სამოსამართლო სამართალი. Flashcards
თუ კანონის ინტერპრეტაცია სცილდება გრამატიკული ინტერპრეტაციის ფარგლებს და გადადის ლოგიკური ინტერპრეტაციის სფეროში, მაშინ ხშირად საქმე გვაქვს
ახალი ნორმის შექმნასთან. რეალურად ეს არის სამართალშემოქმედება.
სამოსამართლო სამართალშემოქმედება ეწოდება,
კონკრეტული შემთხვევების გადაწყვეტის დროს კანონის ცალკეული ნორმების კომენტირების შედეგად მოსამართლის მიერ ქცევის ახალი წესების ჩამოყალიბებას
კომენტირების შედეგად მოსამართლის მიერ ქცევის ახალი წესების ჩამოყალიბება
სამოსამართლო სამართალი ეწოდება.
თანამედროვე მოძღვრება მოსამართლეს უფლებას აძლევს კანონის კონკრეტული ნორმების ინტერპრეტაციისას განავითაროს სამართალი. ამ შემთხვევაში სადავო სწორედ ისაა, თუ
რამდენად იურიდიული ძალის მქონეა სასამართლოს მიერ ამ გზით შემუშავებული ნორმა სხვა სასამართლოებისთვის.
ყოველი მოსამართლე კონტინენტური ევროპის სამართალში თავისუფალია და შეუძლია
გადაუხვიოს ადრინდელ გადაწყვეტილებებსა და სასამართლო პრაქტიკას.
მართალია, უმაღლესი სასამართლოს ზრუნვის საგანია კანონთა ერთიანი განმარტებისა და განვითარების უზრუნველყოფა, მაგრამ
მისი გადაწყვეტილებები პირდაპირ არ ბოჭავენ ქვემდგომ სასამართლოებს.