კერძო ავტონომია და ხელშეკრულების თავისუფლება. Flashcards
კერძო ავტონომია ეწოდება
კონკრეტულ პირთათვის სამართლით მინიჭებულ და უზრუნველყოფილ შესაძლებლობას ერთმანეთს შორის ურთიერთობა განსაზღვრულ ფარგლებში მოაწესრიგონ გარიგებების, განსაკუთრებით ხელშეკრულების მეშვეობით.
კერძო ავტონომიის ერთერთი ფუძემდებლური პრინციპია, რომლის თანახმადაც სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ
ნებისმიერი კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი მოქმედება
კერძო ავტონომია გულისხობს
თვითპასუხისმგებლობასაც. პირი თავის მოქმედებისთვის თავად აგებს პასუხს რაც ჩაიდინა , ან იკისრა, უნდა გამოასწოროს ან შეასრულოს.
ხელშეკრულების დადების თავისუფლება , როგორც კერძო ავტონომიის მნიშვნელოვანი გამოხატულება არის შესაძლებლობა
დადოს ან არ დადოს პირმა ესა თუ ის ხელშეკრულება,შეარჩიოს მისთვის სასურველი კონტრაჰენტი და ხელშეკრულება, მეორე მხარესთან შეთანხმებით თავისუფლად განსაზღვროს მისი შინაარსი.
ხელშეკრულების დადებით მხარეები ნებაყოფლობითა და ორმხრივად კისრულობენ
ამა თუ იმ ვალდებულების შესრულებას , ამით თავს იბოჭავენ, რასაც სახელშეკრულებო თვითბოჭვა ჰქვია.
კერძო ავტონომიის კლასიკური გამოხატულებაა ანდერძის თავისუფლება. პირს აქვს უფლება
ქონება დაუტოვოს ნებისმიერ პირს
კერძო ავტონომია შეიძლება შეიზღუდოს
სახელმწიფოს უსაფრთხოებით ან კონტრაჰირების ხელშეკრულებით