საჯარო მმართველობის ცნება და არსი Flashcards
საჯარო მმართველობის ცნების განსაზღვრის ორი გზა არსებობს:
საჯარო მმართელობის ცნების დეფინიცია ან მისი შინაარსობრივი აღწერა
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება
საკანონმდებლო , აღმასრულებელი, და სასამართლო ხელსიფლების მიერ
აღმასრულებელი ხელისუფლება არის
საჯარო მმართველობის განმახორციელებელი ხელისუფლების შტო.
ხელისუფლების დანაწილების პრინციპის მიხედვით, საჯარო მმართველობა არის
აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი.
საჯარო მმართველობის ცნების ჩამოყალიბება შესაძლებელია (რა გზებით)
ორგანიზაციული, მატერიალური და ფორმალური გაგებით
ორგანიზაციული გაგებით საჯარო მმართველობა არის
საჯარო მმართველობის კანონით განსაზღვრული ორგანიზაციული მოწყობის სისტემა, რომელიც შედგება ადმინსტრაციული ორგანოებისა და სხვა მმართველი ერთეულებისაგან
საჯარო მმართველობა მატერიალური გაგებით არის
სახელმწიფოს ის საქმიანობა, რომლის მიზანია მმართველობით ფუნქციების განხორციელება, ანუ რომელიც არ გულისხმობს კანონშემოქმედებას, მართლსაჯულებას და ქვეყნის პოლიტიკურ მართვას.
საჯარო მმართველობა ფორმალური გაგებით, არის
ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება საჯარო მმართველობის ორგანოების (ორგანიზაციული გაგებით) მიერ. პოლიციის პრევენციული და რეპრესიული საქმიანობა, პრეზიდენტის კონსტიტუციური და მმართველობითი ფუნქციები, ფორმალური გაგებით არის საჯარო მმართველობა.
საჯარო მმართველობის (მატერიალური გაგებით) ცნების განსაზღვირსას საყურადღებოა ე.წ სუბსტრაქციის მეთოდი (გამოკლების გზის შედეგის მიღების) რომესლაც გერმანელი მეცნიერი ოტო მაიერი იყენებდა. სუბსტრაქციის თოერიის თანახმად - ,,მმართველობა არის
მმართველობა არის სახელმწიფოს საქმიანობა თავისი მიზნების განსახორციელბლად, რაც არც კანონშემოქმედებაა და არც მართლსაჯულება.
ე.წ ახალი სუბსტრაქციის ფორმულის თანახმად - ,,საჯარო მმართველობა, მატერიალური გაგებით, გულისხმობს
სახელმნწიფოს ისეთი საქმიანობას რომელიც არც კანონშემოქმედებასა და მართლსაჯულებას და არც მთავრობასა და შეიარაღებულ ძალებს მიეკუთვნება
საჯარო მმართველობის ორგანიზაციული და მატერიალური გაგებით კომბინაცია იძლევა შესაძლებლობას ჩამოყალიბდეს შემდეგი განმარტება:
საჯარო მმართველობა არის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, აგრეთვე, საჯარო მმართველობის, როგორც ფუქნციის განმახროციელებლი სუბიექტების მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ, წინარსწარ განსაზღვრული მიზნების და სამართლებრივი ბოჭვის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა, რომელიც არ არის კანონშემოქმედება, მართლმსაჯულება და პოლიტიკური ხასიათის ღონისძიებები
სამეცნიერო ლიტერატურაში გამოყოფენ საჯარო მმართველობის შემდეგ ფუნქციებს:
კანონის აღსრულება,
ძირითადი უფლებების განხორციელების ფუნქცია
წესრიგის, დაცვისა და მომსახურების ფუნქცია
მომწესრიგებელი საჯარო მმართველობა გვხვდება მართლწესრიგის სფეროში, მისი მიზანია
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა, ამ დასაცავი სიკეთისათვის საფრთხის თავიდან აცილების გზით. მართლწესრიგი მოიცავს შსს სამინოსტროს სისტემაშ შემავალი პოლიციის პრევენციულ ღონისძიებებს, აგრეთვზვე სამშენებლო , გარემოს დაცხვის, სამეწარმეო საქიანობის და ა.შ
მომსახურებითი მმართველობა არის
თანამედროვე საჯარო მმართველობის მნშნველოვანი ნაწილი, რომელიც მოიცავს, როგორც სოციალური მომსახურების სფეროს, ისე ინფრასტურქიტორის (მაგ. გზები) და საზოგადოებრივი მნიშNვლეობის ობიექტების (მაგ.საბავშვო ბაღები, პარკები და სკვერები) შექმნას, რომელიც ემსახურება ადამიანების საარსებო პირობების უზრუნველყოფას და გაუმჯობესებას.
გარანტორი მმართველობის ტერმინი აღნიშნავს ისეთ მმართველობას, როდესაც
სახელმწიფო გადასცემს კერძო ბაზარზე არსებულ სუბიექტებს, რომელიც იმართლება ბაზრისათვის დამახასაითებელი კონკურენციის საფუძველზე, ხოლი იმისათვის, რომ სათანადოდ იქნას გათვალისწიენებული მომხმარებელთა ინტერესი , განსაკუთრებიტ, ამ მომსახურებაზე გონივრულ ფასად ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა, საჯარო მმართველობა ახორიცლებს ამ საქმიანობის სფეროს რეგულირებას.
ორგანიზაციული მმართველობა არის საჯარო მმართველობის ის ფორმა, როდესაც
ხდება საზოგადოებრივი ცხოვრების სოციალურ, ეკონომიურ, თუ კულტურის სფეროში მიზანმიმართული ჩარევა (მხარდაჭერა) შესაბამისი სუბვენციების (განსაზღვრული ღონისძიებებისათვის მიზნობირივად გამოყოფილი ფულადი დახმარებები) და სუბსიდიების (ფულადი ან ნივთიერი დახმარება, რომესლაც უწევს სახელმწიფო ცალკეულ პირებს) საშუალებით.
სუბვენცია
განსაზღვრული ღონისძიებებისათვის მიზნობირივად გამოყოფილი ფულადი დახმარებები)
სუბსიდია
ფულადი ან ნივთიერი დახმარება, რომესლაც უწევს სახელმწიფო ცალკეულ პირებს საშუალებით.
საგადასახადო მმართველობა ემსახურება ….
სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ფინასნური საშუელებების შექმნას გადასახადების და მოსაკრებლების გადახდის სისტემის შექმნით და ფუნციიონირებით
რამდენ დონიანია საქართველოს საბიუჯედო სისტემა
სამდონიანი:
სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და მუნიცაპალური
გადასახადი არის
სავალდებულო , უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯედთი, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი , არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე
მოსაკრებელი არის
აუცილებელი გადასახდელი ბიუჯეტში, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათთვის კანონით განსაზღვრული საქმიენობის განხორციელებისა თუ სარგებლობის უფლების მინიჭბისათვის.
საკუთარი საჭიროების უზრუნველყფოის მმართველობა ემსახურება საჯარო მმართველობის განხორციელებისათვის
საჭირო პერსონალის და მატერიალური საშუალებების უზრუნველყოფას. საჯარო მმართველობის აკანონიერების პრინიცპის გვერდით მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მისი ეფექტიანობის და ეკონიმიურობის პრინციპი, რაც გულისხმობს სწრაფად და ნაკლები ხარჯებით საუკეთესო შედეგის მიღწევას.
სზაკ-ის მე-რ მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო არის
,,ყველა სახელმწიფო ან ადგილორბივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯაორ სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებისა) აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს