GI 407 - 520 Flashcards
- 12-გოჯა ნაწლავის წყლულის განვითარება ნაკლებად მოსალოდნელია:
ა) ქრონიკული პანკრეატიტის შემთხვევაში;
ბ) თირკმლების ქრონიკული უკმარისობის დროს;
გ) ღვიძლის ციროზის დროს;
დ) კარდიოგენური შოკის შემთხვევაში;
ე) მასიური დამწვრობის შემთხვევაში.
ა
- ავადმყოფი მამაკაცი, 55 წლის, კუჭის წყლულოვანი დაავადების 10-წლიანი ანამნეზით, მკურნალობდა არარეგულარულად, პერიოდულად აღნიშნავდა გამწვავებას. უკანასკნელი წლის მანძილზე ტკივილი ეპიგასტრიუმში გაუძლიერდა, ავადმყოფმა დაკარგა წონა, ფიბროსკოპიით დიდ სიმრუდეზე აღინიშნება მოზრდილი წყლულოვანი დეფექტი. რას ურჩევდით პაციენტს:
ა) სასაწრაფოდ გაიკეთოს ოპერაცია;
ბ) ჩატარდეს კუშჭის სეკრეტორული ფუნქცია და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდეს ოპერაციული მკურნალობი საკითხი;
გ) ოპერაციული ჩარევის საკითხი გადაწყდეს კონსერვატული მკურნალობის დასრულებიდან 5-6 კვირის შემდეგ;
დ) ჩატარდეს რენტგენოკონტრასტული კვლევა;
ე) ჩატარდეს გასტროფიბროსკოპია ბიოფსიით, რის შემდეგაც გადაწყდება მკურნალობის ტაქტიკა.
ე
B/c the location is very rare it means malignancy
- ნაღვლის შეგუბებას არ იწვევს:
ა) კვების რეჟიმის მოშლა;
ბ) ფაღარათი;
გ) ორსულობა;
დ) ჰიპოდინამია;
ე) ფსიქოემოციური სტრესი.
ბ
- დემპინგ-სინდრომისთვის არ არის დამახასიათებელი:
ა) ჭამის შემდეგ გამოხატული სისუსტე;
ბ) ნაღვლოვანი ღებინება;
გ) ჰიპოგლიკემიის განვითარება ჭამიდან დაახლოებით 2 სთ-ის შემდეგ;
დ) სისლძარღვოვანი და ნეიროფსიქიური დარღვევები;
ე) ნახშირწყლების აუტანლობა.
ბ
The symptoms are caused by fast gastric emptying
- ქრონიკული პანკრეატიტის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს არ მიეკუთვნება:
ა) სისხლში და შარდში პანკრეასის ფერმენტების აქტივობის მომატება;
ბ) პანკრეასის ფერმენტების მომატება დუოდენურ შიგთავსში;
გ) სტეატორეა;
დ) კრეატორეა;
ე) გლუკოზისადმი ტოლერანტობის მოშლა.
ბ
გ) pancreas —> low lipases/bile salts —> fat in feces
დ) inflammatory pancreas —> low trypsinogen —> **mm fiber indigestion of food **
- ციმეტიდინის გამოყენება პეპტიკური წყლულის სამკურნალოდ მიზანშეწონილია, რადგანაც ეს პრეპარატი:
ა) აბლოკირებს ჰისტამინურ H1 რეცეპტორებს;
ბ) აბლოკირებს M1 ქოლინორეცეპტორებს;
გ) ინიშნება დღეში ერთხელ;
დ) ლორწოვანი გარსის შემომგარსველი პრეპარატია;
ე) აბლოკირებს H2 ჰისტამინურ რეცეპტორებს.
ე
Block Histamine H2 receptors —> low stomach acid production
- ჩამოთვლილიდან რა არ ახასიათებს უიპლის დაავადებას:
ა) ჰექტიური ცხელება;
ბ) ყაბზობა;
გ) წონაში დაკლება;
დ) პოლიართრალგიები;
ე) ტრაქეობრონქიტი.
ბ
Whipped disease
- weight loss (90%)
- hypoalbuminemia
- diarrhea (80%)
- arthralgia (80%)
- anemia
- lymphadenopathy
- abdominal pain
- skin pigmentation
- fever (35%)
- neurological signs (30%)
- კუჭის წყლულის დროს ყველაზე უფრო ინფორმაციული დიაგნოსტიკური მეთოდია:
ა) რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
ბ) განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე;
გ) კუჭის სეკრეციის გამოკვლევა;
დ) ფიზიკური გამოკვლევა (პერკუსია, პალპაცია);
ე) ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია.
ე
- ქვემოთ ჩამოთვლილი მტკიცებებიდან რომელია ჭეშმარიტი კუჭის წყლულოვან დაავადებასთან დაკავშირებით:
ა) თან ახლავს მჟავის მომატებული სეკრეცია;
ბ) განვითარება არ არის დაკავშირებული სტრესული სიტუაციის ზემოქმედებასთან;
გ) ხშირად ახლავს ფაღარათი;
დ) უხშირესად გვხვდება 60-70 წლის ასაკში;
ე) რაც მეტია წყლულის ზომა, მით უფრო ხშირად განიცდის მალიგნიზაციას.
ე
- ცოლინგერ-ელისონის სინდრომისთვის არ არის დამახასიათებელი:
ა) წყლულების წარმოქმნა კუჭსა და 12-გოჯა ნაწლავში;
ბ) დიარეა;
გ) კუჭის წვენის ჰიპერსეკრეცია;
დ) ჰიპერკალცემია;
ე) სტეატორეა.
დ
Z-E syndrome signs:
- diarrhea
- steatorrhea
- vit b12 malabsorption
- abdominal pain
- acid hypersecretion —> GERD
- კურვუაზიეს სიმპტომი არ ახასიათებს:
ა) ფატერის დვრილის კიბოს;
ბ) ქრონიკულ ქოლეცისტიტს;
გ) პანკრეასის თავის კიბოს;
დ) ნაღვლის საერთო სადინარის კიბოს;
ბ
Curvoisier’s Law - painless and enlarged gallbladder with jaundice is unlike to be caused by gallstones. - implies possible malignancy of gb
- ბილიარული ციროზისთვის არ არის დამახასიათებელი:
ა) ჰიპერბილირუბინემია, უპირატესად კონიუგირებული ბილირუბინის ხარჯზე;
ბ) ბილირუბინურია;
გ) ურობილინურია;
დ) ოსტეოპოროზი;
ე) ქსანთელაზმები.
გ
- ღვიძლის დიაგნოსტიკური პუნქციური ბიოფსიის ჩატარება არაინფორმაციულია:
ა) დაუდგენელი გენეზის ჰეპატოსპლენომეგალიის შემთხვევაში;
ბ) ღვიძლის ფუნქციური სინჯების მყარი დარღვევის დროს;
გ) ღვიძლის ანგიომაზე ეჭვისას;
დ) ქრონიკული ალკოჰოლური ჰეპატიტის შემთხვევაში;
ე) ჰემოქრომატოზზე ეჭვის დროს.
გ
- ჰეპატოლენტიკულური დეგენერაციისთვის (ვილსონის დაავადება) არ არის დამახასიათებელი:
ა) ნევროლოგიური დარღვევები;
ბ) ჰეპატოსპლენომეგალია;
გ) სიყვითლე;
დ) სისხლში ცერულოპლაზმინის დონის მომატება;
ე) შარდით სპილენძის გაძლიერებული ექსკრეცია.
დ
Hepatolenticular degeneration (Wilson’s disease) is a hereditary disease in which metabolic disorder of copper leads to its accumulation in the liver, brain, cornea and kidneys with consequent pathologic changes in those organs.
Ceruloplasmin is a protein made in your liver. It stores and carries the mineral copper around your body. Ceruloplasmin carries 65% to 90% of the copper found in blood. Copper is vital to many processes in your body. These include building strong bones and making melanin.
- ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავების დეტექციის ყველაზე მგრძნობიარე ლაბორატორიული ცვლილება არის:
ა) ლეიკოციტოზი;
ბ) ამინოტრანსფერაზების დონე;
გ) სისხლში და შარდში ამილაზის დონე;
დ) ტუტე ფოსფატაზის დონე;
ე) ჰიპერგლიკემია.
გ
- ჩამოთვლილი მეთოდებიდან რომელია ყველაზე ზუსტი არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტის სადიაგნოსტიკოდ:
ა) ირიგოსკოპია;
ბ) კოლონოსკოპია;
გ) ნაწლავური ფლორის შესწავლა;
დ) კოპროლოგიური გამოკვლევა;
ე) ექოსკოპია.
ბ
- სტეატორეა არ ახასიათებს:
ა) ქრონიკულ პანკრეატიტს;
ბ) კრონის დაავადებას;
გ) ნაწლავთა ამილოიდოზს;
დ) ნაწლავთა პოლიპოზს;
ე) წვრილი ნაწლავის რეზექციას.
დ
- ქრონიკული ანაციდური გასტრიტისთვის დამახასიათებელია:
ა) ყაბზობა;
ბ) ტკივილი უზმოზე;
გ) კუჭის ლორწოვანის ატროფია;
დ) ღამის ტკივილი;
ე) კუჭის წვენის ჰიპერსეკრეცია.
გ
- ღამის და „მშიერი ტკივილები“ ახასიათებს:
ა) კუჭის კიბოს;
ბ) 12-გოჯა ნაწლავის წყლულს;
გ) დივერტიკულიტს;
დ) ქოლანგიტს;
ე) კრონის დაავადებას.
ბ
- ჰემოქრომატოზისთვის არ არის დამახასიათებელი:
ა) მელანოდერმია;
ბ) ჰიპერგლიკემია;
გ) სისხლში რკინის შემცველობის დაქვეითება;
დ) ჰეპატომეგალია;
ე) კარდიომიოპათია.
გ
Hemochromatosis is a disorder in which the body can build up too much iron in the skin, heart, liver, pancreas, pituitary gland, and joints. Too much iron is toxic to the body and over time the high levels of iron can damage tissues and organs and lead to.
- ნაღვლის ბუშტის ჰიპერტონულ დისკინეზიას არ ახასიათებს:
ა) გარდამავალი სიყვითლე;
ბ) დუოდენური ზონდირებისას, ბ ულუფაში ნაღვლის გამოყოფის შემცირება;
გ) ქოლეცისტოგრაფიით: ნაღვლის ბუშტის დაყოვნებული დაცლა, მისი ზომების გადიდებით;
დ) ნაღვლოვანი კოლიკის პერიოდული შეტევები.
გ
- ღვიძლის უკმარისობისთვის არ არის დამახასიათებელი:
ა) პროთრომბინის დონე მკვეთრი დაქვეითება;
ბ) ანტიჰემოფილური ფაქტორების მკვეთრი დაქვეითება;
გ) ჰემორაგიული სინდრომი;
დ) პიგმენტური ცვლი მოშლა, ბილირუბინის მკვეთრი მატებით;
ე) სისხლში ასპარტატ- და ალანინამინოტრანსფერაზების ნორმალური აქტივობა.
ე
- ავადმყოფი მამაკაცი, 22 წლის, უჩივის ტკივილს მუცლის არეში, სისხლიან განავალს, საერთო სისუსტეს. ობიექტურად აღინიშნება მუცლის მკვეთრი მტკივნეულობა მსხვილი ნაწლავის მთელს პროექციაზე. სავარაუდო დიაგნოზია:
ა) არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი;
ბ) ნაწლავის ტუბერკულოზი;
გ) დიზენტერიული კოლიტი;
დ) ქრონიკული პანკრეატიტი;
ე) კრონის დაავადება.
ა
- ავადმყოფი მამაკაცი, 45 წლის, უჩივის ტკივილს ილეოცეკალურ მიდამოში, სხეულის ზემო ნაწილის ჰიპერემიას, ხანმოკლე შეხურებების ეპიზოდებს, ოფლიანობას, ტაქიკარდიას, ჰიპოტონიას და დიარეას. გლუკოზის დონე სისხლში ნორმის ფარგლებშია. ანალოგიური კლინიკური სურათი ვითარდება 50 მლ არყის მიღებიდან 5-10 წუთის შემდეგ. ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზია:
ა) პანკრეატოგენური ქოლერა;
ბ) ფუნქციური დიარეა;
გ) გასტრინომა;
დ) კარცინოიდული სინდრომი;
ე) ფეოქრომოციტომა.
დ
Carcinoid syndrome is a paraneoplastic syndrome comprising the signs and symptoms that occur secondary to neuroendocrine tumors (formerly known as carcinoid tumors).[1] The syndrome is caused by neuroendocrine tumors most often found in the gut releasing biologically active substances into the blood causing symptoms such as flushing and diarrhea, and less frequently, heart failure, vomiting and bronchoconstriction.