მართლმსაჯულების განხორციელებაზე მოსამართლის უარის Flashcards
სასამართლოს არა აქვს უფლება უარი თქვას სამოქალაქო საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ
სამართლის ნორმა არ არსებობს, ან იგი ბუნდოვანია.
სასამართლოს არა აქვს უფლება უარი თქვას კანონის გამოყენებაზე იმ მოტივით, რომ
მას კანონის ნორმა უსამართლოდ ან არაზნეობრივად მიაჩნია.
სამოქალაქო საქმეების განხილვაზე უარის უფლება არა აქვს სასამართლოს იმ შემთხვევაშიც, როცა კანონს ხარვეზი აქვს, როცა სამართლის ნორმა არ არსებობს ანდა იგი
ბუნდოვანია. ხარვეზის არსებობა შევსებას ითხოვს და არა ურთიერთობების მოწესრიგებაზე უარის თქმას, რამდენადაც სამოქალაქო სამართალი უპირატესად ნორმალურ საზოგადოებრივ ურთიერთობებს აწესრიგებს და მართლმსაჯულების აუცილებელ ჩარევას ითვალისწინებს.
სასამართლოს არა აქვს უფლება უარი თქვას კანონის გამოყენებაზე, როცა კანონი მას
უსამართლოდ და არაზნეობრივად მიაჩნია.
ნორმა სავალდებულოა შესასრულებლად, ვიდრე იგი
მოქმედი ნორმის სახით წარმოგვიდგება.