სამოქალაქო სამართლის ობიექტები და მისი სახეები. Flashcards
ობიექტები არის ის სიკეთეები, რომელთა გამოც
ქონებრივ ურთიერთობათა უმეტესობა წარმოიშობა.სსკ მათ სანივთო სამართალში განამტკიცებს.
ობიექტი შეიძლება იყოს
ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური ან არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული.
კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ყველა ობიექტი - ქონება, არის ყველა ნივთი არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ
ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.
სსკ ობიეტებს ორ დიდ ჯგუფად ჰყოფს:
ნივთებად და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებად,
ნივთები —-
პიროვნულობას მოკლებული, ბრუნვაუნარიანი, პირთა ბატონობას დაქვემდებარებული, ნატურით გამიჯნული და სხეულებრივად ერთიანი საგნებია.
ნივთი არ არის ადამიანი ან მისი სხეული, არც სხეულის ნაწილი, ვიდრე
ცოცხალი ორგანიზმის ნაწილს წარმოადგენს, ხოლო სხეულიდან მოცილებისა და მათზე გარიგების დადებისთანავე გარდაიქმნებიან ნივთებად.
ნივთები არ არიან ცხოველებიც, მაგრამ შეიძლება
გავუთანაბროთ მათ.
ნივთები იყოფა უძრავ და მოძრავ ნივთებად. მათ
შორის არსებული სამართლებრივი განსხვავება კარგად ჩანს საკუთრების შეძენისას.
ნივთების ორი სახე
უძრავი და მოძრავი
უძრავ ნივთზე საკუთრებისთვის გარიგების დასადებად საჭიროა
წერილობითი გაფორმება და შემძენის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია,
მოძრავი ნივთის საკუთრებისთვის გარიგების დასადებად საკმარისია
მხოლოდ გადაცემაც
უძრავი ნივთია მიწის ნაკვეთი, მასზე აშენებული შენობა-ნაგებობები, რომლებიც
მყარად დგას მიწაზე.
ოძრავია ნებისმიერი ნივთი, რომელიც
საქ. სამოქ. კოდექსის მიხედვით არაა უძრავი
მოძრავი ნივთები იყოფა ___ ნივთებად
შეცვლად და შეუცვლად, გვაროვნულ და ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრულ, მოხმარებად და მოუხმარებად ნივთებად.
უფლებებს, როგორც არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებს, განეკუთვნება
მომიჯნავე და საავტორო უფლებები.