Cardiology 160 Flashcards
- ჩამოთვლილიდან რა არის დამახასიათებელი ატრიოვენტრიკულური ბლოკადისათვის?
ა) „QRS“ ინტერვალის გახანგრძლივება;
ბ) „PQ“ ინტერვალის გახანგრძლივება;
გ) „QT“ ინტერვალის გახანგრძლივება;
დ) „R“ კბილის დეფორმაცია.
b
- ჰიპერტონული დაავადებისას რენინის შემცველობა სისხლში:
ა) მნიშვნელოვნადაა მომატებული;
ბ) უმნიშვნელოდაა მომატებული;
გ) ნორმის ფარგლებშია;
დ) ზოგ შემთხვევაში მომატებულია, ზოგ შემთხვევაში ნორმის ფარგლებშია;
ე) დაქვეითებულია.
d
- ჩამოთვლილთაგან რა არ ახასიათებს აორტულ სტენოზს?
ა) არტერიული ჰიპერტენზია;
ბ) სტენოკარდია;
გ) სინკოპე;
დ) გულის უკმარისობა;
ე) თავბრუსხვევა.
a
- ჩამოთვლილთაგან რა არ არის დამახასიათებელი მიტრალური სტენოზისთვის?
ა) დიასტოლური შუილი;
ბ) მარცხენა წინაგულის დილატაცია;
გ) სისტოლური შუილი;
დ) მიტრალური სარქვლის გაღების ხმიანობა;
ე) ტკაცუნა I ტონი.
g
- მარცხენა პარკუჭის საბოლოო დიასტოლური მოცულობა 96 მლ-ია, საბოლოო სისტოლური - 32 მლ. რას უდრის დარტყმითი მოცულობა?
ა) 128 მლ.;
ბ) 82 მლ.;
გ) 55 მლ.;
დ) 70 მლ;
ე) 64 მლ.
e
- გულის შეგუბებითი უკმარისობა მაღალი წუთმოცულობის ფონზე შეიძლება შეგვხვდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიის დროს, გარდა:
ა) მიტრალური სტენოზისა;
ბ) ჰიპერთირეოიდიზმისა;
გ) ანემიისა;
დ) ბერი-ბერისა;
ე) არტერიო-ვენური ფისტულისა.
a
- ქვემოთ მოყვანილი შრატის ფერმენტებიდან რომლის მომატება წარმოადგენს მიოკარდიუმის დაზიანების სპეციფიურ მარკერს?
ა) კრეატინფოსფოკინაზა „MB“ ფრაქციის;
ბ) ლაქტატდეჰიდროგენაზას;
გ) კრეატინფოსფოკინაზას;
დ) გლუტამატ-ოქსალაცეტატ ტრანსამინაზას.
a
- ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ბიგემინიის ტიპის პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია დამახასიათებელია:
ა) მიტრალური სტენოზისთვის;
ბ) დიურეზული საშუალებების ზედოზირებისთვის;
გ) სტენოკარდიისთვის;
დ) არტერიული ჰიპერტენზიისთვის;
ე) გლიკოზიდებით ინტოქსიკაციისთვის.
e
- ეკგ-ზე აღინიშნება დადებითი P კბილი, 0, 22 წმ-იანი PQ ინტერვალი, 0, 09 წმ-იანი ხანგრძლივობის „QRS“ კომპლექსი. რა ტიპის არითმიასთან გვაქვს საქმე?
ა) პირველი ხარისხის ატრიოვენტრიკულურ ბლოკადასთან;
ბ) პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიასთან;
გ) მოციმციმე არითმიასთან;
დ) მეორე ხარისხის ატრიოვენტრიკულურ ბლოკადასთან;
ე) სრულ ატრიოვენტრიკულურ ბლოკადასთან.
a
- ჩამოთვლილი დიურეზული საშუალებებიდან რომელია მარყუჟოვანი?
ა) ჰიპოთიაზიდი;
ბ) სპირონოლაქტონი;
გ) ფუროსემიდი;
დ) ტრიამტერენი;
g
- ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია მართებული ნიტროგლიცერინთან მიმართებაში?
ა) აიშვიათებს გულის მუშაობას;
ბ) აუმჯობესებს კორონარული სისხლის მიმოქცევას;
გ) აუმჯობესებს სისხლის განაწილებას;
დ) აქვეითებს მიოკარდიუმის მოთხოვნილებას ჟანგბადზე;
ე) აფართოებს კორონარებს.
d
- ჩამოთვლილიდან რომელი წარმოადგენს მოციმციმე არითმიის სადიაგნოზო ელექტროკარდიოგრაფიულ კრიტერიუმს?
ა) თანაბარი „QT“ ინტერვალები;
ბ) „f“ ტალღების არსებობა და არათანაბარი „RR“ ინტერვალები;
გ) „ST“ სეგმენტის და „T“ კბილის დეფორმაცია;
დ) „QRST“ კომპლექსების დეფორმაცია.
b
- ჰიპერტენზიულ ავადმყოფებში სიკვდილობის უხშირეს მიზეზებს არ მიეკუთვნება:
ა) წვრილი ნაწლავის ინფარქტი
ბ) თავის ტვინის ინსულტი;
გ) თირკმელების უკმარისობა;
დ) მიოკარდიუმის ინფარქტი;
ე) გულის შეგუბებითი უკმარისობა.
a
- პოსტდატვირთვის შემცირება მიზანშეწონილი არ არის:
ა) შეგუბებითი კარდიომიოპათიის დროს;
ბ) აორტული ნაკლოვანების დროს;
გ) არტერიული ჰიპერტენზიის დროს;
დ) სუბაორტული სტენოზის დროს;
ე) გულის უკმარისობის დროს.
d
- მარჯვენა პარკუჭოვანი უკმარისობის შემთხვევაში არ აღინიშნება:
ა) ქვემო კიდურების შეშუპება;
ბ) ჰეპატომეგალია;
გ) მარჯვენა პარკუჭში საბოლოო დიასტოლური წნევის მომატება;
დ) ფილტვის კაპილარებში წნევის მომატება;
ე) კისრის ვენების შებერვა.
d
- ტკივილი გულმკერდში და პერიკარდიუმის ხახუნის ხმიანობა უპირატესად დამახასიათებელია:
ა) მიოკარდიუმის ინტრამურული ინფარქტისთვის;
ბ) გულმკერდის ტრავმისთვის;
გ) ტრანსმურული ინფარქტისთვის;
დ) ვირუსულ პნევმონიისთვის;
ე) აორტის განშრევებადი ანევრიზმისთვის.
g
- ჩამოთვლილი სიმპტომებიდან სტენოკარდიისთვის პათოგნომურია:
ა) დატვირთვის დროს ტკივილი მკერდის ძვლის უკან და „ST“ სეგმენტის დეპრესია;
ბ) დატვირთვის დროს ჩხვლეტითი ხასიათის ტკივილი გულის არეში;
გ) დატვირთვის შემდეგ პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია;
დ) „Q“ კბილი III და „aVF“ განხრებში;
ე) ნეგატიური „T“ კბილი „V2-V6“ განხრებში.
a
- პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიისთვის არ არის დამახასიათებელი:
ა) ექსტრასისტოლური „QRS“ კომლექსის ხანგრძლივობა <0,10 წმ;
ბ) „P“ კბილის არარსებობა ექსტრასისტოლური „QRS“ კომპლექსის წინ;
გ) სრული კომპენსატორული პაუზა;
დ) ექსტრასისტოლური „QRS“ კომპლექსის დეფორმაცია;
ე) ექსტრასისტოლური „T“ კბილისა და „QRS“ კომპლექსის მაქსიმალური დისკორდანტობა.
a
- რომელი დაავადებისთვისაა დამახასიათებელი სარქვლის დაზიანება სუბფებრილური ტემპერატურით, ედს-ის მომატებით და ემბოლიებით?
ა) ინფექციური ენდოკარდიტისთვის;
ბ) მიოკარდიტისთვის;
გ) რევმატიული კარდიტისთვის;
დ) პერიკარდიტისთვის;
ე) თრომბოფლებიტისთვის.
a
- ვერაპამილი წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც:
ა) მოქმედებს ბეტა -ადრენორეცეპტორების ბლოკადის საშუალებით;
ბ) გამოიყენება სინუსის კვანძის სისუსტის დროს;
გ) ხშირად იწვევს ტაქიკარდიას;
დ) აქვს დიურეზული ეფექტი;
ე) გამოიყენება პაროქსიზმული სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის სამკურნალოდ.
e
Verapamill —> inhibits Ca influx (Ca channel blocker) —> relaxes blood vessels and increases the supply of blood and O2 to the heart while reducing its workload
- რომელი დაავადების დროს არის წინააღმდეგნაჩვენები გახანგრძლივებული მოქმედების ნიტრატების დიდი დოზებით გამოყენება?
ა) აორტის სარქვლის სკლეროზის დროს;
ბ) აორტული ნაკლოვანების დროს;
გ) მიტრალური ნაკლოვანების დროს;
დ) ჰიპერტროფიული სუბაორტული სტენოზის დროს;
ე) შეგუბებითი კარდიომიოპათიის დროს.
d
Nitroglycerin either intensifies the obstruction or provoked the development of a systolic pressure gradient.
IHSS _ hypertrophy of LV: IVS and LV outflow
- ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომლისთვის არის დამახასიათებელი სწრაფი “მხტუნავი” პულსი (კარიგანის პულსი)?
ა) მიტრალური სტენოზისთვის;
ბ) მიტრალური ნაკლოვანებისთვის;
გ) აორტული სტენოზისთვის;
დ) აორტის კოარქტაციისთვის;
ე) აორტული ნაკლოვანებისთვის
e
- ჩამოთვლილთაგან რა არ ახასიათებს აორტულ ნაკლოვანებას?
ა) დიასტოლური შუილი;
ბ) სისტოლური შუილი;
გ) მაღალი პულსური წნევა;
დ) მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია და დილატაცია;
ე) მწვერვალზე პირველი ტონის შესუსტება.
b
- გულის წუთმოცულობის გასაუმჯობესებლად პოსტდატვირთვის შემცირება არ არის მიზანშეწონილი:
ა) მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის და ჰიპერტენზიის დროს;
ბ) მწვავე აორტული ნაკლოვანების დროს;
გ) მწვავე მიტრალური ნაკლოვანების დროს;
დ) მიტრალური სტენოზის დროს;
ე) ჰიპერტონული კრიზის დროს.
d
ისედაც შემცირებული მი სტენოზის გამო
Reduced ventricular filling and reduced aortic pressure decrease ventricular wall stress (afterload) , which may cause a small decrease in ventricular end-systolic volume.
Preload - initial stretching before the contraction.
After load - force/load against which the heart has to contract to eject the blood.
—- MS causes low end-diastolic volume, if there is not enough afterload then very low volume blood will be ejected to the systemic circulation. —-> გულის წუთმოცულობა შემცირება