მუხლი 2. ტერმინთა განმარტება Flashcards

1
Q

ადმინისტრაციული ორგანო

A

ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან
დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური
გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე
ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს;

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
2
Q

დაინტერესებული მხარე

A

ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო,
რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის
კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან
ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება;

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
3
Q

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი

A

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის

საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი;

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
4
Q

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი

A

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი,
რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და
მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული
საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს
მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები;

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
5
Q

ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი

A

უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს
მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი
მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს;

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
6
Q

აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი

A

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი,

რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს;

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
7
Q

ადმინისტრაციული ხელშეკრულება

A

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების
განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან
დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება;

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
8
Q

განცხადება

A

უფლების მოპოვებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
გამოცემით დაინტერესებული მხარის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი
მოთხოვნა;

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
9
Q

ადმინისტრაციული საჩივარი

A

დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ
ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების
აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების
განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას;

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
10
Q

ადმინისტრაციული წარმოება

A

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის,
აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
11
Q

დისკრეციული უფლებამოსილება

A

უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან
თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე
კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება;

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
12
Q

საჯარო ინფორმაცია

A

ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი,
ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული,
დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად
გამოქვეყნებული ინფორმაცია

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
13
Q

საიდუმლო ინფორმაცია

A

საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან
მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ
საიდუმლოებას.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly