საჯარო მმართველობის ორგანიზაციული მოწყობა Flashcards
ტერმინი ორგანიზაციული მოწყობა, პირველ რიგში, უნდა განიმარტოს, როგორც
ორგანიზების პროცესი, მეორე , როგორც აქედან გამომდინარე ორგანიზაციული წარმონაქმნი (ადამიანებსა და ნივთების სახით არის გამოხატული) და მესამე, მისი შინაგანი წესრიგი.
საჯარო მმართველობის ორგანიზაციული მოწყობის (ორგანიზაციული წარმონაქმნის და პროცედურული მოწყობის) საფუძველია
საკანონმდებლო ნორმები (ფორმალური ორგანიზაციული მოწყოა) ცალკეული მმართველობით სტრუქტურების შიდა ორგანიზებაშ დიდ როლს თამაშობს ხელმძღვანელი პირების მიერ დამოკვიდრებული არაფორმალური მიდგომები.
საჯარო მმართველობა ხორციელდება ,,მოქმედებით”, რომელიც მოითხოვს ორ ელემენტს:
ადამიანებს, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას და მატერიალურ საშუალებებს, როგორიცაა შენობა, ავეჯი , საკანცელარიო ნივთები, ტექნიკა და ა.შ
ორგანოს არსებობას განსაზღვრავს ორი ნიშანი:
ისტიტუციონალური და ფუნქციონალური.
მონოკრატიულად მოწყობილი დაწესებულების ნებას განსაზღვრავს
ერთი ადამიანი (ხელმძღვანელი პირი)
კოლეგიური ორგანოს შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება
თანასწორულფებიანი , უფლებამოსილი პირების უმრავლესობის ნების საფუძველზე
primus inter pares
პირველი თანასწორთა შორის
საჯარო მმართველობის ორგანიზაციული მოწყობის საჯარო სამართლებრივი ფორმა გვხვდება სამ შემთხვევაში:
სახელმწიფო მმართველობის ორგანოების , ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ორგანიზაციული მოწყობის სახით.