მუხლი 5. უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე Flashcards
ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების
საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან
თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ
საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს
იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების
ჯეროვნად შეუსრულებლობა ან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება იწვევს კ
ანონით დადგენილ პასუხისმგებლობას