჩენი მოცულობა.
A

d

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
10
Q
  1. ფილტვების რა სახის დაზიანებაა დამახასიათებელი სისტემური წითელი მგლურასთვის SLE?
    ა) ფილტვების ინტერსტიციული ფიბროზი;
    ბ) პლევრული შვარტები (შეხორცებები);
    გ) პნევმონიტი, ექსუდაციური პლევრიტი;
    დ) ბრონქების კედლების ინფილტრატი;
A

g

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
11
Q
  1. 30 წლის ავადმყოფი მამაკაცი, კლინიკაში შემოვიდა შებრუნებითი მორეციდივე პნევმონიის დიაგნოზით, ქრონიკული პროდუქტიული ხველით ჩირქოვანი ნახველის გამოყოფით, ზოგჯერ სისხლის მინარევით ზოლების სახით, ხველა ძლიერდება დილაობით და დაწოლისას, მტევნის ფალანგების ფრჩხილები დოლის ჩხირების ფორმის. ფილტვების უკანა-ქვემო წილებზე ისმის სველი ხიხინი. სავარაუდო დიაგნოზია:
    ა) ბრონქოექტაზია;
    ბ) ქრონიკული ბრონქიტი;
    გ) ფილტვის დისემინირებული ტუბერკულოზი;
    დ) ფილტვის კიბო;
    ე) ფილტვების ემფიზემა.
A

a

Bronchiectasis is a long-term condition where the airways of the lungs become widened, leading to a build-up of excess mucus that can make the lungs more vulnerable to infection. The most common symptoms of bronchiectasis include: a persistent cough that usually brings up phlegm (sputum)

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
12
Q
  1. ჩამოთვლილთაგან რა არის პათოგნომური ფილტვის აბსცესისთვის?
    ა) მაღალი ტემპერატურა;
    ბ) ლეიკოციტოზი;
    გ) ხველა სავსე პირით;
    დ) ინფილტრატის ფონზე მრგვალი ღრუს არსებობა სითხის ჰორიზონტალური დონით;
A

d

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
13
Q
  1. ფილტვებში შეგუბების მიზეზი არ არის:
    ა) მიტრალური სტენოზი;
    ბ) გულის ანევრიზმა;
    გ) აორტის სარქველების ნაკლოვანება;
    დ) მარცხენა პარკუჭის უკმარისობა;
    ე) პნევმონია.
A

e

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
14
Q
  1. ჩამოთვლილიდან რა წარმოადგენს ფილტვების ჰიპერვენტილაციის შედეგს?
    ა) სუნთქვითი ალკალოზი;
    ბ) სისხლის pH-ის დაქვეითება;
    გ) არტერიული წნევის მომატება;
    დ) სისხლში რძისმჟავას დონის მომატება;
    ე) სისხლში ბიკარბონატების დონის მომატება.
A

a

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
15
Q
  1. 39 წლის ავადმყოფი მამაკაცი, უჩივის შეტევითი ხასიათის ექსპირაციული ტიპის ქოშინს. შეტევა იხსნება მცირე ოდენობის ნახველის ექსპექტორაციის შემდეგ. შეტევის დროს ავადმყოფს უჭირავს იძულებითი მჯდომარე მდებარეობა, გამოხატული ციანოზი. ფილტვების პერკუსიით: კოლოფისებრი ხმიანობა. აუსკულტაციით: მრავლობითი მშრალი მსტვინავი ხიხინი. დაასახელეთ დაავადება, რომელიც ხასიათდება ზემოთ აღნიშნული სიმპტომებით:
    ა) ქრონიკული ბრონქიტი;
    ბ) ფილტვების ემფიზემა;
    გ) ბრონქული ასთმა;
    დ) ბრონქოექტაზიური დაავადება;
    ე) ბრონქოპნევმონია.
A

g

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
16
Q
  1. სუნთქვის მწვავე უკმარისობის მიზეზი არ არის:
    ა) ლარინგოსპაზმი;
    ბ) ბრონქული ასთმა;
    გ) კეროვანი პნევმონია;
    დ) ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია;
    ე) ხორხის მწვავე შეშუპება.
A

g

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
17
Q
  1. საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის ტიპური გამომწვევია:
    ა) სტაფილოკოკი;
    ბ) ვირუსი;
    გ) პნევმოკოკი;
    დ) კლებსიელა;
    ე) ნაწლავის ჩხირი.
A

g

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
18
Q
  1. კლინიკაში შემოვიდა 25 წლის ნარკომანი მამაკაცი, მშრალი ხველის და ქოშინის 4 კვირიანი ანამნეზით. რენტგენოგრამაზე ჩანს დიფუზური ინტერსტიციული დაჩრდილვა. სავარაუდო დიაგნოზია:
    ა) ფილტვის არტერიის ემბოლია;
    ბ) პნევმოცისტური პნევმონია;
    გ) კაპოშის სარკომა;
    დ) ლაიმის დაავადება;
    ე) კეროვანი პნევმონია.
A

b

Pneumocystis pneumonia (PCP) is a serious infection caused by the fungus Pneumocystis jirovecii. Most people who get PCP have a medical condition that weakens their immune system, like HIV/AIDS, or take medicines (such as corticosteroids) that lower the body’s ability to fight germs and sickness

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
19
Q
  1. ახალგაზრდა ქალს, მწვავე უვეიტითა და კვანძოვანი ერითემით, აღენიშნება ბილატერალური ჰილუსური და პარატრაქეული ადენოპათია, გულმკერდის სიმპტომების გარეშე. სავარაუდო დიაგნოზია:
    ა) ტუბერკულოზი;
    ბ) შიდსი;
    გ) სარკოიდოზი;
    დ) ლაიმის დაავადება;
    ე) რევმატოიდული ართრიტი.
A

g

arcoidosis is an inflammatory disease in which the immune system overreacts, causing clusters of inflamed tissue called “granulomas” to form in different organs of the body. Sarcoidosis most commonly affects the lungs and lymph nodes, but it can also affect the eyes, skin, heart and nervous system.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
20
Q
  1. 50 წლის ალკოჰოლიკს, რომელსაც აღენიშნება კბილების გამოხატული კარიესი, 2 კვირის განმავლობაში აქვს სისუსტე და ტკივილი გულმკერდის მარჯვენა ნახევარში. ასევე აღინიშნება სუბფებრილური ცხელება და პროდუქციული ხველა სუნიანი ჩირქოვანი ნახველით. რენტგენოგრაფიით დადგინდა 2 სმ-ის დიამეტრის სითხით სავსე ღრუ მარჯვენა ფილტვის ზემო ნაწილში. აღნიშნული სურათი განპირობებულია შემდეგი პათოლოგიით:
    ა) აბსცესი;
    ბ) ბრონქოექტაზია;
    გ) ფილტვის ინფარქტი;
    დ) ფილტვის სქვამოზურ - უჯრედოვანი კარცინომა;
    ე) ტუბერკულოზი.
A

a

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
21
Q
  1. 62 წლის მამაკაცს უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ჰქონდა მარჯვენა ქვემო წილის პნევმონიის ოთხი ეპიზოდი. ამ ეპიზოდებს შორის აღენიშნებოდა ხველა ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველით და იშვიათად
    ჰემაპტოე. ნახველი უპირატესად გამოიყოფოდა დილაობით და ჭურჭელში ქმნიდა სამ შრეს. ბრონქოსკოპული გამოკვლევით არ დადგინდა სიმსივნე ან ობსტრუქცია. ამ მონაცემებზე დაყრდნობით სავარაუდო დიაგნოზია:
    ა) ფილტვის აბსცესი;
    ბ) ალვეოლურუჯრედოვანი კარცინომა;
    გ) ასპირაციული პნევმონია;
    დ) ბრონქოექტაზია;
    ე) ლუპოიდური პნევმონია.
A

d

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
22
Q
  1. პნევმონიის გართულებებიდან სიცოცხლისათვის ყველაზე სახიფათოა:
    ა) ფილტვების აბსცესი;
    ბ) პლევრიტი;
    გ) მიოკარდიტი;
    დ) პერიკარდიტი;
    ე) ინფექციურ-ტოქსიური შოკი.
A

e

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
23
Q
  1. პნევმონიების დროს გლუკოკორტიკოიდების დანიშვნის პირდაპირი ჩვენებაა:
    ა) მძიმე მიმდინარეობა გამოხატული ინტოქსიკაციით;
    ბ) გამოხატული ჰიპერთერმია;
    გ) ინფილტრატის ნელი გაწოვა;
    დ) თანმხლები ბრონქოსპასტიური სინდრომი;
    ე) ექსუდაციური პლევრიტი.
A

d

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
24
Q
  1. მწვავე ფილტვისმიერი გულის ადრეულ კლინიკურ ნიშნებს არ მიეკუთვნება:
    ა) მკვეთრად გამოხატული ქოშინი;
    ბ) გულის ფრიალი;
    გ) მწვავე ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში;
    დ) ციანოზი;
    ე) ქვემო კიდურების შეშუპება.
A

e

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
25
Q
  1. ქრონიკული ფილტვისმიერი გულის განვითარების მიზეზი არ არის:
    ა) ფილტვის მორეციდივე ემბოლია;
    ბ) ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
    გ) გულმკერდის დეფორმაცია;
    დ) ფილტვების კეროვანი ტუბერკულოზი;
    ე) პიკვიკის სინდრომი.
A

d

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
26
Q
  1. ფილტვის ცენტრალური (ბრონქოგენური) კიბოს სადიაგნოზოდ ყველაზე ინფორმაციული მეთოდია:
    ა) ბრონქოსკოპია;
    ბ) ბრონქოგრაფია;
    გ) რენტგენოგრაფია;
    დ) ნახველის გამოკვლევა ატიპიურ უჯრედებზე;
    ე) აუსკულტაცია
A

a

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
27
Q
  1. ფილტვის პერიფერიული კიბოს დიაგნოსტიკისთვის ყველაზე ინფორმაციულია:
    ა) ბრონქოსკოპია;
    ბ) ბრონქოგრაფია;
    გ) ტომოგრაფია;
    დ) ნახველის გამოკლევა ატიპიური უჯრედების აღმოსაჩენად;
    ე) აუსკულტაცია.
A

g

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
28
Q
  1. ტკივილი მშრალი პლევრიტის დროს შეიძლება არ იყოს პროცესის გავრცელებით:
    ა) დიაფრაგმულ პლევრაზე ;
    ბ) გულმკერდის კედლისმიერ პლევრაზე;
    გ) წილთაშორის პლევრაზე;
    დ) მედიასტინურ პლევრაზე.
A

g

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
29
Q
  1. ჩამოთვლილთაგან რომელია ფილტვების ტუბერკულოზის ყველაზე სარწმუნო დიაგნოსტიკური ნიშანი?
    ა) ჰემაპტოე;
    ბ) ოფლიანობა;
    გ) ტუბერკულინური სინჯის ჰიპერერგულობა;
    დ) ბაქტერიების გამოყოფა;
    ე) ფილტვის ქსოვილის რღვევის კერა.
A

d

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
30
Q
  1. რა სახის გართულებები გვხვდება ყველაზე ხშირად ბცჟ-ს ვაქცინაციისა და რევაქცინაციის დროს?
    ა) ცივი აბსცესები;
    ბ) ზედაპირული წყლულები;
    გ) კოლოიდური ნაწიბურები;
    დ) რეგიონული ლიმფადენიტი;
    ე) ჰემატოგენური გენერალიზაცია.
A

d

soreness or discharge where the injection was given. high temperature (fever) headache. swollen glands under the armpit in the arm where the injection was given.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
31
Q
  1. ადრეული ტუბერკულოზური ინტოქსიკაციის დროს ზიანდება:
    ა) პარენქიმული ორგანოები;
    ბ) ლიმფური კვანძები;
    გ) ძვლები და სახსრები;
    დ) ფილტვები;
    ე) გული და სისხლძარღვები.
A

b

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
32
Q
  1. რა ფორმის ტუბერკულოზი უსწრებს წინ ყველაზე ხშირად კავერნული ტუბერკულოზის განვითარებას?
    ა) ინფილტრაციული ტუბერკულოზი;
    ბ) კეროვანი ტუბერკულოზი;
    გ) დისემინირებული ტუბერკულოზი;
    დ) ციროზული ტუბერკულოზი;
    ე) ტუბერკულომა.
A

a

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
33
Q
  1. რა სახის პლევრიტისთვის არის დამახასიათებელი შემდეგი უჯრედული შემადგენლობის ექსუდატი: ლიმფოციტები - 80%, ნეიტროფილები 15%, ერითროციტები 5%?
    ა) ჩირქოვანი პლევრიტისთვის;
    ბ) სეროზული პლევრიტისთვის;
    გ) ჰემორაგიული პლევრიტისთვის;
    დ) ჩირქოვან-ჰემორაგიული პლევრიტისთვის.
A

b

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
34
Q
  1. დაასახელეთ ექსუდაციური პლევრიტის სავარაუოდ მიზეზი, თუ ექსუდატში სჭარბობენ სეგმენტბირთვიანი ნეიტროფილები?
    ა) ტუბერკულოზი;
    ბ) პნევმონია;
    გ) ფილტვის კიბო;
    დ) ალერგია;
A

b

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
35
Q
  1. დაასახელეთ ექსუდაციური პლევრიტის სავარაუოდ მიზეზი, თუ ექსუდატში სჭარბობენ ლიმფოციტები?
    ა) ტუბერკულოზი;
    ბ) პნევმონია;
    გ) ფილტვის კიბო;
    დ) ალერგია;
A

a

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
36
Q
  1. რა ფორმის ტუბერკულოზი გვხვდება ყველაზე ხშირად ზრდასრულებში?
    ა) კეროვანი;
    ბ) ინფილტრაციული;
    გ) დისემინირებული;
    დ) ტუბერკულოზური პლევრიტი;
    ე) ფიბრინულ-კავერნული.
A

b

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
37
Q
  1. მწვავე აბსცესის ოპერაციულ ჩვენებას წარმოადგენს:
    ა) ავადმყოფის ასაკი 60 წლამდე;
    ბ) თუ ღრუ არ დაიხურა 8 კვირის განმავლობაში;
    გ) ღრუში სითხის ჰორიზონტალური დონე;
    დ) ჰემაპტოე;
    ე) ლეიკოციტოზი.
A

b

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
38
Q
  1. დიდი რაოდენობით ნახველის გამოყოფა პირველადი პლევრიტის დროს გვაფიქრებინებს:
    ა) პლევრო-ბრონქული ფისტულის არსებობაზე;
    ბ) ჩირქოვანი ენდობრონქიტის განვითარებაზე;
    გ) პნევმონიაზე;
    დ) პლევრიტის ტუბერკულოზურ გენეზზე;
A

a

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
39
Q
  1. სილიკოზის II სტადიისთვის არ არის დამახასიათებელი:
    ა) ფილტვების წვრილკეროვანი ორმხრივი დისემინაცია;
    ბ) პნევმოსკლეროზი;
    გ) ფილტვების ფესვების გაფართოება;
    დ) ფილტვისმიერი გული;
    ე) პროფესიული ანამნეზის მონაცემები.
A

d

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
40
Q
  1. სპონტანურ პნევმოთორაქსს არ იწვევს:
    ა) მიკობაქტერიების ჰემატოგენური გავრცელება პლევრის ფურცლებზე;
    ბ) კავერნის გახსნა პლევრის ღრუში;
    გ) ემპიემის გარღვევა ბრონქში;
    დ) ოპერაციის შემდგომ პერიოდში ბრონქის ტაკვის უკმარისობა
    ე) ბულოზური ემფიზემა.
A

a

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
41
Q
  1. ფილტვებიდან უეცრად განვითარებული სისხლდენის დროს სამედიცინო დახმარების რაციონალური ტაქტიკაა:
    ა) ვიკასოლის შეყვანა;
    ბ) კალციუმის ქლორიდის შეყვანა;
    გ) ავადმყოფის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია;
    დ) ერითრომასის გადასხმა;
    ე) გულმკერდის სასწრაფო რენტგენოგრაფია.
A

g

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
42
Q
  1. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის კლინიკისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია:
    ა) უეცრად განვითარებული ტკივილი გულმკერდის არეში;
    ბ) ჟანგისფერი ნახველი;
    გ) ტემპერატურის მომატება;
    დ) არტერიული წნევის დაქვეითება;
    ე) უეცრად განვითარებული ქოშინი, ციანოზი, ტკივილი გულმკერდში
A

e

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
43
Q
  1. ფილტვში არაინტენსიური დაჩრდილვა, ხველის არარსებობა, ჩივილები ნერწყვის დენაზე, მადის დაქვეითებაზე, ტკივილზე ჭიპის მიდამოში, სისხლის ანალიზში უმნიშვნელო ლეიკოციტოზი ჰიპერეოზინოფილიით (25%-მდე), ასკარიდების კვერცხების აღმოჩენა განავალში, ყველაზე მეტად გვაფიქრებინებს:
    ა) ფილტვის ტუბერკულოზზე;
    ბ) ექინოკოკზე;
    გ) სარკოიდოზზე;
    დ) ფილტვის ეოზინოფილურ ინფილტრატზე;
    ე) ქრონიკულ პნევმონიაზე.
A

d

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
44
Q
  1. მეიგსის სინდრომისთვის დამახასიათებელია:
    ა) ჩირქოვანი პლევრიტი;
    ბ) მარჯვენამხრივი ჰიდროთორაქსი;
    გ) ქილოთორაქსი;
    დ) ჰემორაგიული პლევრიტი;
    ე) სპონტანური პნევმოთორაქსი.
A

b

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
45
Q
  1. რას წარმოადგენს შარკო-ლეიდენის კრისტალები?
    ა) დაშლილ ერითროციტებს;
    ბ) დაშლილ ლიმფოციტებს;
    გ) დაშლილ ალვეოლურ ეპითელს;
    დ) დაშლილ ეოზინოფილებს;
    ე) დაშლილ მონოციტებს.
A

d

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
46
Q
  1. ფილტვის პერიფერიულად განლაგებული სიმსივნის საუკეთესო დიაგნოსტიკური საშუალებაა:
    ა) ტომოგრაფია;
    ბ) ბრონქოსკოპია;
    გ) ბრონქოგრაფია;
    დ) ნახველის ანალიზი;
    ე) ტრანსთორაკალური პუნქცია.
A

e

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
47
Q
  1. ქრონიკული ბრონქიტის დროს, ნახველის ციტოლოგიური შესწავლისას, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მიუთითებს ანთებითი პროცესის ინტენსიურობაზე?
    ა) ლორწოს დიდი რაოდენობა;
    ბ) მაკროფაგების დიდი რაოდენობა;
    გ) ნეიტროფილური ლეიკოციტების დიდი რაოდენობა;
    დ) ბრონქული ეპითელის დიდი რაოდენობა;
    ე) ლიმფოციტების დიდი რაოდენობა.
A

g

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
48
Q
  1. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია ნაჩვენები ფილტვების ემფიზემის მკურნალობისათვის?
    ა) ანტიბიოტიკოთერაპია;
    ბ) სულფანილამიდებით მკურნალობა;
    გ) თერაპია კორტიკოსტეროიდებით;
    დ) ოქსიგენოთერაპია;
A

d

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
49
Q
  1. ვეზიკულური სუნთქვა მოისმინება:
    ა) ამოსუნთქვისას;
    ბ) ჩასუნთქვისას;
    გ) ჩასუნთქვისას და ამოსუნთქვის პირველ მესამედში;
    დ) ჩასუნთქვისას და ამოსუნთქვის პირველ 2/3-ში;
    ე) ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის მთელ პერიოდში.
A

g

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
50
Q
  1. ფილტვების ემფიზემის დროს სუნთქვა არის:
    ა) ვეზიკულური;
    ბ) შესუსტებული ვეზიკულური;
    გ) გაძლიერებული ვეზიკულური;
    დ) ბრონქული;
    ე) საკადირებული.
A

b

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
51
Q
  1. კრუპოზული პნევმონიის დროს პერკუტორული ხმიანობა შემდეგი ხასიათისაა:
    ა) მოყრუებული ტიმპანიტი;
    ბ) კოლოფისებური;
    გ) ტიმპანური;
    დ) ყრუ;
    ე) მეტალური
A

d

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
52
Q
  1. ბრონქული სუნთქვა ისმის:
    ა) ჩასუნთქვისას;
    ბ) ამოსუნთქვისას;
    გ) ჩასუნთქვისას და ამოსუნთქვის პირველ მესამედში;
    დ) ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის მთელ პერიოდში;
    ე) ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის პირველ 2/3-ში.
A

d

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
53
Q
  1. ბგერითი რხევის შუსუსტება ყველაზე მეტად დამახასიათებელია:
    ა) ბრონქოექტაზიისთვის;
    ბ) ექსუდაციური პლევრიტისათვის;
    გ) ფილტვის აბსცესისათვის;
    დ) კეროვანი პნევმონიისათვის;
    ე) კრუპოზული პნევმონიისათვის
A

b

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
54
Q
  1. სუნთქვითი მოცულობა Tidal volume არის:
    ა) ნორმალური ჩასუნთქვის დამთავრების შემდეგ შესუნთქული ჰაერის მაქსიმალური მოცულობა;
    ბ) ნორმალური ამოსუნთქვის დამთავრების შემდეგ ამოსუნთქული ჰაერის მაქსიმალური მოცულობა;
    გ) ჩასუნთქული ან ამოსუნთქული ჰაერის მოცულობა;
    დ) მაქსიმალური ამოსუნთქვის შემდეგ ფილტვებში დარჩენილი ჰაერის მოცულობა.
A

g

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
55
Q
  1. ჩასუნთქვის სარეზერვო მოცულობა inspiration reserve volume არის:
    ა) ნორმალური ჩასუნთქვის დამთავრების შემდეგ შესუნთქული ჰაერის მაქსიმალური მოცულობა;
    ბ) ნორმალური ამოსუნთქვის დამთავრების შემდეგ ამოსუნთქული ჰაერის მაქსიმალური მოცულობა;
    გ) ჩასუნთქული ან ამოსუნთქული ჰაერის მოცულობა;
    დ) მაქსიმალური ამოსუნთქვის შემდეგ ფილტვებში დარჩენილი ჰაერის მოცულობა.
A

a

56
Q
  1. ლეგიონელათი გამოწვეული პნევმონიის მკურნალობისთვის ნაჩვენებია:
    ა) ერითრომიცინი;
    ბ) ტეტრაციკლინი;
    გ) ლევომიცეტინი;
    დ) ოქსაცილინი.
A

a

57
Q
  1. ამოსახველებელი საშუალებები არ ივწვევს:
    ა) ბრონქული ჯირკვლების სეკრეციის გაძლიერებას;
    ბ) ნახველის გათხელებას;
    გ) ბრონქების მოტორული ფუნქციის გაძლიერებას;
    დ) სუნთქვის გაღრმავებას;
    ე) სუნთქვის გახშირებას.
A

e

58
Q
  1. ამოსუნთქვის სარეზერვო მოცულობა residual volume არის:
    ა) ნორმალური ჩასუნთქვის დამთავრების შემდეგ შესუნთქული ჰაერის მაქსიმალური მოცულობა;
    ბ) ნორმალური ამოსუნთქვის დამთავრების შემდეგ ამოსუნთქული ჰაერის მაქსიმალური მოცულობა;
    გ) ჩასუნთქული ან ამოსუნთქული ჰაერის მოცულობა;
    დ) მაქსიმალური ამოსუნთქვის შემდეგ ფილტვებში დარჩენილი ჰაერის მოცულობა.
A

b

59
Q
  1. ფილტვების ნარჩენი მოცულობა არის:
    ა) ნორმალური ჩასუნთქვის დამთავრების შემდეგ შესუნთქული ჰაერის მაქსიმალური მოცულობა;
    ბ) ნორმალური ამოსუნთქვის დამთავრების შემდეგ ამოსუნთქული ჰაერის მაქსიმალური მოცულობა;
    გ) ჩასუნთქული ან ამოსუნთქული ჰაერის მოცულობა;
    დ) მაქსიმალური ამოსუნთქვის შემდეგ ფილტვებში დარჩენილი ჰაერის მოცულობა.
A

d

60
Q
  1. ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა vital capacity არის:
    ა) 1 წუთში ვენტილირებული ჰაერის მაქსიმალური მოცულობა;
    ბ) წყნარი ამოსუნთქვის შემდეგ ფილტვებში დარჩენილი ჰაერის მოცულობა;
    გ) მაქსიმალური ჩასუნთქვის შემდეგ ფილტვებიდან ამოსუნთქული ჰაერის მაქსიმალური მოცულობა;
    დ) ჰაერის მაქსიმალური მოცულობა, რომლის ჩასუნთქვა არის შესაძლებელი წყნარი ამოსუნთქვის შემდეგ.
A

g

61
Q
  1. მუკოვისციდოზის უტყუარი დიაგნოსტიკური ნიშანია:
    ა) ჰემოგრამაზე ანთებისთვის დამახასიათებული ცვლილებები;
    ბ) ოფლში ნატრიუმისა და ქლორის იონების მომატებული შემცველობა;
    გ) ჰიპერგლიკემია;
    დ) იმუნოდეფიციტი.
A

b

62
Q
  1. ალფა1-ანტიტრიპსინის დეფიციტი კლინიკურად ყველაზე ხშირად გამოვლინდება:
    ა) პნევმონიებით;
    ბ) ბრონქიტებით;
    გ) ფილტვის ემფიზემით;
    დ) ჰორმონორეზისტენტული ბრონქული ასთმით.
A

g

63
Q
  1. ქრონიკული ბრონქიტის ანტიბაქტერიული თერაპიის ჩვენებად ითვლება:
    ა) დაავადების გამწვავება მშრალი ხიხინის თანხლებით;
    ბ) დაავადების გამწვავება ხველის გაძლიერებითა და ნახველის რაოდენობის მომატებით;
    გ) დაავადების გამწვავება ძლიერი ხველისა და ბრონქოსპაზმის თანხლებით;
    დ) დაავადების გამწვავება ინფექციური პროცესის ნიშნების თანხლებით.
A

d

64
Q
  1. ქრონიკული ბრონქიტის ინფექციური გართულების კლინიკურ ნიშნებს არ მიეკუთვნება:
    ა) ინტოქსიკაცია;
    ბ) ჩირქოვანი ნახველი;
    გ) ბრონქოპნევმონიის ფიზიკური და რენტგენოლოგიური სიმპტომატიკა;
    დ) ხველის გაძლიერება, ნახველის რაოდენობის მატება და ბრონქოსპაზმი.
A

d

65
Q
  1. ამბულატორიულ პირობებში პურინის ჯგუფის ბრონქოდილატატორების ხანგრძლივი მიღების დროს აუცილებელია:
    ა) მუდმივი საექიმო კონტროლი;
    ბ) პაციენტის ყოველკვირეული ვიზიტი პოლიკლინიკაში;
    გ) ექიმის ყოველთვიური კონტროლი;
    დ) ყოველ 6 თვეში ერთხელ სისხლში პრეპარატის კონცენტრაციის გაზომვა (იგი არ უნდა აღემატებოდეს 15 მკგ/მლ).
A

d

66
Q
  1. ბრონქულ ასთმას ახასიათებს:
    ა) ბეტა-ადრენერგიული სისტემის ჰიპერმგრძნობელობა;
    ბ) ალფა-ადრენერგიული სისტემის ბლოკადა;
    გ) ქოლინერგიული სისტემის ჰიპოტონია;
    დ) ალფა და ბეტა ადრენერგიული სისტემების წონასწორობის დარღვევა.
A

d

67
Q
  1. ბრონქული ასთმის შეტევის პიკზე ლეტალობის ძირითადი მიზეზია:
    ა) ფილტვების მწვავე შებერვა;
    ბ) ბრონქების ლორწოვანი გარსის გენერალიზებული შეშუპება;
    გ) გენერალიზებული ბრონქოსპაზმი;
    დ) წვრილი ბრონქების სანათურის გენერალიზებული დახშობა წებოვანი სეკრეტით.
A

d

68
Q
  1. პნევმონიის დროს არ ზიანდება:
    ა) მსხვილი ბრონქები;
    ბ) სასუნთქი ბრონქიოლები;
    გ) ალვეოლები;
    დ) ინტერსტიციუმი.
A

a

69
Q
  1. პნევმონიის სამკურნალოდ არ ინიშნება:
    ა) ანტიბაქტერიული საშუალებები;
    ბ) ამოსახველებლები;
    გ) ბრონქოსპაზმოლიზური საშუალებები;
    დ) იმუნომოდულატორები;
    ე) ნარკოზული საშუალებები.
A

e

70
Q
  1. პნევმონიის სამკურნალოდ ანტიბიოტიკის შერჩევისას პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ:
    ა) დაავადების ხანდაზმულობა;
    ბ) პნევმონიის გამომწვევის ბუნება;
    გ) თანმხლები დაავადებები;
    დ) ანტიბაქტერიული პრეპარატებისადმი ინდივიდუალური მგრძნობელობა
A

b

71
Q
  1. ბრონქოექტაზიური დაავადების გართულებებს არ მიეკუთვნება:
    ა) გულ-ფილტვის უკმარისობა;
    ბ) სისხლით ხველის და ფილტვის მიერი სისხლდენა;
    გ) შინაგანი ორგანოების ამილოიდოზი;
    დ) მეტასტაზური აბსცესი ან სეფსისი;
    ე) სისხლის მიმოქცევის მცირე წრის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი
A

e

72
Q
  1. ფილტვის ცენტრალური კიბოს დიაგნოსტიკის ყველაზე მარტივი, საკმაოდ ინფორმაციული და ადრეული მეთოდია:
    ა) გულმკერდის ორგანოების ფლუოროგრაფია;
    ბ) ბრონქოსკოპია;
    გ) ნახველის ციტოლოგიური კვლევა;
    დ) სპირომეტრია.
A

g

73
Q
  1. ბრონქული სუნთქვა არ ახასიათებს:
    ა) ბრონქული ასთმის ატოპიურ ფორმას;
    ბ) კრუპოზულ პნევმონიას;
    გ) ფილტვის ტუბერკულოზს;
    დ) ფილტვის სიმსივნეს;
    ე) ფილტვის აბსცესს.
A

a

74
Q
  1. ეოზინოფილია არ ახასიათებს:
    ა) ბრონქულ ასთმას;
    ბ) ფილტვის ექინოკოკოზს;
    გ) ლოფლერის სინდრომს;
    დ) ნოდოზურ პერიარტერიიტს;
    ე) პლევრის ემპიემას.
A

e

75
Q
  1. ეოზინოფილური ინფილტრატის მიზეზი არ არის:
    ა) ასპერგილოზის ინვაზია;
    ბ) ასკარიდოზის ინვაზია;
    გ) კვებითი, ქიმიური წამლისმიერი ალერგია;
    დ) ტუბერკულოზური და ვირუსული პარაალერგია;
    ე) სკლეროდერმია.
A

e

76
Q
  1. კრუპოზული პნევმონიისთვის არ არის დამახასიათებელი:
    ა) ტკივილი გულმკერდის არეში;
    ბ) ბრონქული სუნთქვა ან კრეპიტაცია;
    გ) ტემპერატურის მომატება;
    დ) ლეიკოციტოზი, მარცხნივ გადახრით;
    ე) ნახველში ეოზინოფილების არსებობა.
A

e

77
Q
  1. პნევმოკოკური პნევმონიის გართულებას არ მიეკუთვნება:
    ა) პლევრის ემპიემა;
    ბ) სპონტანური პნევმოთორაქსი;
    გ) ფილტვის აბსცესი;
    დ) კეროვანი პნევმოსკლეროზი;
    ე) სეფსისი.
A

b

78
Q
  1. ფილტვის არამეტასტაზირებადი კიბოსთვის არ არის დამახასიათებელი:
    ა) ჰიპერტროფიული ოსტეოართროპათია;
    ბ) ჰიპერკალციემია;
    გ) პერიფერიული ნეიროპათია;
    დ) ჰორნერის სიმპტომი;
    ე) პოლიომიოზიტი.
A

d

79
Q
  1. 40 წლის მამაკაცი უჩივის ხველას ნახველის დიდი რაოდენობით გამოყოით, განსაკუთრებით დილაობით, პერიოდულად აღენიშნება სისხლიანი ნახველი, ბრონქოსკოპიით არ დადასტურდა ბრონქის ობსტრუქციისა და სიმსივნის არსებობა. სავარაუდო დიაგნოზია:
    ა) ასპირაციული პნევმონია;
    ბ) ბრონქოექტაზიული დაავადება;
    გ) პნევმოკოკური პნევმონია;
    დ) მიკოპლაზმური პნევმონია;
    ე) ალვეოლური უჯრედოვანი კარცინომა.
A

b

80
Q
  1. სისხლიანი ხველა არ არის დამახასიათებელი:
    ა) ბრონქოგენური კიბოსთვის;
    ბ) ფილტვის ინფარქტისთვის;
    გ) ფილტვის აბსცესისთვის;
    დ) ექსუდაციური პლევრიტთვისა;
    ე) მილიარული ტუბერკულოზისთვის.
A

d

81
Q
  1. ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომელს არ ახასიათებს ნახველში ჰემოსდერინი?
    ა) ფილტვის ინფარქტს;
    ბ) გუდპასჩერის სინდრომს;
    გ) ჰემოსიდეროზს;
    დ) მიტრალური ხვრელის სტენოზს;
    ე) ფილტვების სარკოიდოზს.
A

e

82
Q
  1. რომელ დაავადებას ახასიათებს უზმოდ, დილაობით “სავსე პირით” ნახველის გამოყოფა?
    ა) ფილტვის კარცინომას;
    ბ) ფილტვის ინფარქტს;
    გ) ბრონქოექტაზიული დაავადებას;
    დ) კრუპოზული პნევმონიას;
    ე) პნევმოკონიოზს.
A

g

83
Q
  1. ფილტვის რომელი პათოლოგიისთვის არის დამახასიათებელი “კონტინუას” ტიპის ცხელება?
    ა) წვრილკეროვანი პნევმონიისთვის;
    ბ) ფილტვის თრომბოემბოლიური დაავადებისთვის;
    გ) ფილტვის აბსცესისთვის;
    დ) ფილტვის ექინოკოკისთვის;
    ე) კრუპოზული პნევმონიისთვის.
A

e

84
Q
  1. სუნთქვის უკმარისობის მქონე ავადმყოფს ჩაუტარდა სპირომეტრიული გამოკვლევა. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია ობსტრუქციის მთავარი ინდიკატორი?
    ა) ნარჩენი (რეზიდუალური) მოცულობა;
    ბ) დიფუზიის ხარისხი;
    გ) პირველ წამში ფორსირებული ამოსუნთქული ჰაერის მოცულობის შეფარდება ფორსირებულ სასიცოცხლო ტევადობასთან (“FEV1/FVC”);
    დ) ფორსირებული სასიცოცხლო ტევადობა (“FVC”);
    ე) ფორსირებული ამოსუნთქული ჰაერის მოცულობა პირველ წამში ( “FEV1”).
A

g

85
Q
  1. 34 წლის ქალს აღენიშნება ცხელება. სახსრების ტკივილი და ასიმპტომატური ლიმფოადენოპათია. რენტგენოლოგიურად აღინიშნება შუასაყრის ლიმფოადენოპათია და დიფუზური პულმონური ინფილტრაციები. ბრონქოსკოპიის შემდეგ აღებულ ბიოფსიურ მასალაში ვლინდება გრანულომატოზური ცვლილებები. ანამნეზი და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა ტუბერკულოზზე უარყოფითია. თქვენი სავარაუდო დიაგნოზია:
    ა) რევმატოიდული ართრიტი;
    ბ) სისტემური წითელი მგლურა;
    გ) კრონის დაავადება;
    დ) სარკოიდოზი;
    ე) ქრონიკული გრანულომატოზური დაავადება
A

d

86
Q
  1. 55 წლის მამაკაცი ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით მოთავსდა კლინიკაში ქოშინის გამო. ავადმყოფს აღენიშნებოდა ციანოზი, მოუსვენრობა, გონების მცირედი დაბინდვა, ტაქიკარდია, ტაქიპნეა და პერიფერიული ჰიპერემია. თუ თქვენ ეჭვი გაქვთ სუნთქვის უკმარისობაზე, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, უპირველეს ყოვლისა, რომელს გამოიყენებდით დიაგნოზის დასაზუსტებლად?
    ა) ჰიპოქსემიის ნიშნებსა და სიმპტომებს;
    ბ) ჰიპერკაპნიის ნიშნებსა და სიმპტომებს;
    გ) არტერიული სისხლის აირებს (“ABG”);
    დ) გულმკერდის რენტგენოლოგიურ გამოკვლევას;
    ე) ანამნეზს.
A

g

87
Q
  1. 25 წლის ინტენსიურად მწეველი მამაკაცი უჩივის უეცრად განვითარებულ მწვავე ტკივილს გულმკერდის არეში, რომელიც ძლიერდება ღრმა ჩასუნთქვისას და ჩახველებისას. ავადმყოფის ფიზიკური გამოკვლევა, გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა და ეკგ ნორმის ფარგლებშია. სავარაუდო დიაგნოზია:
    ა) მიოკარდიუმის ინფარქტი;
    ბ) მწვავე ვირუსული პლევრიტი;
    გ) ბაქტერიული პნევმონია;
    დ) პნევმოთორაქსი;
    ე) მწვავე პერიკარდიტი.
A

b

88
Q
  1. 30 წლის მამაკაცი უჩივის ტემპერატურის მომატებას, პროგრესულად მზარდ მშრალ ხველას და 15 დღის განმავლობაში თავის და ყელის ტკივილს. ზოგადი ინტოქსიკაციის სურათი არ არის გამოხატული. გამოკვლევით: ხახა და ხმის იოგები ერითემატოზულია, ექსუდატის გარეშე; კისრის ლიმფური კვანძები გადიდებული არ არის. ფილტვებში აუსკულტაციით მოისმინება გაფანტული სველი ხიხინი. რენტგენოლოგიურად აღინიშნება თეფშის ფორმის ატელექტაზური უბნები და კვანძოვანი ინფილტრაციები. სავარაუდო დიაგნოზია:
    ა) მიკოპლაზმური პნევმონია;
    ბ) ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
    გ) ვირუსული პნევმონია;
    დ) ბრონქოექტაზია;
    ე) ტუბერკულოზი.
A

a

89
Q
  1. ზრდასრულთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი არ არის დაკავშირებული:
    ა) ტრავმასთან;
    ბ) ჰიპოვოლემიასთან;
    გ) სეფსისთან;
    დ) ემბოლიასთან;
    ე) წყლულოვან კოლიტთან.
A

e

90
Q
  1. 45 წლის მამაკაცს აღენიშნება ცხელება, წონაში დაკლება, სისუსტე, ხველა, ქოშინი და ტკივილი გულმკერდის არეში. რენტგენოლოგიურად ორივე ფილტვში – კვანძოვანი ინფილტრატები და ნეკროზული დაზიანებები. პლაზმის კომპლემენტის დონე მომატებულია. სავარაუდო დიაგნოზია:
    ა) ვეგენერის გრანულომატოზი;
    ბ) რევმატოიდული ართრიტი;
    გ) ლიმფომა;
    დ) ფილტვის ინფარქტი;
    ე) სიმსივნური მეტასტაზები.
A

a

91
Q
  1. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ხასიათდება ფილტვისმიერი გულის განვითარების დიდი ალბათობით?
    ა) პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი;
    ბ) ფილტვის არტერიის სტენოზი;
    გ) მიტრალური სტენოზი;
    დ) მრავლობითი განმეორებითი ფილტვის არტერიის ემბოლია;
    ე) წინაგულთა ძგიდის დეფექტი.
A

d

92
Q
  1. ფილტვის არტერიის ემბოლიის დიაგნოსტიკისთვის ყველაზე ინფორმაციული კვლევა არის:
    ა) კომპიუტერული ტომოგრაფია;
    ბ) ბიოფსია;
    გ) ულტრაბგერითი გამოკვლევა დოპლერით;
    დ) ფილტვის არტერიის ანგიოგრაფია;
    ე) რენტგენოგრაფია.
A

d

93
Q
  1. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის დამახასიათებელი ფილტვის არტერიის ემბლზაციისთვის?
    ა) შეიძლება გამოიწვიოს ყრუ ტკივილი მკერდის ძვლის უკან;
    ბ) შეიძლება გააძლიეროს მეორე ტონის ინტენსივობა;
    გ) აუცილებლად გამოიწვევს ფილტვის ინფარქტს;
    დ) ფილტვები გასინჯვით ჩვეულებრივ ნორმაა;
    ე) პაციენტს შეიძლება განუვითარდეს სინკოპე.
A

g

94
Q
  1. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის სწორი პნევმოთორაქსთან მიმართებაში:
    ა) პარიეტული და ვისცერული პლევრა სცილდება ერთმანეთს;
    ბ) სარქვლოვანი პნევმოთორაქსის შემთხვევაში შუასაყარმა შეიძლება გადაინაცვლოს პათოლოგიის მხარეს;
    გ) შეიძლება განვითარდეს ფილტვის კოლაფსი;
    დ) პნევმოთორაქსი შეიძლება განვითარდეს გულმკერდის დაზიანების გარეშე;
    ე) ნაკვეთმა ჭრილობამ მეოთხე ნეკნთაშუა სივრცეში მკერდის ძვლიდან 7 სმ-ზე შეიძლება გამოიწვიოს პნევმოთორაქსი.
A

b

95
Q
  1. 30 წლის ავადმყოფს ბოლო სამი დღის განმავლობაში აღენიშნება ყელის ტკივილი, ცხელება და ზოგადი სისუსტე. ანამნეზში ავადმყოფი ასევე აღნიშნავს ქოშინს და ცხვირიდან გამონადენს. ტემპერატურა 38,2 C. აუსკულტაციით მოისმინება გაფანტული მშრალი ხიხინი. რენტგენოლოგიური გამოკვლევით ფილტვები ნორმის ფარგლებშია. სავარაუდო დიაგნოზია:
    ა) მწვავე ბრონქიტი:
    ბ) ასთმა;
    გ) პნევმონია;
    დ) ემფიზემა;
    ე) ტუბერკულოზი.
A

a

96
Q
  1. ფილტვების ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე, პნევმონია ყველაზე ხშირად ვლინდება:
    ა) მარჯვენა შუა წილში;
    ბ) მარჯვენა ქვედა წილში;
    გ) მარჯვენა ზედა წილში;
    დ) მარცხენა ზედა წილში;
    ე) მარცხენა ქვედა წილში.
A

a

97
Q
  1. ვეგენერის გრანულომატოზის დროს ყველაზე ხშირად ზიანდება?
    ა) გული;
    ბ) კანი/კუნთები;
    გ) ნერვული სისტემა;
    დ) სახსრები;
    ე) სასუნთქი სისტემა.
A

e

98
Q
  1. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დაავადებისთვისაა დამახასიათებელი პლევრალური გამონაჟონი, რომელიც შეიცავს 3 გ/დლ-ზე ნაკლებ ცილას და ძალიან მცირე რაოდენობით ანთებად უჯრედებს?
    ა) მწვავე პანკრეატიტი;
    ბ) სარძევე ჯირკვლის მეტასტაზური სიმსივნე;
    გ) შეგუბებითი გულის უკმარისობა;
    დ) ფილტვის ინფარქტი;
    ე) წილოვანი პნევმონია.
A

g

99
Q
  1. თორაკოცენტეზის შედარებით უკუჩვენებას არ განეკუთვნება:
    ა) სიმსივნური დაავადება;
    ბ) ეჭვი პლევრაში ექინოკოკურ ცისტბზე;
    გ) სისხლმდენი დიათეზი;
    დ) ემფიზემის გამო მძიმე პულმონური უკმარისობა;
    ე) ჰემოფილია.
A

a

100
Q
  1. ზრასრულთა რესპირატორული დისტრეს სინდრომის დროს ყოველთვის აღინიშნება:
    ა) რენტგენოლოგიური გამოკვლევისას მცირე ზომის ლოკალიზებული მასა;
    ბ) გაზრდილი არტერიული „PCO2“;
    გ) ფილტვის არტერიის ემბოლია;
    დ) შემცირებული ფილტვების მოძრაობა;
    ე) ვენტილაციის დარღვევა ნორმალური ოქსიგენაციის შენარჩუნებით
A

b

101
Q
  1. ბრონქოექტაზიისთვის ყველაზე დამახასიათებელია:
    ა) ქოშინი;
    ბ) მსტვენავი ხიხინი;
    გ) ქრონიკული პროდუქტიული (ნახველით) ხველა;
    დ) სუნთქვის უკმარისობა;
    ე) ჰემოპტიზი;
A

g

102
Q
  1. 30 წლის ქალს აღენიშნება: თავის და ყელის ტკივილი, მიალგია, გულისრევა, ღებინება, სუბფებრილური ცხელება, მშრალი ხველა და გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევით არაერთგვაროვანი სეგმენური ინფილტრაციები. ავადმყოფის სავარაუდო დიაგნოზია:
    ა) ჰისტოპლაზმოზი;
    ბ) გააქტივებული ტუბერკულოზი;
    გ) ფილტვის აბსცესი;
    დ) პნევმონია გამოწვეული „Chlamydia pneumonia“-თი;
    ე) პნევმოკონიოზი.
A

d

103
Q
  1. სტრიდორი მიგვანიშნებს:
    ა) სარქვლოვანი პნევმოთორაქსის არსებობაზე;
    ბ) ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქციის არსებობაზე;
    გ) ბრონქოექტაზების არსებობაზე;
    დ) ასთმის არსებობაზე;
    ე) შორსწასული ემფიზემის არსებობაზე.
A

b

104
Q
  1. 24 წლის მამაკაცი შემოვიდა კლინიკაში შემცივნებით, ცხელებით და სისხლიანი ხველით. პაციენტს გულმკერდის მარცხენა ქვედა ნაწილში აღენიშნება პერკუსიით მოყრუება, ხოლო აუსკულტაციით – სველი ხიხინი. სავარაუდო დიაგნოზია:
    ა) ფილტვის მარცხენა ქვედა წილის ატელექტაზი;
    ბ) ფილტვის მარცხენა ქვედა წილის ინფარქტი;
    გ) ფილტვის მარცხენა ქვედა წილის პნევმონია;
    დ) ტუბერკულოზი;
    ე) სარკოიდოზი.
A

g

105
Q
  1. მწვავე ბრონქიტის ბრონქიოლიტით გართულების ნიშნებს არ მიეკუთნება:
    ა) ექსპირაციული ქოშინი;
    ბ) ციანოზი;
    გ) სუნთქვის უკმარისობა;
    დ) მწვავედ განვითარებული ხველა;
    ე) სისუსტე და ტემპერატურის მომატება ფებრილურამდე.
A

d

106
Q
  1. მწვავე ბრონქიტის დროს ლაბორატორიული კვლევებიდან ინფორმაციულობით გამოირჩევა:
    ა) სისხლის საერთო ანალიზში გამოვლენილი ზომიერი ნეიტროფილური ლეიკოციტოზი და ედს-ის მცირედი მატება;
    ბ) ნახველის ბაქტერიოსკოპიით დადგენილი მიკროფლორის ტიპი;
    გ) სისხლში “C”-რეაქტიული ცილის მომატება;
    დ) პლაზმის ცილების კონცენტრაციული დარღვევები;
    ე) “alfa 2”-გლობინულური ფრაქციის მომატება.
A

b

107
Q
  1. ავადმყოფს მწვავე ბრონქიტით განუვითარდა ექსპირაციული ქოშინი, სუნთქვის უკმარისობა, ციანოზი, თავს სუსტად გრძნობს, ტემპერატურამ წინა დღეებთან შედარებით მოიმატა და 38,60C-ია; ბრონქიოლიტით გართულების დასადასტურებლად/გამოსარიცხად, რომელი გამოკვლევის ჩატარებაა ყველაზე ინფორმატიული:
    ა) გარეგანი სუნთქვის ფუნქციის შეფასება;
    ბ) სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევა;
    გ) ნახველის ლაბორატორიული გამოკვლევა;
    დ) გულმკერდის რენტგენოგრაფიული კვლევა;
    ე) ბრონქოსკოპიის წარმოება.
A

a

108
Q
  1. მწვავე ბრონქიტის დროს “M”-ქოლინომაბლოკირებელი და ადრენომიმეტული თვისებების პრეპარატები ინიშნება:
    ა) ჩირქოვანი ნახველის არსებობისას;
    ბ) სპირომეტრიით ბრონქოობსტრუქციის ვერიფიცირების შემდეგ;
    გ) 50 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში;
    დ) დაავადების მორეციდივე ხასიათის დროს;
    ე) ნახველის ბაქტერიოსკოპიით პათოგენური მიკროფლორის ტიპის დადგენისას.
A

b

109
Q
  1. მწვავე ბრონქიტის კლინიკისათვის დამახასიათებელი არ არის:
    ა) შემაწუხებელი ხველის გაჩენა;
    ბ) ცხელება;
    გ) სუნთქვის უკმარისობა;
    დ) დამზოგველი ტკივილი მკერდის ძვლის უკან;
    ე) სისუსტე.
A

g

110
Q
  1. ფილტვების პირველადი ემფიზემისთვის არ არის დამახასიათებელი:
    ა) ქოშინი;
    ბ) დაავადების გამოვლენა ადრეულ ასაკში;
    გ) ფიზიკური დატვირთვის მიმართ ტოლერანტობა მკვეთრი დაქვეითება;
    დ) სისხლის შრატში “alfa 1”- ანტიტრიპსინის დაბალი კონცენტრაცია;
    ე) ანთების რენტგენოლოგიური ნიშნები.
A

e

111
Q
  1. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების არაფილტვისმიერ გამოვლინებებს არ მიეკუთვნება:
    ა) სხეულის წონის კლება;
    ბ) თავის ტკივილი დილით;
    გ) ძილიანობა დღისით;
    დ) უძილობა ღამით;
    ე) ცენტრალური ციანოზი და/ან ქოშინი.
A

e

112
Q
  1. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ემფიზემური კლინიკური ფორმისთვის არ არის დამახასიათებელი:
    ა) პროგრესირებადი ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს;
    ბ) სხეულის წონის კლება;
    გ) პროდუქციული ხველა ნახველის გამოყოფით;
    დ) მარჯვენა პარკუჭოვანი უკმარისობის გვიანი განვითარება;
    ე) ქოშინის მიუხედავად, ციანოზის არარასებობა.
A

g

113
Q
  1. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ბრონქიტული ფორმისთვის არ არის დამახასიათებელი:
    ა) მკვეთრად გამოხატული ქოშინი;
    ბ) ქოშინის არარასებობა;
    გ) პროდუქციული ხველა ნახველის გამოყოფით;
    დ) დაავადების ადრეულ სტადიაზე განვითარებული გამოხატული ჰიპოქსია და ფილტვისმიერი ჰიპერტენზია;
    ე) გამოხატული ციანოზი, მარჯვენა პარკუჭოვანი უკმარისობის ნიშნებთან ერთად.
A

a

114
Q
  1. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მსუბუქი მიმდინარეობისას (I სტადია) რეგულარულად მისაღებად ინიშნება:
    ა) ხანმოკლე მოქმედების “M-“ქოლინომაბლოკირებლები;
    ბ) ხანგრძლივი მოქმედების “M”-ქოლინომაბლოკირებლები;
    გ) ხანგრძლივი მოქმედების ბეტა-ადრენომიმეტიკები;
    დ) “M”-ქოლინომაბლოკირებლებისა და ბეტა-ადრენომიმეტიკების კომბინაცია;
    ე) რეგულარული/მუდმივი მკურნალობა საჭირო არ არის.
A

e

115
Q
  1. “ატიპური პნევმონიის” ტერმინის ქვეშ, ჩვეულებრივ, იგულისხმება:
    ა) ეოზინოფილური პნევმონია;
    ბ) ვირუსული ბრონქოპნევმონია;
    გ) მიკოპლაზმით, ლეგიონელათი, ქლამიდიებით გამოწვეული პნევმონია;
    დ) ზედაწილოვანი ლოკალიზაციის პნევმოკოკური პნევმონია;
    ე) გრამუარყოფითი ფლორით გამოწვეული პნევმონია.
A

g

116
Q
  1. ნოზოკომიული პნევმონია - ესაა პნევმონია, რომელიც აღმოცენდება:
    ა) პაციენტის ჰოსპიტალიზაციიდან ≥96 სთ-ის შემდეგ;
    ბ) სტაციონარიდან გაწერის 5-7 დღის შემდეგ;
    გ) ჰოსპიტალიზაციიდან 5-7 დღის შემდეგ;
    დ) პაციენტის ჰოსპიტალიზაციიდან ≥48 სთ-ის შემდეგ.
A

d

117
Q
  1. პნევმონიის გამო ჰოსპიტალიზაციის ჩვენება არ არის:
    ა) ასაკი >70 წელი;
    ბ) თანმხლები ქრონიკული დაავადება ან დაავადებები;
    გ) არაეფექტური ამბულატორიული მკურნალობა 1 დღის განმავლობაში;
    დ) სუნთქვის სიხშირე წთ-ში 30;
    ე) შესაძლო ასპირაცია.
A

g

118
Q
  1. რივალტას დადებით სინჯთან და ცილის 30 გრ/ლ-ზე მეტ შემცველობასთან ერთად, პლევრის გამონაჟონის ექსუდაციურ ხასიათზე მითითებს:
    ა) გლუკოზის მომატებული შემცველობა;
    ბ) ლაქტატდეჰიდროგენაზას მომატებული შემცველობა;
    გ) ასპარტატამინოტრანსფერაზას მომატებული შემცველობა;
    დ) ალანინამინოტრანსფერაზას მომატებული შემცველობა;
    ე) ქოლესტერინის მომატებული შემცველობა.
A

b

119
Q
  1. ვიდეოკონტროლით თორაკოსკოპიული ბიოფსია ან ფილტვის ღია ბიოფსია გამოიყენება:
    ა) ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სადიაგნოსტიკოდ;
    ბ) ბრონქოექტაზიის სადიაგნოსტიკოდ;
    გ) ფილტვების ტუბერკულოზის სადიაგნოსტიკოდ;
    დ) მაფიბროზებელი ალვეოლიტის სადიაგნოსტიკოდ;
    ე) ატიპიური პნევმონიის სადიაგნოსტიკოდ.
A

d

120
Q
  1. იდიოპათიური მაფიბროზებელი ალვეოლიტის დიაგნოსტიკური ნიშნებია:
    ა) გულმკერდის ლიმფური კვანძების ორმხრივი გადიდება;
    ბ) დიფუზური წვრილკეროვანი ცვლილებები ორივე ფილტვში (ბადისებრი დეფორმაციები განსაკუთრებით მათ ბაზალურ ნაწილებში), ქვედა წილების მოცულობის შემცირება;
    გ) ქვედა წილში ინტენსიური დაჩრდილვა;
    დ) ფილტვის ველების ემფიზემატოზური გაფართოება;
    ე) ფილტვის ქსოვილის ინფილტრაცია, გამჭირვალე სითხის ჰორიზონტალური დონის უბნებით.
A

b

121
Q
  1. მაფიბროზებელი ალვეოლიტის მკურნალობისთვის გამოიყენება:
    ა) ანტიბიოტიკები, ბრონქოლიტიკები;
    ბ) მუკოლიტიკები, ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები;
    გ) გლუკოკორტიკოიდები, იმუნოდეპრესანტები;
    დ) იმუნომოდულატორები, ანტიჰისტამინური პრეპარატები;
    ე) ანტიკოაგულანტები, ბეტა-ბლოკატორები.
A

g

122
Q
  1. 60 წლის პაციენტი უჩივის ტკივილს გულმკერდის მარჯვენა ნახევარში. მას აღენიშნება სუნთქვის უკმარისობა და ხველა მყრალი სუნის ნახველით. მიუხედავად ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპიისა, ბოლო 4 დღის განმავლობაში სიმპტომები უცვლელია. დაავადების დაწყებიდან გასულია 2 კვირა. ექიმის მიერ დანიშნულ ორალურ ანტიბიოტიკებს იღებდა არარეგულარულად. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ტემპერატურის სადღეღამისო მრუდი მერყეობს სუბფებრილურიდან მაღალ ციფრებამდე. პაციენტის მართვის ჯგუფი ცუდ პროგნოზზე შიშობს და რენტგენოლოგიურ გამოკვლევას ნიშნავს. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი რენტგენოლოგიური ცვლილებები არის მაღალი ალბათობით მოსალოდნელი აღნიშნულ პაციენტთან?
    ა) ჰაერი მარჯვენა პლევრალურ სივრცეში;
    ბ) ერთეული ცირკულარული ჩრდილი პერიფერიული მარჯვენა ჰემითორაქსში;
    გ) ლიანდაგისებური და ბეჭდისებური ჩრდილი მარჯვენა ჰემითორაქსში;
    დ) მარჯვენა ფილტვში ჰაერის შემცველი ღრუ სწორი შიგნითა კონტურებით და სითხის ჰორიზონტული დონით
A

d

123
Q
  1. 17 წლის ახალგაზრდა ქალი აპირებს საზღვარგარეთ გამგზავრებას სწავლის გაგრძელების მიზნით. მას აქვს ასთმა და იყენებს 100 მკგ სალბუტამოლის ინჰალაციას 3 ან 4-ჯერ თვეში. პაციენტი შიშობს, რომ ვერ გამოცნობს დაავადების პროგრესირების ადრეულ ნიშნებს. თქვენი აზრით, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ნიშანი უნდა მიიჩნიოს პაციენტმა საყურადღებოდ?
    ა) თავბრუსხვევა და კიდურების კანკალი;
    ბ) ინჰალატორის არაეფექტურობა;
    გ) ყელის ტკივილი;
    დ) მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს სუნთქვის გაძნელება;
    ე) ცხვირიდან გამონადენი.
A

b

124
Q
  1. 41 წლის მამაკაცს მეხუთე დღეა აღენიშნება პროდუქტიული ხველა პერიოდულად წითლად შეფერილი, ძირითადად კი მომწვანო ფერის,
    ჩირქოვანი ნახველით. ასევე აღინიშნება ღამის შემცივნებები და სუნთქვასთან/ხველასთან ასოცირებული ტკივილი გულმკერდის მარჯვენა ნახევარში. 25 წელია ეწევა; t - 37,80C; HR - 100 წთ-ში; T/A 115/80 მმ. ვწ. სვ. RR 22 წუთში; SaO2 - 93% ჰაერზე; მარჯვნივ, ქვედა წილში აღინიშნება კრეპიტაცია. რომელი დიაგნოზია ყველაზე სავარაუდო?
    ა) ბრონქული კარცინომა;
    ბ) საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია;
    გ) სარკოიდოზი;
    დ) ტუბერკულოზი;
    ე) ვეგენერის გრანულომატოზი.
A

b

125
Q
  1. 60 წლის მამაკაცს აქვს მუდმივი ხასიათის ხველა ბოლო 1 წლის განმავლობაში. წონაში დაიკლო 5 კგ და აღენიშნება სულ უფრო მზარდი სუნთქვის უკმარისობის ეპიზოდები. წლების მანძლზე თამბაქოს მომხმარებელია. გულმკერდის დაზიანების სპეციფიური ნიშნები არ აღინიშნება, თუმცა კახექსიურია და გამოხატულია მარჯვენა მხარეს თვალის ნაპრალის შევიწროება და ენოფთალმი; რენტგენოგრამა აჩვენებს კვანძს მარჯვენა ფილტვის მწვერვალის მიდამოში, რაც ჩაითვალა მისი ყველა სიმპტომის მიზეზად. ყველაზე მეტი ალბათობით რომელი სტრუქტურის კომპრესიას ახენს კვანძი?
    ა) დამატებითი ნერვის (ქალა ტვინის მეთერთმეტე ნერვი);
    ბ) კისრის სიმპატიკური წნულის;
    გ) თვალის მამოძრავებელი ნერვის;
    დ) ზემო ღრუ ვენის;
    ე) სამწვერა ნერვის (თვალის განშტოება);
A

b

126
Q
  1. 26 წლის მამაკაცს უეცრად დაეწყო ტკივილი გულმკერდის მარჯვენა ნახევარში ჰაერის გამოხატულ უკმარისობასთან ერთად; აღნიშნავს, რომ ერთი კვირის წინ, სამსახურში, სკრინინგული რენტგენოლოგიური გამოკვლევისას აღმოუჩინეს წვრილი ზომის, მრავლობითი ბულები ორივე ფილტვის ზედა წილში. აუსკულტაციით მარჯვენივ მკვეთრად შესუსტებული სუნთქვა. რომელია ყველაზე სავარაუდო დიაგნოზი?
    ა) მწვავე პერიკარდიტი;
    ბ) საავადმყოფოს გარე (საყოფაცხოვრებო) პნევმონია;
    გ) კოსტოქონდრიტი;
    დ) პნევმოთორაქსი;
    ე) პულმონური ემბოლიზმი.
A

d

127
Q
  1. საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის ძირითადი ეტიოლოგიური აგენტი არის:
    ა) „Streptococcus Pneumoniae“;
    ბ) „Staphylococcus aureus“;
    გ) „Mycoplasma Pneumoniae“;
    დ) „Legionella Pneumophila“;
    ე) „Klebsiella Pneumoniae“.
A

a

128
Q
  1. ასთმის ტრიგერებს არ მიეკუთვნება:
    ა) რესპირატორული გამაღიზიანებლები;
    ბ) ანემია;
    გ) ინფექციები;
    დ) მედიკამენტები;
    ე) ემოციური სტრესი
A

b

129
Q
  1. რომელი აგენტით გამოწვეული პნევმონიისთვისაა დამახასიათებელი ამინოტრანსფერაზების მატება და ჰიპონატრიემია?
    ა) „Streptococcus Pneumoniae“;
    ბ) „Mycoplasma Pneumoniae“;
    გ) „Legionella Pneumophila“;
    დ) „Chlamydia psitaci
A

g

130
Q
  1. ატოპია მოიცავს:
    ა) ასთმას, ეოზინოფილიას და გრანულომატოზურ ვასკულიტს;
    ბ) ასთმას, ალერგიულ რინიტს და ატოპიურ დერმატიტს;
    გ) ასთმას, ატოპიურ დერმატიტს და ნაზალურ პოლიპებს;
    დ) ასთმას, ატოპიურ დერმატიტს და ალერგიულ რეაქციას ასპერგილოზზე;
    ე) ასთმას, ასპირინსენსიტიურობას და ატოპიურ დერმატიტს.
A

b

131
Q
  1. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის მართებული ჰემოპტიზთან მიმართებაში:
    ა) უმნიშვნელო ჰემოპტიზის ყველაზე ხშირი მიზეზია ბრონქიტი;
    ბ) ბრონქოექტაზია, მუკოვისციდოზის ჩათვლით, მასიური ჰემოპტოზის ხშირი მიზეზია;
    გ) ავადმყოფის სიკვდილის მიზეზი სისხლის დანაკარგია;
    დ) მასიურ ჰემოპტიზად ითვლება 24-48 სთ-ში დაახლოებით 600 მლ-ზე მეტი სისხლის კარგვა;
    ე) მასიური ჰემოპტიზის დროს გაზთა ცვლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სისხლის კარგვა.
A

g

132
Q
  1. პლევრული ტრანსუდატის მიზეზებს არ მიეკუთვნება:
    ა) კონსტრიქციული პერიკარდიტი;
    ბ) ციროზი;
    გ) პულმონური ემბოლიზმი;
    დ) ნეფროზული სინდრომი.
A

g

133
Q
  1. 78 წლის ავადმყოფს 10 წელია დიაგნოსტირებული აქვს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი. იგი ჰოსპიტალიზირებულ იქნა ჩივილებით: ტემპერატურის მომატება 38.6°C, შემცივნება, ხველა დიდი რაოდენობით სიხლნარევი ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველის გამოყოფით და ქოშინით. თქვენი სავარაუდო დიაგნოზია:
    ა) მარჯვენამხრივი პნევმონია;
    ბ) ფილტვის აბსცესი;
    გ) მწვავე ფილტვისმიერი გული;
    დ) პნევმოთორაქსი;
    ე) ფილტვის არტერიის წვრილი ტოტების/განშტოებების თრომბოემბოლია.
A

b

134
Q
  1. 23 წლის ჯანმრთელ ახალგაზრდას ძლიერი ხველის შემდეგ აღენიშნა გულმკერდის მარჯვენა ნახევარში შეტევითი, ძლიერი ტკივილი. გამოკვლევისას: მარჯვნივ ტიმპანიტი, შესუსტებული სუნთქვა და ბრონქოფონიაა. სავარაუდო დიაგნოზი:
    ა) კრუპოზული პნევმონია;
    ბ) მწვავე ბრონქიტი;
    გ) პლევრიტი;
    დ) ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია;
    ე) სპონტანური პნევმოთორაქსი.
A

e

135
Q
  1. 45 წლის ავადმყოფს ბოლო რამოდენიმე თვეა აღენიშნება მზარდი ქოშინი. დაავადების და ცხოვრების ანამნეზი მნიშვნელოვანი მონაცემების გარეშე. ობიექტურად: აკროციანოზი, „დოლის ჩხირისებრი“ თითები. შესუსტებული სუნთქვის ფონზე ფილტვებში წვრილბუშტუკოვანი ხიხინი. ფილტვის არტერიაზე მეორე ტონის აქცენტი. რენტგენოლოგიურად: „ფიჭისებრი ფილტვის“ სურათი, უპირატესად ქვემო წილებში, გულის ზომები შეცვლილი არ არის, გამოდრეკილია ფილტვის არტერიის კონუსი. სავარაუდო დიაგნოზი:
    ა) მიტრალური სტენოზი;
    ბ) მაფიბროზებელი ალვეოლიტი (იდიოპათიური);
    გ) ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი;
    დ) შეგუბებითი პნევმონია;
    ე) ფილტვების ჰემატოგენურ-დისემინირებული ტუბერკულოზი.
A

b

136
Q
  1. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს რომელი უჯრედები წარმოადგენენ ანთების ფორმირების საფუძველს?
    ა) ეოზინოფილები;
    ბ) ბაზოფილები;
    გ) ნეიტროფილები;
    დ) ლიმფოციტები.
A

g

137
Q
  1. 35 წლის ავადმყოფს 2 კვირის განმავლობაში აღენიშნება სისუსტე, მომატებული ოფლიანობა, სუნთქვისას ტკივილი მარჯვენა გვერდში, ტემპერატურა 38“C“0, „RR“ – 28 წუთში, პულსი - 100 წუთში. გულმკერდის მარჯვენა ნახევარი ჩამორჩება სუნთქვაში. ბგერითი ხმიანობა მარჯვნივ ქვემოთ არ ტარდება, აღინიშნება ინტენსიური მოყრუება. მარჯვენა ფილტვის ქვედა ნაწილში სუნთქვა შესუსტებულია. გულის საზღვრები გადაწეულია მარცხნივ. წინასწარი დიაგნოზი:
    ა) ფილტვის ინფილტრაციული ტუბერკულოზი;
    ბ) პლევროპნევმონია;
    გ) ექსუდაციური პლევრიტი;
    დ) ატელექტაზი.
A

g