Cardiology 161 - 269 Flashcards

1
Q
  1. მწვავე პერიკარდიტისთვის არ არის დამახასიათებელი:
    ა) “ ST”-სეგენტის ელევაცია;
    ბ) ლეიკოციტოზი;
    გ) პათოლოგიური “Q” კბილი;
    დ) “T” კბილის ინვერსია;
    ე) პერიკარდიუმის ხახუნი.
A

g

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
2
Q
  1. როტის ლაქების განვითარების ადგილია:
    ა) რეტინა;
    ბ) მუცლის ზედაპირი;
    გ) გულმკერდი;
    დ) სახე;
    ე) ხელის თითების ბოლოები.
A

a

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
3
Q
  1. ოსლერის კვანძების წარმოქმნა შესაძლებელია:
    ა) რეინოს დაავადების დროს;
    ბ) აორტიტის დროს;
    გ) ტაკაიასუს დაავადების დროს;
    დ) მწვავე ბაქტერიული ენდოკარდიტის დროს.
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
4
Q
  1. გულის რადიოიზოტოპური გამოკვლევის არ გამოიყენება:
    ა) პარკუჭის ფუნქციის შეფასებისთვის;
    ბ) მიოკარდიუმის იშემიის დეტექციისთვის;
    გ) მიტრალური ხვრელის შეფასებისთვის;
    დ) პარკუჭის კედლის მოძრაობის შეფასებისთვის;
    ე) მიოკარდიუმის ინფარქტის დეტექციისთვის.
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
5
Q
  1. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ შეესაბამება არასტაბილურ სტენოკარდიას?
    ა) 64 წლის მამაკაცი, რომელსაც ანამნეზში აღენიშნებოდა სტენოკარდია, მიყვანილი იქნა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გახანგრძლივებული ტკივილით გულმკერდის არეში და იშემიური ცვლილებებით ეკგ-ზე, მაგრამ გამოირიცხა მიოკარდიუმის ინფარქტი;
    ბ) 70 წლის მამაკაცი, რომელსაც ანამნეზით სტენოკარდიული ტკივილი უნვითარდებოდა 2 კმ-ის გავლის შემდეგ, ამჟამად ტკივილი ეწყება 500 მ-ს გავლის შემდეგ;
    გ) 33 წლის მამაკაცი რომელსაც განუვითარდა სტენოკარდია მოსვენებულ მდგომარეობაში;
    დ) 58 წლის ქალი, რომელსაც უკანასკნელ პერიოდში განუვითარდა სტენოკარდიული ტკივილები 3-ჯერ კვირაში დატვირთვის დროს;
    ე) 53 წლის მამაკაცი სტენოკარდიის 4 წლიანი ანამნეზით, რომელსაც ნიტროგლიცერინი ტკივილს არ უხსნის.
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
6
Q
  1. არტერიული ჰიპერტენზია იწვევს:
    ა) ფილტვისმიერ გულს;
    ბ) შეგუბებით გულის უკმარისობას გულის გადიდების გარეშე;
    გ) სუბპულმონურ სტენოზს;
    დ) მიტრალურ და აორტალურ სტენოზს;
    ე) მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას.
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
7
Q
  1. ფილტვების შეშუპება არ არის დამახასიათებელი:
    ა) ჰიპერტონული კრიზისთვის;
    ბ) მიოკარდიუმის ინფარქტისთვის;
    გ) მიტრალური სტენოზისთვის;
    დ) დილატაციური კარდიომიოპათიისთვის;
    ე) ფილტვისმიერი გულისთვის.
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
8
Q
  1. სისტოლური ტკაცუნის ტონი დამახასიათებელია:
    ა) მიტრალური რეგურგიტაციისთვის;
    ბ) მიტრალური პროლაფსისთვის;
    გ) აორტის რეგურგიტაციისთვის;
    დ) აორტის სტენოზისთვის;
    ე) მიტრალური სტენოზისათვის.
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
9
Q
  1. 46 წლის ქალი უჩივის ტკივილს გულმკერდის არეში. ტკივილი ლოკალიზდება გულმკერდის ზედა მარცხენა ნაწილში და მტკივნეულია შეხებით. ტკივილი ასევე ძლიერდება მძიმე საგნის აწევისას. ტკივილის მიზეზი არის:
    ა) სტენოკარდია;
    ბ) ოსტეოქონდროზი;
    გ) მიტრალური სარქვლის პროლაფსი;
    დ) მიოკარდიუმის ინფარქტი;
    ე) ძვალ-კუნთოვანი ტკივილი
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
10
Q
  1. მიტრალური სარქვლის გაღების ხმიანობა („open snap”) დამახასიათებელია:
    ა) მიტრალური რეგურგიტაციისთვის;
    ბ) მიტრალური სარქვლის პროლაფსისთვის;
    გ) აორტის რეგურგიტაციისთვის;
    დ) აორტის სტენოზისთვის;
    ე) მიტრალური სტენოზისთვის
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
11
Q
  1. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის მეორადი ჰიპერტენზიის მიზეზი?
    ა) ინტრაკრანიალური წნევის შემცირება;
    ბ) კუშინგის სინდრომი;
    გ) კონის სინდრომი;
    დ) ფეოქრომოციტომა;
    ე) აორტის კოარქტაცია.
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
12
Q
  1. 35 წლის მამაკაცი უჩივის ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში. პაციენტს აღენიშნება ქვემო კიდურების შეშუპება, ასციტი და მოპულსირე ღვიძლი. მკერდის ძვლის გასწრივ მარცხენა მხარეს აუსკულტაციით მოისმინება ჰოლოსისტოლური შუილი. თქვენი სავარაუდო დიაგნოზია:
    ა) აორტის რეგურგიტაცია;
    ბ) მიტრალური სტენოზი;
    გ) მიტრალური რეგურგიტაცია;
    დ) სამკარიანი სარქვლის რეგურგიტაცია;
    ე) აორტის სტენოზი.
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
13
Q
  1. ტაკაიასუს დაავადებისთვის არ არის დამახასიათებელი:
    ა) სხივის არტერიაზე პულსის შესუსტება/გაქრობა;
    ბ) მუხლქვეშა არტერიაზე პულსის შესუსტება/გაქრობა;
    გ) ზედაპირულ საფეთქლის არტერიაზე პულსის შესუსტება/გაქრობა;
    დ) საძილე არტერიაზე პულსის შესუსტება/გაქრობა;
    ე) მხრის არტერიაზე პულსის შესუსტება/გაქრობა.
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
14
Q
  1. რომელი ტიპის შუილია დამახასიათებელი პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დროს?
    ა) სისტოლურ-დიასტოლური;
    ბ) ჰოლოსისტოლური;
    გ) შუა დიასტოლური;
    დ) დეკრეშჩენდოს ტიპის დიასტოლური;
    ე) გვიანი სისტოლური.
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
15
Q
  1. 68 წლის მამაკაცი, შაქრიანი დიაბეტით, პერიფერიული სისხძარღვების პათოლოგიით, ზომიერი ჰიპერტენზიითა და თირკმლების უკმარისობით, ბოლო კვირების განმავლობაში უჩივის არტერიული წნევის მნიშვნელოვან მატებას. ფიზიკური გამოკვლევისას მისი მდგომარეობა წინა გამოკვლევებთან შედარებისას უცვლელია, გარდა დიასტოლური შუილის გაჩენისა ეპიგასტრიუმის მიდამოში, რომელიც გადაეცემა მარცხნივ. ლაბორატორიული მონაცემები ასევე უცვლელია, გარდა ჰიპოკალემიისა. რა არის ამ პაციენტის სავარაუდო დიაგნოზი?
    ა) თირკმლის არტერიის სტენოზი;
    ბ) თირეოტოქსიკოზი;
    გ) ფეოქრომოციტომა;
    დ) კუშინგის დაავადება;
    ე) პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი.
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
16
Q
  1. სინკოპე არ არის დამახასიათებელი:
    ა) ფილტვისმიერი გულისთვის;
    ბ) ეპილეფსიისთვის;
    გ) ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიისთვის;
    დ) დილატაციური კარდიომიოპათიისთვის;
    ე) არითმიისთვის.
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
17
Q
  1. ქორდების გაწყვეტა დამახასიათებელია:
    ა) მიოკარდიუმის წინა კედლის ინფარქტისთვის;
    ბ) მიტრალური საქვლის პროლაფსისთვის;
    გ) მარცხენა წინგულის მიქსომისთვის;
    დ) რევმატიული გენეზის მიტრალური რეგურგიტაციისთვის;
    ე) მიოკარდიუმის ქვედა კედლის ინფარქტისთვის.
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
18
Q
  1. 46 წლის მამაკაცი ჰიპერტენზიით უჩივის მოსვენეულ მდგომარეობაში მოჭერითი ხასიათის ტკივილს გულმკერდის არეში. ეკგ-ზე აღინიშნება “ST”-სეგმენტის ტრანზიტორული აწევა. სავარაუდო დიაგნოზია:
    ა) პრინცმეტალის სტენოკარდია;
    ბ) მწვავე პერკარდიტი;
    გ) მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი;
    დ) აორტის მწვავე განშრევება;
    ე) ჰიპერტროფული კარდიომიოპათია.
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
19
Q
  1. მაობლიტირებელი თრომბოანგიიტის გამომწვევი მიზეზია:
    ა) ალკოჰოლი;
    ბ) შაქრიანი დიაბეტი;
    გ) ინფექცია;
    დ) მწეველობა;
    ე) ათეროსკლეროზი.
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
20
Q
  1. 40 წლის ავადმყოფს მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანიდან ორი თვის შემდეგ განუვითარდა ტკივილები გულმკერდის არეში ჩასუნთქვის დროს. გამოკვლევით აღინიშნება პერიკარდიუმის ხახუნი როგორც სისტოლის, ისე დიასტოლის პერიოდში. ეკგ-ზე ჩანს “ST” სეგმენტის აწევა ყველა განხრაში. სავარაუდო დიაგნოზია:
    ა) მწვავე პერიკარდიტი;
    ბ) გულის შეგუბებითი უკმარისობა;
    გ) დრესლერის სინდრომი;
    დ) კონსტრიქციული პერიკარდიტი;
    ე) მიოკარდიუმის ინფარქტი.
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
21
Q
  1. პრინცმეტალის სტენოკარდიის საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა:
    ა) ასპირინი;
    ბ) კორონაროანგიოპლასტიკა;
    გ) ნიფედიპინი;
    დ) პროპრანოლოლი;
    ე) კაპტოპრილი.
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
22
Q
  1. რეინოს ფენომენისთვის არ არის დამახასიათებელი:
    ა) დაბუჟება;
    ბ) სიწითლე;
    გ) ციანოზი;
    დ) სიფერმკრთალე;
    ე) ტკივილი.
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
23
Q
  1. 24 წლის, 4 თვის ორსული ქალი მოთავსდა კლინიკაში ჩივილებით ჰაერის უკმარისობაზე, ორტოპნოეზე და გულის ფრიალზე. ფიზიკური გამოკვლევით: პულსი 125 წუთში, არარეგულარული; სუნთქვის სიხშირე – 20 წუთში; არტერიული წნევა 90/60 „mmHg“. საუღლე ვენა მნიშვნელოვნად გაფართოებული, გამოხატული “a” ტალღით. ფილტვების ქვემო წილებში ორივე მხარეს მოიმინება სველი ხიხინი. გულის აუსკულტაციით გაძლიერებული პირველი ტონი, მეორე ტონის აქცენტი ფილტვის არტერიაზე. ორკარიანი სარქველის გაღების ხმიანობა და პანდიასტოლური შუილი. ეკგ-ზე აღინიშნება მოციმციმე არითმია და მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფია. თქვენი სავარაუდო დიაგნოზია:
    ა) წინაგულთა ძგიდის დეფექტი;
    ბ) ბოტალის სადინრის შეუხორცებლობა;
    გ) სამკარიანი სარქვლის სტენოზი;
    დ) მიტრალური სტენოზი;
    ე) აორტის რეგურგიტაცია.
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
24
Q
  1. 45 წლის მამაკაცი 15 წელია დაავადებული ქრონიკული ალკოჰოლიზმით. ამჟამად მას განუვითარდა ქვემო კიდურების შეშუპება და
    ორთოპნოე. ექოკარდიოგრაფიულად აღინიშნება ოთხივე კამერის დილატაცია. საფიქრელია, რომ მას აქვს:
    ა) მიოკარდიტი;
    ბ) დილატაციური კარდომიოპათია;
    გ) მიოკარდიუმის ცხიმოვანი გადაგვარება;
    დ) ამილოიდოზი;
    ე) ღვიძლის ციროზი.
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
25
Q
  1. სეპტიკური შოკისთვის არ არის დამახასიათებელი:
    ა) გაზრდილი წუთმოცულობა;
    ბ) გონების დაბინდვა;
    გ) ჰიპოტენზია;
    დ) შარდის გამოყოფის შემცირება;
    ე) ცივი კიდურები.
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
26
Q
  1. 73 წლის ქალი, შაქრიანი დიაბეტის 10 წლიანი ანამნეზით, მოთავსებული იქნა კლინიკაში ტკივილით გულმკერდის არეში, არტერიული წნევით 70/30 მმ „mmHg“ და ნახევრად კომატოზურ მდგომარეობაში. ეკგ-ზე აღინიშნება მიოკარდიუმის ინფარქტის სურათი „Q“ კბილებით. თქვენი სავარაუდო დიაგნოზია:
    ა) მიოკარდიუმის ინფარქტი გართულებული სისხდენით;
    ბ) ჰიპერგლიკემიური კომა;
    გ) ჰიპოგლიკემიური კომა;
    დ) მიოკარდიუმის ინფარქტი გართულებული კარდიოგენური შოკით;
    ე) მიოკარდიუმის ინფარქტი გართულებული თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით.
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
27
Q
  1. 59 წლის მამაკაცი გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ გადიოდა რეაბილიტაციურ მკურნალობას ბინაზე. უეცრად მას განუვითარდა ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც ძლიერდება ღრმა ჩასუნთქვისას. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რას გამოიყენებთ ტკივილის მოსახსნელად?
    ა) ნიტროგლიცერინს;
    ბ) კორტიკოსტეროიდს;
    გ) ჰეპარინს;
    დ) ლიდოკაინს;
    ე) არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
28
Q
  1. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ 55 წლის მამაკაცს აღენიშნება ხანგამოშვებითი ტკივილი (კოჭლობა) დუნდულოებისა და ბარძაყის მიდამოში. პაციენტი უჩივის ასევე იმპოტენციას. გამოკვლევით ბარძაყის არტრიაზე პულსი არ ისინჯება. თქვენი სავარაუდო დიაგნოზია:
    ა) ლერიშის სინდრომი;
    ბ) რეინოს ფენომენი;
    გ) მაობლიტირებელი თრომბოანგიიტი;
    დ) ბარძაყის არტერიის თრომბოზი;
    ე) ტაკაიასუს დაავადება.
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
29
Q
  1. კონსტრიქციული პერიკარდიტი ხასიათდება ისეთი სიმპტომებით, რომლებიც მოითხოვს დიფერენციული დიაგნოზის გატარებას:
    ა) ჰიპერტროფიულ კარდიომიოპათიასთან;
    ბ) ინფექციურ მიოკარდიტთან;
    გ) ინფექსიურ ენდოკარდიტთან;
    დ) რესტრიქციულ კარდიომიოპათიასთან;
    ე) დილატაციურ კარდიომიოპათიასთან.
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
30
Q
  1. ჰიპერტონული კრიზის ფონზე განვითარებული ფილტვების შეშუპების სამკურნალოდ არ გამოიყენება:
    ა) სუბლინგვალური კალციუმის არხის ბლოკერი;
    ბ) ინტრავენურად ნიტროგლიცერინი;
    გ) ინტრავენურად ნატრიუმის ნიტროპრუსიდი;
    დ) ინტრავენურად ფუროსმიდი;
    ე) ნიღბით ადექვატური ოქსიგენაცია.
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
31
Q
  1. რომელი არ განეკუთვნება არტერიული ჰიპერტენზიის განვითარებაში მონაწილე ვაზოპრესულ ჰორმონებს:
    ა) ენდოთელინი;
    ბ) ანგიოტენზინ II;
    გ) ნატრიურეზული პეპტიდები;
    დ) რენინი;
    ე) ვაზოპრესინი.
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
32
Q
  1. ჩამოთვლილთაგან რომელს არ გააჩნია სისხლის წნევის მაჩვენებლებზე ზეგავლენა:
    ა) 30 წუთით ადრე საკვების, ყავის, ალკოჰოლის მიღებას;
    ბ) წნევის გაზომვამდე ფიზიკურ დატვირთვას;
    გ) დაცლილ შარდის ბუშტს;
    დ) ფსიქოემოციურ სტრესს;
    ე) წნევის გაზომვამდე თამბაქოს მოწევას.
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
33
Q
  1. ჩამოთვლილი სიმპტომებიდან/ნიშნებიდან, რომელია პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის ძირითადი კლინიკურ-პათოგენეზური ნიშანი:
    ა) პოლიურია;
    ბ) პოლიდიფსია;
    გ) ჰიპოკალემია;
    დ) თავის ტკივილი;
    ე) მიალგია.
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
34
Q
  1. ალფა-ადრენომაბლოკირებელი პრეპარატები არ გამოიყენება:
    ა) მაღალი საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის შემთხვევაში;
    ბ) დისლიპიდემიის შემთხვევაში;
    გ) ხანდაზმულებში;
    დ) შაქრიანი დიაბეტის დროს;
    ე) წინამდებარე ჯირკვლის ადენომის შემთხვევაში.
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
35
Q
  1. ჩამოთვლილი ანტიჰიპერტენზიული საშუალებებიდან რომელია შერჩევის (არჩევის) პრეპარატი ფილტვების ობსტრუქციული დაავადებების კომპრბიდობის დროს:
    ა) დიურეზული საშუალებები;
    ბ) ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორები;
    გ) ბეტა-ადრენობლოკატორები;
    დ) ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების მაბლოკირებელი საშუალებები
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
36
Q
  1. ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორის დანიშვნა უკუნაჩვენებია:
    ა) დიაბეტური ნეფროპათიის დროს;
    ბ) გულის ქრონიკული უკმარისობის დროს;
    გ) ჰიპერკალემიის დროს;
    დ) მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის დროს;
    ე) მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი მდგომარეობის დროს
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
37
Q
  1. ბეტა-ადრენომაბლოკირებელი საშუალებების დანიშვნა უკუნაჩვენებია:
    ა) სტენოკარდიის დროს;
    ბ) ტაქიარითმიების დროს;
    გ) მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი მდგომარეობის დროს;
    დ) ორსულობის დროს;
    ე) II-III ხარისხის ავ-ბლოკადის დროს.
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
38
Q
  1. დიურეზული საშუალებების დანიშვნა უკუნაჩვენებია:
    ა) გულის ქრონიკული უკმარისობის დროს;
    ბ) შაქრიანი დიაბეტის დროს;
    გ) პოდაგრის დროს;
    დ) სისტოლური არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევაში;
    ე) ხანდაზმულებში.
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
39
Q
  1. კალციუმის ანტაგონისტ ნიფედიპინის დანიშვნის უკუჩვენებაა, როცა არტერიული ჰიპერტენზია შერწყმულია:
    ა) სტენოკარდიასთან;
    ბ) ბრონქოობსტრუქციულ დაავადებებთან;
    გ) აორტის სტენოზთან;
    დ) ჰიპერურიკემიასთან;
    ე) მარცხენა პარკუჭის დიასტოლურ დისფუნქციასთან
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
40
Q
  1. ჰიპერტენზიის მკურნალობის მიზნით ვერაპამილის ან დილთიაზემის დანიშვნა მიზანშეწონილია მხოლოდ მაშინ, როცა არტერიული ჰიპერტენზია შერწყმულია:
    ა) პარკუჭზედა არითმიებთან;
    ბ) სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომთან;
    გ) გულის ბლოკადასთან;
    დ) გულის უკმარისობასთან;
    ე) ღვიძლის უკმარისობასთან.
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
41
Q
  1. კალციუმის ნელი არხების მაბლოკირებელი საშალებების დანიშვნა უკუნაჩვენებია, როცა არტერიული ჰიპერტენზია შერწყმულია:
    ა) დისლიპიდემიასთან;
    ბ) ჰიპერგლიკემიასთან;
    გ) ბრონქოობსტრუქციულ დაავადებებთან;
    დ) რეინოს სინდრომთან;
    ე) მიოკარდიუმის ინფარქტთან/არასტაბილურ სტენოკარდიასთან
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
42
Q
  1. ბეტა-ადრენომაბლოკირებელი საშუალებების ანტიჰიპერტენზიული მოქმედება არ უკავშირდება:
    ა) გულის ბეტა 1 - ადრენორეცეპტორების ბლოკადას;
    ბ) რენინის სეკრეციის შემცირებას;
    გ) ვაზოდილატაციური პროსტაგლანდინების სინთეზის გაზრდას;
    დ) წინაგულის ნატრიურეზული ფაქტორის სეკრეციის შემცირე
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
43
Q
  1. ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორების არ გამოიყენება, თუ არტერიულ ჰიპერტენზიის და:
    ა) მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის დროს;
    ბ) ჰიპერგლიკემიის, ჰიპერურიკემიის, ჰიპერლიპიდემიის დროს;
    გ) ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტის დროს;
    დ) გულის უკმარისობის დროს;
    ე) ორსულობის დროს.
A

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
44
Q
  1. ალფა-ადრენომაბლოკირებელი პრეპარატებით მონოთერაპია არ გამოიყენება:
    ა) მაღალი საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის შემთხვევაში;
    ბ) შეშუპებისადმი მიდრეკილების დროს;
    გ) დისლიპიდემიის დროს;
    დ) წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის შეთხვევაში;
    ე) შაქრიანი დიაბეტის დროს.
A

45
Q
  1. ჰიპოტენზიური პრეპარატების რაციონალურ კომბინაცია არ არის:
    ა) შარდმდენი + ბეტა-ადრენომაბლოკირებელი;
    ბ) შარდმდენი + ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორი;
    გ) შარდმდენი + ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების მაბლოკირებელი;
    დ) ბეტა-ადრენომაბლოკირებელი + კალციუმის ნელი არხების მაბლოკირებელი საშუალება (ვერაპამილი, დილთიაზემი);
A

46
Q
  1. რომელი ჯგუფის ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს ამცირებენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები:
    ა) ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორის;
    ბ) ანგიოტენზინ II-ის მაბლოკირებელი საშუალებების;
    გ) შარდმდენების;
    დ) ბეტა-ადრენომაბლოკირებელი საშუალებების;
    ე) ყველა ჩამოთვლილის.
A

47
Q
  1. მდგომარეობებს, როცა ჰიპერტონული კრიზის დროს არტერიული წნევის დაწევა აუცილებელია 1 საათის განმავლობაში არ მიეკუთვნება:
    ა) აორტის განშრევებადი ანევრიზმა;
    ბ) არტერიული ჰიპერტენზია ოპერაციამდელ და პოსტოპერაციულ პერიოდში;
    გ) მიოკარდიუმის ინფარქტი;
    დ) ენცეფალოპათია;
    ე) ცხვირიდან მძიმე სისხლდენა.
A

48
Q
  1. ჰიპერტონული ენცეფალოპათიით მიმდინარე ჰიპერტონული კრიზის დროს ჩამოთვლილთაგან რომელი მედიკამენტია რეკომენდირებული:
    ა) ბეტა-ადრენომაბლოკირებელი საშუალებები;
    ბ) ნატრიუმის ნიტროპრუსიდი;
    გ) კლონიდინი;
    დ) მეთილდოფა;
    ე) რეზერპინი.
A

49
Q
  1. მიოკარდიუმის ინფარქტის დროს არტერიული წნევის 1 საათის განმავლობაში შემცირებისთვის რეკომენდირებულია:
    ა) ჰიდრალაზინი;
    ბ) კლონიდინი;
    გ) რეზერპინი;
    დ) ნიტროგლიცერინი, ნატრიუმის ნიტროპრუსიდი;
    ე) მეთილდოფა.
A

50
Q
  1. ტკივილის სინდრომის გარდა, სტაბილური სტენიკარდიის ნიშნები შეიძლება იყოს ე. წ. სტენოკარდიის ექვივალენტები; მათ მიეკუთვნება:
    ა) მომატებული ოფლიანობა;
    ბ) ქოშინი და სწრაფი დაღლა დატვირთვისას;
    გ) ღებინება/გულისრევა;
    დ) არტერიული წნევის მომატება;
    ე) ყველა ჩამოთვლილი.
A

51
Q
  1. სტენოკარდიის ვერიფიცირების მიზნით ჩატარებული დატვირთვის სინჯის დროს ცუდი პროგნოზულ ნიშანს არ წარმოადგენს:
    ა) „ST” სეგმენტის დეპრესიის შენარჩუნება დატვირთვის შეწყვეტიდან 6 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში;
    ბ) „ST” სეგმენტის ელევაცია ან დეპრესია 1 მმ-ზე მეტად ნებისმიერ განხრაში;
    გ) „ST” სეგმენტის დეპრესიის განვითარება, როცა გულის შეკუმშვთა სიხშირე წთ-ში 120-ზე ნაკლებია;
    დ) ფიზიკური დატვირთვისას არტერიული წნევის ზრდის არ არსებობა ან მისი შემცირება;
    ე) „ST” სეგმენტის დეპრესია რამდენიმე განხრაში, ან ელევაცია ყველაში “aVR”-ის გარდა.
A

52
Q
  1. კორონარული ანგიოგრაფიის ჩატარების შედარებითი უკუჩვენებაა:
    ა) ანტიანგინალური თერაპიის ფონზე შენარჩუნებული მძიმე ფუნქციური კლასის სტენოკარდია;
    ბ) დეკომპენსირებული გულის ქრონიკული უკმარისობა და ფილტვების შეშუპება;
    გ) პაციენტის ანამნეზში უეცარი გულისმიერი სიკვდილის ეპიზოდები ან სიცოცხლისთვის საშიში პარკუჭოვანი არითმიების არსებობა;
    დ) დაავადების პროგრესი არაინვაზიური გამოკვლევების მონაცემთა დინამიკის მიხედვით;
    ე) არაინვაზიური გამოკვლევების საეჭვო შედეგები სოციალურად მნიშვნელოვანი პროფესიების მქონე პაციენტებში.
A

53
Q
  1. სტაბილური სტენოკარდიის დროს პროგნოზულად მნიშვნელოვანი მოქმედება არ გააჩნიათ:
    ა) ნიტრატებს;
    ბ) ანტიაგრეგანტებს;
    გ) ანტიჰიპერლიპიდემიურ საშუალებებს;
    დ) ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორებს.
A

54
Q
  1. ნიტრატების დანიშვნის აბსოლუტური უკუჩვენებაა:
    ა) არტერიული ჰიპოტენზია და ჰიპოვოლემია;
    ბ) მარჯვენა პარკუჭის მიოკარდიუმის ინფარქტი;
    გ) მარცხენა პარკუჭის უკმარისობა დაბალი საბოლოო დიასტოლური წნევით;
    დ) გულის ტამპონადა;
    ე) ყველა ჩამოთვლილი.
A

55
Q
  1. გახანგრძლივებული მოქმედების ნიტრატების მიმართ ტოლერანტობის განვითარების პროფილაქტიკაში ყველაზე ეფექტურია:
    ა) ნიტრატების გამოყენება შარდმდენების ფონზე;
    ბ) ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორების ფონზე;
    გ) ანგიოტენზინ II რეცეპტორთა მაბლოკირებელი საშუალებების ფონზე;
    დ) ნიტრატების ასიმეტრიული დანიშვნა;
    ე) სულფჰიდრილური ჯგუფების დონატორები.
A

56
Q
  1. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულება არაა ჭეშმარიტი პრინცმეტალის სტენოკარდიასთან მიმართებაში?
    ა) ძირითადი პათოგენეზური მექანიზმია გვირგვინოვანი არტერიების სპაზმი;
    ბ) კორონაროსპაზმით გამოწვეული ტრანსმურული იშემია ვლინდება მარცხენა პარკუჭის კედლის დისკინეზიით (ექოკარდიოგრაფია);
    გ) კორონაროსპაზმით გამოწვეული ტრანსმურული იშემია ვლინდება ეკგ-ზე “ST” სეგმენტის ელევაციით;
    დ) იშემიის მიზეზია მიოკარდიუმის მოთხოვნილების გაზრდა ჟანგბადზე;
    ე) იშემიის მიზეზია ჟანგბადის მიწოდების ტრანზიტორული შემცირება.
A

57
Q
  1. პრინცმეტალის სტენოკარდიის დროს ეკგ-ზე (შეტევის დროს) ყველაზე დამახასიათებელია:
    ა) “ST” სეგმენტის ელევაცია;
    ბ) “ST” სეგმენტის დეპრესია;
    გ) “T” კბილის ინვერსია;
    დ) ორფაზიანი “T” გულმკერდის მარცხენა განხრებში;
    ე) მონოფაზური მრუდი.
A

58
Q
  1. პრინცმეტალის სტენოკარდიით პაციენტებში შეტევის ხანგრძლივობის გაზრდის გამო არ არის მიზანშეწონილი:
    ა) ნიტროგლიცერინის გამოყენება;
    ბ) გახანგრძლივებული მოქმედების ნიტრატების გამოყენება;
    გ) ბეტა-ადრენომაბლოკირებელი საშალებებით მონოთერაპია;
    დ) კალციუმის ნელი არხების მაბლოკირებელი საშალებები;
    ე) ალფა-ადრენომაბლოკირებელი საშუალებები.
A

59
Q
  1. ჰიბერნირებული მიოკარდიუმისთვის არ არის დამახასიათებელი:
    ა) კორონარული არტერიების მაღალი ხარისხის სტენოზი;
    ბ) ჟანგბადის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის დისბალანსი;
    გ) სიცოცხლისუნარიანი მიოკარდიუმის არსებობა შემცირებული კუმშვადობის მიუხედავად;
    დ) რეგიონალური მარცხენა პარკუჭოვანი სისტოლური დისფუნქცია;
    ე) პარკუჭის კედლის ნორმალური მოძრაობის დაუყოვნებელი აღდგენა რევასკულარიზაციის შემდეგ.
A

60
Q
  1. სისხლის შრატში რომელი მარკერების მომატება ყველაზე გამოყენებადი მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოზის დასასმელად ავადმყოფში, რომელმაც მიაკითხა კლინიკას მკერდის ძვლის უკან ხანგრძლივი ძლიერი ტკივილის ეპიზოდიდან 3 დღის შემდეგ:
    ა) კრეატინფოსფოკინაზა
    ბ) კრეატინფოსფოკინაზა-“MB”;
    გ) ტროპონინი „I“;
    დ) მიოგლობინი.
A

61
Q
  1. ჩამოთვლილთაგან მიოკარდიუმის ნეკროზის რომელი ლაბორატორიული მარკერი ითვლება ყველაზე ადრეულ, მგრძნობიარე/სპეციფიურ და მოხერხებულ (კლინიკური თვალსაზრისით) მარკერად:
    ა) კრეატინფოსფოკინაზა-“MB”;
    ბ) მიოგლობინი;
    გ) ლაქტატდეჰიდროგენაზა;
    დ) ტროპონინი „I“;
    ე) ასპარტატამინოტრანსფერაზა.
A

62
Q
  1. ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის თრომბოლიზური თერაპიის აბსოლუტური უკუჩვენება:
    ა) ინსულტი ანამნეზში;
    ბ) ქირურგიული მკურნალობა წინა 3 კვირის მანძილზე;
    გ) სისტოლური არტერიული წნევა 180 მმ. ვწ. სვ.-ზე მეტი;
    დ) აორტის განშრევებადი ანევრიზმა;
    ე) თავის ტრავმა ახლო წარსულში.
A

63
Q
  1. მარცხენა პარკუჭის ინფარქტისგან განსხვავებით, მარჯვენა პარკუჭის ინფარქტის დროს პრინციპულად აუცილებელია:
    ა) პრედატვირთვის საკმარის დონეზე შენარჩუნება;
    ბ) ოპოიდების შეყვანა;
    გ) ნიტრატების გამოყენება;
    დ) შარდმდენების და ანგიოტენზის-მაკონვერტირბელი ფერმენტის ინჰიბიტორების შეყვანა;
    ე) კალციუმის ანტაგონისტების გამოყენება.
A

64
Q
  1. მიოკარდიუმის ინფარქტის დროს გულის რემოდელირების ინჰიბიციას მიზნით იყენებენ:
    ა) ნიტრატებს;
    ბ) ბეტა-ადრენომაბლოკირებელ საშუალებებს;
    გ) კალციუმის ანტაგონისტებს;
    დ) ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორებს;
    ე) სტატინებს.
A

65
Q
  1. კარდიოგენური შოკის დროს არ აღინიშნება:
    ა) ფერმკრთალი და ტენიანი კანი;
    ბ) ტაქიკარდია, გულის ტონების მოყრუება;
    გ) პოლიურია;
    დ) არტერიული ჰიპოტენზია;
A

66
Q
  1. რომელი მტკიცებულებაა არასწორი კარდიოგენური შოკის შემთხვევაში:
    ა) ხშირად ვითარდება ხანდაზმულ პაციენტებში;
    ბ) დიდი ზომის ინფარქტის შემთხვევაში;
    გ) ჩატარებული მკურნალობის მთავარი მიზანია არტერიული წნევის აწევა;
    დ) ჩატარებული მკურნალობის მთავარი მიზანია პოსტდატვირთვის და პერიფერიული სისხლძარღვთა წინააღმდეგობის გაზრდა;
A

67
Q
  1. ავადმყოფს მიოკარდიუმის ინფარქტით, დაავადების მე-7 დღეს განუვითარდა განმეორებითი ინტენსიური ტკივილი, რის შემდეგაც დაკარგა გონება. არ ისინჯება პერიფერიული პულსი და სისხლის წნევა; ეკგ-ზე ფიქსირდება ელექტრომექანიკური დისოციაცია. აღნიშნულ შემთხვევაში ყველაზე სავარაუდოა:
    ა) მიოკარდიუმის ინფარქტი;
    ბ) გულის ტამპონადა;
    გ) დვრილისებრი კუნთების დისფუნქცია;
    დ) პოსტინფარქტული სინდრომი;
    ე) თირკმლის არტერიის თრომბოზი.
A

68
Q
  1. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულება არაა სწორი მიოკარდიუმის ინფარქტის ფონზე განვითარებული რითმისა და გამტარებლობის დარღვევებთან მიმართებაში?
    ა) მარცხენა პარკუჭის ქვედა კედლის ლოკალიზაციის ინფარქტის დროს ხშირია სინუსური ბრადიკარდია;
    ბ) III ხარისხის ავ-ბლოკადა საჭიროებს დროებით ელექტროკარდიოსტიმულაციას;
    გ) II ტიპის II ხარისხის ავ-ბლოკადა საჭიროებს დროებით ელექტროკარდიოსტიმულატორს;
    დ) სტაბილური ჰემოდინამიკის ფონზე I ხარისხის ავ-ბლოკადა საჭიროებს სპეციალურ მკურნალობას;
    ე) სტაბილური ჰემოდინამიკის ფონზე და ნორმოსისტოლიის დროს წინაგულთა ფიბრილაცია არ საჭიროებს სპეციალურ მკურნალობას.
A

69
Q
  1. ინფექციური ენდოკარდიტის დიუკის დიდ კრიტერიუმებს არ მიეკუთვნება:
    ა) ინფექციურ აგენტზე დადებითი კულტურა ორ, 12 სთ-იან ინტერვალით აღებულ სინჯში;
    ბ) ოსცილირებადი გულშიდა წარმონაქმნები სარქველების საგდულებსა და მათ მიმდებარე უბნებზე;
    გ) ოსცილირებადი გულშიდა წარმონაქმნები სარქვლების საგდულებსა და იმპლანტირებულ მასალებზე;
    დ) ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარება;
    ე) ახლად განვითარებული რეგურგიტაცია.
A

70
Q
  1. ინფექციური ენდოკარდიტის დიაგნოსტიკის დიუკის მცირე კრიტერიუმებს არ მიეკუთვნება:
    ა) ცხელება >38 C;
    ბ) ფიბროზული რგოლის აბსცესი;
    გ) მსხვილი კალიბრის არტერიების თრომბოემბოლია;
    დ) ფილტვის სეპტიკური ინფარქტი;
    ე) ჯეინუეის ლაქები.
A

71
Q
  1. ინფექციური ენდოკარდიტის დროს ქირურგიული მკურნალობის აბსოლუტურ ჩვენებას არ მიეკუთვნება:
    ა) მიოკარდიუმის სარქვლის ფიბროზული რგოლის აბსცესები;
    ბ) ხელოვნური სარქვლის ენდოკარდიტი;
    გ) ანტიბაქტერიული თერაპიის მიმართ რეზისტენტობა 1 თვის განმავლობაში;
    დ) გულის უკმარისობის გაძლიერება ან მისი რეფრაქტერულობა მკურნალობის მიმართ;
    ე) სოკოვანი ინფექცია.
A

72
Q
  1. ინფექციური ენდოკარდიტის პროგნოზულად არასაიმედო ნიშანი არ არის:
    ა) დაავადების სტრეპტოკოკული ეტიოლოგია;
    ბ) გულის უკმარისობა;
    გ) აორტის სარქვლის დაზიანება;
    დ) სარქვლის პროთეზის ინფექცია;
    ე) ხანდაზმული ასაკი.
A

73
Q
  1. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულება არ არის სწორი ინფექციურ ენდოკარდიტთან მიმართებაში?
    ა) მწვავე ინფექციური ენდოკარდიტის დროს ანთების მიზეზი, ძირითადად არის ოქროსფერი სტაფილოკოკი;
    ბ) ქვემწვავე ინფექციური ენდოკარდიტის დროს გამომწვევი ძირითადად მამწვანებელი სტრეპტოკოკია;
    გ) მწვავე ინფექციური ენდოკარდიტის დროს გამომწვევი აზიანებს ნორმალურ საგდულებს.
    დ) ქვემწვავე ინფექციური ენდოკარდიტისათვის დამახასიათებელია მეტასტაზების კერების წარმოქმნა;
    ე) ქვემწვავე ინფექციური ენდოკარდიტი ვითარდება დაზიანებულ საგდულებზე.
A

74
Q
  1. ჩამოთვლილთაგან რომელი ეკგ ცვლილება არ არის მოსალოდნელი მწვავე მშრალი პერიკარდიტის დროს:
    ა) “ST” სეგმენტის ელევაცია ორ ან სამ სტანდარტულ და გულმკერდის რამოდენიმე განხრაში;
    ბ) “ST” სეგმენტის ნორმალიზება რამოდენიმე დღეში;
    გ) უარყოფითი “T” კბილი იმ განხრებში სადაც “ST” სეგმენტის ელევაცია იყო.
    დ) “QRS” კომპლექსის კონფიგურაციის შეცვლა.
A

75
Q
  1. მშრალი პერიკარდიტის ტკივილისთვის არ არის დამახასიათებელი:
    ა) გულმკერდის არეში ლოკალიზაცია;
    ბ) გახანგრძლივება რამოდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში;
    გ) ორივე ზედა კიდურში ირადიაცია;
    დ) ნიტროგლიცერინის უეფექტობა;
    ე) შემცირება ზურგზე წოლის და გაძლიერება ჯდომის დროს
A

76
Q
  1. აორტული სტენოზის სიმპტომებს არ განეკუთვნება:
    ა) ტკივილები მკერდის ძვლის უკან;
    ბ) ქოშინი;
    გ) თავბრუსხვევა;
    დ) სინკოპე;
    ე) ასციტი.
A

77
Q
  1. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის მართებული მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტთან მიმართებაში?
    ა) არტერიული წნევის ციფრები შეიძლება იყოს მომატებული;
    ბ) არტერიული წნევის ციფრები შეიძლება იყოს დაქვეითებული;
    გ) არტერიული ჰიპერტენზიით პაციენტებში წნევის ციფრები შეიძლება დროებით დაუბრუნდეს ნორმას;
    დ) მარჯვენა პარკუჭის ინფარქტის დროს რჩება ნორმის ფარგლებში.
A

78
Q
  1. აორტის კოარქტაციისთვის ყველაზე ტიპიურ ფიზიკურ ნიშნად ითვლება:
    ა) გულის მწვერვალზე სისტოლური შუილი;
    ბ) ქვედა და ზედა კიდურებს შორის სისხლის წნევის 10-20 მმ. ვწ. სვ.-იანი სხვობა (წნევა მეტია ქვედა კიდურზე);
    გ) ზედა და ქვედა კიდურებს შორის სისხლის წნევის 10-20 მმ. ვწ. სვ.-იანი სხვობა (წნევა მეტია ზედა კიდურზე);
    დ) აორტის მოსასმენ წერტილში სისტოლური შუილი;
    ე) მარჯვენა ლავიწზედა ზრეში სისტოლური შუილი.
A

79
Q
  1. ფილტვის არტერიის სარქვლის თანდაყოლილი სტენოზის შედეგად გამოწვეული მარჯვენამხრივი უკმარისობის დროს არ არის:
    ა) ქვედა კიდურების შეშუპება;
    ბ) სისხლისმიმოქცევის მცირე წრის ჰიპერტენზია;
    გ) კისრის ვენების დაბერვა;
    დ) ღვიძლის ზომების გადიდება;
    ე) მარჯვენა პარკუჭში საბოლოო დიასტოლური წნევის მომატება.
A

80
Q
  1. ფილტვების ინტერსტიციული შეშუპებისთვის არ არის დამახასიათებელი:
    ა) ხმაურიანი მსტვინავი სუნთქვა;
    ბ) სუნთქვის აქტში დამხმარე კუნთების მონაწილეობა;
    გ) ხველა ვარდისფერი, ქაფიანი ნახველით;
    დ) ცივი და ტენიანი კანის საფარველი;
    ე) ორთოპნოე.
A

81
Q
  1. ნიუ-იორკის კარდიოლოგთა ასოციაციის (“NYHA”) კლასიფიკაციით, რომელ ფუნქციურ კლასს განუსაზღვრავდით პაციენტს, რომელსაც აქვს ფიზიკური აქტივობის აშკარა შეზღუდვა, თუმცა თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს მოსვენებულ მდგომარეობაში, ამასთან მცირე დატვირთვა იწვევს სიმპტომების გაჩენას:
    ა) I კლასი
    ბ) II კლასი
    გ) III კლასი
    დ) IV კლასი.
A

82
Q
  1. გულის ქრონიკული უკმარისობის დიაგნოსტიკის ე. წ. ფრემინგემის დიდ კრიტერიუმებს არ მიეკუთვნება:
    ა) ღამის პაროქსიზმული ქოშინი;
    ბ) კისრის ვენების დაბერვა;
    გ) გულის პათოლოგიური III ტონი;
    დ) ჰიდროთორაქსი;
    ე) ვენური წნევის მომატება (160 მმ. ვწ. სვ. მეტად).
A

83
Q
  1. გულის ქრონიკული უკმარისობის დიაგნოსტიკის ე. წ. ფრემინგემის მცირე კრიტერიუმებს არ მიეკუთვნება:
    ა) ფეხების შეშუპება;
    ბ) ღამით ხველა;
    გ) ქოშინი დატვირთვისას;
    დ) ტაქიკარდია წუთში >120-ზე მეტად;
    ე) ხიხინი ფილტვებში.
A

84
Q
  1. გულის უკმარისობის მკურნალობის მიზნით ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორების მიღება სრულიად უსაფრთხო იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ:
    ა) თირკმლის არტერიების სტენოზი;
    ბ) ჰიპერკალემია;
    გ) მიტრალური სტენოზი;
    დ) მარცხენა პარკუჭის სისტოლური დისფუნქცია;
    ე) ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია.
A

85
Q
  1. ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელი ითვლება საგულე გლიკოზიდის დანიშვნის ჩვენებად:
    ა) დეკომპენსირებული რევმატურლი მიტრალური მანკი გამოხატული სტენოზის გარეშე;
    ბ) მიტრალური სტენოზი გამოხატული დეკომპენსაციის გარეშე;
    გ) ჰიპოკალემია;
    დ) ავ-ბლოკადა;
    ე) მიოკარდიუმის ინფარქტი.
A

86
Q
  1. გულის ქრონიკული უკმარისობით პაციენტებში სპირინოლაქტონის დანიშვნის უკუჩვენებაა:
    ა) მეორადი ჰიპერალდოსტერონიზმის სიმპტომები;
    ბ) მარყუჟოვან შარდმდენებთან კომბინაცია;
    გ) ანგიოტენზინ მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორთან კომბინაცია;
    დ) ჰიპერკალემია და ჰიპერნატრემია;
    ე) გულის ქრონიკული უკმარისობის მძიმე მიმდინარეობა.
A

87
Q
  1. რესტრიქციული კარდიომიოპათიის მიზეზებს არ მიეკუთვნება:
    ა) ამილოიდოზი;
    ბ) ჰემოქრომატოზი;
    გ) სარკოიდოზი;
    დ) ჰიპერეოზინოფილური სინდრომი;
    ე) მიოკარდიული ნაწიბური.
A

88
Q
  1. მძიმე მიოკარდიტის შემთხვევაში ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელია:
    ა) მარცხენა პარკუჭის შენახული კუმშვადობა;
    ბ) მიოციტების ნეკროზთან ასოცირებული ლიმფოციტური ინფილტრაცია;
    გ) თრომბოემბოლია;
    დ) I ტონის შემცირება, პათოლოგიური III ტონი, მწვერვალზე სისტოლური შუილი;
    ე) გულის შეგუბებითი უკმარისობა.
A

89
Q
  1. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის სარწმუნო ეკგ ნიშნებია:
    ა) ღრმა “Q” კბილი “V4-V6”-ში;
    ბ) “ST” სეგმენტის დეპრესია I, II და “aVL” განხრებში;
    გ) “ST” სეგმენტის დეპრესია II, III და “ aVF” განხრებში;
    დ) “S1QIII” სინდრომი, “ST” სეგმენტის ელევაცია III, aVR, “V1-V2”-ში და მარჯვენაგრამა;
    ე) “T” კბილის ინვერსია გულმკერდის განხრებში.
A

90
Q
  1. ეკგ-ზე სინუსური რითმის ნიშნებს არ მიეკუთვნება:
    ა) გულის შეკუმშვათა სიხშირე წთ-ში 60-100;
    ბ) დადებითი “P “კბილი I, II, III, “aVF” განხრებში;
    გ) 0,12 წმ-ზე მეტი და 0,20 წმ-ზე ნაკლები “PR(Q)” ინტერვალი;
    დ) დადებითი “P” კბილი “V1”განხრაში;
    ე) ყოველ “P” კბილს მოჰყვება “QRS” კომპლექსი.
A

91
Q
  1. ყველაზე ათეროგენულ ლიპოპროტეიდებად მიჩნეულია:
    ა) მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები;
    ბ) დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები;
    გ) გარდამავალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები;
    დ) ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები;
    ე) ქილომიკრონები.
A

92
Q
  1. 42 წლის მამაკაცი მოთავსდა გადაუდებელი თერაპიის გაყოფილებაში, იმის გამო, რომ მოულოდნელად დაეცა ძუნძულით სირბილის დროს. მან დაკარგა გონება და მიიღო თავის ქალას დახურული ტრავმა. უარყოფს რაიმე პროდრომულ სიმტომს. არასოდეს ჰქონია თავბრუხვევა, მხოლოდ იშვიათად აღენიშნებოდა ჰაერის უკმარისობა. თვითმხილველის ჩვენებით პაციენტს არ აღენიშნებოდა გულყრა და უგონოდ იყო მხოლოდ 1-2 წუთით. პაციენტი რაიმე მედიკამენტს არ იღებს. არტერიული წნევა 110/58 mm Hg. მეორე ტონის აორტული კომპონენტი შემცირებულია. მარჯვნივ მეორე ნეკნთაშუა სივრცეში მოისმინება განდევნის ტონი და სისტოლური შუილი. სავარაუდო დიაგნოზია:
    ა) მიტრალური რეგირგიტაცია;
    ბ) პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი;
    გ) ფილტვის არტერიის სტენოზი;
    დ) მიტრალური სტენოზი;
    ე) აორტის სტენოზი.
A

93
Q
  1. 67 წლის ქალი, მიყვანილი იქნა გადაუდებელი თერაპიის განყოფილებაში, ჩივილით უსიამოვნო შეგრძნებაზე გულმკერდის არეში და გულის ფრიალზე. პულსი 110 წუთში, არარეგულარული, გულისცემათა სიხშირე 140 წუთში. აუსკულტაციით პირველი ტონი არარეგულარული, სხვადასხვა ამპლიტუდის. რომელია სწორი დიაგნოზი?
    ა) წინაგულთა ფიბრილაციის ტაქისისტოლური ფორმა
    ბ) WPW-სინდრომი სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიით;
    გ) პარკუჭოვანი ტაქიკარდია;
    დ) სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია;
    ე) სინუსური ტაქიკარდია
A

94
Q
  1. პაციენტს, გულმკერდის არეში ტკივილით, ეკგ-ზე აღენიშნება „ST“ სეგმენტის კონკორდანტული ელევაცია, გულისცემა სიხშირით 105 წუთში. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია არჩევის მედიკამენტი?
    ა) თრომბოლიზი;
    ბ) ჰეპარინი;
    გ) ბეტა ბლოკატორები;
    დ) ასპირინი;
    ე) გლუკოკორიკოსტეროიდები.
A

95
Q
  1. 38 წლის ქალს,ზომიერი ჰიპერტენზიით დაენიშნა ჰიდროქლორთიაზიდი. მეორე დღეს პაციენტი მოთავსდა გადაუდებელი თერაპიის განყოფილებაში ჰიპოტენზიის გამო. ეკგ ნორმის ფარგლებშია. ჰიპოტენზიის კორექციის შემდეგ რა პათოლოგიის არსებობაზე უნდა ვიფიქრით?
    ა) დილატაციური კარდიომიოპათიაზე;
    ბ) რესტრიქციული კარდიომიოპათიაზე;
    გ) მარცხენა პარკუჭის მძიმე კონცენტრულ ჰიპერტროფიაზე;
    დ) ჰიპერტროფიულ კარდიომიოპათიაზე;
    ე) ფალოს ტეტრადაზე.
A

96
Q
  1. 65 წლის მამაკაცს აღენიშნება მბერავი დიასტოლური შუილი მკერდის ძვლის მარჯვენა კიდესთან. თქვენი წინასწარი დიაგნოზია:
    ა) მიტრალური სტენოზი;
    ბ) აორტის ქრონიკული ნაკლოვანება;
    გ) ტრიკუსპიდალური ნაკლოვანება;
    დ) აორტის სტენოზი;
    ე) მიტრალური სარქვლის პროლაფსი.
A

97
Q
  1. თუ პაციენტი არის ახალგაზრდა და განუვითარდა სინკოპე ფიზიკური დატვირტვისას, უპირველესად რა უნდა გამოირიცხოს?
    ა) მიტრალური სარქველის პროლაფსი;
    ბ) ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია;
    გ) პარკუჭთაშუა დეფექტი;
    დ) ფილტვის არტერიის სტენოზი;
    ე) გულის ბლოკადა.
A

98
Q
  1. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელს ახასიათებს პერიკარდიუმის ღრუში გამონადენი პერიკარდიტის გარეშე:
    ა) ინფექციურ პერიკარდიტს;
    ბ) აუტოიმუნურ პერიკარდიტს;
    გ) ურემიულ პერიკარდიტს;
    დ) ჰიპოთირეოზს;
A

99
Q
  1. პერიკარდიტის მკურნალობისას არ არის სასურველი:
    ა) ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენება;
    ბ) სტეროიდების გამოყენება;
    გ) ანტიკოაგულანტების გამოყენება;
    დ) პერიკარდიუმის დრენირება;
    ე) ანტიბიოტიკების გამოყენება.
A

100
Q
  1. 84 წლის მამაკაცს ბოლო ერთი თვის განმავლობაში აღენიშნება ტკივილი მკერდის ძვლის უკან; იგი აღნიშნავს, რომ მდგომარეობა უარესდება დატვირთვისას, როცა ის თავის სართულზე კიბეებით ადის. პაციენტს აქვს შაქრიანი ტიპი 2, საყლაპავის დიაფრაგმალური ხვრელის თიაქარი. ტემპერატურა: 37,1“C“0, გულისცემის სიხშირე: 95 წუთში, სისხლის წნევა: 165/95 მმ. ვწ. სვ. ეკგ და გულმკერდის რენტგენოსკოპია ნორმაშია. რომელია ერთი ყველაზე სავარაუდო დიაგნოზი:
    ა) სტენოკარდია;
    ბ) გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი;
    გ) გულისუკმარისობა;
    დ) მიოკარდიუმის ინფარქტი;
    ე) საყლაპავის სპაზმი.
A

101
Q
  1. 30 წლის მამაკაცს გაეღვიძა გულმკერდის არეში ტკივილით და სუნთქვის უკმარისობის შეგრძნებით. ტკივილი გადაეცემა ზურგში და პაციენტს აიძულებს იჯდეს ლოგინში წინ გადახრილ პოზაში. ზოგადად იგი თავს ჯანმრთელად გრძნობდა, თუ არ ჩავთვლით, რომ 2 კვირით ადრე აწუხებდა ყელის ტკივილი. ტემპერატურა: 37,8“C“0, გულისცემის სიხშირე: 110 წუთში, სისხლსი წნევა: 125/90 მმ.ვწ.სვ. გულმკერდის რენტგენოგრაფიით - ნორმა; ეკგ: „ST“ სეგმენტის ელევაცია სამივე სტანდარტულ და გულმკერდის განხრებში. რომელია ერთ ყველაზე სავარაუდო დიაგნოზი:
    ა) მწვავე პერიკარდიტი;
    ბ) ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია;
    გ) ინფექციური ენდოკარდიტი;
    დ) მიოკარდიუმის ინფარქტი;
    ე) პულმონური ემბოლია.
A

102
Q
  1. 20 წლის ქალს აღენიშნება გაძლიერებული გულისცემა ბოლო 6 საათის განმავლობაში. მას ადრეც ჰქონია ასეთი ეპიზოდები, მაგრამ არასოდეს გახანგრძლივებულა. ეკგ-ზე რეგულარული რითმი, 160 წთ-ში და ინვერტული „P“ კბილით II, III, „aVF“ განხრებში, ვიწრო „QRS“ კომპლექსებით. ვაგუსის სტიმულაცია უშედეგო აღმოჩნდა. 6 მგ ადენოზინის ი/ვ შეყვანამ აღადგინა ნორმალური სინუსური რითმი (90 წთ-ში). რომელია ტაქიკარდიის ყველაზე უფრო სავარაუდო ლოკუსი?
    ა) წინაგული;
    ბ) ატრიოვენტრიკულური კვანძი;
    გ) ჰისის კონა;
    დ) სინოატრიალური კვანძი;
    ე) პარკუჭი.
A

103
Q
  1. 44 წლის მამაკაცს უეცრად დაეწყო ტკივილი გულმკერდში ირადიაციით ქვედა ყბაში, ასევე ოფლიანობა და გულისრევის შეგრძნება. ეკგ-ზე
    აღინიშნება „ST“ ელევაცია „V1-V6“, I და „aVL“ განხრებში. რომელი კორონარული არტერიაა ყველაზე მაღალი ალბათობით ოკლუზირებული?
    ა) მარცხენა წინა დაღმავალი არტერია;
    ბ) მარცხენა შემომხვევი კორონარული არტერია;
    გ) მარცხენა ძირითადი კორონარული არტერია;
    დ) უკანა დაღმავალი არტერია;
    ე) მარჯვენა კორონარული არტერია.
A

104
Q
  1. 73 წლის ქალს გასული 3 კვირის განმავლობაში აღენიშნება სუნთქვის უკმარისობა. მას ამჟამად დასაძინებლად ჭირდება 4 ბალიში ნაცვლად ორისა, რომელსაც იგი ადრე იყენებდა; დღის ბოლოს აღენიშნება ბილატერალური შეშუპება კოჭ-წვისი არეში. იგი რეგულარულად იყენებს საინჰალაციო სტეროიდს ასთმის გამო, თუმცა არასდროს არ ყოფილა რაიმე მიზეზით ჰოსპიტალიზირებული. რომელია ყველაზე სავარაუდო დიაგნოზი?
    ა) ასთმის გამწვავება;
    ბ) სტენოკარდია;
    გ) გულის უკმარისობა;
    დ) პნევმონია;
    ე) პულმონური ემბოლიზმი.
A

105
Q
  1. მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე პერიოდში ლეტალობას ამცირებს:
    ა) თრომბოლიზური საშუალებები;
    ბ) დიჰიდროპირიდინული ჯგუფის კალციუმის არხის ბლოკატორები;
    გ) ბეტა ადრენობლოკატორები;
    დ) ლიდოკაინი.
A

106
Q
  1. მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის გართულებას არ წარმოადგენს:
    ა) გამტარებლობის დარღვევა.
    ბ) კარდიოგენური შოკი;
    გ) დრესლერის სინდრომი;
    დ) გულის რითმის დარღვევა;
A

107
Q
  1. ეკგ-ზე მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოსტირებას ართულებს:
    ა) ჰისის კონის მარჯვენა ფეხის სრული ბლოკადა;
    ბ) ჰისის კონის მარცხენა ფეხის სრული ბლოკადა;
    გ) პირველი ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა;
    დ) ხშირი პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია;
    ე) სინოატრიალური ბლოკადა.
A

108
Q
  1. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია ნაჩვენები მიტრალური სტენოზის დროს?
    ა) აგფ ინჰიბიტორი;
    ბ) ნიტრატები;
    გ) ბეტა ბლოკერები;
    დ) საგულე გლიკოზიდები
A

109
Q
  1. აორტის სტენოზის შემთხვევაში სტენოკარდიული შეტევის კუპირებისთვის მოწოდებულია:
    ა) პერიფერიული ვაზოდილატატორი;
    ბ) საგულე გლიკოზიდები;
    გ) ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორები;
    დ) შარდმდენები.
A